10 მაისს იაპონიის ქალაქ კიოტოში რაგბიში მსოფლიოს 2019 წლის თასის წილისყრა გაიმართა
10 მაისს იაპონიის ქალაქ კიოტოში რაგბიში მსოფლიოს 2019 წლის თასის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები იქნებიან: ამერიკა 2 (ჯერ უცნობია), ოკეანეთი 1 (ჯერ უცნობია), უელსი და ავსტრალია.

ოკეანეთი 1-დან, სავარაუდოდ, ფიჯი ან სამოა შეგვხვდება, ხოლო ამერიკა 2-დან - კანადა ან აშშ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასი 2019 იაპონიაში ჩატარდება.

მსოფლიოს თასი 2019-ის სრული წილისყრის შედეგები:

A ჯგუფი: იაპონია, პლეი ოფის გამარჯვებული, ევროპა 1, შოტლანდია, ირლანდია

B ჯგუფი: რეპეშაჟში გამარჯვებული, აფრიკა 1, იტალია, სამხრეთი აფრიკა, ახალი ზელანდია

C ჯგუფი: ოკეანეთი 2, ამერიკა 1, არგენტინა, საფრანგეთი, ინგლისი

D ჯგუფი: ამერიკა 2, ოკეანეთი 1, საქართველო, უელსი, ავსტრალია

kaxa
საქმეს მიხედეთ დღეიდან. მოედანზე შიშით გასვლა რომ ისინი ჩვენზე ძლიერია არასწორია და აქედანვე ასწავლეთ ბიჭებს. შოტლანდიასთან პირველი ტაიმი აღარ უნდა განმეორდეს, ბევრი შეგვიძლია და კარგად უნდა მომზადებაა.
live
რაგბს წუწუნი არ უხდება არანაირი მნიშვნელობა არააქვს სად მოვხვდებოდით პირველი ორი ჩვენზე ბევრათ ძლიერია ყველა ჯგუფში და თუ ვინმეს დამარცხებას გეგმავდნენ ეს D ჯგუფში გააკეთონ
Irakli
კითხვაზე აბა რომელი ჯგუფი სჯობდა? პასუხია: ა და ბ ჯგუფი სჯობდა. იქ არგენტინა და იაპონია ჩვენსავით მე-3 კალათში იყო და ჩვენთან ვერ მოხვდებოდნენ. დანარჩენი კი თუ რაგბი ცოტათი მაინც გესმით ყველაფერი გასაგებია უნდა იყოს
vova
რომელ ჯგუფში "გაუმართლებდა" რომ?! კონიკოსი ხოფილა...
glaxunas
გლახო:) აი ზუსტად, რომ ყველაფერი არაა დასაშვები რაგბიში, მართლა გგონია, რომ უელსთან და ავსტრალიასთან მოგებაზე ითამაშებ?? შეიძლება ითამაშო,მაგრამ, ვერ მოიგებ ვერანაირად, ეს ფეხბურთი არაა, რომ გაგივარდეს:)აშშ-სთან და ფიჯისთან შეიძლება რაღაც გამოვიდეს, (ფიჯისთან არა მგონია, ეს ტესტ მეტჩი არ იქნება):)) როცა გაგებაში არა ხართ, ნუ მოაღებთ ხოლმე პირს.... აბა და ვაჟკაცობა და ქართველობა და შემართება და ა.ს.შ არც სხვებს აკლიათ ეს
დათო
გორგოძის წასვლით მესამე ხაზში კი არა მე-2 ხაზში გაგვიჩდა საფიქრალი რეალურად მაღალი კლასის მე-2 ხაზელი გვყავს კოტე, ნემსაძე და გორგოძეს შეეძლო ტავისუფლად ეთამაშა. დანარჩენები ან ახალგაზრდები არიან და ჩვენს ჩემპიონატში თამაშობენ ან უკვე ძაან ასაკში და წასულები ნაკრებიდან. შესაბამისად მარალი კლასის მოქმედი მე-2 ხაზელი ვინც ნაკრებში მოიაზრება კიდე და მსოფლიოსთვის იქნება გვყავს კოტე და ნემსო. ნემსაძე კიდე მსოფლიოსთვის 35 წლის იქნება. ვრჩებით იმის იმედზე რომ ახალგაზრდები მოუმატებენ და უნდა ვიმუშაოთ ამ კუთხით
zaza
შეეშვით გორგოძეს 2019წელს 35 წლის იქნება და იცის კაცმა რომ ამ დონეზე ვეღარ ითამაშებს თან მართალი თქვა მესამე ხაზში მაგარი ბიჭები იზრდებიან, გორგაძე უკვე ეხლა კლერმონის ძირითადში თუ არა შეცვლაზე სისტემატურად თამაშობს და ორ წელიწადში გორგოძეზე ნაკლები არ იქნება ასევე (გვარი დამავიწყდა) ბორდოში ითამაშებს მომავალ სეზონში ეგეც მაგარი ბიჭია და კიდევ მოუმატებს! ჯგუფს რაც შეეხება რთულია მაგრამ თუ რამეზე პრეტენზია გვაქვს 2019-ში ორი თამაში კი უნდა მოვიგოთ
მსქროლავი ტროლი
ამაზე უკეთესი წილისყრა ნეტავ რა უნდა ყოფილიყო?!... სომხებსა და აზერებს ხომ ვერ ჩაგვისვამდნენ ჯგუფში?!... გორგოძე კი, როგორც სჩვევია, სწორად მოიქცა და გუნდზე უფრო იფიქრა, ვინემ საკუთარ თავზე - ორი წელი საკმარისი დროა მის შესაცვლელად... აბა, ერთი კვირით ადრე რომ ეთქვა, ეგ აჯობებდა?!...
Irakli
არავის არ ეპარება ეჭვი რომ ბიჭები ბოლომდე იომებენ ყველა მატჩი. თუმცა არც ზედმეტი მოლოდინების შექმნა და ბაქიბუქობა არ ვარგა. ამ ჯგუფში ორი მოგება დიდი წარმატება იქნება. 2023 წელს კი თუ ყველაფერი კარგად წავიდა უელსზეც შეიძლება გავიწიოთ. 20 წლმადელების მსოფილო ჩემპიონატიც დაგვანახებს რა შანსები გვაქვს მომავალში. წარმატებები ბიჭებს
tato
ამ წუწუნის ფონზე ჩვენ ექვს ერში გვინდა თამაში ? ავსტრალიას ყავს ერთადერთი ყველაზე ძლიერი შერკინება აი მაგენთან უნდა ვიომოთ და თუ ათ ქულაზე მეტს არ წავგებთ მერე ვიტყვი რომ ღირსები ვართ ექვსი ერის.
სოსო
პირველივე თამაშიდან ფორმის პიკზე უნდა ვიყოთ და მამუკა აუცილებლად დაგვჭირდება. მამუკამ თქვა ძალიან მაგარი ბიჭები მოდიანო,მართლაც მოდიან,მაგრამ თუ შეატყო,რომ ბიჭები სათანადო დონემდე გაზრდას ვერ ასწრებენ,მჯერა რომ გუნდს დაეხმარება.
NN
ქართველებმა ძლიერ მოწინააღმდეგეებს უნდა მოვუგოთ,რომ დიდ წარმატებას მივაღწიოთ,თორემ სხვანაირად არაფერი გამოვა,ამიტომ ავსტრალიასაც უნდა მოვუგოთ,უელსაც და სხვებსაც.
murtalo
სიამოვნებით გავუცვლიდი ადგილს იაპონიას:)...მამუკას კი ყველამ ერთად უნდა ვთხოვოთ, სულ რომ არ ითამაშოს გუნდში მისი ყოფნა აუცილებელია.
ქუთაისელი
1 გორგოძე არ გვიშველის! 15 და მეტი გორგოძე გვჭირდება ამათ დასამარცხებლად! წარმატებები ჩვენს ლომებს!
glaxuna
ძალიან კარგია ასეთი ძლიერი გუნდები რომ შეგვხდა(!) სერიოზული მომზადებაა საჭირო და აუცილებლად მოვიგებთ მინიმუმ 2 თამაშს,ავსტრალიასაც კი მოგებაზე უნდა ეთამაშოს საქართველოს ნაკრები,როგორც ეს გააკეთა იაპონიამ! აშშ,ფიჯთან მაგარი შემართებით თამაში და დამარცხება - ერთი სიამოვნება იქნება და უელსთან და ავსტრალიასთან ... რაგბი- ვაჟკაცების სპორტია და აქ უდიდესი შემართება და თავდადებული ბრძოლაა საჭირო და ყოველივე დასაშვებია!
რეზო
კარგი ჯგუფია, ზეძლიერ ინგლისი იქნებოდა უკეთესი ალბატ, მაგრამ მთლიანობაში C, D, საუკეთესო ჯგუფებია. სერიოზული ჯგუფები. მაგარი ტამაშები გველის.
giga
ოოო უელსი ავსტრალიაო, თან მამუკა წავიდა, დიდი ბრძოლა მოგვიწევს ყველა თამაშში
დათო30
ავსტრალიის გარდა ყველასთან გვექნება შანსი, მაგრამ ამისათვის გორგოძე უნდა დააბრუნონ ნაკრებში. დიდი მორაგბეა გორგოძე და ასე არ უნდა მოქცეულიყო. ლეგენდები ნაკრებს ტოვებენ ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების მერე და იმედია გორგოძეს დაიყოლიებენ. მსოფიო 2019-ში გორგოძის დონის მორაგბე აუცილებელია ჩვენი ნაკრებისთვის
Irakli
ყველაზე რთული ჯგუფია რაც ოდესმე ყოფილა. სუსტებიდან არცერთი არ შეგვხდა. არც აფრიკა, არც რუმინეთი (ევროპის პირველადგილოსანი) და არც ოკეანეთის ყველაზე სუსტი. აქედან ერთ-ერთს მაინც ველოდი :)
kiko
,,ა,, ჯგუფი ყველაზე სუსტია
ლუკა
წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს. მნიშვნელობა არ აქვს ვინ მოხვდება ჩვენს ჯგუფში, ყველას უნდა ვებრძოლოთ. ეს ჯგუფი საუკეთესო ასპარეზია 6 ერის ტურნირში შესვლისთვის ხმამაღალი განცხადება გავაკეთოთ უელსის დამარცხებით. არ მომწონს ის ხალხი ვინც ცხოვრებაში ადვილ გასეირნებას ელის. არ მომწონს წუწუნა ხალხი ვინც რაგბის გულშემატკივრად ასაღებს თავს. რაგბი და წუწუნი ისევე შეუთავსებელია ერთმანეთთან როგორც მამაკაცი და ბიკინი.
Irakli-s 2
B და C ჯგუფში მოხვედრას ნამდვილად ჯობდა. 2019 ში თუ ოკეანეთის გუნდს ვერ მოუგეთ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. იდეალური A ჯგუფი იქნებოდა მაგრამ ეგ ნამეტანი გამართლება იქნებოდა. გარდა ამისა იაპონიას შანსი აქვს მანდ საერთოდ პირველზე გავიდეს რაც ყველა მე2 დონის გუნდებისთვის მაგარი საქმე იქნება.
1
ა და ბ ჯგუფებიდან ერთ-ერთში კარგი იქნებოდა
Irakli apkhaidze
წუნკალ იტაკლისა კიდე გაუმართლა მოიგებს 2 თამაშს უპრობლემოდ... პირველ 2 კალათას აზრი არ ჰქონდა ჯერ მაგათი მომგები მაინც არ ვართ არც ერთის, მარა შეიძლებოდა ბოლო კალათებში გამართლება და პირიქით მოხდა, ოკეანეტის უძლიერესი გუნდი და დიდი ალბათობით უხერხული აშშ...
bbb
ალბათ ურუგვაი იქნება

საბრძოლო ჯგუფია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ggg
ძალიან კარგად გამოვიდა. პირველი ორი გუნდი ამ სიძლიერის არის ყველა, მესა ჩვენ ვართ და ჩვენს მერე ის ორი გუნდი გვხვდება, რომლებსაც ტესტ-მატჩებს ვეთამაშებით. ასე, რომ იოლი ტამაში არ გვექნება არავისთან, მითუმეტეს თუ ამერიკა მოხვდა ჩვენთან, რომელთანაც სულ გვიჭირს თამაში
Irakli-s
როგორ ჯგუფს ელოდი? შენი პესიმიზმით ნუ იწამლები
Irakli
დამთავრდა ჩვენი გულაობა მსოფლიოზე. ერთი თამაშის მოგებაც დიდი საქმე იქნება ამ ჯგუფში :) თუმცა ყველა თამაშში რომ ვიბრძოლებთ ეჭვი არ მაქვს
jaba
აი "ც" ჯგუფი კი ნამდვილი "სიკვდილის ჯგუფია"
jaba
დამეთანხმებით ყველა, რომ ჩვენთვის საუკეთესო ჯგუფში მოვხვდით.
გიორგი
ორი ნაცნობი გუნდი შეგვხვდა. უელსი და ავსტრალია. ამ მდგომარეობით უელსთან შეიძ₾ება ბრძოლოა. მთავარია ჩვენ ვიყოთ კარგ ფორმაში 2019ში და შეიძლება არც უელსი იყოს ძალიან მაგარი და არც ავსტრალია.
შოთა
უკეთესიც შეიძლებოდა, მე-4 და მე-5 კალათებიდან არ გაგვიმართლა.
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: დავითვალოთ ზარალი...
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მილტონ ჰეიგი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი მასპინძლები ქართული რაგბის ოჯახის წევრები გახდებიან
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
ორი წელიწადი იაპონიამდე - "ვებ ელისის" თასი ამომავალი მზის ქვეყანაში მოგზაურობს
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
მსოფლიოს თასი 2019: ვინ შეხვდება "ბორჯღალოსნებს" - კანადა თუ ურუგვაი?
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნების" მეტოქე ფიჯი ავსტრალიაში გაიწვრთნება
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
[ექსკლუზივი] მილტონ ჰეიგი: წილისყრის შედეგები ჩვენთვის ერთობ სასტიკია, მაგრამ...