რომელ ნაკრებებს მოისაკლისებს 2018 წლის მუნდიალი?
რამდენიმე კვირის წინ ფიფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე 32-ის მაგივრად, 48 გუნდი ითამაშებს. ამ გადაწყვეტილებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, საფეხბურთო ექსპერტების, ჟურნალისტების და უბრალო გულშემატკივრების უმრავლესობა კი უკმაყოფილო დარჩა.

ბევრი მიიჩნევს, რომ 24-გუნდიანმა ევროპის ჩემპიონატმაც ვერ გაამართლა მოლოდინი და ტურნირზე ბევრმა ისეთმა გუნდმა ითამაშა, რომელთა ხილვა ნეიტრალური გულშემატკივრისთვის ნაკლებად საინტერესოა. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ევროპის ჩემპიონატის ახალმა ფორმატმა გაამართლა და გუნდების რაოდენობის გაზრდა გარდაუვალი და ლოგიკური პროცესი იყო.

არგუმენტები

გუნდების რაოდენობის გაზრდის მომხრეთა მთავარი არგუმენტი ის გახლავთ, რომ მსოფლიოში ფეხბურთის პოპულარობა სულ უფრო იზრდება და დღეს გაცილებით მეტი ნაკრები თამაშობს მაღალ დონეზე, ვიდრე თუნდაც 20 ან 30 წლის წინ.

შესაბამისად, ამ გუნდებს და ამ ქვეყნებს მეტი შანსი და გასაქანი უნდა მიეცეთ. ისლანდიის მაგალითმა დაგვანახვა, რომ სწორედ ფეხბურთია სპორტის ის სახეობა, სადაც მართლაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს - ქვეყანამ, სადაც 10 თვე ზამთარია და რომლის მოსახლეობაც 330 ათასია, შესარჩევ ეტაპზე ჰოლანდია დაიფრინა, ევროპის ჩემპიონატზე კი მეოთხედფინალში გავიდა და გზად ინგლისი დაამარცხა.

სიტყვამ მოიტანა და ჰოლანდიის ნაკრებია იმის ნათელი მაგალითი, რომ მსოფლიოში და ამ შემთხვევაში, ევროპაში ფეხბურთის თამაში მაღალ დონეზე უკვე თითქმის ყველამ ისწავლა - ჰოლანდია აღიარებული გრანდია და მიუხედავად ამისა, 24-გუნდიან ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, შესარჩევ ეტაპზე კი ისლანდიას, ჩეხეთს და თურქეთს ჩამორჩა.

თუ ჰოლანდია 24 გუნდს შორის ვერ მოხვდა, თავად განსაჯეთ, რამდენად უფრო დიდია იმის შანსი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ევროპული გრანდების გარეშე დარჩეს, რადგან თუ რუსეთის ეროვნულ ნაკრებს არ ჩავთვლით, რომელიც ტურნირის მასპინძელია, მუნდიალზე მხოლოდ 13 ევროპული ნაკრები გავა. 24, 25 და 26 მარტს, მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ეტაპის უმნიშვნელოვანესი შეხვედრებია - დროებით, საკლუბო ბატალიები დავიწყებას მიეცემა და წინა პლანზე სანაკრებო პაექრობები წამოვა...

ფორმატი

48-გუნდიან მუნდიალამდე ჯერ დიდი გზაა გასავლელი, 2018 წელს კი რუსეთში 32 ქვეყნის ნაკრები ჩავა საასპარეზოდ. აქედან 14 გუნდი იქნება ევროპული, მათ შორის, რუსეთის ნაკრები, რომელიც მასპინძელია და შესარჩევ ციკლში არ ასპარეზობს.

შესაბამისად, შესარჩევმა 13 გუნდი უნდა გამოავლინოს, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. ციკლში 54 ქვეყანა მონაწილეობს, რომლებიც 9 ჯგუფში არიან განაწილებულნი 6-6 გუნდად. ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ გადიან მუნდიალზე და შესაბამისად, 13-დან 9 სწორედ ასე შეივსება. მეორე ადგილზე გასული გუნდებიდან, ვინც ყველაზე ნაკლებ ქულას დააგროვებს, ის მუნდიალს დაემშვიდობება, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი პლეი ოფში იასპარეზებს და დარჩენილი 4 იღბლიანი გუნდიც გამოვლინდება, რომლებიც ასევე გამგზავრებიან რუსეთში. ანუ ჯგუფების გამარჯვებული 9 გუნდი და პლუს 4 მეორეადგილოსანი, რაც 13-ს უდრის.

ერთი სიტყვით, მეტად მძიმე ფორმატია და თუ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი შესარჩევში მესამე ადგილზე გასულ გუნდებსაც კი ჰქონდათ, ამ შემთხვევაში, მისია ბევრად უფრო რთულია. მუნდიალის შესარჩევი ძალას იკრებს, გადამწყვეტ ფაზაში შედის და თითოეულ ქულას ოქროს ფასი ადევს - საინტერესოა, რა ვითარებაა ჯგუფებში, რას უნდა ველოდოთ მომავალი პაექრობებისგან და ემუქრება თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატს ევროპული გრანდების გარეშე დარჩენა? - წინ სანაკრებო ბატალიებია და ამ თემების განხილვა აქტუალური და უდავოდ საინტერესოა...

კომფორტული ფორა

ერთადერთი გუნდი, რომელიც განვლილი 4 ტურის შემდეგ შესარჩევ ციკლს სოლიდური ფორით ლიდერობს, გერმანიის ეროვნული ნაკრებია. იოახიმ ლიოვის გუნდმა ოთხივე მატჩი მოიგო, 12 ქულას მოუყარა თავი და მეორე ადგილზე მყოფ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს, ისევე, როგორც აზერბაიჯანს, მთელი 5 ქულით უსწრებს.

კიდევ უფრო ცოტა ქულა აქვთ ჩეხეთს და ნორვეგიას, გუნდებს, რომლებსაც ბოლო წლებში კრიზისი აქვთ და როგორც ჩანს, ამ შესარჩევ ციკლს ჩააგდებენ. ჩრდილოეთ ირლანდია და აზერბაიჯანი რომ გერმანიას რეალურ კონკურენციას ვერ გაუწევენ, ცხადზე უცხადესია და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანიას მუნდიალის გარეშე დარჩენა არ ემუქრება, ისევე, როგორც მუნდიალს გერმანიის გარეშე დარჩენა.

ესპანეთი თუ იტალია?

გამომდინარე იქიდან, რომ პირდაპირ მუნდიალის საგზურს მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები იღებენ, ორი გრანდის ერთ ჯგუფში მოხვედრა უკვე დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, რომ მუნდიალი გამორჩეული ნაკრების გარეშე დარჩეს. მართალია, 9 მეორეადგილოსნიდან 8 პლეი ოფის გზით შეეცდება რუსეთში გამგზავრებას, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა და თანაც, ორმატჩიან დუელში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

G ჯგუფს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ სიკვდილის, რადგან იქ ესპანეთის და იტალიის ეროვნული ნაკრებები ასპარეზობენ. მსოფლიო ფეხბურთის ორი აღიარებული გრანდი, რომლებიც შესარჩევ ეტაპებს ტრადიციულად მაღალ დონეზე ატარებენ. ესპანეთს შედარებით სუსტი გუნდების განადგურება სჩვევია და ტრადიციულად, არ უჭირს საკვალიფიკაციო ციკლების დაძლევა, იტალია კი თითქოს უფრო მძიმედ თამაშობს, მაგრამ თავის ასაღებ ქულებს ყოველთვის იღებს და შესაბამისად, დიდ საფეხბურთო ფორუმებს არ აკლდება.

მხოლოდ ის რად ღირს, რომ "სკუადრა აძურას" შესარჩევი ეტაპის მატჩი, როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის, 2006 წლის შემდეგ არ წაუგია, რაც რეკორდია და უდავოდ ფენომენალური შედეგი.

ამ დროისთვის, იტალიას და ესპანეთს 10-10 ქულა აქვთ აღებული - 3-3 მატჩი მოიგეს, ერთმანეთთან პაექრობაში კი ქულები გაიყვეს. ის მატჩი ტურინში გაიმართა და შესაბამისად, განმეორებითი პაექრობა ესპანეთში შედგება. ანუ იტალია დიდი გამოცდის წინაშე დადება და რისკი იმისა, რომ 2006 წლიდან მოყოლებული წაუგებელია სერია შეწყდეს, საკმაოდ მაღალია. თუმცა, იქამდე აპენინელებმა და პირენეელებმა ქულები არ უნდა დაკარგონ - 24 მარტს იტალია ალბანეთს უმასპინძლებს, ესპანეთის ნაკრები კი - ისრაელს. ეს არის ჯგუფი, სადაც ლიდერებს უბრალოდ არ აქვთ ქულების დაკარგვის უფლება, რადგან პლეი ოფში თამაში არც ერთის გეგმაში არაა.

ჰოლანდია ისევ საფრთხეში

ევროპის ჩემპიონატს ნამდვილად აკლდა ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები და მისი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი, რომლებიც ნარინჯის ფერში ღებავენ ტრიბუნებს და ასე ალამაზებენ ტურნირებს. არის საფრთხე, რომ ჰოლანდია 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატსაც დააკლდება, რადგან ნარინჯისფერები მძიმე ჯგუფში მოხვდნენ და შესარჩევი ციკლიც არასტაბილურად დაიწყეს.

4 ტურის შემდეგ ჰოლანდიას 7 ქულა აქვს და შვედეთთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს, პირველ ადგილზე კი თვით საფრანგეთის ეროვნული გუნდია. ფრანგებს ბრწყინვალე შემადგენლობა ჰყავთ, შესანიშნავად ასპარეზობენ და ჯგუფის ფავორიტებად ითვლებიან, ჰოლანდიელებს კი დიდი ბრძოლა მოუწევთ, რომ მეორე ადგილი მაინც დაიკავონ და პლეი ოფის გზით გაემგზავრონ რუსეთში. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთი მეორეადგილოსანი პლეი ოფის და შესაბამისად, მუნდიალის მიღმა დარჩება.

საგულისხმოა, რომ საფრანგეთის, ჰოლანდიის და შვედეთის ერთ ჯგუფში მოხვედრა უსიამოვნო სიურპრიზი გამოდგა რუსებისთვის, რადგან ამ გუნდებს უამრავი გულშემატკივარი დაჰყვებათ, ტურისტების სიმრავლე კი ბევრ შემოსავალს ნიშნავს. ფაქტია, რომ მუნდიალი ამ სამი ქვეყნიდან მინიმუმ ერთს, ან შესაძლოა ორსაც მოისაკლისებს.

ევროპის ჩემპიონი ჯერ პლეი ოფის ზონაშია

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ევროპის მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ ეს სულაც არ არის იმის გარანტია, რომ მუნდიალზე წარმატებით იასპარეზებს, ან საერთოდ გაემგზავრება რუსეთში. პირენეელებმა შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყეს და შვეიცარიის საათივით აწყობილ გუნდს უკვე სამი ქულით ჩამორჩებიან.

შვეიცარიელები შესანიშნავად ასპარეზობენ და პირველი ადგილის დათმობა მათ გეგმებში ნამდვილად არ შედის. 25 მარტს პორტუგალია უნგრეთს უმასპინძლებს, რომელიც ასევე იბრძვის მუნდიალზე მოსახვედრად და შესაბამისად, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი შეხვედრა; შვეიცარია კი ლატვიას მიიღებს და წესით, მორიგი სამი ქულა უნდა ჩაიწეროს აქტივში. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები და დარჩება თუ არა მუნდიალი ევროპის ჩემპიონის გარეშე...

უიღბლო მეორეადგილოსანი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 9 გუნდიდან, რომლებიც ჯგუფებში მეორე ადგილს დაიკავებენ, 8 პლეი ოფში იასპარეზებს, 1 უიღბლო კი მუნდიალს მიღმა დარჩება. პლეი ოფს ასცდება ის ნაკრები, რომელიც ყველაზე ცოტა ქულას დააგროვებს. ამ დროისთვის, ასეთი გუნდი სამია: ჩერნოგორია, ჩრდილოეთი ირლანდია და ჰოლანდია, რომლებსაც 7-7 ქულა აქვთ მარაგში.

მეორე ადგილზე მყოფი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი, 10-10 ქულა იტალიას და საბერძნეთს აქვთ. თუ თანაბარი რაოდენობით ქულას დააგროვებს ორი ნაკრები, უპირატესობა იმ გუნდს მიენიჭება, რომელსაც უფრო მცირე ქულათა სხვაობა ექნება ჯგუფის ლიდერთან და თუ ამ შემთხვევაშიც თანაფარდობაა, მაშინ ბურთების შეფარდებით გაირკვევა პლეი ოფის მონაწილე გუნდის ვინაობა.

პრიორიტეტი: ბურთების შეფარდება

თუ ჯგუფში პირველ და მეორე ადგილებზე გასულმა გუნდებმა თანაბარი ოდენობით ქულა დააგროვეს, პირველ ადგილზე გავა ის ნაკრები, რომელსაც უკეთესი ბურთების შეფარდება ექნება. თუ ესეც დაემთხვა, მაშინ გატანილი ბურთებით გამოვლინდება გამარჯვებული და თუ ამ კომპონენტშიც თანაფარდობა იქნება, მხოლოდ მაშინ გაითვალისწინებენ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენებ შედეგს.

საგულისხმოა, რომ ევროპის ჩემპიონატზე და უეფას მიერ ორგანიზებულ საკლუბო ტურნირებზე პრიორიტეტი არა ბურთების შეფარდებას, არამედ ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებულ შედეგს ენიჭება.

P.S. წინ საინტერესო მატჩები გველოდება და გამომდინარე იქიდან, რომ მუნდიალის საგზურს მხოლოდ 13 ევროპული ქვეყანა მოიპოვებს, დიდია შანსი, მსოფლიოს ჩემპიონატმა რომელიმე ან რამდენიმე გრანდი მოისაკლისოს, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kako
მადა ჭამაში მოდისო, რაოდენობის გაზრდით დიდ ფულებსაც ჩაიჯიბებენ,რა არის აქ გასაკვირი? გაზრდიან კი არა ყვავი, არ ითამაშონ სუფთა თამაშები
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ევრო 2020. საკვალიფიკაციო: გერმანია, ჰოლანდია, ხორვატია და ავსტრია ევროპირველობაზე გავიდნენ [VIDEO]
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
ჰოლანდიის ნაკრების განაცხადი ევროშესარჩევისთვის ცნობილია
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
ვან პერსი: მატჩის დასრულების შემდეგ ვან გაალმა დამარტყა...
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
რონალდომ თანანაკრებელებს ძვირფასი საჩუქრები გაუკეთა
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
ჰარი კეინმა მორიგი რეკორდი დაამყარა
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
გატუზომ იტალიის ნაკრები დატოვა
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს
არეულობა ჰოლანდიაში - თურქი ფანები ადგილობრივებს დაერივნენ [VIDEO]
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
მთავრობამ გადაწყვიტა - დასახელება ჰოლანდია აღარ იარსებებს
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
რონალდ კუმანი: "ბარსელონა"? - მხოლოდ ევროპირველობის შემდეგ
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს