ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

[ოთხშაბათის საკითხავი] ბექას დაბრუნება

[ოთხშაბათის საკითხავი] ბექას დაბრუნება

ქართულ ფეხბურთში მისი დარი მოთამაშე ბევრი არც მაშინ იყო და არც ახლა არის...
ბექა გოცირიძე ერთხელაც დაუბრუნდა ფეხბურთს - 28 წლის ასაკში! ეს, დიდი ალბათობით, მისი ბოლო ცდაა. ჩვენ უფლება არ გვაქვს, ამ დროს პასიური მაყურებლის როლში ვიყოთ. არის ამ ცდაში რაღაც ძალიან საინტერესო, მოლოდინით სავსე და მიმზიდველი...

ბექა გოცირიძე ადრეც დაბრუნდა, მაგრამ ის დაბრუნება ვერ გამოდგა წარმატებული. ყოველთვის ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა, თუმცა მე განსაკუთრებით მიყვარს ბედთან შეურიგებელი, მებრძოლი ადამიანები და ძალიან მინდა, ბექამ ეს ბრძოლა წარმატებით დაასრულოს.

მე მისი თამაში მახსოვს ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის იწყებდა კარიერას და მაშინაც, როცა ძალიან კარგი "ზესტაფონის" ლიდერი იყო. მახსოვს და პირდაპირ უნდა დავწერო, რომ ქართულ ფეხბურთში მისი დარი მოთამაშე ბევრი არც მაშინ იყო და არც ახლა არის.

ადამიანი და შეცდომა ერთმანეთისგან განუყოფელნი არიან. რა თქმა უნდა, კარიერის რაღაც ეტაპზე, უფრო ზუსტად მაშინ, როცა "დნიპროში" გადავიდა, შესაძლოა, გოცირიძემ დაუშვა შეცდომები, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ საკმარისად ძლიერები არ ვართ იმისთვის, რომ ბედისწერა შევცვალოთ. არავინ არის დაზღვეული იმისგან, რაც გოცირიძეს მოუვიდა. პირდაპირ შეგვიძლია დავწეროთ, რომ საშინელმა ავტოავარიამ მისი კარიერა დაანგრია.

ჩემი პირადი აზრია - ჩვენს სანაკრებო წარსულში ბევრი არ ყოფილა ისეთი ლამაზი გოლი, როგორიც გოცირიძემ რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებს გაუტანა; ან ის, უელსს რომ შეუგდო კარდიფში, ექტორ კუპერის სადებიუტო მატჩში. ყველას გვახსოვს, რა დრო იყო მაშინ - რუსეთთან ნაომარ ქვეყანას პატარა სიხარულიც კი ჰაერივით სჭირდებოდა...

ხოლო ის, თუ რა შეეძლო მინდორზე ჩვენი წერილის გმირს, ცალკე თემაა. მაგალითების გახსენება შეიძლება და მეც ერთს გავიხსენებ - მატჩს, რომლის უშუალო თვითმხილველიც ვარ პატარა და ძალიან ლამაზ უნგრულ ქალაქ დიორში.

"ზესტაფონი" საგარეო ევრომატჩს ატარებდა ადგილობრივ "დიორი ეტოსთან". მართალია, იმ შეხვედრაში გოცირიძეს გოლი არ გაუტანია, მაგრამ პირდაპირ გააწამა უნგრელი მცველები. ეს ტანმორჩილი ფორვარდი იყო ყველგან, სადაც იყო ბურთი და თამაშის დასრულების შემდეგ აკი საგანგებო კომპლიმენტებიც მიიღო უნგრელი მწვრთნელისგან.

რატომ აღარ გაგრძელდა გოცირიძის კარიერა ისე, როგორც უნდა გაგრძელებულიყო? რა თქმა უნდა, თავისი წვლილი ამაში ბედისწერამაც შეიტანა, მაგრამ არის მეორე მომენტიც და ეს მხოლოდ ბექას პრობლემა არ არის, ბევრი ქართველი ფეხბურთელის პრობლემაცაა. ჩემი აზრით, კარიერის კონკრეტულ ეტაპზე, მას შემდეგ, რაც "დნიპროში" მისი ძალიან ძვირად ღირებული ტრანსფერი განხორციელდა, მან ჩათვალა, რომ ყველაფერს თუ არა, თითქმის ყველაფერს მიაღწია ფეხბურთში.

ასეთ მიდგომას კი ფეხბურთი ვინმეს ძალიან იშვიათად პატიობს. პირიქით: როცა ზენიტში ხარ, მაშინ უნდა უმატო შრომას, მაშინ უნდა მოსთხოვო კიდევ უფრო მეტი საკუთარ თავს და ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ ეს სულაც არ ყოფილა შენი ზღვარი.

დრომ მასწავლა, გადაჭარბებულად არ შევაფასო ქართველი ფეხბურთელების შესაძლებლობები, მაგრამ დღემდე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბექა გოცირიძეს ნამდვილად შეეძლო იმაზე მეტი, ვიდრე, თუნდაც, ერთ-ერთი უკრაინული გუნდის ფორვარდობაა. შეეძლო და ვალდებულიც იყო, ქართველი ქომაგი გაეხარებინა, მაგრამ...

მასში შერწყმულია ბავშვური გულუბრყვილობა და ფეხბურთის დიდი სიყვარული. ის მუდამ ახლოსაა გულშემატკივართან და ბევრისგან განსხვავებით, სუფთა საფეხბურთო ტიპაჟია...

მაგრამ ფეხბურთის სიყვარული სულ სხვა თემაა. ფეხბურთი რომ არ უყვარდეს, 28 წლისა კიდევ ერთხელ არ დაბრუნდებოდა. არ დაბრუნდებოდა ბიჭი იმ თაობიდან, რომელსაც მართლაც დიდი სიხარული უნდა მოეტანა ჩვენთვის, მაგრამ... ბევრი სუბიექტური და ცოტა ობიექტური მიზეზების გამო დღეს ამ ბიჭების უმრავლესობის ბუცები ლურსმანზე ჰკიდია და ვინც თამაშობს, ისიც იმ დონეზე ვერა, რასაც ველოდით.

არადა, გოცირიძეს კარიერის ზენიტში მყოფს მოუვიდა ის, რაც მოუვიდა. მერე მე რამდენჯერმე, როგორც საფეხბურთო, ისე არასაფეხბურთო გარემოში, ვნახე ბექა და მის თვალებში სულ ნაღველს ვკითხულობდი. შეიძლება ეს შინაგანი ჯავრი მის ყოველდღიურ ყოფას მაინცდამაინც არ ეტყობოდა, მაგრამ მაინც...

და დღეს მე ძალიან მიხარია იმის გაგება, რომ "გარეჯის" შემადგენლობაში თავდადებული ვარჯიშით მან ათ კილოგრამზე მეტი დაიკლო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აპოლოგეტობას ვერავინ დამწამებს (სადაც მინუსია, იქ პლუსიც უნდა შევამჩნიოთ), მაგრამ ფაქტია - მას შემდეგ, რაც ჩვენი პირველობის ყველა ლიგაში მინიმალური ფინანსები მაინც გაჩნდა, დაბალ ლიგებშიც ვხედავთ საინტერესო ფეხბურთელებს...

ბექას კი წარმატებებს ვუსურვებ! ახლა მე "გარეჯის" თამაშზე ძალიან მეჩქარება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• mindoza

წარმატებები ბექას, ვიცი რომ ის უეჭველად დაბრუნდება და ბევრს ამოუქოლავს საინფორმაციო ღრუს და საფეხბურთო კარებს

• temo

ამ ბიჭის პრობლემა მისიემტალიტეტია, ვისაც სადმე გინახავთ ეს ბიჭი დამოუკიდებელ გარემოში გაიგებდით რატომ ვერ ითამაშა დიდი ფეხბურთი. აჭარაბეთის და სხვა სამორინეების მუდმივი სტუმარი, მუდამ წაგებულ ლომკაში, ღამეების თენებით, შარებით და გაწელილი პიროვნულობით. პიროვნულობაა დიდი პრობლემა. რა თქმა უნდა ავარია საშინელება იყო, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ქართველების ჩვენი მენტალიტეტია. ყენიაც კარგად მახსოვს საქალაქო სასამართლოში როგორ იწელებოდა და ტიპობდა, ბოლოს დაცვამ რომ გაიყვანა და კინაღამ დააპატიმრეს როგორ ტიროდა ფეხბურთელი ვარ მაპატიოეთო. თავში ავარდნა - როცა არაფერს წარმოადგწნ, აი ჩვენი პრობლემა! წარმატებები ბექასაც და ლევანსაც, უბრალოდ ფაქტი ფაქტად რჩება, გვყავს ტალანტები, მაგრამ აღარ გვყავს რაინდები, ფეხბურთს კი რაინდული სულისკვეთება, ბევრი შრომა და უბრალოებაც კი უფრო მეტად სჭირდება ვიდრე ყოყლოჩინობა

• სოსო

საცოდაობააამ ბიჭის დაკარგვა,მაგრამ ჯერ კიდევ არის იმედი და ვუსურვებ ნამდვილ დაბრუნებას.

• Ziqenbud

ეეჰ... ესეც და ყენიაც ჩემთვის დიდი ტკივილია

• tazo

მანდარი მიშო ჯგენტიც ჩემიბებერი ძმა

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება

როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?

[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა

მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა

"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ

ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა

[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა

[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა

კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე

საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს

შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო

პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა

დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა

[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა

"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს

3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო

"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი

მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

"უნდა შევძლო და დავბრუნდე" - ბექა გოცირიძის ბრძოლის ქრონიკა

[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...

[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი

[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] ფავორიტებმა იოლად მოიგეს! "იბერიას" ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება აშორებს...

უმაღლესი ლიგა. XX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "გაგრა" გადარჩა, "გარეჯი" პლეი-აუტში... მაღალი ალბათობით...

[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება

[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?

[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...

"აი, მეგობრებო, ეს არის ჩემი სამსახური ამერიკაში" - რას საქმიანობს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე აშშ-ში [VIDEO]

რატი წინამძღვრიშვილი: გამოდის, რომ ფეხბურთს უნდა შევეშვა

[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...

[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...

ბრაიან იდოვუ: მივხვდი - როცა ქართველები ინდომებენ, ბევრი შეუძლიათ

[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...

[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...

"თქვენი უმადური, დაუნახავი დედას შ****ეცი, ვისაც ამ ბიჭზე ენა გიტრიალდებათ..." - ბექა გოცირიძემ თურქეთთან მატჩის შემდეგ კვარაცხელიას კრიტიკოსებს მიმართა