მოედნის კარგი მდგომარეობა, კარგი ატმოსფერო, მაგრამ...
30 აპრილს საქართველოს ეროვნული ლიგის IX ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

- ტორპედო-დინამო (თბ) 0:2 - დინამიკური კლასიკო [VIDEO]

მატჩი WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ავთანდილ ხურციძემ გახსნა, რომელსაც ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა მართლაც შესანიშნავი დახვედრა მოუწყო. აღსანიშნავია, რომ ხურციძის მატჩზე მოწვევა ქომაგთა კლუბ "ჯუნგლების" ინიციატივა იყო და ისინი მას შესაფერისი ბანერითაც დახვდნენ. ხურციძემ გულშემატკივარი ცოტა გაახალისა და მატჩიც დაიწყო...

- როგორ გახსნა ავთანდილ ხურციძემ "ქართული კლასიკო" [VIDEO]

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ გულშემატკივარმა საოცარი ატმოსფერო შექმნა. მართალია, სტადიონი მთლად ბოლომდე ვერ გაივსო, მაგრამ ისტორიული მეტოქეების დაპირისპირებას დაახლოებით 10 000 გულშემატკივარი დაესწრო და გავსებას არაფერი აკლდა. აღსანიშნავია, რომ მატჩზე დასწრება თავისუფალი იყო.

არაა ახალი ამბავი, რომ ამდენი გულშემატკივრის წინ ფეხბურთის თამაში ფეხბურთელისთვის დიდი მოტივაციაა. ერთი ეგაა: ქუთაისში ძალიან ცხელოდა და აშკარა იყო, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფეხბურთელებსაც ხელს უშლიდა. მეორე ტაიმში, როცა მზე გადავიდა, გულშემატკივარმა ნამდვილი სანახაობა იხილა - ორმხრივი შეტევები, მეკარეთა "სეივები", ხარიხა...

გავიგეთ, რომ მასპინძელ კლუბს მატჩის ჩატარება 20:00 საათზე, განათებულ სტადიონზე სურდა, თუმცა "პირველი არხის" თხოვნით, თამაში 17:30-ზე დაინიშნა. ამ ყველაფერმა კი ფეხბურთელებსაც ავნო, გულშემატკივარსაც და ვერც იმას ვიტყვით, რომ ტრანსლაცია იყო დიდად კარგი. ამიტომ სჯობს კლუბებმა, რომლებსაც სტადიონზე განათების პრობლემა არ აქვთ, საღამოს ითამაშონ. ასე ბევრად უკეთესი იქნება.

ალბათ, ტელერეპორტაჟსა და სავსე სტადიონს შორის არჩევანის გაკეთება ამ უკანასკნელზე სჯობდა. დიდი ალბათობით, 20:00 საათზე რომ ყოფილიყო მატჩი, სტადიონიც გაივსებოდა და მატჩიც იმაზე დაძაბული გამოდგებოდა, ვიდრე იყო. განა, ყველა ტურში გვაქვს ფუფუნება, სავსე სტადიონი ვიხილოთ?!

იდეალურ მდგომარეობაში იყო მოედნის საფარი. აშკარაა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ამ კუთხით კარგად იმუშავა. მატჩს სფფ-ის სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც დაესწრო და ფეხბურთელებისთვის თავის გამოსაჩენად ესეც ერთგვარი მოტივაცია იყო.

მაგრამ...

ჟურნალისტებს პრესლოჟაში არც სკამები დაგვხვდა, არც ინტერნეტი იყო და არც დენი. მართალია, შემდეგ, როცა ეს ყოველივე მოვითხოვეთ, მივიღეთ კიდეც, თუმცა მანამდე საინტერესო პასუხიც მოვისმინეთ: "რაღა ახლა მოგინდათ ყველას მოსვლა?!"

ბატონებო, ნამდვილად არ ვიცი, დადის თუ არა ადგილობრივი მედია "ტორპედოს" ყველა თამაშზე, მაგრამ კლუბს, რომელსაც ჩემპიონობის ამბიცია გააჩნია, რომელსაც ზაფხულში ევროტურნირები ელის, ელემენტარულად, პრესლოჟა კარგ მდგომარეობაში უნდა ჰქონდეს. კლუბი ყველა მატჩში მზად უნდა იყოს ჟურნალისტების მასპინძლობისთვის. სირცხვილია, 2017 წელს ამის წერა რომ გვიწევს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ზაფხულში ამ სტადიონზე უცხოელებიც გვესტუმრებიან და მათთან მაინც ნუ შევირცხვენთ თავს!

მეორე ტაიმში მოედანზე ერთ-ერთი გულშემატკივარი შემოვარდა. ის ჯერ სტადიონის ერთ ბოლოში გაიქცა, შემდეგ მოედნის ცენტრში დაბრუნდა და როგორც ჩანს, მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ ქუთაისელთა მეკარე როინ კვასხვაძეს გამოელაპარაკა, თბილისის "დინამოს" ფანკლუბთან მივიდა, ისინი არასასიამოვნო სიტყვებით მოიხსენია, დაბოლოს, "ტორპედოს" ფანკლუბთანაც მიირბინა... ამ ყველაფერში მას ხელი ვერავინ შეუშალა.

რატომ ვერ უზრუნველყო მასპინძელმა კლუბმა უსაფრთხოების საკითხი?

არადა, "ტორპედო"-"დინამოს" წარსულმა დაპირისპირებებმა არაერთხელ გვაჩვენა, რომ მკაცრი ზომებია საჭირო. სად იყვნენ წესრიგის დამცველები, რომლებიც მაშინვე გაიყვანდნენ მოედნიდან გულშემატკივარს?

თუმცა, რაღა წარსულს მივადგეთ... მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გულშემატკივართა შორის ქალაქში მცირე შეხლა-შემოხლაც მოხდა, რომელიც, საბედნიეროდ, პოლიციელთა მეშვეობით მალევე განიმუხტა.

ევროტურნირების წინ ჟურნალისტების ასეთი "მასპინძლობა" და უსაფრთხოებაზე ზრუნვის ასეთი მეთოდები, ცოტა არ იყოს და, შემაშფოთებელია...

ამასობაში შევიტყვეთ, რომ ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე გასაყიდად ამ კვირაში გამოვა, მყიდველი კი მხოლოდ ერთია - ზაალ ჩაჩავა. საბოლოო ფასი კი - 580 000 ლარი.

ბოლოს კი, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თბილისის "დინამოს", რომელმაც ქუთაისიდან თბილისში ჟურნალისტების ტრანსპორტირება უზრუნველყო. მთლიანობაში კი, ვისურვებდით, საქართველოს ჩემპიონატში ბევრი ასეთი დაძაბული, სანახაობრივი მატჩი იყოს. ჩემპიონატის დონე ასეთი თამაშებით გაიზრდება.

ლაშა
თამაში იყო ცუდ დროს ტელევიზიის გამოო თქვეს მარა არ ღირდა მაგის გამო 32 გრადუსში თამაშის დანიშვნა. მინდორი იყო მინიმუმ ნორმალური ტელევიზორში რა ჩანდა არ ვიცი მარა ვიცი როგორაც იყო მანამდე მინდორი და მერე შეთესვა გაუკეთეს და აშკარად გაუმჯობესდა. საერთო ჯამში არ იყო ცუდი უბრალოდ ძაან ცხელოდაა
Giorgi
Burti ar xtunavda da meti kai moedani ra unda iyos normalur mdgomareobashia namdvilad imastan shedarwbit rac iyo
ynwa
ამ მინდორს თუ იდეალური ერქვა?! თვით ეკრანზე, შორიდანაც ჩანდა, რომ მოედანი მძიმე მდგომარეობაში იყო? იდეალური ზოგჯერ გრანდების მინდვრები არა არიის! ამის დამწერს ეტყობა სოფლის ორღობის მინდვრების გარდსა არაფერი უნახია
MISHA
როგორი იყო ქართული რაო ვერგავიგე
მსაჯი
-რატო არცერთი ჟურნალისტი არ ამახვილებს ყურადღებას, მსაჯობაზე, დინამოს კარში 0-0 ზე დასანიშნ პენალტზე, კიდევ პატარ-პატარა ჯარიმებით კარგად რომ კლავდა ნსაჯი თამაშს
S.P
imedia vixilavt torpedos sponsoris xelhi rac heidzleba male, imedia meria agar heuhlis xels.
haha
რამდენი ბილეთი გაიყიდა? ეგრე უფასოდ ყველა დაესწრება.
skdmkpld
პირველი არხის გამო ყველასთვის არაკოფორტული გარემო იყო შექმნილი და ამან ძაან დიდი დაღი დაასვა თამაშსაც
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა