დაგვეხმარეთ, გადაგვარჩინეთ!... მხოლოდ ცხვრის დაკვლა გვიშველის?!
თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარეების, ქეთევან ჯოხაძისა და მიხეილ ყაველაშვილის სახელზე ორ-ორი წერილი მივიდა, სადაც თბილისში საფეხბურთო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ცნობილ პრობლემებზეა ლაპარაკი...

სფფ-ის სტადიონების ინსპექტირების განყოფილების უფროსის, მამუკა კვარაცხელიას თაოსნობით 200-მდე ნაძალადეველმა დაწერა წერილი, რომელშიც ქეთი ჯოხაძეს ნაძალადეველები სტადიონის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვენ:

"თბილისში ერთ-ერთი უძველესი სტადიონი, ეგრეთ წოდებული "ფეიქარი", ნაძალადევში, ნინუას ქუჩაზე მდებარეობს და "ბამბის ნართის" ბალანსზე ირიცხება. ამ სტადიონზე ვარჯიშით ბევრი ქუჩას ასცდა, ქართული ფეხბურთის ლეგენდებმა - ალექსანდრე ჩივაძემ, ვოვა გუცაევმა, ძმებმა მაჩაიძეებმა, ერთადერთმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა გელა კეტაშვილმა კი, ფეხი სწორედ ამ არენაზე აიდგეს. აქ დაიწყო ვარჯიში ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა გია ნემსაძემ...

"ფეიქარი" დღემდე კბილებით უჭირავთ საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ ჟანი ლეჟავასა და დათო სხიერელს. ეს უკანასკნელი "გინესების რეკორდების" წიგნშია შესატანი - ბავშვები ქუჩას რომ მოაცდინოს, საკუთარ სახლში გასახდელი გახსნა და სტადიონს უსასყიდლოდ ემსახურება.

მწვრთნელთა დუეტმა ვის არ მისწერა, პარლამენტიდან დაწყებული, რაიონის გამგეობით დამთავრებული, მაგრამ რად გინდა, მერიაში უკვე შეიტანეს განცხადება - სტადიონი "ბამბის ნართს" ეკუთვნის და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა 12 აპრილამდე უნდა გამოიტანოს დასკვნა - ან ასე, ან ისე! თუ მერიამ ნება მისცა, ამ საფეხბურთო რაიონის ყველა ბავშვი უფეხბურთოდ დარჩება", - წერია კვარაცხელიას მიმართვაში.

ის საკრებულოს ჩინოსანს კიდევ 5 სტადიონის პრობლემას ახსენებს:

"სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას მიერ 2008 წელს ხელში ჩაგდებული საქართველოს უნივერსიტეტის (ყოფილი "გეპეის") სტადიონი, ფაქტობრივად, განწირულია და 9-სართულიანი კორპუსის აშენებას აპირებენ. 200 საბურთალოელი ბავშვი შეეშვება ფეხბურთს ან სხვაგან გადავა. მერიამ დღეს-ხვალ უნდა გამოიტანოს დასკვნა - გადარჩება სტადიონი თუ არა.

ტექნიკური უნივერსიტეტის მოქმედმა რექტორატმა დაწერა დასკვნა, რომ სტადიონის საფარიდან დაახლოებით 15 მეტრის სიღრმეზე არის უნიკალური შახტა-ლაბორატორია, რომელზეც მშენებლობა არ შეიძლება. სტადიონის დაკარგვას ვინ ჩივის - თბილისის სეისმურობას თუ გავითვალისწინებთ, აქ დიდი კატასტროფაა მოსალოდნელი!

საფრთხე ემუქრება ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე "მერანის" სტადიონსაც, სადაც სამშენებლო კომპანიას ეძებენ და მოლაპარაკება ფასზე მიდის. აქ მინიმუმ 200 ბავშვი ვარჯიშობდა.

დიღომში ლეგენდარული მიხეილ მესხის აშენებულ საფეხბურთო სკოლა "ავაზაზე" 500 ბავშვი დღესაც დადის. მფლობელია "ვისოლი", რომელიც ითხოვს მონაცვლეობას და ეს საქმე მეოთხე წელია ჯანჯლდება!

გურამიშვილის გამზირზეა "მთვარის გლობუსი", რომლის სამი მფლობელიდან სტადიონის შენარჩუნება ორს სურს, ხოლო მესამე გაყიდვას ცდილობს.

თავისი ფუნქცია დაკარგა დიდუბეში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე მაუდ-კამვოლის (ეგრეთ წოდებული "სუკონკა") სტადიონმაც და დღე-დღეზე გასხვისდება. ქუჩაში აღმოჩნდა 300 ბავშვი".

კვარაცხელიამ ასევე მიუთითა დიღმის ბაზის წინ მშენებარე კორპუსის შესახებ, რომელიც, ფაქტობრივად, ყველაზე სრულყოფილი ქართული საფეხბურთო ცენტრის გაუქმებას გამოიწვევს...

დაახლოებით მსგავსი წერილები მისწერა და პირადადაც შეხვდა პარლამენტის სპორტის კომისიის თავმჯდომარეს, ძველ დინამოელ მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც მას ყველანაირ დახმარებას დაჰპირდა სტადიონების შენარჩუნებასა და დიღმის ბაზის (სადაც თავად ყაველაშვილი ჩამოყალიბდა ფეხბურთელად) გვერდით მშენებლობის შეჩერებაში.

დიღმის ბაზასთან დაწყებული მშენებლობის შესახებ საკრებულოს წევრსა და პარლამენტარს წერილით თბილისის "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფიამაც მიმართა. ჩვენი ინფორმაციით, წერილში ფიფია ამბობს, რომ ხელშეწყობის ნაცვლად, ხელი ეშლება, რომ გულგრილობა გამოვლინდა დიღმის ბაზასთან მშენებლობაზე, რომელსაც არა მარტო "დინამო", არამედ ხშირად საქართველოს ეროვნული თუ ახალგაზრდული ნაკრებები იყენებენ სავარჯიშოდ.

ფიფიამ საკრებულოს იმ იმედით მიმართა, რომ საკითხზე სერიოზულად იმსჯელებენ, "გორკი და კომპანიასთან" ადგილმონაცვლეობის თაობაზე სასწრაფო მოლაპარაკებებს დაიწყებენ და იმეორებს პირობას - თუკი ეს ტერიტორია კლუბს გადაეცემა, წლის ბოლომდე იქ 5-ათასიან კოხტა სტადიონს ააშენებს.

სტადიონის მშენებლობის კი არა, ფულის ჭამის პროცესი...

ცხადია, ჩვენი სატკივარი მარტო თბილისური სტადიონები არ არის. ფოთში, "ფაზისის" არენას 8 წელია "აშენებენ". ვადები ყოველ წელს იწევდა და მერე მის განახლებას "კოლხეთის" დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2013 წელს დაგვპირდნენ.

მაგრამ ფოთში არსებულ ვითარებაზე გასაოცარი ფაქტები აღმოვაჩინეთ, რაც აბსურდის სფეროსაც სცილდება. თავად განსაჯეთ - ბოლო 8 წელიწადში "ფაზისის" მშენებლობაზე 4 მილიონია დახარჯული, საფარის დაგება 1,3 მილიონი ლარი დაჯდა, სტადიონიდან კი არაფერი დარჩა და ბურთის ნაცვლად იქ ახლა ნაგვის გროვაა.

ძალიან დიდი შეცდომა იყო ჯერ საფარის დაგება და მერე მშენებლობის დაგეგმვა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ცემენტი და ქვიშა დაგებულ საფარს გააფუჭებდა. ანუ ჯამში 5,3 მილიონი ლარი (მინდვრის - 1,3 მლნ და სატენდერო 4 მლნ) წყალში ჩაიყარა, რაც ახალი სტადიონის ასაშენებლად სრულიად საკმარისი იქნებოდა.

მსგავს უყაირათობას რომელიმე ქვეყანაში ვინმეს აპატიებდნენ?! როგორც იტყვიან, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს რეალურად ფულის ჭამის პროცესი უფრო იყო, ვიდრე სტადიონის მშენებლობაზე ზრუნვა.

ფოთში დანგრეული სტადიონი მაინც შემორჩა, ბათუმი კი ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც სტადიონი არ არსებობს. აჭარის მთავარ ქალაქში მსოფლიოს სხვა რეკორდიც მოვხსენით - სტადიონი 11 წელიწადია "შენდება". ბათუმის მერიამ და მორაგბეებმა აჭარის მთავარ ქალაქში ფეხბურთი დააბრუნეს და ეს გვახარებს, მაგრამ საკუთარი სტადიონი როდის ეღირსებათ?

ჩინეთის კედლის ერთკილომეტრიან მონაკვეთს ერთ თვეში აშენებდნენ და, ბოლოს და ბოლოს, ამ ჩვენს არენებს ასეთი რა ჯადო სჭირთ, რომ ვერ ეშველათ. ისე, ცხვარი ხომ არ დაგვეკლა?! :)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი ფოთელი
თბილისში რა ხდება არ ვიცი მაგრამ ფოთში რა ხდება კი ვიცი. წოუჭირეთ ყელში ქალაქის მერს და ყველაფერს დაფქვავს
S.P
es mtavroba mamaabramis ucodveli kravia.mecodebian.
gio
ჯერ კიდევ შეიძლება გპის სტადიონის გადარჩენა ,გიულის ნებაა,რატომგაც ამ ქალბატონს არ ადარდებს ერის ბედი და ხალხს ეუბნება ,არჩევნებში ხმა ჩემს შვილს მიეციო,მაგრამ ეს მთავრობაც სუსტია,ტორემ ამდენს ვერ გაბედავდა ქალბატონი
ლუკა
ბათუმში და ფოთში სტადიონები არ არის,ამიტომ მათი გასაჭირი გასაგებია,მაგრამ ზესტაფონში 5 მინდორია და ადგილობრივი ,,მარგვეთი"სავარჯიშოდ ქუთაისში რომ დადის, კალენდარულ შეხვედრებს კი წყალტუბოში რომ მართავს,ამ თემაზეც დაწერეთ ორი სიტყვა.იქნებ ამ საწყლებსაც რაიმე ეშველოთ.
ramazi
უნდა აიკრდალოს სტადიონების გაკიდვა და სტადიონის ადგილას კორპუსის აშენება ვიც გასცემს სტადიონის გაკიდვას სამუდამო პტიმრობიტ დაისაჯოს,ვინც ავლაბრის სტადიონი,გაკიდა და იკ კორპუსების Aშენების უფლება მისცა დაჯილი უნდა იკოს ქონების ცჩამორტმევიტ და ვინც შევარდენის სტადიონი,ავჯალის სტადიონი რაგბს გადასცა დასჯილი იკოს და კონება იკნეს ჩამორტმეული,ფოტის სტადიონის გამო ბესელიას ახლობლებმა მიტვისე ტანხა და ამიტომ ვერ იჯერენ
S.P
ar gadzga amati muclebi.
irakli Apkhaidze
რა რუსეთი, რა ნაცები, რა ქოცები, რა მერია... ფაზისის სტადიონზე წყალში გადაყრილ ფულებზე პასუხისგებას ვინ კრძალავს და აფერხებს, რომელი მტერი და რომელი სექტა?...

შეგნებულად ხორციელდება, ამაში სხვა ხელი ურევია რომელსაც არ სურს ქართული ფეხბურთის განვითარება. დილეტანტიც შენიშნავს, როცა რაღაცას გადაწყვეტ, უკვე გაკეთებულია. ეს საქმე შეგნებულად ჭიანურდება.პირადად მე ბრმა არ ვარ!
Heraclius (kukheti)
მეუკვე ერთხელ დავწერე, რუსები არასოდეს დაუშვებენ საქართველოში ფეხბურთი განვითარდეს და ყოველანაირად შეეცდებიან უცხოური კოპმპანიების ზეწოლით, რაც რუსეთს შეუძლია, ქართული სტადიონები და მოედნები ამოძირკვონ და გაანადგურონ რაც 1990_იანი წლებიდან დღემდე ხორციელდება. მაშინ ყველამ დამცინა და არც გამკვირვბებია, ქართული მენტალიტეტი ასეთია, დაცინვა და არა გარე მტერის ძიება, არამედ შიდა შხეკედელაობა. ამოიღეთ ხმა, ყველანი გამოვიდეთ, არ გვინდა რუსეთი, გვინდა ევროპა, ამით ქართულ სტადიონებსაც ეშველება, როცა ამდენი რუსეთის აგენტი ზის; მთავრობაში, ეკლესიაში, შინაგან საქმეთა სამმართველოში პოლიციაში, ჯარში, საიდანაც ყრიან და შეგნებულად ასუსტებენ ქართულ ჯარს და ქართველ ხალხს სძინავს, რას უნდა ელოდოთ სხვაშ?იქნებ ახლა მაინც გამოფხიზლდეთ და გაიღვიძოთ?
haha
სოსო, თენგიზ, გიორგი, გრიშა ამ სტატიაშიც წერია, თუმცა შეგახსენებთ რომ ეს ყველაფერი გასხვისდა თქვენი საყვარელი უგულავას დროს. ეხლა მაგ ადგილებს ოფიციალური მეპატრონე ჰყავს. ისინი კიდე ფულს ითხოვენ. მერიამ რომ ფული მისცეს თქვენ პირველები გამოხტეBით ნაცებთან ერთად და მაფიოზა ნარმანიას ლანძღვას დაიწყებთ. ამიტომ დამშვიდდით, ჯობია სწორად იაზროვნოდ, ასე უფრო დაეხმარებით ფეხბურთსაც და ქვეყანასაც. ნარმანიამ რაღაც რაღაცეები კიდეც შეინარჩუნა უგულავას გასხვისებული. ვაცადოთ, იქნებ რაღაც ნაწილი კიდევ გადარჩეს. ისე ბათუმშიც მიშას დანგრეულია სტადიონი "საყვარელო" ნაცებო.
გრიშა
აბა რა კორპუსები თუ არ აშენეს და ფული არა აკეთეს რაა მამული?ერთი ხელის მოწერით 10 000 ღუნავენ!ამ ქალაქს პატრონი ჭირდება!
giorgi
ასეთ პროცესებს, რომელმაც არც სტადიონი დატოვა ქალაქში და არც - რეკრეაციული ზონა, თბილისის მერია ურბანიზაციას უწოდებს.
თენგიზი
შეაგნებინეთ ქალაქის მერს, რომ საფეხბურთო მოედნებისა და კომპლექსების ასე ჰარიჰარალოზე დაშლა ან გასხვისება არ შეიძლება, მხოლოდ რეგბზე ზრუნვაც არ მიმაჩნია სწორად. საქართველოში იყო, არის და იქნება ყოველთვის ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტის სახეობა. მაგრამ ბავშვებს თუ ამ სავარჯიშო მოედნებს წავართმევთ, ისედაც სავალალო მდგომარეობაში შესულ ქართულ ფეხბურთს მომავალი არ ექნება, სამწუხაროდ.
სოსო
საოცარია პირდაპირ ასეთი პეტრიოტები,ასეთი საქმის გულშემატკივრები,თანამდებობაზე დანიშვნამდე,როგორ ელვის სისწრაფით ხდებიან გულგრილები,ფულის მჭამლები,მატყუარები თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ და რაც მთავარია,შემდეგ არავინ დამნაშავე არა არის,უფრო სწორად,არის ,მაგრამ ვიღაც სხვა,არა ის,არამედ ვიღაც არა კონკრეტული.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
შაბათს ექსფეხბურთელ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევენ - გავიხსენოთ კარიერა
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
მიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...