ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრები: ვაისმა რა ქნას?

საქართველოს ნაკრები: ვაისმა რა ქნას?

უთამაშებლები, ტრავმირებულები და ფინალისტები
7 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში სენტ-კიტსისა და ნევისის ნაკრებს შეხვდება, 11 ივნისს კი კიშინიოვში მოლდოვას ესტუმრება და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრას გამართავს...

"ჯვაროსნებმა" ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგეს, მაგრამ ვლადიმერ ვაისის გუნდის მოლდოვასთან შეხვედრა მაინც პრინციპულია, რადგან გამარჯვებული ბოლო ადგილს ასცდება, რაც შემდეგ ციკლში უკეთეს კალათაში მოხვედრას განაპირობებს.

ამ შეხვედრამდე დიდი დრო არაა დარჩენილი, მანამდე კი საქართველოს ნაკრებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. გუნდის ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი მარტში მოსკოვის "ლოკომოტივთან" გასვლით შეხვედრაში დაშავდა, ჯვარედინი მყესები დაუზიანდა და ექვსი თვე დაისვენებს. 25 წლის შემტევი ნახევარმცველი გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა. დავინტერესდით და შევიტყვეთ, რომ თორნიკე რეაბილიტაციის ინტენსიურ პროცესს გადის, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, უკეთეს შემთხვევაში, ოქრიაშვილი ნაკრებს სექტემბერში თუ დაეხმარება.

სამწუხაროდ, ჯერ ასევე ვერ თამაშობს გიორგი ჭანტურია. ეკატერინბურგის "ურალის" ქართველი მცველის, ჯიმი ტაბიძის თქმით, გიორგი ჭანტურია უკვე ინდივიდუალურად ვარჯიშობს და შესაძლოა, საერთო ჯგუფში ვარჯიშს მალე დაუბრუნდეს. მაგრამ ძნელი სათქმელია, მოლდოვასთან ითამაშებს თუ არა.

ლევან მჭედლიძემ "მილანს" გაუტანა და ისევ დაშავდა. დამაფიქრებელი იყო ვაკო გვილიას უთამაშებლობაც, რისი მიზეზიც უცნობი იყო. ბოლო ორი შეხვედრაა, ბატეს დამრიგებელმა ალექსანდ ერმაკოვიჩმა არ ათამაშა - 21 აპრილს, "კრუმკაჩისთან" მატჩისას ქართველი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა, ხოლო 26 აპრილს ბრესტის "დინამოსთან" თასის შეხვედრაში მისი გვარი განაცხადშიც არ ყოფილა.

"მიკროტრავმა მქონდა და თამაშები ამიტომ გამიცდა. კუნთი ოდნავ მტკიოდა, სერიოზული არაფერია, უბრალოდ, დასვენება იყო საჭირო. იმედი მაქვს, შემდეგი ტურის შეხვედრისთვის მზად ვიქნები", - გვითხრა გვილიამ. ასე რომ, იმედია, ბატეს ქართველი ლეგიონერი მალე მომჯობინდება და ივნისამდე ფორმაში შევა.

პოლონური მედია კი ამტკიცებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვარშავის "ლეგიას" შემტევი ვაკო ყაზაიშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე არნემის "ვიტესში" დაბრუნდება. პოლონური კლუბი 2016 წლის ზაფხულში ერთწლიანი იჯარით დამატებული ქართველის ტრანსფერის გამოსყიდვას არ აპირებს და დიდი ალბათობით, ვაკო არნემის "ვიტესს" დაუბრუნდება.

საბოლოოდ, რა მოხდება, არავინ იცის, მაგრამ მან მიმდინარე სეზონში ექსტრაკლასაში 11 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც ძირითადში სულ 3-ჯერ ითამაშა. ეს უნდობლობა და საკვანძო მატჩების გაცდენა კი მოთამაშის მდგომარეობაზე აისახება, ყაზაიშვილი კი ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა.

ბოლო წლებში მშვიდად მეკარეების გამო მაინც ვიყავით, მაგრამ ბოლო დროს არც ისე სასიამოვნო ამბები ხდება: ორიოდე დღის წინ პოპულარულმა რუსულმა ინტერნეტგამოცემა championat.com-მა რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე შეუვალ მეკარეთა შორის კომპანიაში საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გიორგი ლორიაც დაასახელა. ის "კრილიას" კარს 22-ე ტურამდე შეუცვლელად იცავდა. ამ პერიოდში მას კარში 104 დაურტყეს და მხოლოდ 28 გაუშვა. ამის მიუხედავად, ბოლო მატჩებში მოულოდნელად სკამზე გადაინაცვლა და კარში მისი კონკურენტი, ევგენი კონიუხოვი დგება.

ასევე ჯერ არ თამაშობს ნუკრი რევიშვილი, რომელმაც დაამტკიცა, რომ მაღალი დონის მეკარეა. ის გუნდების გაუთავებელმა ცვლამ დააღალატა, ესპანეთის ნაკრებთან უმაღლეს დონეზე ჩატარებული თამაშის შემდეგ კი სტაბილურად მხოლოდ თბილისის "დინამოში" ითამაშა. მოლდოვურ "დაჩიაში" მის თავს გადამხდარი ისტორია ცნობილია და აღარ შეგახსენებთ, მაგრამ ფაქტია, რომ მოლდოვაში წასვლამ უკან დახია და ახლა თბილისის "დინამოს" კარში უკრაინელი სერგეი ლიტოვჩენკო დგას, ნუკრი კი თავის შანსს ჯერ კიდევ ელოდება.

ლიტოვჩენკოს რას ვერჩით, მშვენიერი მეკარეა და საიმედოდ დგას, მაგრამ ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, რევიშვილის ათამაშებას ველოდებით, ესეც არაა დასამალი.

გიორგი აბურჯანიას "სევილიაში" გადასვლამ ყველა დაგვაიმედა, მაგრამ გუნდის დუბლშემადგენლობაში გადასული 22 წლის საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი "სევილია II"-ში სულ 12-ჯერ ათამაშეს, ხოლო ძირითადში - მხოლოდ 2-ჯერ მოხვდა.

აბურჯანია კვიპროსში დაბრუნებაზე გავრცელებულ ჭორებს უარყოფს, მაგრამ 22 წლისაა და ყველა ველოდებით, როდის ათამაშდება ეს ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში საკმაოდ კარგად გამოჩნდა, მაგრამ ტრავმის შემდეგ ნაკრებში აღარ უთამაშია.

დამაიმედებელი ისაა, რომ მოედანს დაუბრუნდა და რუსულ პრემიერლიგაში გაიტანა საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა, მცველმა გია გრიგალავამ, რომლის ტულის "არსენალმაც" შინ სამარის "კრილია სოვეტოვი" 2:0 დაამარცხა. ის ჩამოსაწერი მცველი ნამდვილად არაა.

მოსკოვის "ლოკომოტივში" სტაბილურად ძირითად შემადგენლობაში თამაშობს ჩვენი ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია, რომელიც ყაზანის "რუბინში" კარგა ხანი გაუგებარი მიზეზებით სკამზე იჯდა. თუ რამე სასწაული არ მოხდა, საბა 2 მაისს რუსეთის თასის ფინალს ითამაშებს. შესაძლოა, მოედანზე მისი მეტოქე "ურალის" რიგებში ტაბიძეც ვიხილოთ, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგის სადებიუტო შეხვედრაში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

ასევე ძალიან კარგი ფაქტია, რომ გიორგი ქვილითაია "რაპიდში" ადგილს იმკვიდრებს და ბოლო დროს, უმთავრესად, ძირითად შემადგენლობაშია, გოლებსაც მოუხშირა და რამდენჯერმე თავი საგოლე გადაცემებითაც გამოიჩინა. გიორგის გუნდიც ავსტრიის თასის ფინალში გავიდა.

მართალია, ჯანო ანანიძემ ბოლო ტურში შეცვლაზე ითამაშა, მაგრამ მისი "სპარტაკი" ჩემპიონობას უახლოვდება და ჯანოსაც გუნდის იტალიელი დამრიგებელი მასიმო კარერა ენდობა და სტაბილურად ათამაშებს. წარმატებულ კლუბში ათამაშებული ქართველები კი ნაკრების იმედია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გურო

ოქრის გარეშე გაგვიჭირდება,შეუცვლელია

• კახა ქირია

სენ-კიტსიმ გადაიფიქრა და მარტო ნევისის ნაკრებს ხვდებიან თურმე.

• kita

თუ არ ცავთვლით ოქრიაშვბილს, დიდი არაფერი დანაკლისი ელოდება ნაკრებს. ხო, ლორია კარგია რომ ტამაშობდეს, მაგრამ არაუშავს, აგერ გვყავს კვასხვაძე ან მაკარიძე. ალბათ უფრო მაკარიძე.

• ლუკა

ვაისმა რა ქნას? რა უნდა ქნას და ჯადოსნური ჯოხი მოიტანოს საიდანაც უნდა! არ გვაინტერესებს საიდან, მთავარია მოიტანოს!

• Davit

ნაკრების ფეხბურთელი 30 კაციდან ასარჩევი რომ ეყოლება ვერაფერსაც ვერ იზამს. ამასწინად ერთს ვეუბნები ბავშვებმა უფასოდ უნდა ივაერჯიშონ, რომ კონკურენცია გაიზარდოსთქოო და ასე მიპასუხა რას ამბობ მერე ბევრი ბავშვი მოინდომებს ვარჯიშს და ეგ როგორ შეიძლებაოო!? ხოდა თუ არ შეიძლება ბავშვების სპორტზე ტარების საშუალება ბევრს არ აქვს და რაც მაქედან გამოდის კი ხედავს ყველა.

• k

კ

• dave

ტყული პანიკაა, გვყვავს კიდე ფეხბურთელები : მაკარიძე, კვასხვაძე; კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე, ნავალოვსკი; გვილია, კანკავა, კვეკვესკირი, ებრალიძე, ანანიძე, კობახიძე, არაბიძე; კაჭარავა, ქვილითაია. ასე რომ ნუჩამოყარეთ ყურები თვენახევრით ადრე :)

• lasha xomeriki

"რაც შემდეგ ციკლში უკეთეს კალათაში მოხვედრას განაპირობებს"- ეხლანდელზე უკეთესში მოხვედრა არის მდინარის პირას მოხვედრა ლუდი მოხალული თხილი და თევზი :)

• ქართველი

ძოძუაშვილი თუ უშველის ნაკრებს,რამდენჯერ უნდა გითხრათ თქვე უტვინოებო,რეზო ძოძუაშვილიიიიიიი ალოოოოოოოოო გაიღვიძეთ!

• ნიკა დიდუბე

რუსების ბრალია ყველაფერი. :)))

• შოკირებული გულშემატკივარი

ეროვნული ლიგის ფეხბურთელებისგან გააკეთოს ალტერნატიული ნაკრები და შეაჯიბროს უთამაშებელ და ცუდ ფიზიკურ ფორმაში მყოფ ლეგიონერებს. მაშინვე მიხვდება ძირითადში ვინ უნდა დააყენოს.

• lexa

რა ქნას და გაახილოს თვალი და დაუძახოს ნაკრებში ( თუ რა თქმა უნდა ფედერაციის ვარსკვლავბიჭები დართავენ ნებას) იმ ხალხს ვინც არ უნახავს და ათამაშოს. არიან ლეგიონერები , ვისაც აქვს პოტენციალი ნაკრებს გამოადგეს. არსებული შემადგენლობა ვერ გადაწყვეტს ვერანაირ ნაკრების წინაშე მდგომ ამოცანას, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ე.წ. ლიდერები შემადგენლობაში კი არა, განაცხადშიც ვერ ხვდებიან.

• vova

ბანგლადეშმა დრო ვერ გამონახა ჩვენთან შესახვედრად?!

• Daybnost

ასევე ცისკარიძეც საკმაოდ ხშირად ხვდება ძირითადში და მისი გამოძახებაც ვფიქრობ საჭიროა მე რომ ნაკრების მწვრთნელი ვიყო ამ თამაშებისთვის შემდეგ 23 მოთამაშეს ვიხილავდი მეტ ნაკლებად პრაკტიკა ვისაც აქვს და უფრო სათანადო კონდიციებში არიან ->> მაკარიძე , ლორია , კვასხვაძე - კაკაბაძე , კაშია , კვერკველია , ხოჭოლავა , ცისკარიძე , უ.ლობჟანიძე , ტაბიძე , ნავალოვსკი - კანკავა , გვილია , მერებაშვილი , ანანიძე , ყაზაიშვილი , არაბიძე , ებრალიძე , კვეკვესკირი - მჭედლიძე , კაჭარავა , ქვილითაია , ელ. ლობჟანიძე.

• zmo

ეს ხალხი ვეღარ მიხვდა რომ საქართველოში ფეხბურთი აღარ არის მოკვდა მოკვდა, გრიგალავას გოლი გაუტანია ტაშიიიი მაგის იმედად იყოს....

• rezi

karshi makariZe dadgeba ra problemaa

• გოგი ქუთაისელი

მე მაინც მცხვენია რომ ნევისის ნაკრებს ვეთამაშებით!არივითარი არგუმენტი ჩემთვის მიუღებელია. მსორი ბატონებო.

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე

გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი

ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება

კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ

ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს

"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა

"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან

ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]

დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

"პირველივე რეისით ევროპაში მიდიან" - გრიგალავამ ქართველ ტალანტებსა და "კვარაზე" ისაუბრა

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

გია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა

ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?

სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...

ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]

საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

აბურჯანიამ "ჰათაისპორში" სამედიცინო შემოწმება გაიარა

6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს

"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა

Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს

აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია

"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა

Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი

ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა

რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!

"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა

[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]

შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა

ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]

გია გრიგალავა "არსენალში" დაბრუნდა

"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ

გრიგალავა და ჟირკოვი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან

[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?