საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. II ტური
გეხსომებათ, სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს საქართველოს გასული ჩემპიონატის ფინალში. მაშინ გამარჯვება ორმატჩიან დუელში "სამტრედიას" დარჩა. შაბათს კი საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საკუთარ ასპარეზზე დამარცხდა. "ჩიხურამ" ძალიან პრაგმატულად და რაციონალურად ითამაშა. გარდა ამისა, სტუმრებმა უკეთ გამოიყენეს საგოლე შანსი, რასაც ვერ ვიტყვით მასპინძლებზე.

დასაწყისშივე უნდა ვთქვათ, რომ ამ შეხვედრაში კორექტივები შეიტანა ძალიან ძლიერმა ქარმა. ისე ჩანდა, რომ ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო საჩხერელთა გოლისას, თუმცა "ჩიხურას" გამარჯვებას მხოლოდ ბუნებრივ პირობებს ვერ დავაბრალებთ.

სტუმართა წარმატებაში ძალიან დიდია გამოცდილი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის როლი. მის მიერ არჩეულმა ტაქტიკამ მნიშვნელოვნად განაპირობა თამაშის საბოლოო შედეგი. "ჩიხურამ" მთელ რიგ ეპიზოდებში ძალიან გონივრულად გამოიყენა ეგრეთ წოდებული "წვრილი ფოლის" ტაქტიკა, რამაც სამტრედიელთა იერიშების მოზრდილი ნაწილი ჩანასახშივე ჩაფუშა. კომბინაციების გათამაშების მოყვარულ მეტოქეს ზემოიმერლებმა მაქსიმალურად შეუზღუდეს სივრცეები.

გარდა ამისა, ჩვენი აზრით, უპრიანი იქნებოდა, მასპინძელ გუნდს, თუნდაც ამინდის გათვალისწინებით, უფრო ხშირად მიემართა შორეული დარტყმებისთვის და მთელ რიგ ეპიზოდებში ბურთიანად არ ეცადა კარში შესვლა...

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: მაშინ, როცა თამაშის გაძლიერების მოსურნე გია ცეცაძეს სათადარიგოთა სკამზე ერთადერთი გამოცდილი შემტევი ჰყავდა, "ჩიხურამ" მრავლისმნახველი სამარქაფოები ჩააბა საქმეში.

მატჩის დასაწყისში "სამტრედიას" ანგარიშის გახსნის დიდებული შანსი ჰქონდა. თემურ მარკოზაშვილის გადაცემის შემდეგ გიორგი ბერიაშვილმა ითამაშა დასწრებაზე და უძლიერესადაც დაარტყა, თუმცა ბურთი ზემოდან გადასცდა საჩხერელთა კარს.

პირველი ტაიმის შუაში საქმეში ჩართვა "სამტრედიის" მეკარე ომარ მიგინეიშვილს მოუხდა. ის ადგილზე დახვდა გიორგი გაბედავას მიერ ჯარიმიდან დარტყმულ ბურთს. ტაიმის ბოლომდე გუნდებმა სახიფათო მომენტებიც გაცვალეს. ჯერ მიხეილ სარდალიშვილის მიერ დარტყმული ბურთი გადააგდეს კუთხურზე სამტრედიელმა მცველებმა, მერე კი გიული მანჯგალაძემ "მოიკითხა" საჩხერელთა ბოსნიელი მეკარე დინო ჰამზიჩი, რომელიც ადგილზე დახვდა ბურთს.

პარადოქსია - "სამტრედიამ" მეორე ნახევარი უკეთესად ითამაშა. არადა, სწორედ თამაშის ამ მონაკვეთში დამარცხდა. მეორე ტაიმის პირველი მომენტი "ჩიხურასი" იყო - თორნიკე გორგიაშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი ოდნავ ასცდა სამტრედიელთა კარს.

იქვე "სამტრედიამ" მოხდენილი კომბინაცია გაითამაშა და დავით რაჟამაშვილმა შეტევა კარში დარტყმით დაასრულა - ბურთი ჰამზიჩმა მოიხელთა. მიმდინარე სეზონში "ჩიხურას" მეორე თამაში ვნახე და პირდაპირ უნდა დავწერო, რომ ჰამზიჩის სახით, ფრუიძის გუნდს ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე ძალიან სერიოზული მეკარე ჰყავს...

ერთადერთი გოლი კი 68-ე წუთზე გავიდა. საჩხერელთა კონტრშეტევის შემდეგ ბურთი შეტევაში ჩართულ გიორგი კორიფაძეს მიუვიდა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთმა ტრაექტორია უცნაურად შეიცვალა და მასპინძელთა კარში აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მოვლენათა ასეთ განვითარებას არ შეურიგდა. ბერიაშვილმა მაშინვე სცადა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ჰამზიჩი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. ცოტა ხანში ის ადგილზე დახვდა მანჯგალაძის დარტყმულსაც.

მატჩის დამატებულ წუთზე კი "ჩიხურას" თავისუფლად შეეძლო მეორე გოლის გატანაც, რაც, თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, ლოგიკური არ იქნებოდა. სამტრედიელთა "სტანდარტისას" მასპინძელთა მეკარე ომარ მიგინეიშვილი საჩხერელთა საჯარიმოში ჩავიდა, რაც სრულიად ლოგიკური იყო. "ჩიხურამ" ბურთი მოიხელთა და ცარიელ კარზე უმწვავესი იერიში მიიტანა, გოლიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ... ბოლო წამს ბურთი ცარიელი კარიდან სამტრედიელმა მცველმა გამოიტანა. ეს იყო და, გიორგი ვადაჭკორიას საფინალო სასტვენიც გაისმა...

საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. II ტური

11.03. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"

სამტრედია-ჩიხურა 0:1

გოლი: 0:1 კორიფაძე (68)

სამტრედია (4-5-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, კასრაძე, სუხომლინოვი - რაჟამაშვილი, დათუნაიშვილი, გ. მანჯგალაძე, მარკოზაშვილი (87. ხაბეიშვილი), სამუშია (68. ჩაგელიშვილი) - ბერიაშვილი.

სათადარიგოები: დაუშვილი, ახალაძე, სანდოხაძე, ნინუა, დ. მანჯგალაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

ჩიხურა (4-5-1): ჰამზიჩი - კორიფაძე, კაკუბავა, ზ. ჭელიძე, ჩიკვაიძე - სარდალიშვილი (46. ივანიშვილი), დობროვოლსკი, გორგიაშვილი (83. მირცხულავა), განუგრავა, გაბედავა - გელაშვილი (72. დეკანოიძე).

სათადარიგოები: სეფიაშვილი, ტატანაშვილი, ლექვთაძე, შ. კაშია

გაფრთხილება: მარკოზაშვილი (22), გორგიაშვილი (24), დობროვოლსკი (30), გაბედავა (44)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

ბომბარდირები:

გ. ჯანელიძე (კოლხეთი) 2

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 2

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Jango
ავტორი 1000% წერს : გარდა ამისა, ჩვენი აზრით, უპრიანი იქნებოდა, მასპინძელ გუნდს, თუნდაც ამინდის გათვალისწინებით, უფრო ხშირად მიემართა შორეული დარტყმებისთვის და მთელ რიგ ეპიზოდებში ბურთიანად არ ეცადა კარში შესვლა... მომინდომეს ამათმაც კიდევ ბარსელონობა და ამას კიდევ დაემატა ისიც რომ ცეცაძემ ლამის ინიესტად ან მესიდ წარმოიდგინა ეს მშრომელი ბიჭი რაჟამაშვილი, რომლის კისერზეც ტყდება ყოველი წამოწყებული შეტევა სამტრედიელებისა.აქ დათოს ბრალი არაფერშია,აქ ცეცაძის სტრატეგიაშია შეცდომა მერე ვის მიაწოდოს დათომ როცა ყველა სამტრედიელი ჩაკეტილში ზის? მოკლედ როგორც ცხადად სჩნას, და ყველასათვის ეს ნათელია, არცერთი ახალწვეული არაფრად არ ვარგა, საერთოდ არაფრად და თვითონვე უნდა მიხვდნენ რომ ასეთი თამაშით მალე მაყურებელი საერთოდ არ მივა სტადიონზე,ისედაც სამტრედიას ასეთი მცირე მაყურებლები არასოდეს ჰყოლია, ყველაზე კრიტიკულად ცუდ დროებაშიც კი. ცეცაძეს ვურჩევ სასწრაფოდ 2 კარგი თავმდამსხმელი და 2 კარგი მცველი აიყვანოს,დრო კიდევ არის,ხოლო ეს სელექციის შეცდომა-მოთამაშეები კი სათადარიგოზე დააჯინოს.
stivi
მომენტები ვერ დადეთ,ხვევნა კოცნა რომ დაგვიდეთ.ჩიხურა წინ.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
გიორგი კორიფაძე: "ჩიხურასთვის" დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნება
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
გიორგი კორიფაძე: "აბერდინთან" მატჩის შემდეგ უკმაყოფილების განცდა გვქონდა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
გიორგი კორიფაძე: "ფოლა" თბილისშიც უნდა დავამარცხოთ, ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
გორის "დილა“ კიდევ ოთხი ფეხბურთელით გაძლიერდა
"ჩიხურა" მზადებას შეუდგა - შეძლებს ფრუიძე წასული ლიდერების გარეშე ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნას?
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო