24 მარტს, თბილისის ოლიმპიური სასახლე, საქართველოს ფუტსალის ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს
24 მარტს, თბილისის ოლიმპიური სასახლე, საქართველოს ფუტსალის ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს.

პარასკევს XIII ტურის მატჩები გაიმართება. სათამაშო დღე 11:00 სთ-ზე მფკ ტატიშვილისა და მგლების დაპირისპირებით აიღებს სტარტს. თუკი "მედიკოსები" სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ და პოზიციების არ დასათმობად აუცილებელ 3 ქულას გეგმავენ, მგლები სანატრელ ოთხეულს თითქმის არაფრით ჩამორჩებიან და მათთვის ამ შეხვედრაში ერთ ქულასაც კი ოქროს ფასი ექნება.

ჩემპიონატის კიდევ ერთი აშკარა ფავორიტი სტუ-თელასი, თავის შეხვედრას პლეი-ოფში მოსახვედრად მებრძოლი მფკ თბილისის წინააღმდეგ გამართავს. წინა მატჩის მსგავსად, ამ დაპირისპირებასაც ანალოგიური "პრინციპულობა" ახლავს თან - "ენერგეტიკოსებს" ქულები უშუალო კონკურენტთან სხვაობის მინიმუმ შენარჩუნებლად ესაჭიროებათ, "დედაქალაქელებისთვის" კი ყოველ მოპოვებულ ქულას ლამის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მატჩი 13:00 სთ-ზე დაიწყება.

15:00 სთ-ზე გაიმართება სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდების დაპირისპირება, "სტუდენტური დერბი", რომელშიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბს უმასპინძლებს. მასპინძლებს პირველად ეძლევათ შანსი, გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი დააღწიონ. თავის მხრივ, საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი ბათუმლები, ქულათა მარაგის შევსებას ეცდებიან.

17:00 სთ-ზე აიღებს სტარტს ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მფკ აგორა და მფკ აფხაზეთი დაუპირისპირდებიან. ამ ტურის წინ, აგორა 22 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და 5 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, აფხაზეთს. შესაბამისად, წარმატების შემთხვევაში ფაქტიურად დაიკანონებს III ადგილს. "ზღვისპირელების" გამარჯვების შემთხვევაში კი ისინი საკმაოდ დიდ ნაბიჯს გადადგამენ ოთხეულში დასამკვიდრებლად.

სათამაშო დღე, 19:00 სთ-ზე თბილისი ვარიორსისა და დინამო ბათუმის დაპირისპირებით დასრულდება. წესით და რიგით აჭარლებს აუტსაიდერთან სამი ქულის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეთ, რაც მათ დაკარგული პოზიციების დაბრუნებაში დაეხმარებათ.

24.03.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. XIII ტური

11:00 მფკ ტატიშვილი - მფკ მგლები

13:00 მფკ თბილისი - მფკ სტუ-თელასი

15:00 მფკ იბსუ - მფკ ბსუ (ბთ)

17:00 მფკ აფხაზეთი - მფკ აგორა

19:00 მფკ თბილისი ვარიორსი - მფკ დინამო (ბთ)

შეგახსენებთ, რომ ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ვებ-გვერდ sbm.ge-ს საშუალებითაა შესაძლებელი, სადაც ასევე ონლაინ რეჟიმში შეძლებთ ადევნოთ თვალი მატჩების სტატისტიკურ ინფორმაციას.

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"

მედია პარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფუტსალის ლიგა 2016/17: 12 ივნისს ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა!
ფუტსალის ლიგა 2016/17: აირჩიე საუკეთესო გოლი!
ფუტსალის ლიგა 2016/17: "სტუ-თელასი" საქართველოს ჩემპიონია! [PHOTO]
ფუტსალის ლიგა 2016/17: ფავორიტები სერიაში დაწინაურდნენ!
ფუტსალის ლიგა 2016/17: დღეს ფინალური სერია იწყება!
9 ივნისს, ფუტსალის ლიგის ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება [VIDEO]