გორის მთავარი საფეხბურთო არენა 15 მაისიდან ივნისის მიწურულამდე სარეკონსტრუქციოდ დაიხურება
გორში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის თემაზე ბოლო ხანს სიახლეებია. ქალაქის მთავარი საფეხბურთო არენა - თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი - 15 მაისიდან ივნისის მიწურულამდე სარეკონსტრუქციოდ დაიხურება. გასახდელების, ლოჟების, ოპერატორთა კაბინებისა და მოედნის საფარის განახლებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია, რომ სტადიონზე განათების დამონტაჟებაც იგეგმება.

15 მაისიდან "თენგიზ ბურჯანაძეზე" ვეღარც მესამელიგელი "გორი" ითამაშებს. მაგრამ მარტო თამაში ხომ არ არის? სტადიონი სავარჯიშოდაც გამოიყენებოდა. შესაბამისად, დადგა საკითხი დროებით სადმე შესახლებაზე.

გორული ფეხბურთის მესვეურებმა მზერა "ქართლისკენ" მიმართეს - ქალაქის მეორე საფეხბურთო არენაზე აქამდე ძალიან ცუდი პირობები იყო, მაგრამ უკვე იქაც დაიწყო სარემონტო სამუშაოები და "ქართლს" ცოტა ხანში სახეცვლილება უნდა დაეტყოს, თან ისე, რომ ეროვნული ლიგა 2-ის მატჩების გამართვაც გახდეს შესაძლებელი.

"გორში" დირექტორად ქართულ ფეხბურთში კარგად ცნობილი მენეჯერის, გია ისიანის დანიშვნაც ამ პროცესებს დაემთხვა. სხვათა შორის, "ქართლზე" სარემონტო სამუშაოების დაწყება მისი ინიციატივაა. ისიანი პროფესიონალია და კარგად იცის, რა სჭირდება სტადიონს. მით უმეტეს, დოკუმენტზე, რომლითაც სფფ-მ "ქართლს" შენიშვნების ნუსხა გაუგზავნა, ფედერაციის მხრიდან ისიანსაც ჰქონდა ნამუშევარი.

გასულ კვირას სტადიონის ტერიტორიაზე მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა, რასაც გამწვანების აქციაც (მონაწილეობდნენ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, გორის მერია, ასევე, საფეხბურთო კლუბები - "დილა" და "გორი") მოჰყვა. არენის დასავლეთით და აღმოსავლეთით გაკეთდა ქარსაცავი ზოლი, რაც ვარჯიშსაც კომფორტულს გახდის, თამაშსაც და მორწყულ მოედანსაც გვიან გამოაშრობს.

სარემონტო სამუშაოები ახლაც აქტიურად მიმდინარეობს "ქართლზე" არსებულ ადმინისტრაციისთვის განკუთვნილ შენობაში, სადაც სულ მალე ბევრად უკეთეს მდგომარეობაში უნდა იყოს გასახდელები და საშხაპეები, უნდა მოეწყოს ოთახი მსაჯებისა და დელეგატებისთვის, აგრეთვე, სამედიცინო ოთახი.

თავისი სივრცე დასჭირდება "დილასაც", რადგან, ვიდრე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი ჩაივლის, გუნდმა სწორედ აქ უნდა ივარჯიშოს, ხოლო ეროვნული ლიგის მატჩებს თბილისში გამართავს. რაც შეეხება მესამე ლიგის ბინადარ "გორს", მისთვის "ქართლი" სავარჯიშო არენაც იქნება და სათამაშოც.

რადგან ინფრასტრუქტურაზე ვსაუბრობთ, აქვე გეტყვით, რომ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც შპს "გრანდ ემ"-ის საჩივარს ეხება, ეს საქმე ჯერჯერობით წინ არ წასულა...

- "მადლობის ნაცვლად ქონება წამართვეს, ამიტომ ახლა ვითხოვ სტადიონს, ანუ - ჩემს ქონებას"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ketili dila
მიდი გია ისიანი მაგარი კაცი ხარ, შენს დაბრუნებას გაუმარჯოს გორში
gireli
რაც კარგია კარგია, ისიანის გამოცდილებაც წაადგება საქმეს, მაგრამ დილას რა ეშველება
dila gori
განათება გასაგებია,მაგრამ ტაბლოზე რა ხდება ვინმემ ხოარ იცის?
dila
გრანდი არა კიდე ის, ქალაქი ფეხზე დადგება მაგ სტადიონს შეეშვით განათება უნდა დაამონტაჟონ ძლივს რაღაც უნდა გვეშველოს და ეს ფულის მღრნელები საიდან გამოტყვრენ ..
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
"ეს "ჩელსის" ისტორიაში პირველად მოხდა" - რა რეკორდი დაამყარა კვარაცხელიამ გუშინდელ მატჩში
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
გადაწყვეტილება შეიცვალა - აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად მაროკო გამოცხადდა
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
გია ისიანი გორის "დილას" დაშორდა
ᓐᓥᓢᓣᓐᓚᓣᓠ ᓗᓔᓛᓐᓖᓔ: ᓙᓚᓣᓑᓔᓑᓘსᓗᓕᓘᓡ ᓓᓐᓞᓘᓠᓔᓑᓣᓚᓘ 1,3 ᓛᓘᓚᓘᓝᓜᓘ 800 ᓐᓗᓐᓡᓐᓓ ᓘᓥᓪᓐ?
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ᓠᓝᓒᓝᓠᓘ ᓤᓘᓜᓐᓜᓡეᓑᓘᓗ ᓮᓕᓓᓔᓑᓐ ᓣᓛᓐᓦᓚᓔᓡᓘ ლᓘᓒᓘᓡ 16 ᓙᓚᓣᓑᓘ ᓩᓔმᓞᓘᓝᓜᓐᓢᓡ?
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა გორში გაიმართება
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
გია ისიანი: დარწმუნებული ვარ, "გორიც" ასეთი წარმატებული იქნება
მამუკა კვარაცხელიას სფფ-ის სტადიონების ინსპექტირების ჯგუფი ჩააბარეს
თენგიზ კაცია: სისტემა მოიშალა, ესაა ჩვენი ფეხბურთის კრიზისის მიზეზი
თასის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია - შეასრულებს ბათუმის "დინამო“ ოქროს დუბლს? [VIDEO]
გორს იანვარში სრულფასოვანი სარაგბო სტადიონი ექნება