ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რას ერჩიან ლიონელ მესის და რატომ უტევენ ყველა მხრიდან

რას ერჩიან ლიონელ მესის და რატომ უტევენ ყველა მხრიდან

ამ დროისათვის მესი დიდი წნეხის ქვეშაა
შეიძლება თქვენ გამოტოვეთ ლიონელ მესისთან დაკავშირებული ბოლო სკანდალი. ამის დაჯერება მართლა ძალიან რთულია. ამ ცნობის თანახმად, მესიმ "ბარსელონას" ხელმძღვანელობას შეუდგინა "შავი სია".

ამ სიაში მყოფი ფეხბურთელები ზაფხულში უსათუოდ უნდა გაიყიდონ. ესპანური პრესის ვერსიების მიხედვით, მესის პაკო ალკასერის, ანდრე გომეშის, ჟერემი მატიოსა და არდა თურანის მოცილება სურს.

ჩნდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, თუ რომელი ფეხბურთელების ყიდვა სურს მესის "ბარსელონასათვის". ესენი არიან კილიან მბაპე, ბერნარდო სილვა და ექტორ ბელერინი. ფაქტია, საქმე დიდ უცნაურობასთან გვაქვს. და როგორ უნდა გავიგოთ ეს?

თუ ეს ინფორმაცია მართალია, რისი დაჯერებაც ცოტა ძნელია, ლეო მესი კარგი სელექციონერი ყოფილა და ისიც ცხადია, რომ ის ადევნებს თვალს ევროპაში მიმდინარე საფეხბურთო ბატალიებს. გასაშვებ მოთამაშეებს რაც შეეხება, სარგებლობა "ბარსელონასათვის" ვერც ერთ მათგანს მოაქვს.

და მაინც, გაზეთები და მედიასაშუალებები ყველაფერს აკეთებენ დიდი ტირაჟისათვის. სამუელ უმტიტიმ ფრანგ ჟურნალისტს შემდეგი უთხრა: "მე ძალიან კარგად ვარ მესისთან და მას ხშირად ვესაუბრები, მაგრამ ასეთი რამ არ გამიგია. ის უბრალოდ არაა ისეთი ადამიანი, რომ ასეთი რამ გააკეთოს".

ამ დროისათვის მესი დიდი წნეხის ქვეშაა. გარკვეული პრობლემები მას არასოდეს აკლდა, მაგრამ ახლა განსაკუთრებული რამ ხდება. არგენტინელ ვარსკვლავზე ერთბაშად რამდენიმე მხრიდან ხორციელდება შეტევა.

სასამართლო

ოთხი თვეა, მესის საქმეს იძიებენ. ვალების, ეჭვების და ციფრების შესახებ რომ არაფერი ვთქვათ, ეს დიდი ფსიქოლოგიური დარტყმაა არგენტინელისათვის. გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ მესიმ სახელმწიფოს 4 მილიონი ევრო არ გადაუხადა. ამასთან, სასამართლომ მესის მხარეს უარი უთხრა 15 მილიონი ევროს გადახდაზე, რათა ეს საქმე რაც შეიძლება მალე დახურულიყო.

საბოლოო ჯამში, ფეხბურთელს და მამამისს 21 თვით თავისუფლების აღკვეთა და სამმილიონ-ნახევარი ევრო ჯარიმა მიუსაჯეს. ესპანური კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერი სასჯელის მოხდა, რომელიც ორ წელიწადზე ნაკლებია, პირობითად შეიძლება. ასე რომ, მესი ციხეს გადაურჩა.

საინტერესოა, რომ სახელმწიფო პროკურორი რაკელ ამადო არ იყო მომხრე ფეხბურთელის გამტყუნებისა. მაშ, რატომ დადგა ასეთი შედეგი? საქმე ისაა, რომ "მესის საქმეში" ერთბაშად სამი მხარეა. მესამე მხარეა "სახელმწიფო ინტერესების ადვოკატი" და მას მარტა სილვა წარმოადგენს. სხვათა შორის, ის ფეხბურთელისათვის გაცილებით ხანგრძლივ სასჯელს ითხოვდა. მარტა სილვა ორიათასიანებში თანამდებობის პირი იყო "რეალში" და დღეს ფლორენტინო პერესის ბიზნესპარტნიორად რჩება.

"მესის საქმეზე" ესპანეთის სასამართლო ვერდიქტს 20 აპრილს გამოიტანს, "კლასიკომდე" სამი დღით ადრე...

ფიფა

ჩილესთან გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში მესი ლაინსმენს გაუბრაზდა. რბილად რომ ვთქვათ, არ იყო ლამაზი. მერე მესიმ თქვა, რომ ჰაერს გაუწყრა. ეს უკვე არადამაჯერებელი იყო. ლაინსმენმა და მთავარმა მსაჯმა თქვეს, რომ ვერაფერი შენიშნეს. ყველა ელოდა, რომ დისკვალიფიკაცია ერთმატჩიანი იქნებოდა, ფიფამ კი მესის ოთხი შეხვედრით უქმობა გამოუწერა. ეს გადაწყვეტილება აბსურდულად რამდენიმე მიზეზის გამო მოჩანს.

პირველი ის, რომ დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს. მეორე - არ არსებობს მოწმე. მესამე, მესის ადრე არასოდეს გაუკეთებია ასეთი რამ. მთავარი რისკი: შესაძლოა, არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდეს.

მესი თვით ბოლივიის პრეზიდენტმა დაიცვა, რომლის ნაკრებმაც მესის დისკვალიფიკაციით ყველაზე მეტი მოიგო. არგენტინელის მხარეს ბევრი ცნობილი ადამიანი და საფეხბურთო მოღვაწე დადგა.

"თუ გულისწყრომის გამოხატვისათვის ყველას მისცემენ დისკვალიფიკაციას, ვინღა ითამაშებს ფეხბურთს?" - თქვა ანხელ დი მარიამ. მესის მთავარმა მტერმა დიეგო მარადონამ კი, ვინც ამას წინათ თქვა, რომ ლიონელი ნაკრებიდან მოკვეთას იმსახურებს, ახლა განაცხადა, რომ დაელაპარაკება ჯანი ინფანტინოს და ეცდება, გადაწყვეტილება შეაცვლევინოს.

პრესა

ყოველივე ამას მედიის წნეხიც დაემატა. "შავ სიაზე" აგორებული ხმები სწორედ ამის დასტურია. თავის დროზე და ახლაც პრესამ ბევრ ფეხბურთელს გაუფუჭა საქმე. ბევრი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების წვლილი არის იმაში, რომ რონალდინიო გარკვეული ხნის შემდეგ აღარ იყო ძველებურად კაშკაშა.

მესის დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ერთად ვნახავთ, არის თუ არა იგი მზად ამისათვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Kaxa qartveli.

Hemi azrit mgonia ro mesim motivacia dakarga barselonashi tamashit, albat ajobebs sxva grandshi gadavides da barsam mis magivrad dibala sheizinos. Mesim kvelaperi moigo barselonashi risi mogebac sheizleboda tan ramodenimejer da iseti motivirebuli vegaraa adre ro daprinavda.

• მაცოლა-ს

არ ვიცი რამდენი წლის ხართ მაგრამ ახლა რა ნაგლი ფეხბურთიც არის როდის იყო ასეთი?

• მაცოლა

საკე-ს ჩემო შვილო (ალბათ ახალგაზრდა ხარ, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს)მესი მართლაც უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ ყველა დროის უდიდესობამდე ჯერ ბევრი უკლია. თუ გინახავს სხვა არაერთი უდიდესი ფეხბურთელის თამაში? მაგალითად პელეს, მარადონას, კრუიფის, ზიდანის, პლატინის, დი სტეფანოს და ა.შ. ბუფონზე რას იტყვი?

• sake

მესი ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელია.

• მირანდა მოდებაძე

აუუ რა შეუწუხეს კაცს გული,მესი რო მაგის გამკეთებელი არაა ყველამ იცის ის თავის გუნდს არასოდეს არ უღალატებს....მე მჯერა მესის

• ლამარა ბებო

"ცუდას რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი". რაც არ უნდა მოხდეს, მესი-მესია ფეხბურთის. ერთი ნატვრა მაქვს, პერესი მენახოს გაკოტრებული.

• დათა

შეეუწუხეს კაცს გული...

• AKAKI

მე მჯერა მესის.......

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას

მესის ჰეთ თრიქი და 2 საგოლე პასი - "ლა პულგას" ბენეფისი ბოლივიასთან [VIDEO]

დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა

მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

ლეგენდარული მენოტი გარდაიცვალა - მან თბილისის "დინამოს" ევროპის უძლიერესი გუნდი უწოდა

მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს

კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა

[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება

[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა

ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო

საგიჟეთი, 83 წუთის დაგვიანებით დაწყებული მატჩი, ტრავმის გამო ატირებული მესი და ლაუტაროს გამარჯვების გოლი [VIDEO]