სუპერგოლები და არამხოლოდ...
ჩათამაშდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, XII ტური. დაძაბულობა ზოგადად არ აკლია ჩვენს პირველობას და ასე იყო ამჯერადაც. და მაინც, განვლილ სათამაშო დღეებს გამორჩეული ეთქმის თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ ორი სუპერგოლი ვიხილეთ. ისეთი გოლები, ჩემპიონატში საუკეთესოობაზე რომ ექნებათ პრეტენზია. განსაკუთრებით იმ გოლს, ქობულეთში, "ჩელე არენაზე" რომ გავიდა...

ელვა კი არა, მეხი იყო...

"ტორპედოს" თავდამსხმელ თორნიკე კაპანაძეს არასოდეს დაავიწყდება ქობულეთში, "ჩელე არენაზე" გამართული მატჩი, რომელიც "ტორპედომ" საბოლოო ჯამში იოლად მოუგო "კოლხეთს".

"ელვა" კი ტყუილად როდი ვახსენეთ - პირველი ტაიმის დასრულებას აღარაფერი აკლდა, როცა ქუთათურთა ფორვარდმა ზეეფექტური "მაკრატელათი" შეაგდო. ისეთი გოლი იყო, მთავარი სამკაული რომ იქნებოდა ნებისმიერი ჩემპიონატის ნებისმიერი დონის მატჩისთვის.

- კოლხეთი-ტორპედო 0:3 - კოლხების გასაჭირი და კაპანაძის სუპერგოლი [VIDEO]

კაპანაძეზე ცალკე - ფაქტია, უკვე წლებია, ძალიან კარგი, თვითმყოფადი ფორვარდია საქართველოს ჩემპიონატის დონეზე, თუმცა, თითქოს, მაინც რაღაც აკლია, თითქოს ბოლომდე ვერ იხსნება...

ვნახოთ, იქნებ ამ გოლმა მეტი თავდაჯერება შემატოს.

მოწყენილი შერმადინი

იმავე მატჩში დავრჩებით და სუპერგოლების თემას დროებით დავეხსნებით. "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელ გელა სანაიას ერთი შეცვლაც კი არ გაუკეთებია "ტორპედოსთან" მატჩის მსვლელობისას. ან კი როგორ გააკეთებდა, როცა სათადარიგოთა სკამზე... ეულად იჯდა... ამპლუით მეკარე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ყოფილი გოლკიპერი - ნიკა შერმადინი.

თამაში ისე დასრულდა, ზღვისპირელთა მოლდოველ მეკარე სტეფან სიკაჩს ფარსაგი არ შემთხვევია, თორემ... ესღა აკლდათ ფოთელებს.

საერთოდ, ტრავმა როგორ უნდა გაგიკვირდეს დღევანდელ ფეხბურთში, მაგრამ ის, რაც ფოთში ხდება, საგანგაშოზე მეტია - ნახევარ გუნდზე მეტი დაშავებულია. "კოლხეთი" მიმდინარე სეზონში არაერთხელ გვიქია, მაგრამ ახლა ამ ქებას საყვედურიც უნდა გამოვურიოთ - ტრავმების ეპიდემია, ამა თუ იმ დოზით, შეიძლება ყველა გუნდში იყოს, მაგრამ რაც ფოთში ხდება, ეს ერთ რამეზე მიუთითებს: გინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ გუნდი სათანადოდ ვერ არის დაკომპლექტებული.

კიდევ უფრო მიუღებელია ჩვენთვის ის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც ფოთელებმა ცხრამეტწლამდელთა გუნდიდან ოთხი მოთამაშის დამატება იმის გამო ვერ შეძლეს, რომ... ეკიპირების ფული არ აქვთ.

ესეც გვესმის, გაჭირვება არახალია ქართული კლუბებისთვის, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს, მით უმეტეს ახლა, როცა სახელმწიფო ეხმარება ჩვენს კლუბებს.

იმედია, "კოლხეთში" მდგომარეობა მალე გამოსწორდება და ასეთ რამეებზე აღარ მოგვიწევს მკითხველის მოცდენა.

ვაგო, შე მაგარო!..

...ასე შეუძახეს რამდენჯერმე "საბურთალოს" ნორჩმა ქომაგებმა კლუბის ბრაზილიელ ლეგიონერ ვაგნერ გონსალვეშს, ვისაც ბრაზილიურთან ერთად ფრანგული პასპორტიც აქვს. ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს ჩემპიონატში ლეგიონერი ზედმეტი ფუფუნებაა, მაგრამ მათ გარეშე საქმე და საკეთებელი რომ არ გამოდის?!

"ლოკომოტივთან" მატჩში ვაგნერმა ძალიან ლამაზად ითამაშა და კიდევ უფრო ლამაზი გოლი გაიტანა. მახვილი კუთხიდან დარტყმული საჯარიმო იმ თამაშის მშვენება იყო, ისევე, როგორც სამხრეთამერიკელის ულამაზესი რეიდი.

- ლოკომოტივი-საბურთალო 1:2 - ვაგნერის რიტმებზე [VIDEO]

ალალად ვიტყვი: იმ თამაშში, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ნეიტრალური ვიყავი, მაგრამ დრიბლინგი ისეთი სილამაზის იყო, ძალიან მინდოდა, გოლით დასრულებულიყო.

მოსაგებს იგებს და არწასაგებს არ აგებს

საქართველოს ჩემპიონატის ბოლომდე იმხელა დისტანციაა დარჩენილი, კიდევ უამრავი რამ შეიცვლება, გადალაგდება და დალაგდება. სადღეისოდ კი, "დინამოს" სვლას "საჩემპიონო სვლა" ეთქმის. გუნდი მოსაგებ თამაშებს იგებს და არწასაგებს არ აგებს.

რა თქმა უნდა, თბილისური კლუბი მუდამ გამარჯვებაზე ფიქრობს საქართველოს ჩემპიონატში, მაგრამ ბათუმური მატჩის შედეგით ფრთაშესხმულ "დილასთან" ფრე მთლად ურიგო და მიუღებელი შედეგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს.

ბოლო დროს ადგილ-ადგილ გაიგონებთ - კახა კაჭარავა შემადგენლობას ხშირად ცვლისო. უნდა გამოვტყდეთ: ჩვენც დიდ სიამოვნებას გვანიჭებს გიორგი ჩაკვეტაძის თამაში და ძალიან გვინდა, რომ სულ ძირთითად შემადგენლობაში იყოს, მაგრამ ეს შეუძლებელია მისი ასაკის გამო. ასე რომ მოხდეს, ის, უბრალოდ, "გადაიწვება". ეს ჩვენც ვიცით და, რა გასაკვირია, რომ ჩვენზე უკეთ იცის კაჭარავამ...

მთავარი ისაა, რომ რიგი ჩავარდნების მიუხედავად, ახალი და ძალიან ახალგაზრდული "დინამო" ჯერ ერთობ სტაბილურია. ასეა ახლა და რა იქნება მომავალში, ეს მხოლოდ უფალმა უწყის...

ქამბექების ოსტატი

რაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი არსებობს, მას მერე თითქოს ძვალ-რბილში გაგვიჯდა "პირველი გაშვებული გოლის" ფაქტორი. იყო დრო, არაერთ შემთხვევაში ჩვენი კლუბებისა თუ ნაკრებების უმრავლესობისთვის თამაში იქვე მთავრდებოდა. ახლა მთლად ასე აღარ არის, მაგრამ ეს მომენტი ჩვენს საფეხბურთო რეალობაში მაინც დარჩა.

საქართველოს ჩემპიონატში არის მწვრთნელი, რომელიც არად დაგიდევთ არათუ ერთ, არამედ ორ გაშვებულ გოლსაც კი. ზივ არიემ ეს ცოტა ხნის წინ ბათუმში დაამტკიცა. ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში "დილა" ამჯერადაც ჩამორჩა თბილისის "დინამოს", მაგრამ გაშვებული გოლი არად ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა.

საინტერესო მწვრთნელი ჩანს არიე, თავისი მკაცრი საფეხბურთო გემოვნებითა და პრინციპებით. გუნდიც თანდათან ლაგდება. ეგაა, ის აგრძელებს ექსპერიმენტებს ფეხბურთელების პოზიციებთან დაკავშირებით. თითქოს უნდა, კიდევ ახალი რამ აღმოაჩინოს თავის შეგირდებში, მათი ახალი თვისებებით გააძლიეროს გუნდი. ვნახოთ, რა გამოუვა ამ საქმიდან...

ორი პოლუსი

"სამტრედია", საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, კვლავ ქართული ოქროსთვის იბრძოლებს. გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. როგორც იქნა, გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა ნავსი გატეხა და მშობლიურ "ეროსი მანჯგალაძეზეც" მოიგო.

ერთ-ერთ ჩვენს ბოლო სამატჩო მიმოხილვაში ქვეყნის ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგის წინ კომპლექტაცია დავუწუნეთ და თითქოს, კლუბის ხელმძღვანელობამ გვისმინაო, დღე არ გავა, იმერულ კლუბში ნორმალური უცხოური კარიერის მქონე ფეხბურთელი არ გამოჩნდეს. ამბობენ, მატება კიდევ იქნებაო...

"სამტრედიამ" მოუგო ძალიან ცუდ ფორმაში მყოფ ბათუმის "დინამოს". არ ვიცით, რა სჭირთ ზღვისპირელებს. ფაქტია: ამ შემადგენლობით გუნდს მეტი მოეთხოვება და გვანაღვლებს ისიც, რომ კარს მოგვადგა ევროპალიგა, სადაც სხვა ქართულ კლუბებთან ერთად ბათუმელებმაც უნდა ითამაშონ.

ტატანაშვილის ბენეფისი

..."შუქურა" კი ამ დროისთვის განწირულ აუტსაიდერად მოჩანს. არადა, ქობულეთელებს არც ისეთი სუსტი შემადგენლობა ჰყავთ, ამ დღეში რომ იყვნენ. კლუბის ფინანსური მდგომარეობა უკეთესი რომ იყოს, დღეს ირაკლი ბალაძის გაწვრთნილ გუნდს სატურნირო აქტივში გაცილებით მეტი ქულა ექნებოდა.

ის კი არა, თუ ფინანსური მდგომარეობა შეიცვალა, ჩვენი აზრით, "შუქურას" შეუძლია, სერიოზულად გაიბრძოლოს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის.

ბოლო დროს შეჭირვებულ "ჩიხურას" კი მშვენიერი შანსი ჰქონდა ხასიათის გამოსაკეთებლად და სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა გუნდმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა - 4:1.

გაიბრწყინა საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა დიმიტრი ტატანაშვილმა, ვინც ჰეთ-თრიქი შეასრულა საჩხერელთათვის ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში.

ალეკო კაკაურიძე

გია ტუხაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

smert
მართლაც დიდი ინტერესით ელოდება სამტრედია მაგ თამაშს.
Guadua
lasha ვაჟკაც სირცხვილი რაა იცი ? რომ მილიონებს ხარჯავთ კლუბზე და არცერთ თეთრს იმაზე რომ თქვენთან სტადიონზე 100 კაცზე მეტი მაინც რომ მოვიდეს, მე შენზე მეტად მტკივა რომ ვუყურებ იმოდენა ბეტონის ქვაბულს სადაც ხალხი არაა, ფეხბრუთელიც კი ითრგუნება ამ საშინელი სურათის წინაშე. ამას რომ ვერ გებულობ ამიტომ ხარ არაადამინაურად ბნელი და თვითონაც ქვაბულიდან გამომძვრალი, მუდამა გინდა დაინახო სხვის სიტყვებში ცუდი, სინამდვილეში კი ეს მთელი ქვეყნის სატკივარია რადგან რეალურად თუ ანალიზს გაუკეთებ თბილსისი დინამოს ინტერესებს შეეწირა ქართული ფეხბურთი უმეტესწილად ამ ბოლო 26 წელიწადში და ამას ვერ და არ ხედავთ,ისიც არ გახსოვთ რომ ძალით წაართვეს დინამოს გამო ჩემპიონობა სამტრედიას და რომარა ის ფაქტი ვინ იცის დღეს სად იქნებოდა სამტერდია ან საერთოდ ქართული ფეხბურთი. აზროვნების პროვინციალიზმი გჭირთ და ამაშია უბედურება. თვით კლუბს რას ვერჩით,ეს ახალგაზრდა ბიჭები დიდებულად თამაშობენ, და მე განვასხვავებ ფეხბურთელებს შენისთანა 'ბალელშიკებისაგან".
lashas
რას უწუნებ ამ სტატიას მე მომეწონა
guadua wneva bolos rodis gaisinjee
exla cecadze ar mogwonss? darwmunebuli var samtrediis gundshi mushaob da chasaprebulixar cecadzeze... ram dagbogma ase she tolvilo
lasha
Guadua ბოდიშით რო ინფრასტუქტურა გვაქვს ბოდიშით როო ჩვენთან დიდი სტადიონია და მეტი ნაგებობაა ამიტო ვერ გვიტანთ ? სირცხვილია ბიჭოო ესეც შენი ქვეყანააა სად დაგროვდით ამდენი ბნელი ადმაინებიიი
Guadua
ალეკო და გია აი ამას რომ წერთ: ორი პოლუსი "სამტრედია", საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, კვლავ ქართული ოქროსთვის იბრძოლებს. გუნდი შესანიშნავ ფორმაშია.... ადექით და გამართულად დაწერეთ, რომ სამტრედიას "ძველი სასტავია კარგ და იდეალურ ფორმაში", ახლები კი მხოლოდ არსებობენ მინდორზე ან სათადარიგოზე. კლუბს სჭირდება მინიმუმ 2 ახალი თავდამსხმელი და სამუშიას ამუშაევბა,ახალგაზრდა კაცი ასე დაკნინებული არ უნდა იყოს. ჩაგელიშვილს,კასრაძეს, ბერიაშვილს,სუხომლინოვს(ეს საცოდავი კარგია მაგრამ არა სამტრედიული რეალობისათვის) კი კლუბის გამოცვლა არ აწყენდა ნამდვილად. ძველებს უმწვრთნელოდაც კი შეუძლიათ უკეთესადაც კი ითამაშონ. წარმატებები სამტრედიას. ველოდებით მეორეჯერ ჩემპიონობას. იმედია დინამოს თბილისშივე დაამარცხებენ მისსავე ბეტონის ბუნკერში.
ako
სამტრედია მართლა ძველებურად ათამაშდა 21 ში დინამოზო ვფიქრობ მაგარი ჯახი იქნება ვიცი რომ ასობით სამტრედიელი იქნება და სირცხვილი იქნება თუ დინამოს მისი ფანკლუბის მეტი არავინ ეყოლება ამის შმდეგ მართლა ღირსია სამტრედია ჩემპიონი რომ გახდეს გუნდიც და სამტრედიეკი გულშEმატკივარიც იმსახურებს
lasha
ცოტა მეტი დმაოკიდებულება აქ იყოო და ესაც ბანძდებააა კი წერთ პრტყელ პრტელ სტატიებს ასე უნდა განვითარდეს ფეხბურთი არა ასეო მარაა თავის შეწუხება არ გინდათ რო ნორმალური სტატია დაწეროთ ტურის წინ დარეკოთ გუნდებში მოითხოვოთ განაცხადიი წინა სამატჩოო გაგვაგებინოთ ვინ ითამაშებს ვინ არა ან ესა თუ ის ფეხებურთელი რამდენიხანი იუქმებს მოკლედ ძაან მაგარ დაბალ დონეზე ეკიდებით საქმეს ასეთ სტატიას და სიმბოლურ ნაკრებს მეც შევადგენდიი (არცერთ თამაშზე რო არ წავსულიყავი მარტოო ინტერნეტში ნაყურები თამაშებით )ეს ვიცით ჩვენ დავდივათ თამაშებზე და რასაც იქ არ ვნახულობთ მერე ინტერნეტში ვუყურებთ მაგრამ თქვენ რო ჟურნალისტები გქვიათ ცოტა მეტი უნდა გააკეთთოთ რაა
ai treneri
warmatebebi cecadzes ar meguleba cecadzeze uketesi treneri. dashlili gundi shekara
კოტე
მანჯგალაძე საბურთალოელია თუ სამტრედიელი
vako
manjgaladze samtrediiis pexburtelai da ara saburtalos gaasworet..
jurnalistebs
სამტრედიამ რამდენი გასვლა და რამდენი ტამასჰი უნდა მოიგოს ცეცადზე სიმბოლურსჰი ერტხელ მაინც რო მოხვდეს.. გაგვეციტ პასუხიი. ალბატ ყველა უნდა მოიგოს და ბოლო ტურსჰი სჰეიყვანტ სიმბოლურსჰიიი.. წარმატებები სამტრედიას
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ირაკლი სიხარულიძე: "სლოვაცკოში" გადასვლა ვლადიმირ ვაისმა მირჩია
ტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ
დაბრუნება საქართველოში - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი შემტევი დაიმატა
თორნიკე კაპანაძემ ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს
ბათუმის "დინამო" ტრანსფერების მოლოდინში - არჩილ ბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრზე საუბრობს
დიმიტრი ტატანაშვილი კარიერას "თელავის" რიგებში გააგრძელებს
ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ
"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა
"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს
ეროვნული ლიგა. XIII ტური: "საბურთალომ" "ტორპედო" დაამარცხა და გალიდერდა [VIDEO]
თორნიკე კაპანაძემ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა
საბურთალო VS არარატ-არმენია - ვის წარუძღვება "მიმინო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში?
ულამაზესი მაკრატელა საქართველოს ჩემპიონატში - თორნიკე კაპანაძემ "ჩიხურას" საოცარი გოლი გაუტანა [VIDEO]
დიმიტრი ტატანაშვილი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა
გიორგი კოხრეიძე გაძვირდა - ეროვნული ლიგის ფეხბურთელების განახლებული ფასები
"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ
ეროვნულმა ლიგამ IV წრის საუკეთესოები დაასახელა
"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ
"საბურთალოს" ერთ-ერთი ლიდერი სათამაშოდ საბერძნეთში წავიდა
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
თემურ შალამბერიძე: ყველას არ შეუძლია, ფული გადაიხადოს და ფეხბურთზე იაროს
თორნიკე კაპანაძე "დილას" ფეხბურთელი გახდა
დიმიტრი ტატანაშვილი "სიონისთვის" გაიტანს