ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ამ ტემპით წლები დაგვჭირდება, რომ უცხოელებს ფიზიკურ მომზადებაში დავეწიოთ"

"ამ ტემპით წლები დაგვჭირდება, რომ უცხოელებს ფიზიკურ მომზადებაში დავეწიოთ"

ქართულ ფეხბურთში ფიზმომზადების პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე ცნობილ სპეციალისტ გუჯა კახაძეს ვესაუბრეთ
ქართულ კლუბებს არაერთი პრობლემა აწუხებთ, ერთ-ერთი უპირველესი კი - ფიზიკური მომზადებაა. ეს სანაკრებო დონეზეც აშკარაა და ევროთასებზე ჩვენი კლუბების გამოსვლებიდანაც არაერთხელ გამოჩნდა, რომ მსოფლიოს სტანდარტებისგან ძალიან შორს ვართ.

ფიზიკურ პრობლემებთან და მათი მოგვარების გზებზე ცნობილ სპეციალისტ გუჯა კახაძეს ვესაუბრეთ.

"თანამედროვე ფეხბურთში მხოლოდ ფიზიკური მომზადება საკმარისი აღარ არის. საქართველოში ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას მხოლოდ ფიზიკური მომზადების დახმარებით ცდილობენ. ამიტომ იძულებულნი არიან, დატვირთვები მუდმივად გაზარდონ, რასაც მხოლოდ დროებითი შედეგი მოაქვს.

ბავშვობიდან არასწორად ნავარჯიშები ქართველი ფეხბურთელი ასეთ დატვირთვებს ვერ უძლებს და ფიზიკურად იფიტება. იწყება ხშირი ტრავმიანობა, რაც მოგვიანებით ქრონიკულ ტრავმად ყალიბდება. ასე ვკარგავთ ნიჭიერ თაობებს.

აუცილებელია კიდევ რაღაც, რაც ორი ტაიმის მაღალ ტემპში თამაშის საშუალებას იძლევა. უცხოელებს ეს "რაღაც" დიდი ხანია ნაპოვნი აქვთ, მაგრამ ეს მათი საიდუმლოა და ჩვენ ამას ვერასოდეს გავიგებთ.

ქართველმა ფეხბურთელებმა 90 წუთის განმავლობაში მაღალ ტემპს რომ გაუძლონ, პირველ რიგში, მძიმედ სირბილის ნაცვლად მსუბუქად სირბილი უნდა იცოდნენ. და მეორე - ის უხეში შეცდომები, რომლებსაც სირბილის დროს უშვებენ, დროულად ჩაანაცვლონ სწორი მოძრაობებით. ამისათვის ტრადიციულ ფიზიკურ მომზადებას უნდა დაემატოს ის, რასაც მე ვთავაზობ.

ეს არის თვისობრივად ახალი მეთოდი, ფიზიკურ ენერგიას დამატებული გონებრივი ენერგია, რაც ჯამში ორი ტაიმის მაღალ ტემპში თამაშის და გონების კონცენტრაციის თამაშის ბოლომდე შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ეს არის მეთოდი, რომელიც ინტელექტის ამაღლებასა და აზროვნების დაჩქარებას უწყობს ხელს. ამიტომ ზრდასრულ ფეხბურთელებთან მაქსიმალურ შედეგს იძლევა, თუმცა ხუთი წლის ბავშვებსაც კარგად ეხმარება.

უცხოეთში სირბილს 6-იდან 8 წლამდე ასწავლიან. ჩვენთან სირბილის ტექნიკის სწავლას გაცილებით გვიან იწყებენ. ჩვენთან მიიჩნევენ, რომ სისწრაფის მომატება შეუძლებელია და ასაკოვანი ფეხბურთელი სირბილს ვეღარ ისწავლის. ჩემი მეთოდი ორივე პრობლემას 52 დღეში აგვარებს.

რაც უფრო ასაკოვანია ფეხბურთელი, მით უფრო ადვილად ვასწავლი მინიმალური ენერგოდანახარჯით სირბილს, რადგან ვარჯიშის 90% მენტალურია და მხოლოდ 10% არის მსუბუქი ფიზიკური აქტივობა. თამაშის დროს ფეხბურთელები გაცემული ენერგიის აღდგენას ყველაზე ადვილად სწავლობენ და ორი ტაიმის ნაცვლად ოთხი ტაიმის თამაშის ენერგია უგროვდებათ. მეორე დღეს კი დასვენება არ სჭირდებათ და ჩვეულებრივად შეუძლიათ დატვირთვით ივარჯიშონ.

ფეხბურთის ფედერაციას და კლუბებს შევთავაზე თანამშრომლობა, მაგრამ დროებით თავის შეკავება არჩიეს, რადგან ჯერ ვერ ახსნეს შედეგის სწრაფად მიღების მექანიზმი. სამწუხაროდ, სხვები რამდენად ცდილობენ ამ კუთხით ქართულ ფეხბურთში სიახლის შემოტანას, ჩემთვის ცნობილი არ არის.

ფიზიკური მომზადების მხრივ წინსვლის ნიშნები გამოჩნდა, თუნდაც ლატვიასთან მატჩში, მაგრამ ასეთი ტემპით უცხოელებს რომ დავეწიოთ, წლები დაგვჭირდება", - გვითხრა კახაძემ.

• 1,2,3,5,8...

კიდევ რამდენჯერ უნდა შეირცხვინოთ თავი ვიდრე ამ მეთოდს მოსინჯავთ?

• გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს

სამაგიეროდ გვაქვს ორსიტყვიანი ქართული ანეგდოტი „ღირსეული წაგება“.

• M.Z G.B

ფეხის ცერებზე ცეკვა,"წვერებზე სირბილი",ე.წ."მსუბუქი სირბილი"კუნთების დაუძაბავად "მოშვებული" სირბილი, სისწრაფის ზრდით და ნაკლებად დაღლით,ქართველებმა ადადან და ბაბადან ვიცოდით,ქართველი მალესმსბროლები და ქვეითი მეშურდულენი საუკეთესონი სისწრაფით და გამძლებით, იყვნენ ,ადრეული შუასასუკუნეების დროიდან მოყოლებული,მსოფლიოს,სხადასხავა ქვეყნების ჯარების შედარებისას,არც ეგრე "მარტივადაა სირბილის საიდუმლოს არსი". წინა მესიჯში უკვე დავწერე,რა უნდა ვაკეთოთ შედეგისთვის--დუღალავად,ყოველდღიურად,ვარჯიშები.ძველი ქართველები სამი წლის ასაკიდან წვრთნიდნენ ბავშვებს:ცხენზე-უნაგირში ჯირითით,სირბილით,ხმლის ქნევით......დაუღალავად,თანდათანობით ი გაძლიერებული ვარჯიშებით!!!!სისწრაფის,ძალის,ხერხის დატვირთვების ზრდით, წრთობით.....

• M.Z.G.B.

არავითარი საიდუმლო ფიზიკურად დატვირთვების გაუმჯობესებისა არ არსებობს.სისწრაფე,ძალა,გონებრივი-ფიზიკური სრულყოფა, საუკუნეებით გამომუშავებულ ჯიშზე და გენზე ყრდნობით და სიზრმაცის უარყოფით!!!შიშის,დათრგუნვის,დამონების ან მონობისგან ხსნის,მოხვეჭის ან სულაც ფრინციფისა გამო,ნებაყოფლობით თუ იძულებით და ადამიანის ყოფის ამ ჩამონათვლის და სხვათა.... მაქსიმალურ ფირობებში, ძლიერდება ნებისმიერ ადამიანში ფიზიკურ გონებრივი განვითარების დონე,მის მიერ რ ე გ უ ლ ა რ უ ლ ა დ,მხოლდ ყოველდღიურ ფიზიკურ გონებრივი დატვირთვებისას,მისი შესძლებლობების გარკვეულ ზღვრამდე მიღწევით,ორგანიზმისთვის ვნების გარეშე,შემდგომში კი,არასწორი კვება,ძილი,ძღომა თუ შიმშილობა....."რეჟიმის" რღვევა, შლის, ფიტავს სხეულის განვითარებას ,შედეგის ამაღლების ნაცვლად, უკუ რეაქციის მიღებით და იწყება "მავნე ხრიკების" გამოყენება-დოფინგი,სფორტსმენის აღკაზმულობის, "აბჯრის" ხარისხის "გაძლიერებით" ტექნიკური საშუალებების იმ დროისა და შეგნების,"მეცნიერების მიერ,კარგის და მავნეს გაგაგებით",მათი "სოფლად" ფიზიკური ყოფის დროის მონაკვეთში, ნოუჰაუ ელემენტების "ჩარევით",რაც ფიზიკური "სრულყოფისაკენ" სწრაფვის სურვილსб, არა მარტო სიტყვით არამედ "საქმითაც", მოვარჯიშეში,ნებისმიერ ადამიანში "საბოლოოდ ჰკლავს","აქცევს,ბიზნესად,რეკლამად,ვაჭრობად,სფორტსმენთა არაადექვატური ანაზღაურებებით მათ მიერ გაწეული გარჯისა,აბსურდად აქცევს სფორტის დანიშნულებას,ფიერ დე კუბერტენის გაგებით! სისტემატურად მოვარჯიშე ადამიანისათვის დამღუფველი შედეგით:ტრამვებით,ინვალიდობით,სიკვდილიანობით...ძველი ბერძნები კრძალავდენ ნებისმიერ "აღკაზმულობის"გამოყენებას,შედეგების გასაუმჯობესებლად, ოლიმფიური თამაშების დროს.ქართველები კი ერთ ერთი უსწრაფესი ერია მსოფლიოში.ქართული საბრძოლო ცეკვები დღემდე გვასწავლიან,თუ როგორ შეიძლება ფიზიკური ელემენტების გამოყენებით,მონაცემების სრულყოფისკენ სვლა.საუკუნეებით გამოვიმუშავეთ," ფიზიკურად გადარჩენისთვის საჭირო" ვარჯიშები,კვების თუ მარხვის,....ყოფის, სტრესის თუ ფროგრესის ვითარებაში,ქვეყნის მშვიდობისა თუ ომის ფირობებისას,ქართველისათვის მარგებელი ზღვარის სისწორე ფიზიკური დატვირთებისას,სხვათა წინწასწრებისათვის-გამარჯვებისათვის !სირბილი,ცურვა,ძალოვანი,ორთაბრძოლური- ჭიდაობათა ელემენტები "თვითონ გიჩვენებენ,როგორ უნდა "ირბინო"!!! რომ გააუმჯობესო მაჩვენებლი,"სხვათა ჯობნის მცდელობისას"бინდივიდულური შესაძლებლობის ამომწურავად გამოყენებით",მაგრამ უმთავრესი ფირობის უფირობოდ შესრულებით!!!დაუღალავი-ოფლის დენამდე ყოველდღიური ვარჯიშებით.მხოლოდ ამგვარ ვითარებაში," ამდაგვარად ქცევისას"და რაღა თქმა უნდა,ძველი ქართველები რომ ამბობდენ-"კოჭში ეტყობაო,ვისი გორისა არისო",ერის საუკუნოვანი სიბრძნით და გმოცდილებით ნარჩევი ფიზიკური მონაცემების "მინიმუმის" ქონით მაინც,მოვარჯიშეში, მიიღწევისათვის სფორტსმენის მიერ, "სხვაზე მეტი რომ შესძლოს,მათი ჯობნით"-დადებით შედეგისა!

• 1,2,3,5,8...

"გამოდიხარ და მეუბნები, ვაშენებ ქვეყანასო, კი, მაგრამ მე ისეთი შტერი ვარ, ვერ დევინახე ეს აშენებული ქვეყანა?! ამაზე მეტი შეურაცხყოფა რაღა გინდა? კაცი უდაბნოში რომ მოხვდება, ყვირის, მიშველეთო. კი იცის, ვერავინ რომ ვერ უშველის, მაგრამ მაინც ყვირის, დაღუპვის შიში აყვირებს. სწორედ ასე ვარ ახლა მეც. კი ვიცი, ამათ რომ არ ეყურებათ, მაგრამ მაინც ვყვირი, ქვეყნის დაღუპვის შიში მაყვირებს". - ოტია იოსელიანი ერთად ვიყვიროთ ფეხბურთის პრობლემებზე! იქნებ ვინმემ გაიგონოს.

• სოსო

თავის დროზე ლევან ყენიას ესპანეთში უთხრეს,რომ არასწორედ დარბოდა და ნახეთ ,ბიჭი რამის ინვალიდად იქცეს,მუდმივად ტრავმებშია.თამაშებსაც რომ ვუყურებთ,აშკარად ჩანს რომ უცხოელები და ჩვენები განსხვავებულად დარბიან,ისინი გაცილებით მსუბუქად.ბოლო ბოლო რა გახდა ერთი ექსპერიმენტი,ჩაატარეთ და თუ გაამართლა მერე დაუნიშნეთ ხელფასი ,ვფიქრობ არც გუჯა იქნება ამის წინააღმდეგი.თუნდაც ბავშვთა სკოლაში სადმე გააკეთეთ,52 დღე რა არის რომ სცადოთ.

• luk

ქართველია ძმაო! ჰოლანდიელი რო იყოს და რო უთხრას სტრინგები ჩაიცვით და სისწრაფე მოგემატებათო ყველა ტანგით ირბენდა მარა... შენდობა არააქვსო ხო გაგიგიათ?!

• dadu

ჩემი აზრით დასმული პრობლემა აბსოლუტურად სწორია. ნამდვილად არსებობს ფიზიკურ მომზადებაში პრობლემები და ნამდვილად ძალიან შორს ვერთ ევროპული გუნდებისაგან. რამდენად სწორი და მისაღებია ბატონი გუჯას მეთოდი მე არ ვიცი მაგრამ ალბათ ცდად ღირს.ამბობს კაცი 52 დღეში შედეგი იქნებაო და განა რა გახდა 52 დღის მიცემა ამ კაცისათვის?

• QWERTY

გუჯა ბატონო! ამბობ რომ მწვრთნელები გმტრობენ, რომ არავის არ სურს შენი მოსმენა და რომ დაბლოკილი ხარ. რეცეპტი არსებობს, ან მიდი რომელიმე მეოთხე (იქნებ მესამეც ?) ლიგის კლუბში ან თვითონ შეჰქმენი ასეთი კლუბი, განაცხადე რომ ამას აკეთებ და მიიწვიე სპონსორები,როგორც მინიმუმ 100 000 ლარამდის სპონსორი შენს სახელზე და საცდელად ნაღდად მოვა. მოემზადე ახლა და მომავალი წლიდან დაიწყე ასპარეზობა მაგ შენი მეთოდით მომზადებული კლუბით და ყველას დაანახე როგორ მოხვდები 3 წელიწადში უმაღლეს ლიგაში ხოლო 4 წელიწადში უმაღლესი ლიგის პირველ ხუთეულში. სხვანაირად ყველაფერი ეს არის წყალზე ჩანგლით ხატვა და მეტი არაფერი. ხომ ხარ ფეისბუქზე არა? განაცხადე, მე გუჯა კახიძე ვაცხადებ ინტერესს ან მეოთხე ლიგის კლუბში მისვლისა ( თუ გინდა მესამემ ლიგა იყოს) ამ ახალი კლუბის შექმნისა, და დამიდექით გვერდით ვისაც გჯერავთ ჩემი მეთოდიკისო. უცბად და მალე ყველაფერი დალაგდება ისე, როგორც უნდა იყოს ლოგიკაში.

• niko

მოუსმინეთ ამ კაცს.რა გაქვთ დასაკარგი? მთელი საქართველოს სპორტული გუნდები არასწორად დარბიან და ფეხბურთი იქნება თუ რაგბი.

• tazo

ბატონი გუჯა, უკაცრავად კახი რა შუაშია.

• tazo

მარტო ფეხბურთელებზე საუბრობთ ბატონო კახი თუ ზოგადათ სპორცმენებზე მაგ. კალათბურთელებზე, სად შეიძლება ამ კაცის ნახვა, ბავშვი მყავს კალათბურთელი და ვინმემ დაწეროს ვრცლად ამ კაცის შესახებ.

• ice

ბიჭო ამდენი ხანია ეს კაცი იძახის მეთოდი მაქვს და იქნებ ცადოთ ვინმემ? აი თუნდაც შუქურამ თუ დინამოებმა არა დაიქირავოს ეს კაცი. გამოვიდეს და 10- კაცი ავარჯიშოს თუნდაც რეზერვები 2 თვეს ითხოვს მეტს ხო არა. თუ არ ექნება შედეგი შეწყვეტთ თანამშრომლობას და ეგაა რა. თუ არა და ჩემპიონები გახდებით ამ საცოდავ ლიგაში 2 კილომეტრით მეტი რო ირბინოთ ყველა თამაშს მოიგებთ. ვა ეს რა ჭირი ჭირთ ევროპელი ან ამერიკელი თუ არაა ქართველს არაფერს უჯერებენ და უცხოელის სისულელეც პროფესიონალიზმია

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

გუჯა კახაძე: ამ მეთოდის გამო ბევრი ჩემში მტერს ხედავს

ორი ტაიმი დაუღლელად - გუჯა კახაძის მიერ შემუშავებული მეთოდიკის "საიდუმლო"

პოლონელებს ფიზიკურად ვაჯობებთ! - "ჯადოქარი", რომელმაც ქეცბაიას დაურეკა...

გამოვიყენოთ NASA-ს მეთოდი ქართულ ფეხბურთში?

გუჯა კახაძე: რცხვენიათ აღიარონ, რომ ჩემი მეთოდით ივარჯიშეს