გამოკითხულ ჟურნალისტთა უმეტესობას ვლადიმირ ვაისის ეროვნულ ნაკრებში დარჩენა სურს
სერბეთთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს  ჟურნალისტებმა ნაკრების დატოვებაზე ჰკითხეს, რასაც მან შემდეგნაირად უპასუხა: "არ ვიცი. ეს ქომაგების, ჟურნალისტების და ფედერაციის განსახილველი იქნება..."

- ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში V ტურის შეხვედრა სერბეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ამ წაგებით ჩვენმა გუნდმა მუნდიალზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებში სლოვაკი სპეციალისტის შედეგებს, რომელიც თანამდებობაზე გასული წლის მარტში დაინიშნა, გუნდმა 11 შეხვედრა გამართა, 1 მატჩი მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და 6 წააგო. ბურთების სხვაობა - 10:20.

ვაისის მიერ გაწეულ სამუშაოზე აზრის დაფიქსირება როგორც სპორტულ მედიას, ისე ფეხბურთის ფედერაციას ვთხოვეთ.

ფედერაცია ლატვიასთან მატჩამდე ვაისის მომავალთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, სპორტული მედიის აზრი კი ორად იყოფა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ გამოკითხულ ჟურნალისტთა უმეტესობას ვლადიმირ ვაისის ეროვნულ ნაკრებში დარჩენა სურს.

ალეკო კაკაურიძე (გაზეთი "ლელო"):

- ჩემი აზრით, მწვრთნელი არ არის საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა, ისევ და ისევ ჩვენი ეროვნული გუნდის ბუნებიდან გამომდინარე, მაგრამ რაც ფეხბურთი არსებობს, გუნდის შედეგზე, როგორი ფეხბურთელებითაც უნდა იყოს ის დაკომპლექტებული, პასუხისმგებელი არის მწვრთნელი და ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისები.

მე უფრო ის მაინტერესებს, ვინ არის პასუხისმგებელი იმ ხელოვნურ ჩარევაზე, რომლის შემდეგაც საქართველოს ნაკრებს აღარ ჰყავს ის მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც თავიდან ვსწავლობდით ფეხბურთის თამაშს და ვუბრუნდებოდით ფესვებს. კახა ცხადაძის გათავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, თუ გუნდში იქნებოდა კიდევ უფრო უკეთესობა და, ზოგადად, უკეთესი შედეგი. არც ერთია და არც - მეორე.

ეს ვაისზე მეტად იმის ბრალია, ვინც ახალი ველოსიპედი გამოიგონა მაშინ, როცა არ იყო ამის საჭიროება. ვაისის ხელში საქართველოს ნაკრები არ თამაშობს ცუდ ფეხბურთს, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე მეორდება ერთი და იგივე შეცდომები. მე რასაც ვუყურებ, ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ჩამოყალიბდა ერთი ტაიმის გუნდად.

ვაისის წასვლა, ჩემი აზრით, კარდინალურად არ შეცვლის სიტუაციას ნაკრებში, მაგრამ ის მაინც უნდა წავიდეს, ოღონდ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ ფეხბურთის ფედერაციამ და ფეხბურთელებმა.

დაბოლოს, ყველა მწვრთნელმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიიღოს წესად, რომ ის ფეხბურთელი, რომელიც არ თამაშობს, ან ცოტას თამაშობს კლუბში, არ უნდა იყოს ნაკრებში! სერბეთთან მატჩში ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.

ილია ნანობაშვილი (მსოფლიო სპორტი):

- ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში ახალი საფეხბურთო ელემენტები შემოიტანა: გუნდი მეტოქის ნახევარზე უფრო თამამად გრძნობს თავს, მაგრამ დანარჩენ კომპონენტებზე რა ვთქვათ...

სამწუხაროდ, ვაისმაც ბოლო დროს მიგვანიშნა - არ გყავთ ფეხბურთელებიო... თამაშის დახვეწას თუ ვითხოვთ, ვაისი ეგებ კარგი სპეციალისტია, მაგრამ შედეგის მხრივ - თავადაც ხედავთ. მეორე მხრივ, ვაისს როგორ გინდა დააბრალო რამე, როცა ნაკრების შეტევის ერთ-ერთ ლიდერად მიჩნეულმა ფეხბურთელმა (რომელზეც თავად ვაისმა თქვა, ერთ-ერთი ლიდერიაო) თავის აწევა არ იცის?! თუმცა მწვრთნელი სწორედ ამით ფასობს, რომ უნდა გამოიცნოს, ვინ ათამაშოს და ვინ - არა.

ვაისს აქვს კვალიფიკაცია, მაგრამ ბოლო სანაკრებო წარმატებას (მეტიც, ფურორს) 2010 წელს მიაღწია... დრო გავიდა. დანარჩენი სფფ-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტოს, მართლა შედეგი და სამწვრთნელო "მუღამი" აწუხებს მწვრთნელს თუ კონტრაქტის რაც შეიძლება დიდხანს გახანგრძლივება სურს?

ფაქტია, ვაისი ამ ერთ წელიწადში წარმოგვიდგა იმ მწვრთნელად, რომელმაც გარკვეული საფეხბურთო ელემენტები შესძინა ნაკრებს, სანახაობრივადაც უკეთესია გუნდი, მაგრამ თუ ტაბლოს შევხედავთ, აქ საამაყო არაფერია: 2 ქულა 15 შესაძლებლიდან. ვფიქრობთ, აქ არა მხოლოდ ჟურნალისტებმა, ნაკრების წამყვანმა ფეხბურთელებმაც პირდაპირ უნდა თქვან სათქმელი, თორემ მწვრთნელი რომ წავა და ახალი მოვა, მერე ყველა მაგარია...

პირადად ჩემი აზრით, ეს შესარჩევი ჯერ კიდევ შარშან ჩავარდა და ვაისს ციკლის ბოლომდე დრო უნდა მიეცეს - მერე გადაწყდეს, აქვს კი მას ევრო 2020-ის შესარჩევში საბრძოლველი რესურსი?!

ზოგადად კი, ვფიქრობ, ახლავე მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვთა და ჭაბუკთა ფეხბურთს, მეტი სამართლიანი და მცოდნე სპეციალისტი იყოს ამ ასაკში და ისინი გაკონტროლდნენ, თორემ გავა ათი წელი და ისევ იგივე პესიმისტური ტექსტის დაწერა მოგვიწევს, როგორისაც დღეს გვიწევს. ნაკრების შედეგები ქვედა ასაკში არასწორი მუშაობის გამოძახილია!

დავით ერაძე (რუსთავი 2):

- მახსოვს, კახა ცხადაძის გათავისუფლების მთავარ მოტივად შედეგი დაფიქსირდა. ნაკრები საკუთარ მოედანზე უკვე მოლდოვასაც ვეღარ ამარცხებს და რაიმე პროგრესზე საუბარი უბრალოდ აბსურდულია.

მწვრთნელის ბრალი ამ სტატისტიკაში დიდია. აქ, ჩემი აზრით, გაუმართლებელი სელექციაც მოხდა, რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთა ელემენტარულად გამოძახება და გასინჯვა მაინც ღირდა, უბრალოდ, უგულებელყოფილია. თუმცა ერთიცაა, ვაისს უძლიერესი (ოპტიმალური) შემადგენლობა თითქმის არცერთ შეხვედრაში ჰყოლია.

უნდა წავიდეს თუ დარჩეს? ამ კითხვას პასუხი უკვე გავეცი: ფედერაციამ როდესაც ცხადაძე გაათავისუფლა და აფსურდული ბრალი დასდო ამის მიზეზად, ვაისს თავად შეუქმნა სიტუაცია, რომ მან ნაკრებში მუშაობა უნდა დაასრულოს. ზოგადად, ამ ეტაპზე უცხოელი მწვრთნელის აუცილებლობასაც ვერ ვხედავ.

გიორგი ზურაბიშვილი (პირველი არხი):

- პირადად მე, ვლადიმირ ვაისის მუშაობა ძალიან მომწონს და მგონია, რომ არავითარ შემთხვევაში ნაკრები არ უნდა დატოვოს. ის, რაც ხდება, იმაში ყველაზე ნაკლებად დამნაშავე ვაისია.

ვაისის მოსვლის შემდეგ ჩანს, რომ ნაკრები უფრო შემტევი ფეხბურთის თამაშს ცდილობს. პროგრესი აშკარაა, ასე რომ, მის მუშაობას დადებითად ვაფასებ.

ციკლის დასრულებამდე ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დასცალდეს მუშაობა, თუმცა ვისურვებდი, რომ შემდეგი შესარჩევი ეტაპიც ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით ჩაატაროს.

გეგი კიკაბიძე (ტვ პირველი):

- შედეგის მხრივ, ვაისს ჯერ თავი არ გამოუჩენია, თუმცა ჩვენნაირ ნაკრებთან მუშაობის გამოცდილება რომ აქვს და თანაც, დადებითი კუთხით, ეს წარსულში უკვე დაადასტურა. აქ უბრალოდ ერთი განსხვავებაა: საქართველო არ არის სლოვაკეთი და არც ქართველი ფეხბურთელია სლოვაკი. საფეხბურთო კუთხით დიდი განსხვავებაა ფეხბურთელებს შორის და ამაზე საუბარი გაცილებით უფრო გლობალურია, რთულია ამ კომენტარში ჩავატიო.

ვაისის ხელწერას რაც შეეხება, აშკარაა, რომ ცდილობს, თუმცა ფრთხილი მწვრთნელია და საჭირო დროს, როცა დროული რისკია საჭირო, ყოყმანობს გადაწყვეტილების მიღებისას. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვხედავ. თითქოს გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ... არასტაბილურად! ნაკრებს აგრესია და თავდაჯერებულობა აკლია. რთული სათქმელია, ეს ვაისის ბრალია თუ არა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. აღსანიშნავია, რომ ოპტიმალური შემადგენლობით ჯერ არ უთამაშია, მაგრამ ეს ფეხბურთია და ამისთვის ყველა მწვრთნელი მზად უნდა იყოს.

მეეჭვება, ამ ციკლში დარჩენილი მატჩები რომელიმე მწვრთნელმა უკეთ ჩაატაროს. ამიტომ, ვფიქრობ, ვაისი უნდა დარჩეს და ეს ციკლი მომდევნო შესარჩევისთვის გამოიყენოს. წარსულზე საუბარი არ ღირს. დღევანდელობიდან გამომდინარე, მგონია, რომ ჩვენი პრობლემა ცალსახად მწვრთნელში არ არის. მე რომ ვიღებდე მის დატოვებასა ან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას, დავტოვებდი, ვაცდიდი და იქნებ ის ერთი კარგად ნათამაშები ტაიმი მალე ორადაც ქცეულიყო.

გიორგი პავლიაშვილი (სილქ ტვ):

- რასაც მივეჩვიეთ ქართველი ჟურნალისტები თუ გულშემატკივრები, ისაა, რომ საქართველოს ნაკრებში მწვრთნელის შეცვლა არანაირ კავშირში არაა უშუალოდ ნაკრების შედეგების შეცვლასთან, ანუ ძველია თუ ახალი, ქართველია თუ უცხოელი, შედეგები მაინც, ფაქტობრივად, იდენტურია. შესაბამისად, ჩემთვის უფრო მეტად აქტუალური ამ ეტაპზე არის ის, თუ რა შეცვალა ვაისმა საქართველოს ნაკრებში, გარდა შედეგისა.

ვფიქრობ, ბოლო წლებში პირველად (იშვიათი გამონაკლისის გარდა) საქართველოს ნაკრებში იძახებენ ყველა იმ ფეხბურთელს, ვინც ამას იმსახურებს. ვაისი ჩამოყალიბებულია, თუ ვინ სჭირდება, იცის, ვის ენდობა და ალბათ ისიც იცის, ვისგან რას უნდა ელოდოს. სლოვაკი სპეციალისტის ხელში გუნდი ცდილობს, ითამაშოს გამართული ფეხბურთი, მოთამაშეებს აქვთ შედარებით მეტი თავისუფლება და საშუალება, მთლიანად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი.

მთავარი მწვრთნელის პლუსია ისიც, რომ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ადგილი ანდო დებიუტანტს. ვგულისხმობ ვაკო გვილიას, რომელიც ძალიან მალე ნაკრების ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. სავარაუდოდ, ასე ბევრი ვერ გარისკავდა.

მომწონს ის, რომ საკმაოდ სერიოზულ გუნდებთან ჩვენი ნაკრები ერთ ტაიმში ქმნის იმდენ სახიფათო მომენტს, რაც არც ისე დიდი ხნის წინ 3-4 თამაშში ერთად არ ჰქონდა; ცდილობს ბურთის კონტროლს, პრესინგს...

ვაისის სამწვრთნელო კარიერას, ისევე, როგორც ალბათ ბევრი, მეც საკმაოდ დიდი ხანია ვადევნებ თვალს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გუნდს, როგორც იქნა, ჰყავს მწვრთნელი, რომელსაც აქვს სანაკრებო გამოცდილება და საკმაოდ სერიოზული კვალიფიკაცია. თუ შეძლებს, რომ შეინარჩუნოს ენთუზიაზმი და შეუნარჩუნოს ის ფეხბურთელებსაც, მაშინ ჩემთვის ორი აზრი არ არსებობს, რომ უნდა დარჩეს! ამდენი თითქოს ნორმალური თამაშის და მაინც წარუმატებლობის ფონზე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ საერთოდ აერიოს ყველაფერი და თვითონაც დაკარგოს ყველანაირი სურვილი, რაც იმედია, არ მოხდება.

არ იქნებოდა ურიგო, მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცემოდა ვაისის წინამორბედს, რომელიც ასევე ნერგავდა რაღაც ახალს და საინტერესოს. ზოგადად, მწვრთნელების ხშირ ცვლას კარგი არაფერი მოაქვს და ეს არაერთხელ ვნახეთ.

ნოდარ სიმსივე (სეტანტა):

- კახა ცხადაძის გაშვებასთან დაკავშირებით ბევრი ითქვა და ამაზე დღემდე მიდის მსჯელობა. ჩემი აზრით, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის არსებობის მანძილზე ცხადაძის გათავისუფლება დაკავებული პოსტიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ვაისის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ფაქტი სახეზეა: ცხადაძემ დაიწყო გუნდის შენება და არ დასცალდა. მწვრთნელების სისტემატური შეცვლა გუნდის შედეგზე უარყოფითად აისახება.

თუ ამ მომენტში არსებობს კანდიდატი, ვინც შეცვლის ვაისს და ეს ცვლილება კიდევ უფრო უარყოფითად არ აისახება შედეგზე, მაშინ კი ბატონო, სლოვაკი სპეციალისტი უნდა შეიცვალოს.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვაკო ყაზაიშვილის მიმართ ასეთი შეტევების ფონზე ორი სიტყვით ვიტყვი, რომ ის დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და უნიჭიერესი ფეხბურთელია. მას მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ის კიდევ არაერთხელ გაგვახარებს!

დიმა შარიქაძე (adjarasport.com):

- შედეგის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, ვლადიმირ ვაისის მუშაობას დადებითად ვაფასებ. მწვრთნელის სურვილია, მაქსიმალურად მეტი ფეხბურთელი გამოსცადოს, ახალი ფეხბურთელების ძიებაშია, სურს, გუნდში შექმნას კონკურენტუნარიანი გარემო. რაც ყველაზე მთავარია, სლოვაკის მიერ გაწეული სამუშაო ძალიან კარგად ჩანს თამაშში, ეროვნული გუნდი გააზრებულ ფეხბურთს აჩვენებს, თამაშის ხარისხის მხრივ პროგრესი ნათელია.

არ ვფიქრობ, რომ მწვრთნელის მუშაობა მხოლოდ შედეგით უნდა შეფასდეს, რადგან აუცილებელია შევაფასოთ როგორც ჩვენი, ასევე მეტოქე გუნდის პოტენციალი და ამის მიხედვით გამოვიტანოთ დასკვნები.

არსებული რესურსიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრები აჩვენებს საკმაოდ ხარისხიან ფეხბურთს, რომლის განვითარებას დრო სჭირდება. გადავხედოთ ევროპულ კლუბებსა თუ ნაკრებებს, მწირი რესურსით მოკლევადიან პერიოდში წარმატებისთვის არავის მიუღწევია და ვერც ვაისის გუნდი იქნება გამონაკლისი. ვაისის ბიოგრაფიაც ამის იდეალური მაგალითია, მისი ნებისმიერი წარმატება ეროვნულ ნაკრებსა თუ კლუბში 3-4-წლიანი შრომის შემდეგ მოვიდა.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მიმდინარე და შემდეგი ციკლი საქართველოს ნაკრებმა ვაისის ხელმძღვანელობით უნდა ჩაატაროს. საფეხბურთო კუთხით, ვაისის გაშვება ისეთივე შეცდომა იქნება, როგორიც კახა ცხადაძესთან კონტრაქტის გაწყვეტა იყო.

გიგი ალადაშვილი (goal.ge):

- ჩემი შეფასებით, ვლადიმირ ვაისი კარგი მწვრთნელია. თავდაპირველად, როდესაც კახა ცხადაძე შეცვალეს, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ შემდგომმა თამაშებმა სკეპტიციზმი გამიქარწყლა.

რა თქმა უნდა, სტატისტიკურად ნამდვილად ცუდი შედეგი გვაქვს, თუმცა სათამაშო ხარისხი, ჩემი აზრით, ბოლო პერიოდში ძალიან გამოსწორებულია. გუნდმა აშკარად ისწავლა ბურთის კონტროლი და გააზრებული შეტევების ორგანიზება. ამ ორ კომპონენტს ვერცერთი სხვა მწვრთნელის დროს ვერ ვხედავდი. სერბეთთან, ავსტრიასთან, უელსთან და ირლანდიასთან გამართულ შეხვედრებში ხშირ შემთხვევაში წაგებას არ ვიმსახურებდით და ადგილი უიღბლობას ჰქონდა.

თუმცა არის ერთი თვისება, რომელიც ჩვენი ნაკრების მწვრთნელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს - მას უნდა შეეძლოს გუნდში ფსიქოლოგიური მუხტის შექმნა. მრავალწლიანი წაგებების შემდეგ ნაკრებში ჩამოყალიბდა დამარცხებულის მენტალიტეტი, ფეხბურთელებს არ სჯერათ საკუთარი თავის, მაშინაც კი, როდესაც კარგად თამაშობენ, თითქოს ყველაფერი რიგზეა და შეიძლება სამი ქულის აღება, უცბად ყველაფერი რადიკალურად იცვლება და შეხვედრას ვაგებთ.

ვფიქრობ, ფედერაციამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს ფაქტორი, თუ გადაწყვეტს ახალი თავკაცის არჩევას. გუნდს სჭირდება ფსიქოლოგიური კრიზისის დაძლევა, რწმენა და გამარჯვებულის მენტალიტეტის შექმნა.

ლევან ხარაზოვი (mysports.ge):

- ვლადიმირ ვაისის შედეგის დადებითად შეფასება რთულია, რაც პირველ ყოვლისა, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარეობს. ორი ქულით საქართველო იმ ჯგუფის ერთ-ერთი აუტსაიდერია, რომელშიც სპეციალისტებიც და გულშემატკივრებიც გაცილებით მეტს ელოდნენ ჩვენი ნაკრებისგან.

ამავდროულად, ვაისის ნაკრებს ჰქონდა რამდენიმე კარგად ჩატარებული მატჩი და ხშირ შემთხვევაში უიღბლობის და უფრო მეტად ფეხბურთელთა საშემსრულებლო ოსტატობის გამო ვერ აღწევდა გუნდი სასურველ შედეგს.

საერთო ჯამში, ჩემი აზრით, გუნდის თამაში კატასტროფული არაა და იმ თამაშიდან გამომდინარე, რასაც საქართველოს ნაკრები აჩვენებს, მეტს ვიმსახურებთ, თუმცა ნებისმიერი მწრთნელის მუშაობა საბოლოოდ შედეგით ფასდება...

საბა საბანაძე (geosports.ge):

- ყოველთვის ძნელია საქართველოს ნაკრების მწვრთნელის მუშაობის შეფასება. მნიშვნელობა არ აქვს, მწვრთნელი ვაისია თუ ვინმე სხვა. წარსულში ორი ისეთი მწვრთნელი გვყავდა, ვისაც თავის დროზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაუყვანია გუნდი, მაგრამ...

ვაისს ისეთი ქვეყნებიდან უწევს ფეხბურთელების გამოძახება, როგორებიცაა მაკედონია, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ა.შ. სერბეთთან მატჩი რომ ავიღოთ მაგალითისთვის, იქ ჩვენს რიგებში საუკეთესო თამაში აზერბაიჯანული "გაბალას" ფეხბურთელ ნიკა კვეკვესკირს ჰქონდა.

განვლილ 11 მატჩში იყო პოზიტივი და იყო - ნეგატივიც. ვფიქრობ, როგორც მინიმუმ, ამ შესარჩევის ბოლომდე, ვაისს უნდა დასცალდეს მუშაობა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის რთულია, როცა ნაკრებში ორ წელიწადში ორჯერ იცვლება მწვრთნელი.

ჩემი აზრით, ნაკრების შედეგზე პასუხისმგებლობა ნაკრების ფეხბურთელებმაც უნდა აიღონ. წარუმატებლობაში მათი წვლილიც დიდია.

მაგდა კლდიაშვილი: (ipress.ge)

- შედეგებით და თამაშის ხარისხით რომ შევაფასოთ ვლადიმირ ვაისის ეროვნულ ნაკრებში მუშაობა, ცალსახად უარყოფით შეფასებას ვაძლევ. ვაისის ძალიან დიდ პრობლემად ვთვლი იმას, რომ მას არ შეუძლია იყოს კარგი მოტივატორი, რასაც კახა ცხადაძე თავს ძალიან კარგად ართმევდა.

ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ვაისის ნაკრებს თამაშის ხარისხი აქვს გამოსწორებული, თუმცა არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. არანაკლები ხარისხი ვნახეთ ჩვენ შოტლანდიასთან, გერმანიასთან და ა.შ.

ამასთან, უკვე ერთი წელია გასული და სლოვაკი სპეციალისტის აქტივში არცერთი მოგებული თამაში არ არის ოფიციალურ შეხვედრებში. ასევე, ცხადაძისგან განსხვავებით, ვაისი ყოველთვის ცდილობს, რომ განტევების ვაცი ფეხბურთელებში ეძებოს და ნაკლებ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე. გავიხსენებ მისი წინამორბედის განცხადებას, რომელიც ხშირად ამბობდა, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობას იღებდა თავის თავზე და ფეხბურთელების წვლილი უფრო ნაკლები იყო...

ვაისი მუდამ აპელირებს იმით, რომ ეროვნული გუნდის ფეხბურთელები დაბალი ლიგის გუნდებში გამოდიან, ხოლო კონკურენტები გაცილებით მაღალი კლასის კლუბებში ასპარეზობენ. ეს ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ვაისს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების პრობლემა აქვს და ეს აშკარაა.

გარკვეულწილად, თანავუგრძნობ კიდეც იმ ასპექტში, რომ მინდორზე მომენტების რეალიზებას ის ვერ მოახდენს და ეს ფეხბურთელებმა უნდა გააკეთონ. აქ მეორე პრობლემას ვაწყდებით და ამ შემთხვევაში სლოვაკის მხარეს ვარ, ის ახლა ვერ ასწავლის ქართველებს ფეხბურთის თამაშს, ბურთის ამოტანას.

კიდევ ერთ დიდ პრობლემად მისი დამოუკიდებლობის ხარისხი მიმაჩნია. საზოგადოება და მედია ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რომ ნაკრების შემადგენლობას ის დამოუკიდებლად არჩევს და ამაში გარკვეული პირები ღებულობენ მონაწილეობას. თამაშამდე გვესმის, რომ ის 11 ფეხბურთელი, ვინც მინდორზე გამოდის, მზად არის, მაგრამ თამაშის შემდეგ ვისმენთ, რომ თურმე მხოლოდ 5-6 ფეხბურთელი იყო კონკრეტული შეხვედრისთვის მომზადებული. ეს ყველაფერი აჩენს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს.

რაც შეეხება მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხს, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ვაისის წასვლა არაფერს შეცვლის, მხოლოდ სათამაშო ნაწილს არ ვგულისხმობ. მას კონტრაქტში უპირობო კომპენსაცია უწერია და ყბადაღებული თემა, რომელიც თუნდაც ცხადაძეს ახლდა თან, ისევ აქტუალური გახდება. ფეხბურთის ფედერაცია დაკარგავს დიდ თანხას და ახალი მწვრთნელი ვერ დადებს შედეგს.

ასევე, მიუღებელია ვლადიმირ ვაისის ორაზროვანი პოზიცია მის ნაკრებში მუშაობასთან და წასვლასთან დაკავშირებით. მან თავად უნდა შეძლოს და შეაფასოს, რა გააკეთა, რა იმუშავა და რა შედეგი დადო და თავად უნდა გადაწყვიტოს, წავიდეს თუ დარჩეს.

სფფ-მ არაერთხელ დააფიქსირა, რომ კმაყოფილია ვაისის მუშაობით. რა იძლევა კმაყოფილების საბაბს, ჩემთვის გაუგებარია, რადგან რეიტინგში 126-ე ადგილზე ვართ, თამაში არ მოგვიგია. ეს უფრო სირაქლემას პოზიციაში ყოფნას ჰგავს. ყველა დეტალიდან გამომდინარე, თუ ვაისი თავად არ მიიღებს წასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ამას არც სფფ გააკეთებს. როგორც აღვნიშნე, ფინანსურ კომპენსაციას აქ დიდი როლი ექნება.

ერთადერთ რეალურ კანდიდატად, დღეს ვინც შეიძლება სლოვაკი ჩაანაცვლოს, გია გეგუჩაძე მესახება, რომლის ნაკრებში დანიშვნაზე მინიშნებები თავის დროზე ცხადაძემაც გააკეთა. არ მგონია ასეთი უგუნური სფფ-ის ხელმძღვანელობა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს და ამასთან, გეგუჩაძეს უნდა დააცადონ 21-წლამდელებში მუშაობა, რადგან მისი თაოსნობით ახალგაზრდულს ექნება შანსი, საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლიოს.

ვაისის მუშაობას ცალსახად უარყოფითად ვაფასებ, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე მისი წასვლით არაფერი შეიცვლება.

სამწუხაროდ, საქართველოს ფეხბუთის ფედერაციას კახა ცხადაძესთან ნამოქმედარი ბუმერანგის პრინციპით უკან უბრუნდება.

თენგო ოყუჯავა (sportall.ge):

- ფაქტია, რომ სფფ-ის გადაწყვეტილება, საქართველოს ნაკრებში კახა ცხადაძე ვლადიმირ ვაისით ჩაენაცვლებინა, არ გამართლდა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ნაკრების წარუმატებელი ასპარეზობის მთავარი მიზეზი მხოლოდ მთავარი მწვრთნელი იყოს.

ძირითად პრობლემას ფეხბურთელებსა და გუნდში ვხედავ. საქართველოს ნაკრებს არ გააჩნია ხასიათი. არ მახსოვს მათი შემოტრიალებული მატჩი. ფეხბურთელებს არ აქვთ გამარჯვებულის მენტალიტეტი. გადახედეთ ბოლო წლებში კლუბებში მათ მიღწევებს - რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ფეხბურთელები ლამის ყოველ სეზონს უტიტულოდ ასრულებენ.

ნაკრებს არ ჰყავს რეალური ლიდერი. შეიძლება ვინმემ თქვას, გვყავს ჯაბა კანკავა ან გურამ კაშიაო, მაგრამ რეალურად, ნაკრებს მოედანზე და გასახდელში ლიდერი, წინამძღოლი არ ჰყავს. თუმცა პოტენციალს ვხედავ ვაკო გვილიაში...

შეიძლება არ გყავდეს უმაღლესი ლიგის კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელები, მაგრამ ერთიანობის ხარჯზე წარმატებას მაინც მიაღწიო. ამისთვის კი ორი ძირითადი ფაქტორი არსებობს: ლიდერი მოედანზე და მთავარი მწვრთნელი. ჩვენ არც ერთი გვყავს და არც - მეორე.

ვაისმა სლოვაკეთის ნაკრებში მუშაობის დროს დაამტკიცა, რომ მაღალი დონის სპეციალისტია, მაგრამ იმავეს დამტკიცება ვერ შეძლო საქართველოს ნაკრებში. ძალიან უხერხული ფაქტია, რომ ვაისს უწევდა ფეხბურთელებისთვის ელემენტარული ნიუანსების განმარტება ვარჯიშებზე, მაგრამ მან ისიც კარგად იცოდა, თუ სად მოდიოდა...

არის გარკვეულ კომპონენტებში უკეთესობა: ბურთის ფლობა, მომენტების შექმნა, ფლანგური შეტევა. ამ ყველაფერს ზუსტად ვაისს მივაწერ.

ჩემი აზრით, ვაისი გასახდელში ვერ ქმნის იმ მუხტს, რომელიც ნაკრებს მატჩის გარდატეხაში დაეხმარება. ის არ არის მოტივატორი, მას სჭირდება უმაღლეს დონეზე მოთამაშე პროფესიონალი ფეხბურთელები და ის დადებს შედეგს, მაგრამ აი, ქართველი ფეხბურთელებით ის, სამწუხაროდ, ვერაფერს მიაღწევს, ამაში ვრწმუნდები მატჩიდან მატჩამდე.

ლოგიკური იქნებოდა, რომ ის წასულიყო და მისი ადგილი გია გეგუჩაძეს დაეკავებინა, მაგრამ რეალურად, ამით ორი საქმე გაფუჭდება. სფფ-ს მოუწევს კომპენსაციის გადახდა ვაისისთვის, ხოლო გეგუჩაძემ კარგად დაიწყო და აქვს შანსი, შესარჩევი ეტაპი გადალახოს, შესაბამისად, გუნდის მიტოვება ასეთ ეტაპზე ცუდია.

მაგრამ ყველას გვახსოვს კახა ცხადაძის მაგალითი...

მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში: უნდა დატოვოს თუ არა თანამდებობა ვლადიმირ ვაისმა?

mamulo
lasha-ს მინდა შეგახსენო, რომ არცერთ ევროპულ გუნდებში (ნაკრები, საკლუბო), მათი კლასის მოუხედავად, თუ მწვრთნელი ვერ დებს შედეგს, ის თუნდაც შუა სეზონში. შენ რას გვთავაზობ? რა შედეგიც არ უნდა ქონდეს ვაისი იქნება თუ სხვა, უნდა ვაცალოთ 5 შესარჩევი ციკლი!!! ჩემის აზრით, მას შემდეგ, რაც ნაკრებმა ყველა შანსი დაკარგა ჯგუფიდან გასვლის, მწვრთნელი უნდა გაუშვას ნორმალურმა მმართველმა. ეს დაუწერელი კანონია. რად უნდა ამას ბევრი სჯა-ბაასი. ვაისი ახლავეა გასაშვები და თან უნდა მიაყოყო კაზაიშვილისნაირი არაპროფესიონალი "ფეხბურთელები". რაც კაზაიშვილმა იმ დღეს "გააკეტა", ეს არაპროფესიანილზმის გარდა ხალხის დაცინვაა. ნახევარი საქართველო რამოდენიმე ხნით შოკში ჩააგდო, მათ შორის მეც. ახლაც ცუდად ვარ. კარგით რა!!!!
Giorgi
ესეც ცხადაძის ნაკრების მონაგარი: Albania - Georgia 2:2 D Estonia - Georgia 3:0 Germany - Georgia 2:1 Georgia - Gibraltar 4:0 W Ireland - Georgia 1:0 Georgia - Scotland 1:0 W Poland - Geogira 4:0 Ukraine - Georgia 2:1 Georgia - Germany 0:2 Georgia - Malta 2:0 W
Giorgi
ცხადაძემ რა გააკეთა ასეთი ნაკრებში მეც მითხარით რა :) პოლონეთში 4:0 რო წავაგეთ და ესტონეთში 3:0 თუ, ალბანეთთან 2:0 რო ვიგებდითდა 2 წუთში რო მოგვიყუმარეს ეგეც მახსოვს. შოტლანდიასთან მოვიგეთ კი ბატონო. ამან აგერ უფრო ძლიერ უელს ეთამაშა გასვლაზე ფრე. მერე ? ამხანაგურებს თუ ავიღებთ, ვაისის ნაკრებმა ესპანეთს მოუგო, მოქმედ ევროპის ჩემპიონს .... ცხადაძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, მილიონიანი მწვრთნელი ჯერ ერთი ნაკრებს არ სჭირდება, იმიტო რო მაინც ვერაფერს გააკეთებს ამ რესურსით და მეორეც, არც ცხადაძეა იმ დონის მწვრთნელი რო მილიონი გადაუხადო ....
Vakhtang Lobzhanidze
ფედერაციაა დამნაშავე და ფეხბურთელები. ყაზაიშვილს საერთოდ მოვკვეთავდი ნაკრებიდან - არაა ისეთი ფეხბურთელი უარი რო ვერ თქვა მაგაზე. ჯანო,კვირკველია,კაშია,კანკავა,მჭედლიძე - მხოლოდ ამათ შემიძლია ვუწოდო პროფესიონალი ფეხბურთელები აქ კლასსაც ვგულისხმობ და მიდგომასაც - დანარჩენებს თუნდაც დიდ ტალანტ ოქრისაც პროსიონალს ნამდვილად ვერ ვუწოდებ რაოდენ დასანანიც არ უნდა იყოს ეგ ამბავი...
imereli27
ფაქტია რომ ცხადაძის გაშვება შეცდომა იყო.........,სადაა ,,ბრძენი და პრინციპული"კობიაშვილი))))
ავთო
უნდა დარჩეს ვაისი!!და ფეხბურთელებში ვეძებოთ მხოლოდ პრობლემა..
გოგი ქუთაისელი
როგორც სელექციონერი ვაისი სუსტია.
ნიკოლოზ კვინიკაძე
კობიაშვილს პასუხი არ უნდა მოეთხოვოს ცხადაძის გაშვებასთან დაკავშირებით მისი მოქმედების შედეგებს ვიმკით საინტერესოა როდემდე ყველამ თავის ქმედებაზე სანამ პასუხს არ აგებს არაფერი არ გვეშველება
casila-23
დავით ერაძეს რა უნდა ვერ მივხვდი,ვის ეკუთვნოდა და ვის არ დაუძახა იქნებ დააკონკრეტოს,ვინ გვყავს ისეთი პეხბურთელი რომელიც ამ ტამაშებში შედეგის მხრივ რამეს შეცვლიდა?
gela
რაც ამათ სერბებთან ვერ შეაგდეს, არის სამარცხვინო და ვაისი კი არა, ათი კაპელო რო ჩამოვიდეს, ვერაფერს იზამს
lasha
შთაბეჭდილება დამრჩა რომ ჟურნალისტების უმეტესობა ძალიან არაპროფესიონალიაა მოვლენის პრდაპირ სარკისებრი აღქმა აქვთ და ეს ანალიტიკური კუთხით სულაც არ ხდება დახლოებით ასე ხედავენ (ორი ქულა აქვს ვაისს ვაისი ათამაშებს კარგ ფეხბურთს მაგრამ შედეგი არ აქვს) ვიცით ქულებიც და თამაშის ხარისხიც არც ჩვენ ვართ დებილები ცოტა აზრობლივად მიუდექით საქმეს რო გაუშვა ვაისი ვინ მოგყავს გავიგეთ როო ცხადაძე არ უნდა წასულიყო მაგრამ მასთან არ მოხერხდა თანამშრომლობა და მასაც რო გაეგრძელებინაა აქ მუშაობა არავინ იცის რამდენად კაი ან ცუდი შედეგები იქნებოდა და უაზრობად მიმაჩნია ცხადაძის ხსენება ვაისის მუშაობასთან დაკავშირებით ასევე არანაირი პერსპეკტივა არ ჩანს იმაში რო ვაისის წასვლის მერე რამე უკეთესობისკენ შეიცვლება ნებისმიერი ტრენერის მოსვლით და არ ჯობია დარჩეს თუნდაც სტაბილურობის გამო ? ეს ყველაზე ელემეტარული მიზეზია, და მგონია რო აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონემდე მაინც რო ავალთ მერე მოვთხოვოთ უნდა ნაკრებს შედეგს ასევე ბავშთა სკოლებზეც კაი შენიშვნა იყოო უცხოეთში რო მიდის ფეხბურთელი ის უკვეე მომწოფებული უკვე დიდი არიალისთვის მზად უნდ აიყოს და იქ არ უნდა სწავლობდეს თამაშს იქ უნდა განვითარდეს არავინ დაუწყებს უცხოელ ჩასულს ფეხბურთის სწავლებას იქ აძლევნ განვითარებას და ბავშთა სკოლებში ფქიოლოგიური როფესიონალური მიდგომა თუ არ ასწავლეს ბავშვებს დარჩებიან მუდამ ზამენის სპორცმენებათ

ვაისი არაფერ შუაშია, არსებული ფეხბურთელებით მაქსიმუმს აკეთებს.მთავარი დამნაშავეები კალაძე და კობიაშვილი არიან, ცხადაძეს რომ არ აცალეს ნორმალურად მუშაობა.
ამირანი
ჩემი აზრით ჩვენი ნაკრების წარუმატებლობის მიზეზები შემდეგია; 1.არ გვყავს მაღალი კლასის ფეხბურთელები, გუნდში 3 მაღალი კლასის ფეხბურთელის ყოფნა საქმეს ვერ შველის. სერბეთთან წავაგეთ, სამი გოლი გაუშვით, დაცვა ჩავარდა, ძალიან სუსტად გამოიყურებოდა.ყველა რგოლში ლიდერია საჭირო. 2.აკლიათ ფსიქოლოგიური მომზადება, რწმენის ჩანერგვა რომ თამაშს მოიგებენ. 3. აკლიათ მოტივაცია, მუხტი, შემართება, რომელიც მწვრთნელმა უნდა ჩაუნერგოს. 4. ფიზიკური მომზადების უკმარისობა, მეორე ტაიმს ვეღარ თამაშობენ, იღლებიან. მწვრთნელის მუშაობას შევაფასებდი ნაკლებად დადებითად, მაგრამ მან უნდა გააგრძელოს მუშაობა და გუნდში არსებული ხარვეზები აღმოფხვრას. მწვრთნელის ხშირი და სწრაფი ცვლა დავინახეთ რომ კარგის მომტანი არ არის, ამის შედეგს უკვე ვიმკით ცხადაძის გაშვებით
nnn
ცხადაძე იმიტომ გაუშვეს რომ ფულით ვერ გააძღეს ისე კი სჯობს იმაზე ვისაუბროთ თუ რომელმა ფეხბურთელმა მეტი ზუსტი პასი გააკეთა რომელი დაიხარჯა ბოლომდე და სხვა სათამაშო ელემენტებზე მრჩება შთაბეჭდილება რომ ნაკრებში იმიტომ მოდიან რომ ოჯახის წევრებს მოინახულებენ მეგობრებში გაერთობიან და ეგარის
david david
ვაისი არის ძალიან კარგი სპეციალისტი.მას დრო სჭირდება, მეტი არაფერი.
baadur culadze
არაუშავს, ყველაფერი მოგვარდებადია. მთავარია პარლამენტი გვეყოლოს კარგად, განსაკუთრებით კი კობი. კანონებია საწერი. დროის გაცდენა კი არ შეიძლება.
slavik
კაკაბაძეს კი აქვს სათამაშო პრაქტიკა, მაგრამ მისი გუნდი დანიის ჩემპიონათის ერთ-ერთი აუტსაიდერია და პირველ გასავარდნ ჯგუფში ბოლო ადგილზეა. დასკვნა თქვენ გააკეთეთ. კაკაბაძე დანიის ელბერგის წამყვანი მცველი, კოლაროვი "მან სიტის" მცველი, ივანოვიჩი ჩელსი ყოფილი და ახლ "ზენიტის" მცველი. რა მიკვირს იცით! რატომ უნდა მოეგო საქართველოს ნაკრებს სერბებისათვის? რით, რა კრიტერიუმით? აი სერბეთს რომ არ მოეგო, ეს იქნებოდა კატასტროფა მათთვის. რატომ? იმიტომ, რომ ვარსკვლავებითაა გაჭედული. რაზე ვკამათობთ საერთოდ? ბავშვებს მიხედეთ და მერე იქნებ გეშველოთ რაიმე.
ლევანი
რას ვერჩით ვაისს! გამოაქვეყნეთ სტატისტიკა.რამდენი მოედანი გვაქვს, რამდენი სკოლა,რამდენი ნამდვილი მწვრთნელი,რა შეჯიბრებები ტარდება რეგიონებში,სკოლებს შორის ასაკობრივ ჯგუფებში,რამდენ საჯარო სკოლას აქვს მოედანი და ა.შ.რა თანხაა გამოყოფილი ამ საქმისთვის და რაში იხარჯება.ცალკე თემაა საქართველოს ჩემპიონატი, გადაბერებული უპერსპექტივო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები.გუნდში არ უნდა იყვნენ 23 წელზე მეტი ასაკის ფეხბურთელები.და კიდევ უამრავი საკითხებია რასაც უნდა მიხედოს სამთავრობო სტრუქტურებმა, სპორტის,განათლების სამინისტრომ,ქალაქების და რეგიონების ხელმძღვანელებმა.გამგეობებმა და ა. შ.
gogi
საინტერესოა, კაკაბაძეს ამ ბოლო პერიოდში აქვს კი სათამაშო პრაქტიკა კლუბში? ძალიან მომწონდა წინა თამაშებში, მაგრამ ამ ბოლო შეხვერდაში მისი თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. შეშინებული კრავივით დარბოდა და შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. კი, ყველა ცდება, მაგრამ არა ათჯერ .....
bacho
ნაკრების და ზოგადად ქართული გუნდების მთავარი პრობლემა ისაა, რომ გუნდურ თამაშში აბსოლუტურად ნოლი ვართ. ჩემი აზრით ვაისი ამის გამოსწორებას ცდილობს და მას აუცილებლად უნდა მიეცეს დრო. თუ გავიხსენებთ, იგივე ნაკრები სხვა მწვრთნელების ხელში მიყოლებით სამ ზუსტ გადაცემას ვერ აკეთებდა, მომენტების შექმნაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. ფეხბურთელმა კი ცარიელ კართან პასის მიცემა არ იცის, ამას ვერცერთი მწვრთნელი ვერ უშველის.
დათო
გვარდიოლა და მაურინიო რო მოიყვანონ შედეგი მაინც იქნება ნოლი
ლეო
თუ ფედერაცია აკომპლექტებს ნაკრებს, და ეს ასე მგონია, მწრთვნელის შეცვლას რა აზრი აქვს? აბა უთამაშებელი ფეხბურთელით ერთ ტაიმზე მეტს რომ ვერ ითამაშებს გუნდი და მეორე ტაიმს სულ რომ წააგებ რა ცოდნა უნდა მაგას. საქართველოს ჩემპიონატს ყველა სჯობს, ხოდა ათამაშონ ის ბიჭები რომლებსაც 90 წუთიანი მუდმივი პრაქტიკა აქვთ და თუ არ დადებენ შედეგს ნახავთ, რა ძნელია? დაანებეთ ტავი ამ გვარ სახელებს. აქ ჟურნალისტებმა და ხალტმა უნდა თქვან სათქმელი ამ ძირმომპალი მენტალიტეტის წინააღმდეგ და საქმეც გამოვა, რა არ მეთანხმებით?
ბექა
ვიღაცამ ისლანდია ახსენა და ისეთი ფეხბურთელები ვისაც თამაში უნდა. :დ :დ დარწმუნებული ვარ ევროპის ჩემპიონატი არ აქვს ნაყურები თორემ არ იტყოდა. დღეს ფეხბურთში არ არის აუცილებელი ექსტრა კლასის ვარსკვლავები თამაშის მოსაგებად, ფიზიკურად ძლიერი და მებრძოლი გუნდი არც თუ იშვიათად უგებენ მაღალი კლასის გუნდებს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია რომ ბრძოლა შეგეძლოს 90 წუთის მანძილზე. თუ ჩვენმა ფეხბურთელებმა მოინდომეს ეს პრობლემა საქართველოს ნაკრებში 3-4 თვეში მოგვარდება. ფიზიკური მომზადების მაღალი დონის მიღწევა არ არის დიდი პრობლემა, მთავარია შრომა არ გეზარებოდეს. შეიძლება რაც არ უნდა ბევრი იშრომო ვერ გახდე ნეიმარივით ტექნიკური ფეხბურთელი, მაგრამ შრომით შეგიძლია გახდე მასზე ბევრად ძლიერი ფიზიკურად და ეს ყველაფერი ზეციურ ნიჭს არ მოითხოვს.
ბექა
არ მესმის ამ მკვდრებთან მიმართებაში მწვრთნელმა რა უნდა ქნას. აქ ჩვენი მენტალიტეტია დამნაშავე და ჟურნალისტებსაც თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეთ. მხოლოდ საქართველოში შეიძლება 10 წლის განმავლობაში წერონ ფეხბურთელზე რომ ძალიან პერსპექტიულია, ან აქებენ იმისთვის რომ ნიჭიერია მაგრამ ზარმაცი და იმედი აქვთ რომ გამოასწორებს. რა უნდა გააკეთოს ვაისმა ან ცხადაძემ ან თუგინდ ანჩელოტიმ, რა უნდა მოუხერხონ გუნდს რომლის ლიდერსაც თავის მაღლა აწევა არ შეუძლია, რომლის ფეხბურთელების 70%-ს 30 წუთზე მეტი სირბილი არ შეუძლიათ. რატომ ჩამოყალიბდა საქართველოს ნაკრები 1 ტაიმის გუნდად, იმიტომ რომ 2 ტაიმში ფიზიკურად ვეღარ ძლებენ. ასეთი ელემენტარული უნარების გამომუშავება ნაკრების 1 კვირიან შეკრებაზე ვერ მოხდება, ეს ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეთ კლუბებში გამომუშავებული და მეტი უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე.
uchas fani
უჩა და დვალიშვილი არ დამანახოს ნაკრებში და იყოს :)
buxrika
თქვენი არ ვიცი მაგრამ მე დღემდე მგონია რო ცხადაძის გაშვება იყო დიდი შეცდომა
დათო
აი ვისაც ისლანდია მოგყავთ მაგალითად და იძახით ფეხბურტელებში არ არი საქმე და ისეტები უნდა დააყენოს ვისაც თამაში უნდაო ჩამოწერეთ მასეტი ფეხბურთელების სია უბრალოდ საინტერესოა
pavle
ეს თამაში წააგო კაკაბაძემ და მორჩა რა
ყური მიგდე
აქ ,ზოგიერთები მაბობენ, რომ ფეხბურტელები არ გვყავს და რა უნდა ქნას ვაისმაო?! ბოლოს თამსი შემდეგ ვაისსაც წასცდა ეს...შე ოხერო, ვიღაც ხარ, მწვრთნელად რომ მოდიოდი მასინ ეს ფეხბურთელები არ გვყავდა? რაღას მოხვედი? მასინ ძალიან აქებდი.. მოკლედ, სულ თავიდანვე ვიძახი: წაი, საის, ბიძიკო, შინ! პაატა მართალს ამბობს- გეგუჩაძესთვის განთავისუფლებული პოსტი იძულებით სხვა მიცეს! პრეზიდენტ-პარლამენტარი კი, მართლა სად ბანაობს?!
ავთო
ვაისის ბრალი ველაზე ნაკლებია!!! მართალია შედეგის გამო გაუშვეს ცხადაძე (თუმცა არ უყო გასაშვები),მაგრამ წინა შეცდომები აღარ უნდა გაიმერონ!!! პრობლემა თითოეულ უპასუხისმგებლო ფეხბურთელშია; ბულგარეთი უგებს უკვე ჰოლანდიას და ჩვენ რით ვართ ნაკლები?ჰოლანდიის ფეხბურთელები ნაკლებ ტოპ კლუბებში თამაშობენ???ან ისლანდია,სადაც პროფესიონალი ფეხბურთელების ნაკლებობასაც განიცდიან..საჭიროა ისეთი ფეხბურთელების დაყენება გუნში ვისაც თამაში სურს,ვინც 90 წუთი ირბენს და სხვას არ დაუწყებს ხელების ქნევას და დაბრალებას !!!
mamulo
რაში ხედავტ ვაისის დარჩენის აზრს ამიხსენით ვინმემ?ამ ფეხბურთელებით შედეგი (მსოფლიოზე ან ევროპაზე გასვლა)შეუძლებელია და ვაისის უმუშევრად დარჩენის გეშინიათ?
gio
კი გასაგებია რომ, თავის დროზე ცხადაძის წასვლა არ იყო მთლად დასაბუთებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთ შეცდომას მეორე მიაყოლო, გაიხსენეთ ცხადაძეს იგივე პრობლემა არ ქონდა?! კარგი თამაში და ცუდი შედეგი. ვაისს უნდა დასცალდეს მუშაობა და ჩვენ მოთბენა უნდა ვისწავლოთ.
zura
საქართველოს ნაკრებს ვაისი კი არა მამაზეციერიც ვერ უშველის, ხალხო რეებს წერთ მწვრთნელი გამარჯვების მუხტს ვერ ქმნის გასახდელშიო, ფეხბურთელს და საერთოდ ნებისმიერ სპორცმენს გამარჯვების სურვილი თუ არ გაქვს მწვრთნელმა სულ თავში რომ გიბარტყნოს ვეღარაფერს გიშველის. ჩვენ გვყავს უპასუხისგებლო ფეხბურთის მოთამაშეები და არა ფეხბურთელები არცერთი არ უნდა ათამაშო
barsa
ამ ფეხბურთელების საშველი მაინც არაა და იმ კაცს მაინც ნუ დატოვებთ უმუშევარს, აქ გვარდიოლასაც იგივე შდეგი ექნება კონტესაც და ყველას, მოედანზე რომელი მწვრთნელი გინახავთ რო თამაშობდეს? მოთამაშე მწვრთნელი უფრო გამოგვადგება მე მგონი
თემური ტეფნაძე
ჩემი აზრით ვაისს თუ ნამუსი აქვს თვითონ უნდა წავიდეს, რადგან შედეგი არის სამარცხვინო!მე მის ადგილზე კარში დავაყენებდი მაკარიძეს,იმიტომ რომ ლორია ძლიერად თამაშობს ხაზზე და გამოსვლებზე თითქმის ყოველთვის ცდება.მაკარიძეს აქვს ძლიერი სეზონი პორტუგალიაში და იმსახურებს შანსს!
mamulo
სანამ ჩვენი ნაკრები ჟიგულს გავს,შუმახერი მძღოლად არ ჭირდება(ძვირი სიამოვნებაა)მაინც ვერ მოუგებს ფორმულა1 ბოილდებს.ამიტომ ჯერ ბავშვთა ფეხბურთში ჩავდვდთ ფული და ფერარი ვიყიდოთ და შუმახერი მერე მოვიწვიოთ.
tngh
უნდა დარჩეს!!! სულ ცოტა ამ ციკლის დამთავრებამდე!!!
თენგიზი
მიაქციეთ ყურადღება ბავშვთა ფეხბურთს რეგიონებშიიიი!!! ქუთაისში ბავშვებს მოედნები კი არა არამედ ერთი მოედანიც არ აქვთ. გაიხსენეთ, რომ ძირითადი ტალანტები რეგიონებში იბადებოდნენ. ასევე ფსიქოლოგებია საჭირო ბავშვთა ფეხბურთში და მასწავლებლობის მცოდნე მწვრთნელები (რადგან გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ახალგაზრდები კარგად თამაშობენ და ვითარდებიან 15–16 წლამდე მერე კი პრობლემებია – ფსიქიკა–მენტალიტეტი). აი ეს იქნება მომავლისთვის გამოსავალი : მიხედეთ ბავშვთა ფეხბურთს ყველა კუთხით და მოსპეთ კორუფცია... პატრონობია.... დანერგეთ პატრიოტიზმი, სიყვარული, ერთგულება....
Alex.F.
ვაისი აუცილებლად უნდა დარჩეს.ერთი წელი ძალიან ცოტაა,მითუმეტეს როცა საქართველოს ნაკრებზე ვსაუბრობთ.ძალიან რთულია უთამაშებელი და ფორმიდან ამოვარდნილი მოთამაშეებით ეგრევე დადებითი შედეგის მიღწევა.ფაქტია რომ იგი ძიებაშია და დრო აუცილებლად უნდა მიეცეს.აქვე მის ჩემის აზრით მთავარ ნაკლზეც:ცვლილებებს აგვიანებს და დროდადრო ვერ ახერხებს ცვლილებებით თამაშის გამწვავებას.
bondo
გულშემატკივარმა რა დააშავა, ამაზე ფიქრობს ვინმე? ცხადაძის გაშვება შეცდომა კი არა, დანაშაული იყო.
პაატა
ვაისი დრებით ყავთ დანიშნული , ცხადაძის მერე ეგრევე გეგუჩაძე ვერ დანიშნეს და ვაისი ამიტომ დანიშნეს , მალე გაუშვებენ და შემდეგი გაჩერება გეგუჩაძეა. ეს ჩემი ვარაუდია.
პაატა
მაინც მგონია რომ ვაისი ფედერაციამ დროებით დანიშნა პირდაპრ ცხადაძის წასვლის მერე გეგუჩაძის დანიშვნა არ გამოდიოდა და ვაისიც ამიტომ დანიშნეს , მოკლედ მგონია რომ გეგუჩაძის დანიშვნა დროის ამბავია. ვაისს მალე გაუშვებენ. მაგრამ გეგუჩაძე არაფრით ჯობია ცხადაძეს. ცხადაძემ დაამტკიცა თავისი კლასი გეგუჩაძეს დასამტკიცებელი აქ. ეს ჩემი ვარაუდია . ვნახოთ.
ჯ.ჩ.
ჯობს დაამთავროს ეს ციკლი.მაინც არაფერი ეშველებათ.ფეხბუეთელების კლასიც ძალიან დაბალია.მთავარი უბედურება ფიზიკური მომზადებაა.არ ვართ ორი ტაიმის გუნდი.
თამაზი
რატომაა ფარერები 64 ზე და ჩვენ 126 ზე, ჩვენზე მაგარია?
დიმა
ცხადაძეს განსაკუთრებულად შარმატებული თამაშები კონდა ესტონეთთან და პოლონეთთან
basko
გადახედეთ რა რესურსი აქვთ ისლანდიას ალბანეთს რუმინეთს 5-1 რომ მოგვიგო, გინდა ჩრდილოეთ ირლანდიას, კარგი მწვრთნელი ძალიან ბევრს ნიშნავს რომელივ ვერა და ვერ ეღირსა ნაკრებს... ვაისი შეიძლება კარგი მწვრთნელია მაგრამ ჩვენი ნაკრებისთვის რომ ვერ გამოდგა, ამას ის ერთი მოგება და 2 ქულაც მოწმობს, უნდა წავიდეს რა ვიდრე ეს თაობაც შემოგვბერებია
giorgi
ვაისი უნდა დარჩეს!!! ცხადაძე არ უნდა გაეშვათ!!!
vano
ვაისმა კი არა მაფიოზმა კობიაშვილმა უნდა დატოვოს თანამდებობა აი ამაზე მოაწყვეთ გამოკითხვა.
1,2,3,5,8...
მაინც მიყვარს ღირსებაშელახული ქართული ფეხბურთი, თავისი დაბალი ტემპით და უამრავი ტრავმირებული „მარადპერსპექტიული“ ფეხბურთელებით!
niko
ვაისი რომ პროფესიონალი მწვრთნელია ამაში ორი აზრი არ არის. აშკარაა რომ ფედერაცია ერევა მის საქმიანობაში.რაღაც მიზეზების გამო წინააღმდეგობას ვერ უწევს.ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია.შედეგი ამიტომ არ არის.თითქმის ყველა ჟურნალისტის კომენტარი ძალიან საინტერესოა.მადლობთ.
დათო
ერთადერთ რამეს დავწერ :ცხადაძის წასვლა თუ შეცდომა იყო ვაისის წასვლა, კიდევ უფრო დიდი შეცდომა იქნება.საქმე ფეხბურთელებშია და არა მწვრთნელში!
lashamax
როცა გქვია სპორტული ჟურნალისტი, ნუთუ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და კვალიფიკაცია არ მოგეთხოვება? კითხვას უსვამენ როგორ შეაფასაებთ ნაკრებში ვაისის მოღვაწოებასო და დადებითათო პასუხობენ, ნაკრების სათამაშო ხარისხი გაუმჯობესდაო. მწვრთნელმა რომელმაც ათინად 8 თამაში წააგო და სახში ევროპის საშუალო გუნდ-სერბეთთან ბურთის ფლობა ქონდა 30% ნუთუ ამის შემდეგ რაიმე შეიძლება თქვა ნაკრების თამაშის კარგ ხარისხზე და დადებით შედეგზე
kkkk
im mcrtnelebs raga erchodit ro gaushvit tu pexburtelebi ar varga ? da kide erti rac shesamchnevia ak politikuri shexedulebit cert da ar xart tkven zogierti subta da patiosani jurnalisti.tkven gulebshi chaixedet da simartle daceret.vigacas ro asiamovnot imito nu cert sisuleleebs
zaza
ყველა კომენტარში ვიძახი და აქაც იგივეს დავწერ.ვისაც ჰგონია,რომ ვაკოს თავი უნდა აეწია და პასი მიეცა ჯანოსთვის,მას ფეხბურთთან არანაირი კავშირი არ აქვს.თავდასმხმელმა იქიდან თუ არ დაარტყა,აბა საუდან უნდა დაარტყას?სხვა თემაა,გაიტანა,თუ არა? პასი რომ მიეცა და ჯანოს ვერ გაეტანა,მერე ყველა იმას იტყოდა,უნდა დაერტყაო.მიმაჩნია,რომ სწორად მოიქცა რომ დაარტყა. ვაისი კარგი მწვრთნელია.მაგრამ საქ.ნაკრებს შედგს ვერ მოუტანს. ცხადაძის გაშვება დიდი შეცდომა იყო და ეს ცოდვა კობიაშვილის კისერზეა.
გიორგი მეგულა
ცხადაძე არ უნდა გაეშვათ მაგრამ ეს უკვე წარსულია. ვაისი მშვენიერი მწვრთნელია მაგრამ რაც გინდა კარგი მძღოლი დასვა ჟიგულზე ფერარს ვერ გაასწრებს. ფერარები არცერთი გვყავს ჯგუფში მაგრამ ვაი რომ ოპელათაც არ ვარგივართ. ერთი ისაა განაახლა ეს ჟიგული ვაისმა ძველი ნაწილები შეუცვალა და რა მერე? მანქანააა გამოსაცვლელი და არა მძღოლი. ამას რა უნდა ? ფული და ცოდნა რა მანქანა იყიდო და შექმნა
კობიაშვილი
ასეთი "სპორტული ჟურნალისტები" რომ გყვავს, იმიტომაც ვართ ქვესკნელში! ერთი გვითხარით ისლანდიას და ალბანეთს რა რესურსი აქვთ,ან საკუთარი ჩემპიონატის ან ფეხბურთელების,ევროპაზე რომ გავიდნენ?! ვაისი არის 0 და 0 ზე ნოლი - ელემენტარული შეცვლების გაკეთება არ იცის! საფეხბურთო განათლება ხომ საერთოდ არ ექნება ნორმალური,როგორც უმეტს აღმოსავლეთ ევროპელს და ჩვენსასაც რა თქმა უნდა!
კახა ქირია
ერთხელ ვთქვი და ვიმეორებ-თამაშობ ენ ისე ,როგორც შეუძლიათ,მეტს ვერ მოსთხოვ.ხომ ხედავთ 2-3კაცის გარდა სად თამაშობენ და რამდენს.როგორ ყველა მწვრთნელი გიჟია,რომ არ ათამაშებენ,მაგრამ ხედავენ მათ სათამაშო კლას და აქედან გამომდინარე.რაც შეეხება ვაისს,მე მგონი უნდა დარჩეს.რამდენად გამართლებული იყო ცხადაძის გაშვება ეგ სხვა თემაა
lasha
ზოგადად ჩემი აზრია რომ საქართველოს ნაკრებს უნდა წვრთნიდეს ქართველი თუნდაც გავიხსენოთ ( ოქრიაშვილსა და ცხადაძეს შორის მომხდარი ინციდენტი ) რაც ქომაგმა და ნაკრებმა უმტკივნეულოდ გადაიტანა ასე რომ ქართველს ქართველი უნდა :)
juba
50% ფედერაციაა დამნაშავე კახა რომ გაუშვეს,50% -კახა,ფულს რომ დახარბდა და წავიდა.ეს უკვე წარსულია. კახას ნაკრებს ჰქონდა პროგრესი,ვაისას ნაკრებსაც აქვს.თან ახალ-ახალი მოთამაშეები შემოყავ.უნდა დატოვონ ამ შესარჩევის ბოლომდე,მერე ვნახოთ. გვარდიოლა ან მოურინიო რომ მოყვანონ ეშველებათ რამე?

თქვენ თვითონვე წერთ მიზეზებს - ფეხბურთელების დაბალი კვალიფიკაცია, ნაკლები სათამაშო დრო, ზოგადად ქართულ ფეხბურთში არსებული სავალალო სიტუაცია - და დასკვნის სახით წერთ რომ მაინც მწვრთნელის ბრალიაო. სადაა ლოგიკა? მაგდას მოსაზრება კი ან ძალიან სუბიექტურია რბილად რომ ვთქვათ, ან ძალიან არაკომპეტენტური -_- ამ კაცს უნდა აცალონ საქმის კეთება. ფაქტია რომ ამ შემადგენლობით მაქსიმუმს აკეთებს მწვრთნელი და ფსიქოლოგია და მენტალიტეტი ბავშვობაში უყალიბდება ადამიანს რომ იცოდეთ და ნაკრების მწვრთნელი ამას ვერ გამოასწორებს -_-
glaxuna
ქართველი ფეხბურთის პრობლემა,რაც არ უნდა საკვირველი იყოს (როცა მთელი მსოფლიო გაოცებულია ქართველთა ფ ი ზ ი კ უ რ ი ძალით და ეს არა მარტო რაგბიდან...) არის- ფ ი ზ ი კ უ რ ი მომზადებაა,ფ ი ზ ი კ უ რ ი... ამიტომ ერთ ტაიმს ათამაშებს ვაისი,ჩანს მონდომებაც,ტექნიკაც,რაღაც სტრატეგიაც,მერე...იღლებიან და ი თ ი შ ე ბ ი ა ნ ისე რომ-მეტოქის თამაშს უყურებენ და ბურთიან მეტოქეს დასდევენ,ვერ ხვდებიან რომ ბურთისათვის უნდა იბრძოლონ და ა ა რ თ ვ ა ნ და თავად უნდა დაეუფლონ და ა კ ო ნ ტ რ ო ლ ო ნ (!) რა პრესინგი,რის... კარგი იყო ცხადაძეც,მაშინაც არსებობდა პერსპექტივები... ფედერაციამ და ხელისუფლებამ ძალზე უარყოფითი გავლენა მოახდიმა და პ ა ს უ ხ ს აგებენ ადრე თუ გვიან! მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ ვაისი უნდა დარჩეს არანაკლებ კიდევ 2 წელი და ვ ა ც ა ლ ო თ,მისი ხელწერა - მეტოქის მოედანზე თამაში თვალსაჩინოდ გამოჩნდა და მოსპო მეტოქისადმი ს ი ფ რ თ ხ ა ლ ი თ დამოკიდებულება, ვნახოთ... საჭიროა სპეციალური ფიზიკური მომზადების სისტების დანერგვა ქართვულ ფეხბურთსი... ბ ა ბ შ ბ ო ბ ი დ ა ნ ვ ე ! მგონია შედეგს დადებს!
ქუთაისელი
ფედერაციაზე რატომ არ ეკითხებით ვინმეს? ჩემი აზრით ამ უადვილეს ჯგუფში ჩაფლავების შემდეგ ფედერაციის ეხლანდელ შემადგენლობას არ ექნება მორალური უფლება კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი რაიმე თანამდებობაზე!
გიორგი
პრობლემა ძირითადად ორია: უპასუხისმგებლო და დაბალი რანგის მოხელეებით სავსე სფფ-ია და ფეხბურთელების კლასი, ბატონებო კლასი, ჯიგარი, შემართება
vako
მწვრთნელის ხშირი ცვლა არ იKნება კარგი,პირიKით ვაისი უნდა დარჩეს სულ მცირე ორი შესარჩევი რომ დააკომპლეკტოს კარგი გუნდი.

აი რამდენიმე ჟურნალისტს ისეთი დასკვნა აქვს გამოტანილი რო აქვე გეტყობათ რო გარტყმაში არ ხართ არაფრის -_-
fsiuuu``
რა მაინტერეს იცი, რას ეძახიან ესენი ოპტიმალურ შემადგენლობას, ვინ აკლდათ ისეთი?
barbare
აუცილებლად უნდა დავაცალოთ ვაისს და მალე შედეგებიც მოვა,ხშირი ცვლა მწვრთნელების კარგს არაფერს მოგვიტანს
aburjga
ვეთანხმები sos-ს! ვაისი კარგი მწვრთნელიცაა და კარგი პიროვნებაც. ნაკრებში იმათ იძახებს ვისაც დიდი ფეხბურთი ტრიბუნიდან მაინც უნახავს! ვერ გავიგე სურვილის გარდა რა უდევს საფუძვლად სერბეთთან გამარჯვების მოთხოვნას?! ჩვენ სომხეთთან, პაკისტანთან, ფარერებთან შეიძლება გამარჯვება მოვითხოვოთ!
luk
ra zivzivadze ra vawadze xo ar gajrialebt xalxo? ra daamtkica zivzivaZem roo?
ქეცბაია
მოგელანდებით 3:)
svan
სლოვაკები როგორ გაიყვანა ვაისმა მსოფლიოზე?! ვისაც ეთამაშნენ შესარჩევში სლოვაკები, იმაზე მაღალი დონის ფეხბურთელებთან არ მოუწიათ თამაში?! თუ სლოვაკებს აქვთ ზე ჩემპიონატი?!)) ძალიან კარგი რომ ახსენეს ჟურნალისტების ნახევარმა მაინც ცხადაძე....! ზოგადად ვეთანხმები ჟურნალისტებს...
papa
კაპელო რომ ყოფილიყო მწვრთნელი ცხრილის სათავეში ვიქნებოდით?
გიგა
დვალიშვილს და ლობჟანიძეს რომ გამოიძახებ იქ უნდა დამთავრდეს მისი მწვრთნელობა.რა დააშავა ზიბზიბაძემ,ვაწაძემ,დვალმა.
ჟურნალისტებს
ეს ქართული მენტალიტეტი გვაზიანებს ბევრ რამეში და აქაც აშკარად იჩენს თავს, რასაც სხვისკენ ხელის გაშვერა ქვია, შეუძლებელია სულ მწვრთნელი იყოს დამნაშავე საქ. ნაკრებში, ჯერ ეროვნულ ჩემპიონატს შეხედეთ, მერე ლეგიონერები სად თამაშობენ და რა ინტენსივობით, და დასკვნები ობიექტურად გააკეთეთ, ჯობია სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. რა მოტივაცია უნდა იმას, რო სტადიონზე უნდა ირბინო და არა იარო, ვაისიც უნდა დარჩეს და ცოტა სიღრმისეული ანალიზიც რო ისწავლოთ ჟურნალისტებმა ცუდი არ იქნება.
სოსო
მწვრთნელი არაფერ შუაშია ფეხბურთელები არ ვარგიან. პურველად ხომ არ წაუგიათ.ყოველთვის მწვრტნელს რომ ვტენით წაგებას. ხან ძოძუაშვილი იყო დამნაშავე ხან ყიფიანი ხან კუპერი ხან ქეცბაია და ხან კიდევ ვინ. ფეხბურთელები არავის დაუდანაშულებია არადა ისინი არიან ყველაზე დიდი დამნაშავენი თამაში არ იციან
sos
ცხადაძე რომ არ გაეშვათ ეხლა ფორმების ფულიც არ ექნებოდათ და შიშვლებს მოუწევდათ თამაში
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
რეკორდი გაიმეორა - რონალდო მორიგ მიღწევას უმიზნებს
შენგუნმა სამმაგი დუბლი შეასრულა - ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
საფონოვი: დილაუთენია მეუღლემ საწოლში გამაღვიძა და...
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"პსჟ იტყუება და მანიპულირებს" - საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
"ნეტავ იცოდნენ ქართველებმა, რამდენს ნიშნავს ნაკრები შენთვის" - თორნიკე შენგელიას ცოლი
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..