28 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის XVI ტურის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა
ბათუმური სტარტის შემდეგ, 28 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის XVI ტურის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა.

თბილისური სათამაშო დღე, რომლის მთავარი მოვლენაც ლიდერების დაპირისპირება იყო, ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი სენსაციით დაიწყო. სატურნირო ცხრილის სამეულში მყოფი მფკ "აგორა" გათამაშების აუტსაიდერ იბსუ-ს დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი სამი ქულა დაკარგა.

ერთი შეხედვით, შეხვედრა "აგორას" ფეხბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა "სტუდენტებმა" მატჩის განმავლობაში სამჯერ შეძლეს ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და დამსახურებული გამარჯვებაც იზეიმეს - 7:6. განსაკუთრებით დრამატული შეხვედრის ბოლო 30 წამი აღმოჩნდა, რა დროშიც ჯერ "აგორა" გავიდა ერთი ბურთით წინ, ხოლო შემდეგ იბსუ-ს ლიდერმა გურამ მამაცაშვილმა 6-წამიანი ინტერვალით, ჯერ 10-მეტრიანი დარტყმით შეძლო ანგარიშის გათანაბრება, ხოლო შემდეგ ხუთი ფეხბურთელით შეტევაზე მყოფი მეტოქე საკუთარი ნახევრიდან ზუსტი დარტყმით უქულოდ დატოვა.

"აგორას" რიგებში გია ნიკვაშვილის ოთხ გატანილ გოლს ამდენივეთი იბსუ-ს კაპიტანმა ვატო მჟავანაძემ უპასუხა. ამ წაგების შემდეგ "აგორას" სამეულში მოსახვედრად საკმაო ოფლის ღვრა მოუწევს, ვინაიდან დარჩენილ ორ ტურში უშუალო კონკურენტებს, მფკ "მგლებს" და "დინამო ბათუმს" ეთამაშება.

მოლოდინისამებრ, საინტერესო გამოდგა ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს გათამაშების ორი ფავორიტი, მფკ "ტატიშვილი" და "სტუ-თელასი" დაუპირისპირდა.

"ენერგეტიკოსებისთვის" ეს იყო ფაქტობრივად ბოლო შანსი, რომ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილისათვის და რეგულარული სეზონის გამარჯვებულის ტიტულისთვის ებრძოლათ, რისთვისაც მათ ამ მატჩში აუცილებელი სამი ქულა ესაჭიროებოდათ.

ანგარიში მე-10 წუთზე "ტატიშვილის" ფეხბურთელებმა გახსნეს. ბუთა კაკაბაძის დარტყმას ლევან გაბუჩიამ ვერაფერი დაუპირისპირა, თუმცა მალევე "მედიკოსთა" დაცვის უხეში შეცდომით, ლაშა ცნობილაძემ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

ისევე, როგორც პირველ ტაიმში, მეორე ნახევარშიც ორივე გუნდის კართან მრავლად იქმნებოდა სახიფათო მომენტები და ორივე შემთხვევაში მეკარეები იყვნენ უფრო ხშირად მოწოდების სიმაღლეზე. თუმცა ყაიმით დასრულებული ტაიმის შემდეგ, დასკვნით 20 წუთში უფრო დამაჯერებლები და ზუსტები "ტატიშვილის" ფეხბურთელები აღმოჩნდნენ - 23-ე წუთზე დავით ბობოხიძემ დააწინაურა თავისიანები, ხოლო 37-ე წუთზე შოთა ჭანუყვაძემ საბოლოო ანაგარიში დააფიქსირა - 3:1.

დარჩენილ ორ ტურში ალე ძაბირაძის შეგირდებს ერთი ქულაც ჰყოფნით, რომ პლეი-ოფში პირველი ადგილიდან ითამაშონ, რაც თავისთავად მხოლოდ დროის და ფორმალობის ამბავია.

28.04.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. XVIტური

მფკ აგორა - მფკ იბსუ 6:7 (2:1)

გოლები: 03:58’ ნიკვაშვილი (1:0), 06:39’ ნიკვაშვილი (2:0), 16:45’ ი.მამაგულაშვილი (2:1), 22:48’ მჟავანაძე (2:2), 27:09’ ნიკვაშვილი (3:2), 29:24’ ნიკვაშვილი (4:2), 30:50’ მჟავანაძე (4:3), 34:27’ ალავიძე (5:3), 36:00’ მჟავანაძე (5:4), 38:17’ მჟავანაძე (5:5), 39:32’ ნინოშვილი (6:5), 39:42’ მამაცაშვილი 10მ (6:6), 39:48’ მამაცაშვილი (6:7)

მფკ სტუ-თელასი - მფკ ტატიშვილი 1:3 (1:1)

გოლები: 09:29’ კაკაბაძე (0:1), 11:09’ ცნობილაძე (1:1), 22:46’ ბობოხიძე (1:2), 36:22’ ჭანუყვაძე (1:3)

გაფრთხილება: 14:07’ კობაიძე (ტატ), 15:24’ ჭუმბურიძე (თელ), 32:13’ თოფურია (თელ), 33:07’ ბობოხიძე (ტატ)

ბომბარდირები: სერგი მაჭარაშვილი (მგლები) – 31, ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი) – 29, ზურაბ ლუკავა (ტატიშვილი), არმენ გალოიანი (დინამო) - 22

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER, "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედიაპარტნიორები: sportall.ge, რადიოები, თანამგზავრი 92,3, "იმედი, JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფუტსალის ლიგა 2016/17: 12 ივნისს ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა!
ფუტსალის ლიგა 2016/17: აირჩიე საუკეთესო გოლი!
ფუტსალის ლიგა 2016/17: "სტუ-თელასი" საქართველოს ჩემპიონია! [PHOTO]
ფუტსალის ლიგა 2016/17: ფავორიტები სერიაში დაწინაურდნენ!
ფუტსალის ლიგა 2016/17: დღეს ფინალური სერია იწყება!
9 ივნისს, ფუტსალის ლიგის ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება [VIDEO]