ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[ოთხშაბათის საკითხავი] რისკის ამბავი

[ოთხშაბათის საკითხავი] რისკის ამბავი

მინდა მე რისკი და შამპანური, აგერ არ მაქვს ძროხის რძესავით თბილი და ტკბილი ბიუჯეტის ფული?!
აგერ, სულ ახალი ამბავი, რომელიც არაოფიციალურად ადრევე ვიცოდით: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოგებისთვის სარგო პრემიები შეუმცირა გუნდებს. რა თქმა უნდა, პრემიის ადრესატებს ეს არ გაახარებდათ, მაგრამ არა მგონია, ეს ტრაგედია იყოს. ბოლოს და ბოლოს, ბევრ ქვეყანაში მოგებისთვის საერთოდ არ იღებენ ფულს და ფეხბურთს მაინც თამაშობენ.

- ეროვნულ ლიგაში პრემიალურები შემცირდა - რამდენს მიიღებენ კლუბები მოგებაზე

ჩემთვის მთავარი ამ ამბავში ეს არის - ვიღაც, სადღაც, იქნებ "ძალიან ზემოთაც" კი, მიხვდა, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, რაღაც სხვანაირად უნდა გაკეთდეს, თორემ სახელმწიფოს მართლა ძალიან დროული და ძალიან დიდი დახმარება შეიძლება ისე ვერ წაადგეს ჩვენს ფეხბურთს, როგორც აქამდე წარმოგვედგინა.

არადა, არ შეიძლება, ასე მოხდეს. არ შეიძლება, რადგან ეს ქართული ფეხბურთის გადასარჩენად მოგონილი ერთგვარი "შოკური თერაპია" იქნებ ერთ-ერთი ბოლო შანსიც კი იყოს ჩვენი საკლუბო ფეხბურთის ხსნისა.

თავიდანვე ვივარაუდეთ, რომ სახელმწიფოს დროულ ინიციატივას ქართული საფეხბურთო თემის მოზრდილი ნაწილი თავის თავზე მოირგებდა და ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი - რის სპონსორი, რა კერძო მესაკუთრე, წამოსხდნენ ადგილებზე, უკვე თავიანთი სამუდამო კუთვნილება რომ ჰგონიათ და შესაშური სისწრაფითა და მადით ითვისებენ სახელმწიფო სუბსიდიებს.

და თუ ვინმეს სახელმწიფო მართლა მეწველი ძროხა ჰგონია, ძალიან ცდება. ცდება, რადგან იქ, იმ პირამიდის თავში, ნამდვილად არ სხედან ადვილად მოსატყუებელი ადამიანები. ამიტომ, თუ რაღაც არ შეიცვალა, თუ რეალურად არ დაიწყო ქართულ ფეხბურთში საქმის კეთება, ეს პროგრამა შეიძლება შეჩერდეს, ეს კი ჩვენი ფეხბურთის პარალიზებას გამოიწვევს, დღეს რომ ხელოვნურ სუნთქვაზეა მიერთებული.

მე იმდენად მიყვარს ფეხბურთი, ხმის გამღები როგორ ვარ და იქნებ ჩემი ეს სიყვარული ჩემს ოჯახსაც ეყოს. ბევრია ასეთი, მაგრამ ისეთებიც მოიძებნებიან ჩვენს ქვეყანაში, უკმაყოფილოდ რომ ჩაიქნევენ ხელს და დააყოლებენ - სულაც არ მინდა, ჩემი ფული, ის ფული, რომელსაც გადასახადების სახით სახელმწიფოს ვუხდი, ქართულ ფეხბურთში იხარჯებოდესო.

ყველას უნდა ახსოვდეს - ის ფული, რომელსაც დღეს ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ადამიანები, ფეხბურთელები, მწვრთნელები თუ სხვები იღებენ, არის სახელმწიფოს ფული. არადა, ისინი სახელმწიფო სამსახურში არ მუშაობენ. ეს არის მხოლოდ დროებითი ღონისძიება, რომლის არსსაც პირადად ჩვენ დროებით კი ვემხრობით, მაგრამ გვერწმუნეთ, სოლიდური გამოკითხვის მაგვარი რომ ჩატარდეს საქართველოში, მომხრეზე ნაკლები მოწინააღმდეგე ნაღდად არ ეყოლება.

რატომ უნდა ვარჩინო მე საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ საკუთარ წვენში იხარშება და საერთაშორისო ასპარეზზე ვერაფერს აღწევს? - აი, ასეთია იმათი ლოგიკა, ვინც სახელმწიფოს მხრიდან ქართული ფეხბურთის პირდაპირი დაფინანსების მოწინააღმდეგეა და, გინდა თუ არა, უნდა აღიარო, რომ ამ მიდგომაში არის სიმართლის მარცვალი.

კარგი, დღეს ასეთი ვითარებაა, მაგრამ დიდი სიბრძნე და გამჭრიახობა არ უნდა იმას, რომ ქართული ფეხბურთი მუდმივად ვერ დარჩება, გვაპატიეთ და, მათხოვრის როლში. ის ხალხი კი, ვინც ჩვენი ფეხბურთი ასეთ მდგომარეობაში არ უნდა დატოვოს, ჯერჯერობით არ ჩანს...

ერთი სიტყვით - თუ მოკლე ხანში ქართულ ფეხბურთს არ გამოუჩნდა კერძო მესაკუთრეთა ახალი კასტა, დაღუპულია ეს ყველაფერი, ჩაილურის წყალს დალევს სახელმწიფო პროგრამაც და მისი შემოქმედებიც, უნდათ თუ არა მათ ეს, სულ მცირე, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.

ფაქტია, გამოსავალია მოსაძებნი. სიტუაცია იმდენად სპეციფიკური და მრავალწახნაგოვანია, რომ დაწერილი წესებით თამაში ჭირს. ახლა ხომ მძიმე მდგომარეობაა და უფრო მძიმე იქნება მომავალში, თუ ვითარება კარდინალურად არ შევცვალეთ.

რა უნდა ქნას ფედერაციამ?

მართლაც და, რა უნდა ქნას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ? ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ კრიტიკის მთქმელი პასუხისმგებლობისგან თავისუფალია. ის პეპლის სიმსუბუქით აფრქვევს იდეებს. პასუხისმგებლობა კი იმისია, ვინც გადაწყვეტილებას იღებს.

ძალიან კარგად გვესმის: ქართული ფეხბურთის დღევანდელ ხელმძღვანელობას უმძიმეს დროს მოუწია ჩვენი ფეხბურთის სათავეში ყოფნა, მაგრამ მათ იცოდნენ, რაზეც მიდიოდნენ. ამდენად, სენტიმენტები და სინანული დაგვიანებულია. ფაქტი ერთია - შექმნილ სიტუაციაში უნდა მოიძებნოს გამოსავალი, თუნდაც - არასქემატური და იქნებ, არაპოპულარულიც.

მე რომ ვუყურებ, დიდი რისკის გარეშე არაფერი გამოვა. ოღონდ ყველაფერი ძალიან მაგრად და ბოლომდე უნდა იყოს გათვლილი. თავი და ბოლო ამ გამოსავლისა კი ქართულ საკლუბო ფეხბურთში კერძო სექტორის განვითარება და წინ წამოწევა უნდა იყოს.

გამორიცხულია, საკლუბო ფეხბურთს ეშველოს მანამ, სანამ უმაღლეს და პირველ ლიგაში მოთამაშე ყველა კლუბი კერძო მფლობელობაში არ იქნება. პროცესი თითქოს დაიძრა, მაგრამ ძალიან ნელა მიდის და თუ ამ ტემპებით იარა, დიდი შანსია, სახელმწიფო პროგრამამ მის დასრულებამდე ვერც მიატანოს.

შევთანხმდეთ - არ არსებობს სიტუაცია გამოსავლის გარეშე. ყველგან არის და აქაც უნდა იყოს საშველი. ეგაა, ძალიან დიდი რისკის გარეშე არაფერი გამოვა (აბა, სხვანაირად შამპანურს როგორ დალევ?!) და საქმე ისე რთული და დახლართულია, შეიძლება სპორტული პრინციპიც კი დაგვერღვეს.

ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა ამას წინათ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ადგილას რომ ვიყო, დავუძახებდი იმ ბიზნესმენებს, ქართულ ფეხბურთში ჯერაც რომ შერჩათ ფულის ჩადების სურვილი და უმაღლეს ლიგაში მხოლოდ იმ კლუბებს ვათამაშებდი, კერძო მესაკუთრე რომ ჰყავთო.

ძალიან, ძალიან არაპოპულარული გამოსავალია და ზუსტად ვიცი, რომ ბევრი გაგვიბრაზდება. ან როგორ გინდა, არ გაგიბრაზდეს - ფეხბურთი ხომ ყველასია? კი ბატონო, მაგრამ საკითხავია ისიც, სჭირდება თუ არა ვინმეს ისეთი ქართული ფეხბურთი, როგორიც დღეს არის?

რისკს კი მაინც ვერ ავცდებით - სხვანაირად უბრალოდ იქვე დავრჩებით, სადაც ვართ. ეს კი კატასტროფის ტოლფასია. კი, დღეს მიმზიდველად მოჩანს ყველაფერი, მაგრამ რა იქნება მერე, სახელმწიფოს დონორობა რომ მოსწყინდება?

მთავარი კი მაინც ესაა - ვერა და ვერ მოვიდა მასობრივად ჩვენს ფეხბურთში საქმის მკეთებელი ხალხი. ძველების გაკეთებულს ვხედავთ - რომ არა იმ საქმეების შედეგები, ვფიქრობთ, დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა.

ახალი ხალხი, ახალი სისხლი, რისკის კაცები, სუფთა კაცები - ქართული ფეხბურთი ამათ მოლოდინშია. ძნელია? რა თქმა უნდა! იოლი ისაა, დინებას მიჰყვე, როგორც დღეს მივყვებით. ასე კი აღარ შეიძლება, რადგან ეს უეჭველ კატასტროფას გვიქადის.

თავიდან ძალიან მიხაროდა, სახელმწიფოს ფული რომ გამოჩნდა ქართულ ფეხბურთში - ბევრი ახალი გუნდი დაეტყო ჩვენს საფეხბურთო რუკას. ახლა რომ ვუყურებ, ნაადრევი ყოფილა ეს სიხარული და იმ ახალ ხალხს, ჩვენს ფეხბურთში რომ გამოჩნდა ახალი გუნდებით, უფრო ფული ნდომებია, ვიდრე ნაღდი საფეხბურთო პროგრესი.

არადა, თუნდაც ჩვენი, გვარიანად გაახალგაზრდავებული უმაღლესი ლიგა საიდანმე ხომ უნდა საზრდოობდეს? მასაზრდოებელი კი არ ჩანს. პირველი ლიგა "დაბერდა", ასევე "დაბერდნენ" დაბალი დივიზიონები, ეზოს ფეხბურთი კი მკვდარია.

მხოლოდ რამდენიმე კლუბის თუნდაც კარგი აკადემია საკმარისი არ არის. კერძო მფლობელი კი თუნდაც მხოლოდ იმით არის კარგი და მისაღები, რომ ხვალინდელი ქათამი ურჩევნია დღევანდელ კვერცხს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• dave

მე არ მითქვამს რომ პროგრამა იდეალურია და კორექტირება არ შეიძლება, პირიქით რაც უფრო მეტად დაიხვეწება და გაიმართება მივესალმები, უბრალოდ ამდენიწლის შემდეგ აშაკრად გადაიდგა ნაბიჯეი საქმის გამოსწორებისკენ და მინდა ჩემი ისევე როგორც თქვენი სურვილია მეტი გაკეთდეს, მაგრამ ერთ წელში სასწაული ის რაც ფუჭდებიდა 25 წელი ვერ გამოსწორდება. სწორედ ამას გავუსვი ხაზი და ბატონ ალეკოს ვთხოვე უბრალოდ ნუ აღვივებს ცევხლს :))) Abaaba-ს მინდა ვუთხრა რომ 2017 წლიდან მერიები აფინანსებენ კლუბებს, ერთადერთი რაც მათ შეუძლიათ და ვალდებულნი არიან მიხედონ არსებულ ინფრასტრუქტურას, სტადიონებს და ა.შ. რადგან შენობა ნაგებობები არის მათ და სახელმწიფო ბალნსზე. მადლობა ყურადღებისათვის :)

• სოსო

და ასეთ დროს ქალაქის მერი გუნდის დირექტორი,ფეხბურთელების სახელფასო ფულს რომ შეჭამენ,და მერე ფეხბურთელებს ეხვეწებიან რამე ნაირად არ გვიჩივლოთ ჩვენ გვაპატიეთ ეს ფულიო.ს/შ ეს ამბავი ძალიან კარგად იცის კობიაშვილმაც,მაგრამ არანაირი ზომები არ მიუღია.იმ უსინდისო ხალხმა კი გუნდი პირველი ლიგიდან გააგდეს,და ახლა მეორე ლიგიდანაც აგდებენ.და ეს ყველაფერი ხდება ზუგდიდში რომლის აღზრდილი ფეხბურთელები მთელ საქართველოში არიან მიმოფანტულნი,უცხო ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ.

• aba baba-ს

ერთი კონკრეტული მაგალითი მაინც გაქვს რომელიმე მერიის მიერ დამატებით დაფინანსებით?

• aba baba

dave, შენ სიტუაციას ნათელს კი არ ფენ - წყალს ამღვრევ: ეგ ყველამ იცის, რომ გუნდები ცენტრალიზირებულად ფინანსდებიან ფედერაციიდან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მერიები დამატებით აფინანსებენ გუნდებს(!) და ცხადია დიდი ქალაქების მერიებს მეტი შეუძლიათ. პრინციპში, ეს დამატებითი დაფინანსება გასაკვირი არც არის, რადგან ეს კლუბები მუნიციპალიტეტისაა... ასე რომ, ბიზნესმენი ახალ კლუბს ვერ ქმნის, რადგან ესენი 'მოგუდავენ', ამ ძველი კლუბების შეძენა კი არ უნდა, იმის გამო, რომ ამ ძველ კლუბებთან გადაჯაჭვულია ათასი არამკითხეს ინტერესი და მათი გადაკიდება არავის უნდა...

• daves

მერიები რომ აღარ აფინანსებენ და გამგებლები, ყველამ იცის,მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით ფინანსდება და რა მნიშვნელობა აქვს? ძველს ჯობია ეს მოდელი, მაგრამ რაც ნაკლოვანებებია, სწორად უწერია ავტორს. რა ვქნათ ახლა, კირკიტაძის და ჯაფარიძსდროის მოდელს თუ ჯობია, დავდუმდეთ?

• dave

თქვენის ნებართვით მოვფენ ნათელს რამოდენიმე საკითხს: 1. მერიები, მუნუციპალიტეტები და ა.შ 2016 წლის მარტიდან აღარ აფინანსებენ კლუბებს და ეს ამბავი ხდება ცენტრალიზებულად, ფეხბურთის განვიტარების პროგრამის შესაბამისად (ასე რომ მერები, გამგებლები და ა.შ ისე ვეღარ არიან ჩართულები როგორც აქამამდე და თუ ვინმე რეალური მსურველია კლუბის შეძენის და მზადაა ინვესტიცია მოახდინოს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება); 2. ნუ გგონიათ რომ სახელმწიფო არ აფინანსებდა აქამდე ფეხბურთს. დაწყებული 1991 წლიდან ვიდრე 2016 მუნიციპალიტეტები თვითონ აფინანსებდნენ მუნიციპალურ კლუბებს (არ გეგონოთ რომ საკუთარი ჯიბიდან, ბიუჯეტის ფულით მეგობრებო), ბევრად უაზრო და ბევრად მეტ ხარჯს წევდნენ ვიდრე ეს დღეს ხდება (რა შედეგიც გვაქვს 25 წლის თავზე კარგად ხედავს ყველა) და აცადეთ ამ ფედერაციას და პროგრამას მუშაობა, ჯერ ერთი წლისაც არაა :) :) :). ამიტომ ძალიან გთხოვთ, ასევე ბატონ ალეკოს ვთხოვ კარგად გაერკვეს საქმის ვითარებაში და ნუ შეიყვანს შეცდომაში რიგით გულშემატკივარს. პატივისცემით ქართული ფეხბურთის და ქართული სპორტის გულშემატკივარი :)

• კოტე

რა გჭირთ, გამოსაქვეყნებელ პოსტებს რის მიხედვით არჩევთ? განსხვავებულ აზრს ბლოკავთ?

• ზვიადი

რატო უნდა მიდიოდეს ჩემი ფული უვარგისი ბრბოს ჯიბეში?ტყვიაზე მივდივარ რო ორი კაპიკი ვიშოვო და ამათ გარტობაში უნდა გადავუხადო?საერთოდ 1თეთრიც არ უნდა მისცეს მთავრობამ

• komagi

აი სიამოვნებით წავიკითხე. სადაც გასარისკია უნდა გაირისკოს!

• 1,2,3,5,8...

სახელმწიფო პროგრამა ქართულ საკლუბო ფეხბურთს რომ ვერ გადაარჩენდა ახლა მიხვდით? ინვესტორებს გაიძახით და თვითონ ჩადებთ ფულს წამგებიან ბიზნესში? სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოაცხადეთ კონკურსი ფეხბურთის გადარჩენის პროგრამაზე და მასმედიის დახმარებით ყველა პროგრამა გააშუქეთ! გამოსავალიც მაშინვე გამოჩნდება, მაგრამ ეს გულშემატკივრების გარდა ვინმეს აწყობს? გულშემატკივრებს კი არავის არაფერს ეკითხება. გულშემატკივრებს მარტო სტადიონზე მოდი და ამ "სვარკას" უყურეო მოუწოდებენ.

• davit

ასე პირდაპირ დაწერილი სიმართლე მომწონს! საკანონმდებლო დონეზე დაიდოს!

• aba baba

კაი სტატიაა, მარა დაგვიანებულია, გვარიანად... როცა სახელმწიფო ამ პროგრამას იწყებდა, მაშინ რატომ არ ჭიკჭიკებდით, კლუბების განკერძოებაზე, ასე? ვთქვათ, მე ვარ ბიზნესმენი, რომელსაც მაქვს საკმარისი ცოდნა ფეხბურთში, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოვაყალიბო და შემდეგ ეს გუნდი გავაძლიერო ეტაპობრივად, თუ მივიღებდი ხოლმე შემოსავალს ფედერაციიდან თუ ევროტურნირებიდან... რა შემიძლია გავაკეთო მე დღეს? ჩემი რესურსით, მე, მაგალითად ტორპედოს (ქუთაისის მერიას), ბათუმის დინამოს (ბათუმის მერიას) და ა.შ. ვერ ვაჯობებ და დავრჩები ხახა მშრალი... და ასე ხდება ყველა დონეზე (არამარტო უმაღლესი ლიგის დონეზე)... ამ ყველაფერს თუ დავუმატებთ, ამ საქმეში გათქვეფილი მაფიოზების მხრიდან, მსაჯების მოსყიდვებს ხომ საერთოდ... მოკლედ, სანამ იმის ძახილს არ შეეშვებით, რომ თურმე როგორ შეიძლება ტორპედო და ა.შ. კლუბები ქვედა ლიგაში თამაშობდეს და ვთქვათ 'წნორის მილანი' უმაღლესში, მანამდე არაფერი გამოვა... მერიებო და გუბერნიებო, შეწყვიტეთ გუნდების დაფინანსება! ეს უნდა გადაწყდეს სახელმწიფო დონეზე და ასეთი რამ აიკრძალოს მკაცრად!

• Jango

ალეკო,რასაც თქვენ ახლა წერთ, სიტყვასიტყვით იმეორებთ იმას, რასაც თვეები და წლებია მე და გუადუა ვამბობთ, ამ თემაში დიდი წერილი დაწერა მერაბ მამულაშვილმა და კიდევ 1-2 ადამიანმა იაქტიურა. მაგრამ თუკი რიგითი კომენტარის დამწერია მას სერიოზულად არც აღიქვამენ, ხშირად კომენტარებს თქვენი "ცენზურის ოსტატი" არც უშვებს. იმედია ახლა მაინც არ დაბლოკავს. კიდევ ერთხელ გავიაზროთ რომ ეროვნულ პირველ და მეორე ლიგაში არაკერძო კლუბებს 2018 წლიდან ადგილი არ უნდა ჰქონდეთ,ეს უნდა იყოს კანონი და არა სურვილი.სახელმწიფო ფული მათ ბიუჯეტში უნდა იყოს არა უმეეტს 1/3-ისა, კანონით უნდა იყოს კლუბის ბიუჯეტის მინიმუმის მოთხოვნა,როგორც ამას გუადუა ამბობს, ასევე ამ ბიუჯეტში 1 მილიონზე მეტი არ უნდა იყოს სახელმწიფოს წილი, უნდა მოიხსნას გამარჯვების პრემიალურები, შემცირედეს საპრიზოების პრემიალურები : 1,5-1,0 -0.75-0.5 მლნ.ეს პირველი 4 ადგილისათვის ხოლო თასის მფლობელისათვის 500 000 და სუპერთასის კი 250 000.

• simartle

წაიკითხეთ სადაც ჯერ არს!

• dave

კარგია გული რომ შეგტკია ქართულ ფეხბურთზე, მაგრამ ჩახედულობა და ცოტა ღრმა ანალიზი გაკლია სამწუხაროდ. უმღლეს ლიგაშI მხოლოდ კერძო კლუბებიო რომ წერ, აგერ 10-დან 6 კერძოა, და მომავალ წელს კიდე ორი მინიმუმ ორი შეემატება ეროვნული ლიგა 2-დან. სავარაუდოდ უმაღლესიდან ქობულეთი გავარდება და კიდე რომელიმე და ქვევიდან ამოვა მერანი და გაგრა (ორივე კერძო), ამასობაში ტორპედოც განკერძოვდება და ესეც შენი 10-დან 9 კერძო კლუბი. შესაძლოა ბათუმის დინამოც განკერძოვდეს. ასე რომ არც ისე მუქ ფერებია როგორსაც ხატავთ :)

• gia

გასაგებია,მაგრამ არავის სურს ფულის ჩადება წამგებიან საქმეში

• kika

მე ერთ რაიონში ვცოხოვრობ აქ არსებობს ერთი ცნობილი კლუბი რომელიც ქვედა ლიგებში გამოდის. ამ კლუბში მოღვაწეობს ხალხი ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან ,რომლებიც ღვაწმოსილი არიან, მაგრამ ახალ ცხოვრებას ისინი ფეხს ვერ უწყობენ.ეს კლუბი არის მათი შემოსავლის წყარო,აქ ყავთ დასაქმებული მათ შვილები და საახლობლო წრე. ამ ხალხს რათქმაუნდა არ აწყობს კერძო ახალი ინვესტორი, რომელიც მათ დიდი ალბათობით სამსახურში არ დატოვებს, იმიტომ რომ მათი მენტალიტეტი და საქმისადმი მიდგომა დრომოჭმულია. ასეთი სიტუაციები არის ალბათ სხვა რაიონებშიც. ამ ხალხს რა გამოასწორებს? არაფერი.ესაა მთავარი ჯადო!

• inter

მაგარი წერილია მარა მოგისმენენ კი?

• gia

ჩემ გულში ზიხარ ავტორ. ძაან მაგარი ანალიტიკა! აი მესმის!

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი

[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება

[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?

[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...

[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება