გია ცეცაძე გასაღებს ეძებს, ფანკლუბი კი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ეროვნული ლიგის V ტურში "სამტრედიამ" ნავსი კვლავაც ვერ გატეხა და საშინაო არენაზე ამჯერადაც ვერ მოიგო - ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თასის მფლობელ ქუთაისის "ტორპედოსთან" 0:2 დამარცხდა.

როგორც შევიტყვეთ, მატჩის შემდეგ სამტრედიელი გულშემატკივრები შეიკრიბნენ და პრობლემებზე ილაპარაკეს, გუნდის ფანკლუბმა კი საგანგებო განცხადება გაავრცელა.

"კიდევ ერთი საშინაო მარცხი, კიდევ ერთი იმედგაცრუება. მაგრამ ეს ჩვენი გუნდია, ბოლომდე უნდა ვუქომაგოთ და შეუძლებელი შევძლოთ. მართალია, გუნდს ჩავარდნა აქვს, თუმცა ახლა "სამტრედიას" გულშემატკივრის თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება.

არის შეცდომები, რასაც ყველა აღიარებს. სამწუხაროდ, ახლა ვერაფერს შევცვლით და სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე თავი უნდა გავიტანოთ. ამ ვითარებაში თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს.

ახალწვეულებმა რა ქნან? რაც იციან და შეუძლიათ, თამაშობენ. უბრალოდ, იმ ფეხბურთელების დამატება ვერ მოხერხდა, რომლებიც გუნდს უნდოდა. მაგრამ სულ მალე ყველაფერი დალაგდება და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე საქართველოს "სამტრედიის" სახით ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება!

ჩვენ გუნდთან ერთად ვიყავით პირველ ლიგაში, როცა ჩემპიონები გავხდით. ახლაც, ამ კრიზისშიც მასთან ვართ და მუდამ იქ ვიქნებით, სადაც იქნება "სამტრედია". ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა თამაშების მოგება და წარმატებით თამაში, მაგრამ ფარ-ხმალი არ დავყაროთ და ბიჭებს გვერდით დავუდგეთ, ერთმანეთს ყველაზე მეტად ახლა ვჭირდებით. ცოტაც მოვითმინოთ და იმედია, მალე ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება!

13 აპრილს ყველა ერთად მივდივართ ქობულეთში 3 ქულის ჩამოსატანად! გახსოვდეს - შენ გუნდს სჭირდები! ერთმანეთისთვის!" - წერია "სამტრედიის" ფანების განცხადებაში.

გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე "ლელოსთან" ამბობს, რომ გულშემატკივართა თანადგომით გახარებულია:

"ქართული ფეხბურთი ევროპულს ლამის ყველაფერში ჩამორჩება - ჩემპიონატის დონით, ინფრასტრუქტურით და კიდევ ბევრი რამით, მაგრამ "სამტრედიის" გულშემატკივრები იშვიათი გამონაკლისია, რაც საქართველოში ევროპულ დონეზეა.

ასეთი გულშემატკივარი და გუნდისადმი მისი დამოკიდებულება და მიდგომები ყველა გუნდს სჭირდება. ისინი მხოლოდ პატარა ბიჭები არ არიან, მათ შორის ბევრი ასაკოვანი ადამიანია. მათთვის ფეხბურთი და "სამტრედია" ცხოვრების განუყოფელი ნაწილია".

მოქმედი ჩემპიონის დამრიგებელი სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას იმედოვნებს:

"ყველა კარს თავისი გასაღები აქვს და მე სწორედ ამ გასაღებს ვეძებ. იმედია, ამას მოვახერხებთ - შეცდომებს გავაანალიზებთ და მდგომარეობას გამოვასწორებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kaxelo
ვაზელინის დიდი პარტია ჩამოუტანიათ და სტადიონზე უნდა მივიტანო)))))))აბა ვის დაჩირდება გაემზადეტ))))))
jarji21
კარგი რა გია,ვის რად უნდა ეგ ზღაპრები? შენ და მთელმა საქართველომ იცის რომ შენ ხარ სრულ ტყვეობაში საკუთარი თვითშეგონების რომ მხოლოდ შენი ყოფილი 19 წლიანების ხალხია შენთვის მისაღები და მხოლოდ შენს მიერ მონახული ფეხბურთელებია სანდო.ამან გაამართლა ვითომ გასულ წელს,მაგრამ წელს ეს პირიქით დაღუპავს ყველას. ათეულობით თავისუფალი აგენტები იყვნენ და არიან, მაგრამ მათ ზედაც არ უყურებ.მაგრამ სამაგიეროდ გყავს ახალწვეულები ისეთები რომ ავ თვალს არ ენახვება და ახლა არ იცი რა გზას ეწიო. გამოდი მაგ სტერეოტიპებიდან და შეხედე რეალობას.როგორც მინიმუმ აცალე ხვალ თავის ჭკუაზე თამაში ქობულეთში ამ ბიჭებს,საერთოდ ნუ წამოდგები სკამიდან,მიეცი ეს 90 წუთი მათ და ისე ითამაშონ სანაიას კლუბის წინააღმდეგ.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა