საქართველოს, ქართულ ფეხბურთს არ ჰყავს დასაკარგი ლუკას ჰუფნაგელი...
საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშით ბევრი კმაყოფილი დარჩა და ვლადიმირ ვაისიც შეაქო, მაგრამ ჩვენ უფრო უკეთესი გვინდა, რომ არაფერი ვთქვათ შედეგზე, რომელიც აშკარად ცუდია. ეს გვაიძულებს, გამუდმებით ვეძებოთ ახალი სანაკრებო ვარიანტები, ვწეროთ იმ კადრებზე, ეროვნულ გუნდს ასე თუ ისე რომ გააძლიერებენ...

რა თქმა უნდა, სანაკრებოდ ფეხბურთელების შერჩევა მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა და მასში ვერავინ ჩაერევა, მაგრამ სადაც ფეხბურთია, იქ განსხვავებული აზრიცაა. ფეხბურთს ძალიან უხდება კამათი და როგორც ცხოვრებაში, ფეხბურთშიც სწორედ ასეა - კამათში იბადება ჭეშმარიტება.

საქართველოს დღეს არ ჰყავს ბევრი ისეთი ფეხბურთელი, სანაკრებო მოთხოვნებს ბოლომდე რომ დააკმაყოფილებს. მით უმეტეს, არ ჰყავს ბევრი ისეთი მოთამაშე, რომელიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ეროვნულ გუნდს მიღმაა...

და მაინც, გვეგულება რამდენიმე ასეთი მოთამაშე და ერთ-ერთი ლუკას ჰუფნაგელია. ის გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კარგ და ტრადიციულ გუნდში, "ნიურნბერგში" თამაშობს და, ჩემი მოკრძალებული აზრით, იმსახურებს საქართველოს ნაკრებში გამოძახებას. ვეცდები, დავასაბუთო ეს მოსაზრება.

მიზეზი 1. ჩვენზე უტყუარი ექსპერტები არიან იმ კლუბების ხელმძღვანელები, მწვრთნელები და მენეჯერები, რომელთაც ესა თუ ის ფეხბურთელი გუნდში აჰყავთ. მოთამაშის საკლუბო კარიერა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, შესატყვისია მისი საფეხბურთო რაობისა და კლასის. შევთანხმდეთ: მეორე ბუნდესლიგის ტრადიციული კლუბი სუსტ ფეხბურთელს გუნდში არ აიყვანს.

მიზეზი 2. საქართველოს ნაკრებს სადღეისოდ თუ რამ მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს, ეს ფიზმომზადების პრობლემაა. ჰუფნაგელი კი ამ კუთხით შესანიშნავადაა მზად და სხვანაირად ვერც იქნება, რადგან ის გერმანიაში ჩამოყალიბდა ფეხბურთელად.

მიზეზი 3. მან იცის სწორი ფეხბურთის თამაში. ის არ აყოვნებს ბურთს და ზუსტად მაშინ აძლევს პასს პარტნიორს, როცა ეს აუცილებელია. მისი თამაში თავისუფალია ზედმეტი ეფექტებისგან, რომელიც ხშირად დათვურ სამსახურს უწევს საქართველოს ნაკრებს.

მიზეზი 4. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ბევრი მათგანი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის დონეს ვერ აკმაყოფილებს და, წესით, ვერც დააკმაყოფილებს. მაშ, რატომ უნდა ვთქვათ უარი ისეთ მოთამაშეზე, რომელიც უკვე იქ არის?

მიზეზი 5. აქ არის ერთი ადამიანური მომენტი. ჰუფნაგელი საქართველოს მოქალაქეა. ქართველი დედისა და გერმანელი მამის შვილმა თავის დროზე თავად აირჩია ქართული პასპორტი, ეს კი გერმანიაში კარიერის აწყობას ხელს მაინცდამაინც არ უწყობს.

...მე ძალიან კარგად მახსოვს, თუ როგორ გამოჩნდა სულ პატარა ლუკას ჰუფნაგელი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში - ძალიან კარგ და ძლიერ ნაკრებში, რომელსაც ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავდა.

ისიც მახსოვს, პირველი თამაშის შემდეგ ბევრი უკმაყოფილოდ ბუზღუნებდა - "მეტს ველოდით", "კაცს არ ატყუებს", "რაღაცნაირ ფეხბურთს თამაშობს", "სულ გახსნილ პარტნიორს ეძებს", "ეფექტურობა აკლია"...

სწორედ აქ იწყება ჩვენი უბედურება. ჩვენ, ასე ვთქვათ, საშუალოებისთვის ხელის კვრა გვახასიათებს, არადა, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა მესი და რონალდო ვერ იქნება. სწორედ საშუალოებზე დგას დღევანდელი ფეხბურთი. ისინი შრომის ხარჯზე უმატებენ და უმატებენ.

თუნდაც, ჰუფნაგელის მაგალითი ავიღოთ, რაც ჩვენ მიერ ზემოთ დაწერილის დადასტურებაა. იმ ნაკრებში, სადაც ის მაინცდამაინც ვერ ბრწყინავდა ინდივიდუალიზმით, მართლა ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელი თამაშობდა. და დღეს ნებისმიერი მოთამაშე იმ გუნდიდან სიამოვნებით წავიდოდა "ნიურნბერგში", სადაც ჰუფნაგელი თამაშობს.

ეს შეიძლება მეორე მიზეზითაც იყოს განპირობებული. ევროპაში დაბადებულ-გაზრდილი ფეხბურთელი უფრო იოლად იწყობს კარიერას, ვიდრე ახალგაზრდა ქართველი, რომელსაც წინ არაერთი წინაღობა ეღობება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

ჰუფნაგელმა ერთხელ უკვე ითამაშა საქართველოს ნაკრებში, ამხანაგურ მატჩში, ესტონეთთან. ჯერ ერთი, იმ მატჩში ძალიან ცოტა ითამაშა და მეორეც, ის შეხვედრა ისეთი ცუდი იყო საქართველოს ნაკრებისთვის, რომ ერთი ფეხბურთელი ვერაფერს შეცვლიდა იმ ავადსახსენებელ მატჩში, რომელიც ალბათ უარესი იყო კახა ცხადაძის ფორმაციის საქართველოს ნაკრებისთვის.

ჰუფნაგელის გამოჩენა აუცილებლად გაზრდის კონკურენციას საქართველოს ნაკრების შუა ხაზში და ეს ძალიან კარგია. საერთოდ, ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ თუ არ გვექნება რეალური სანაკრებო კონკურენცია, მაშინ წარმატება გვერდს აგვივლის.

იმედია, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა იცის ჰუფნაგელის არსებობის თაობაზე.

ქართულ საფეხბურთო თემში იმასაც გაიგონებთ, სლოვაკი მწვრთნელი მთლად დამოუკიდებელი არ არის სანაკრებო სიის შედგენისასო, მაგრამ არ გვინდა, ეს დავიჯეროთ. როგორც უნდა იყოს, ჰუფნაგელს არც თავისი კარიერით და არც პირადი საქციელით არ დაუმსახურებია ის, რომ გავრიყოთ და დავივიწყოთ.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მწვავედ დგას საქართველოს ნაკრების წინაშე. ეს გახლავთ კომპაქტური თამაშის პრობლემა. თუნდაც სერბეთთან მატჩში ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრების სათამაშო რგოლებს შორის ძალიან დიდი მანძილია. ჰუფნაგელმა იცის ისეთი ფეხბურთის თამაში, რომელშიც ეს მანძილი მცირდება. ეს კი ძალიან სჭირდება საქართველოს ნაკრებს.

ახლა ჯერი ვაისზეა. საქართველოს, ქართულ ფეხბურთს არ ჰყავს დასაკარგი ლუკას ჰუფნაგელი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლევან
ბუნდესლიგა 2-ის ნებისმიერი სტაბილური მოტამაშე იმსახურებს ამ ფორმაციის ნაკრებში მინიმუმ აქტიურ შეცვლებზე თამაშს
ლეო
ჰუფნაგელის არ ვიცი რამდენად სჭირდება იგი დეს საქართველოს ნაკრებსია
ბესო
კარგი სტატიაა და ბოლომდე ვეთანხმები.
patrioti
ჰუფნაგელი აქამდეც უნდა გამოეძახებინათ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ის რომ საქართველოს ნაკრების კანდიდატია არ იცის ვაისმა. გააგებინეთ.
luk
მე ვერ დაგეთანხმებით რო სასტავში ვერ იქნება ჰუფნაგელი. კანკავა არის ძალიან სუსტი,გინდ ყოფილა გინდ არა,სამწუხაროდ ასეა,მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა,ჯაბა უნდა იჯდეს სკამზე და როცა დაცვის გაძლიერებს დაგვჭირდება უნდა შემოვიდეს.ვსო. გოგია და ჰუფნაგელი თუ იქნებიან,ცოტა გერმანულად დალაგდება შუა ხაზი.
ბაჩო გ
აბსოლუტურად ვეთანხმები სტატიის ავტორს,ჰუფნაგელი საჭირო კაცია და ის იმსახურებს ყურადღებას და მით უფრო თამაშს ეროვნულ გუნდში,გულშემატკივრებმაც ცოტა მეტი უნდა უნდა ვიაქტიუროთ მსგავს თემებთან დაკავშირებით.მაგალითად მე მიმაჩნია რომ ჰუფნაგელი და გოგია საქართველოს ნაკრებს საშუალო დონის ნაკრებად აქცევენ მხოლოდ იმიტომ რომ მათ ევროპული ფეხბურთის თამაში იციან.
ბაჩო გ
აბსოლუტურად ვეთანხმები სტატიის ავტორს,ჰუფნაგელი საჭირო კაცია და ის იმსახურებს ყურადღებას და მით უფრო თამაშს ეროვნულ გუნდში,გულშემატკივრებმაც ცოტა მეტი უნდა უნდა ვიაქტიუროთ მსგავს თემებთან დაკავშირებით.მაგალითად მე მიმაჩნია რომ ჰუფნაგელი და გოგია საქართველოს ნაკრებს საშუალო დონის ნაკრებად აქცევენ მხოლოდ იმიტომ რომ მათ ევროპული ფეხბურთის თამაში იციან.
Eric cantona
უნდა გამოიძახოს და გამოიძახებს კიდეც, მაგრამ აცადეთ რა, ტრამვა ქონდა ჰუფნაგელს და არ უთამაშია 3 თვე. ისევე როგორც გოგიას. ათამაშდებიან ეხლა და ორივეს ვიხილავთ ეროვნულ ნაკრებში. ნუ ნერვიულობთ ტყულიად
Vova
ლუკასი იმიტომ თამაშობს ნიურბერგში (წელს 1 თამაში და 4 შემცვლელი)რომ საქართველოს ნაკრებში რეგისტრირებული ფეხბურთელია,ამხელა სტატიას სანამ ჩამოაყალიბებთ სტატისტიკა გენახათ??ყველამ უნდა იცოდეს რომ ქართველი ფეხბურთელიბის 95% ნაკრებში თავის წარმოსაჩენად გამოდის და არა პატრიოტიზმით
gaga
შეუძლია სხვა პოზიციაზეც თამაში აუცილებლად უნდა გამოვიძახოთ, ვაისი სცდება, რომ არა მისი შეცდომები სერბეთთან მინიმუმ ფრეს ავიღებდით,ასეა ლუკასის სემთხვევაც.
soso
არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი არ გამიოვიყენოთ
ბასა
პირველად ასეთი სერიოზული სტატია! დიდი მადლობა! -ჩვენ გვჭირდება განსწავლული ფეხბურთელები, ისეთები როგორიცაა ანანიძე, ჰუფნაგელი და გოგია(თუ მოხერხდა),დანარჩენები ყაზაიშვილიც,ჭანტურიაც და ოქრიაშვილიც მიუხედავად ნიჭისა, თამაშობენ ქუჩის ფეხბურთს! რაც შეეხება ვაისს ის ვერ იქნება გულთმისანი და არც იცის სად რომელი ქართველი თამაშობს,არც ქართული წერა-კითხვა იცის, რომ სადმე წაიკითხოს, ფედერაციაც იმ ფეხბურთელებს ურჩევს და აწვდის ვისაც შემდეგ კიდევ უფრო სარფიანად გაყიდიან!
IpoCazorla
ჰუფნაგელი მართლა ნორმალური ფეხბურთელია, მაგრამ ამ ფორმაციის ნაკრებში სამი ცენტრალური ნახევარმცველი გვყავს და სამივე საკმაოდ ძლიერია კანკავა, გვილია და კვეკვესკირი. გამოძახება რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ძირითად შემადგენლობაზე პრეტენზია ვერ ექნება ჯერჯერობით.
gia
ბოლომდე ვეთანხმები ავტორს!
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ლეგიონის უქმეები: გოლები, ავტოგოლი, საგოლე პასები - ქართველებმა სეზონი დაიწყეს [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
შემოჩვეული ჭირი, მთავარი პრობლემა და... შანსი ჰუფნაგელს
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
ლუკას ჰუფნაგელი: საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი სამუშაო ამ კომპონენტში გვაქვს
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ყავარჯნები მოდაშია
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველმა კარიერა ნაადრევად დაასრულა