თორნიკე ოქრიაშვილი სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა, უქმობა კი ხანგრძლივი დროით მოუწევს
გადაწყვეტილი ამბავია: საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ლატვიასთან ამხანაგურ შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილი დააკლდება. მოგეხსენებათ, ის ვლადიმირ ვაისმა ბალტიისპირულ ნაკრებთან სათამაშოდ გამოიძახა, მიუხედავად იმისა, რომ სერბეთთან შესარჩევ მატჩს ყვითელი ბარათების სიჭარბის გამო ტოვებს.

სამწუხაროდ, ცუდი ამბები ამით არ მთავრდება: ამ ორ მატჩში ნაკრებს "ემპოლის" ფორვარდი ლევან მჭედლიძეც ვერ დაეხმარება...

ლატვიასთან მატჩს ვინ ჩივის, დიდი ალბათობით, თორნიკე ოქრიაშვილს, გაწყვეტილი ჯვარედინი მყესების გამო, მთელი ექვსი თვე მოუწევს უქმობა - ასე გვითხრა გოჩა ოქრიაშვილმა, 25 წლის ფეხბურთელის მამამ, ვისაც გუშინ შევეხმიანეთ. მისივე თქმით, თორნიკე უკვე გაემგზავრა გერმანიაში სამკურნალოდ.

გუშინვე გავრცელდა ფოტო, რომელზეც ოქრიაშვილი ეტლით გადაადგილდება...

მოკლედ, ძალიან ცუდი ამბავია. რა თქმა უნდა, შეგუებულები ვიყავით იმას, რომ "კრასნოდარის" შემტევი სერბეთთან მატჩში ვერ დაეხმარებოდა ნაკრებს, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ის შესარჩევი ციკლის სხვა მატჩებშიც დააკლდება ეროვნულ გუნდს?!

ახლა ყველაზე მეტად ვლადიმირ ვაისის მდგომარეობაში შევდივართ. საქართველოს ნაკრები დღეს სულაც არ არის მდიდარი ისეთი ფეხბურთელებით, რომელთაც კონკრეტულ მომენტში თამაშის საკუთარ თავზე აღება და მისი ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ოქრიაშვილი კი სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება და ეს ეხება მჭედლიძესაც.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი რუსული პრემიერლიგის ბოლო უქმეებზე დაშავდა, როცა "კრასნოდარი" "ლოკომოტივს" სტუმრობდა. ქართველი შემტევი 73-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში, თუმცა ტრავმა მიიღო და მატჩი ვეღარ ჩაამთავრა.

- [ლეგიონი] თორნიკე ოქრიაშვილის მოგება საბა კვირკველიასთან და ტრავმა [VIDEO]

- Lenta.ru: თორნიკე ოქრიაშვილის "ტურის დრიბლინგი" და "ტურის ემშაკობა" [VIDEO]

ოქრიაშვილს ნაკრებში 2010 წლიდან იწვევენ. ამ დროის განმავლობაში მან ეროვნულ გუნდში 32 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, მათ შორის, რამდენიმე - უმნიშვნელოვანესი.

რაც შეეხება მჭედლიძეს (31 მატჩი ნაკრებში, 2 გოლი), ბოლო ხანს ის დიდებულ ფორმაში იყო, ძირითადშიც თამაშობდა და გოლებიც გაჰქონდა, მაგრამ... დაშავდა და "ემპოლის" ვეღარ ეხმარება, ახლა ვერც მშობლიური ქვეყნის მთავარ გუნდს შეეშველება.

დვალიშვილი და ლობჟანიძე ვაისის სიაში

ამასობაში, ვაისმა ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებები განახორციელა. სერბეთთან და ლატვიასთან გასამართავი მატჩებისთვის ეროვნულ გუნდთან ერთად მოემზადებიან ლადო დვალიშვილი (30 წლის, 34 მატჩი ნაკრებში, 5 გოლი) და უჩა ლობჟანიძე (30 წლის, 48 მატჩი ნაკრებში).

ცოტა ხნის წინათ, ლობჟანიძე და დვალიშვილი ერთად იცავდნენ თბილისის "დინამოს" ღირსებას და ახლაც ერთად თამაშობენ ყაზახეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარ "ატირაუს" შემადგენლობაში. საქართველოს ნაკრები მათთვის უცხო არ არის. დავამატოთ ამას ისიც, რომ ყაზახეთის ჩემპიონატი უკვე დაიწყო და, წესით, ისინი მაინცდამაინც შორს არ უნდა იყვნენ ოპტიმალური ფორმისგან.

სამწუხაროდ, ვაისი გამონაკლისი არ არის და ის არაფრით განსხვავდება საქართველოს ნაკრების სხვა მწვრთნელებისგან. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ გუნდს ვეთამაშებით, წელიწადის რა დროა და ვინ არის ჩვენი მეტოქე - საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით ვერა და ვერ იკრიბება. და ეს ვერ იქნება კომპენსაცია სერბეთის ნაკრებში არსებულ პრობლემებთან (რაზეც "ლელო" უკვე წერდა) მიმართებაში. ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ...

დაბოლოს - საქართველოს ნაკრები სერბეთთან და ლატვიასთან მატჩებისთვის მოსამზადებელ შეკრებას 20 მარტიდან დაიწყებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

rezi
აუ ისევ მჭედლიძე და დვალიშვილი?კარგით რა.....მერაბაშვილს რატომ არ იძახებენ?
სოსო
გამოიძახეთ მერებაშვილი და აბურჯანია ესეც ხომ დიდი ფილოსოფია არ არის რა ხდება ბოლოს და ბოლოს, ისევ დვალისვილი და ლობჟანიძე...
bajo-ს
რამდენჯერაც გინდა წააგოს ნაკრებმა, მაინც მივალ ნაკრების თამაშზე იმიტომ, რომ ჩვენი ნაკრები მიყვარს და ფეხბურთი მიყვარს. ასე იქცევა ბევრი სხვაც. შენ კი იარე ესპანეთის ან გერმანიის თამაშებზე :-)
status quo
ნიკა კაჭარავას არ იძახებენ?
გია
სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ოქრის!მართალია რთული ხასიათის, მაგრამ უზომოდ ნიჭიერი ბიჭი უკვე გახდა ნაკრების განუყოფელი ნაწილი!6 თვე მალე გავა და მჯერა რომ ის კიდევ უფრო ძლიერი, მოტივირებული დაბრუნდება და ბევრ ლამაზ გამარჯვებას მოუტანს ნაკრებსაც და თავის გუნდსაც !
Dimitri
Ra mnishvnelobaa vis gamoizaxeben, mainc araferi eshvelebat. Sul ar ari fexburtis dafinanseba sachiro
Alex.F.
გასკდა გული ამდენი ნერვიულობით!თორნოკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,ძალიან დაგვაკლდება,ძალიან.მჭედლიძე ძლივს ათამაშდა,ძალიან მეიმედებოდა მისი სერბებთან და აჰა ისიც გამოგვაკლდა.ყველაფერთან ერთად ბედიც გინდა.
aburjga
დიდი დანაკლისია. გამოკვეთილი ლიდერი, ქართული ფეხბურთის მოთამაშე ეს ერთი კაცი გვყავდა. ცოდოა. ისე იღბალიც უნდა ამ ცხოვრებაში რამეს რომ მიაღწიო! მიაი ადგილი რომას, პსჟ-ს, ატლტტიკოს და ასეთი დონის ჩემპიონატებშია! არა და კრასნოდარიც კი შეცვლაზე ათამაშებდა!
dato
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ ნაკრებს ამგის ყოფნით მაინც არაფერი ეშველებოდა. უბრალოდ არ გვყავს ჩვენ კარგი ფეხბურთელები... ნაკრებში გამოძახებულების უმრავლესობა საკუთარ კლუბებში უმეტესწილად ძირითადშიც ვერ ხვდებიან.
luka-s
მართალი ხარ ძმაო
ლევანი
მცდელობაც არაა რომ რაიმე შეიცვალოს ნაკრებში, ერთი და იგივე სახეები. ეს დაუნიზმია
MORTE
არ დავმალავ ამ ბიჭის გამო ვუყურებ ფეხბურთს, ძალიან მაგარია; ტრაგედია რომ კრასნოდარში თამაშობს მისი დონის ფეხბურთელი, ათჯერ დიდი ტრაგედია მისი ტრამვა; ის არის ქართული ფეხბურთის ყველაზე ნათელი წერტილი; ამ გამოსირებულმა ვაისმა გამოიძახოს მერებაშვილი, ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს, მაგრამ დვალიშვილს მაინც ჯობია
tazo
ყველა ეს ტრამვა ,არაკვალიფიციური მწვრთნელების ,არასწორი ვარჯიშების ბრალია,ყველა კუნთი უნდა იყოს განვითარებული,სხვადასხვა კუნთს სხვადასხვა ვარჯიში ჭირდება,ჯანო,ყენია,მჭედლიძე და კიდევ რამდენია ქრონიკული ტრამვებით.ბავშვთა ფეხბურთია მისახედი,მესი ბარსელონამ როგორ გაზარდა?
bajo
რა აჯიოტაჯია გეგონება ჯგუფიდან გასვლის სჰანსი გვქონდეს რა აზრიაქ ვინ იტამასჰებს ჰვენ მაინს ვაგებტ სერბებტან,ჰემი აზრიტ ეს არი პიარი სტადიონზე ხალხის მოსაყვანად მაგრამ ვინ მივა ნერვების დასაცყვეტად.
ავთანდილ ბერიძე
ხშირი ტრამვიანობა, ყველგან შეიძლება იყოს ის მოსამზადებელი ეტაპის ზერელე გასვლამ იცის, განსაკუთრებით ქართველ სპორტცმენებს, არ უყვართ ინდივიდუალური საფუძვლიანი მომზადება. გონიათ რომ მარტო ნიჭით გავლენ ფონს.
შოკირებული გულშემატკივარი
უცხოელი ფეხბურთელებიც ასე ხშირად ტრავმიანობენ თუ ქართველები დაწყევლა ვინმემ:)))
ლუკა
ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები აშკარა აუტსაიდერია ჯგუფში. ამ ტრამვირებული ფეხბურთელების შემცვლელები არ ყავს ქვეყანას. თუმცა რომც ყოფილიყვნენ ჯანმრთელები და ეთამაშათ მაინც სერბეთი იქნებოდა ფავორიტი. ზოგადად ეს თაობა წაგებულის მენტალიტეტის მქონეა, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას არც საკლუბო დონეზე აქვთ ტიტულები მოგებული. ისინი აკეთებენ იმას რაც შეუძლიათ, მათი მაქსიმუმი არის საშუალოზე დაბალი დონის ფებურთის ჩვენება. მათგან მეტის მოთხოვნა და მეტის მოლოდინი უსამართლობა იქნება. აქცენტი მომავალი თაობების სწორად აღზრდას და კარიერული განვითარების პროგრამის შექმნით სერიოზული დახმარების გაწევაზე უნდა გაკეთდეს. სფფ უნდა ზრუნავდეს ახალგაზრდების ფეხბურთში ჩაბმის და საფეხბურთო კარიერის მიმზიდველობის გაზრდაზე.
lexa
ძალიან მეწყინა და წარმატებებს ვუსურვებ თორნიკეს, მაგრამ შეიძლება ყოველი დღე მაგის ნიუსებით იწყებოდეს და თავდებოდეს. არ დაუმსახურებია ამ ბიჭს ამდენი ჯერ და ნუ მოგვაბეზრებთ, ჟურნალისტებო.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
უჩა ლობჟანიძე "სამტრედიას" ღირსებას დაიცავს
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
უჩა ლობჟანიძე "სამტრედიადან" "ლოკომოტივში" გადავიდა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ითამაშებს კვარაცხელია "სლოვანთან"? - ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის ექსკლუზიური კომენტარი
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
ვინსენტ ლუკას ვეილიმ "სამტრედია" ურთიერთშეთანხმებით დატოვა
საქართველოს ნაკრების უკლუბო ფეხბურთელები - ტრანსფერების ბოლო დღე
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
აზაროვზე ერთ კლუბს უარი უთხრეს, ინტერესი სხვებსაც აქვთ - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში
კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს
ცვლილება ევროტურნირებამდე - ლადო დვალიშვილმა ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა
კუპერიდან ქეცბაიამდე, წარსულზე, მომავალზე - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ