საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩში კალათბურთელებმა ბოლო მეოთხედი 58:51 ითამაშეს
18 მაისს საქართველოს ჩემპიონატის მატჩი გაიმართა 16 წლამდე კალათბურთელთა შორის, რომელშიც ერთმანეთს "ქუთაისი" და "იბერი" შეხვდნენ.

ჩვენს ყურადღებას ეს თამაში არ მიიქცევდა, რომ არა ორი ფაქტი - მატჩი 16 წლამდე ბავშვებს შორის 141:133 დასრულდა და ეს თამაში ცნობილი ტოტალიზატორის, marathonbet.com-ის გამორჩეული "ცოცხალი" თამაში იყო, ანუ მასზე სხვადასხვა ფსონი ლაივ-რეჟიმში იდებოდა.

თანაც, ის, რაც ამ მატჩის მესამე და მეოთხე მეოთხედში ხდებოდა, საოცარია - მესამე მეოთხედი მასპინძლებმა 39:54 წააგეს, ხოლო მეოთხე 58:51 მოიგეს! 109 ქულა 10 წუთში! ეს კი წუთში თითქმის 11 ქულაა. ასეთი შედეგის მიღწევა NBA-ს კალათბურთელებსაც გაუჭირდებოდათ.

ისიც სათქმელია, რომ სამქულიანი ორივე გუნდმა ზუსტად სულ 11 შეასრულა მთელ მატჩში...

sportall.ge შეეცდება, ჩვენი აზრით, ამ საგანგაშო ფაქტსა და ზოგადად, ბავშვთა კალათბურთში არსებულ ვითარებაზე, ქართული კალათბურის მესვეურთა კომენტარები გაგაცნოთ.

საეჭვო მატჩის ოქმი

შედეგი ტოტალიზატორის საიტზე

555
გთხოვთ მიპასუხეთ ტქვენ საიდან ინფორმაცია რომ ტოტალიზატორი ამ თამაშს პირდაპირს თამაშობდა?
777
ალბათ თქვენ თამაშობდით და კარგააც იგებდით ერთ ერთი თქვენი გუნდი ხო გამოდის ამ ჩემპიონატზე?
lado
შანსი არაა ათ წუთში 109ქულა.საერთოდ ხელი რომ არ შეეშალათ ერთმანეთისთვის მაინც ვერ მოასწრებდნენ წუთში11ქულის ჩაგდებას
zviadi
ამ თამაშის ჩანაწერი თუ არსებობს, დადეთ სადმე
სოსო
ასეც ხდება,ისეც ხდება,სიზმარი რომ აგიხდება. კურდღელი ახტებ დახტება და შიგ ქვაბში ჩაგიხტება... თუ ჩავთვლით,რომ 11-ვე სამქულიანი მეოთხე პერიოდში ჩავარდა,გამოდის 49-ჯერ უსვღიათ ზუსტად.ისე ჩაგდების პროცენტი მაინტერესებს ნამეტანი.ასე ვღუპავთ ქართულ კალათბურთს,ამ ორ გუნდში ათი სტეფ კარიზე უფრო ნიჭიერი კალათბურთელი თამაშობს თურმე,მაგრამ გავა რამდენიმე წელი და ისინი ცის ტატნობიდან გაქრებიან მეტეორებივით,ჩვენ კი ისევ აღტაცებით ვილაპარაკებთ ნბას ვარსკვლავების ფანტასტიკურ თამაშზე.ასეთი გენიოსი მწვრთნელები კი სადღა უნდა ნახოთ.არა,არა,არა.თქვენ დაღუპეთ ქართული ფეხბურთი,არა მაპატიეთ,კალათბურთი.ფეხბურთშიო ფილმ ფეოლაშია.
zaza
არა ეტყობა ნიჭიერი ბავშვები გვყავს 109 ქულას მოხერხება ხომ უნდა რაც არ უნდა ჩაწყობილი იყოს?! :D
badri
ბავშვებიც გამოიყენეს სამაქინაციოდ.არ იქნება საშველი. თითქმის 7 ქულა წუთში. ნბას შეშურდება.
koka
პირველი პერიოდი 14-13 და 4პერიოდი 58-51 სასაცილოა ან სატირალი
gela
წერია რომ მარათონბეთს ქონდაო მარტო გამოტანილი ლაივი.გამოდის მაგის დაკვეთა იყო.ნბა-ში არ მთავრდება მეოთხედი ასეთი ანგარიშით.ფანტასტიკის სფეროა.ასე რო იყოს რაღა გვიჭირს მსოფლიო ჩემპიონები გვეზრდებიან და ეგ არი რა.
გაოცებული
ე.ი. პირველი ტაიმი 44:28 დამთავრდა, მეორე 97:105, ფსონები როგორი იყო
alexandre
გამაოგნებელი თამაში ყოფილა. როგორ ჩააგდეს ამდენი ქულა, მათ შორის ბოლო მეოთხედში 109, და უბრალოდ - საერთოდ არ უშლიდნენ ერთმანეთს ხელს! აბა საჯარიმოებს დააკვირდით! 1 გუნდმა ისროლა 7 საჯარიმო, ხოლო მეორემ 6! წარმოუდგენელია. იმის თქმა მინდა, რომ მწვრთნელები (მოთამაშეებიც!!!) თავს ვერ გაიმართლებენ. მწვრთნელებს სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდა მიეცეს, მოთამაშეებს რამოდენიმე წლიანი. თუ ამით შემოიფარგლა. მგონია, რომ ტოტალიზატორი-ინტერპოლის ხაზი ამუშავდება და, შესაძლოა, ციხეც არ აცდეთ.
Gela
ორივე მწვრთნელს სამუდამოდ უნდა ჩამოართვან ლიცენზია... თუმც... ვინაა პატრონი...
www
და მაინც 109 ქულა საიდან, ვერ დავითვალე ვერანაირად
ggg
58+51=109
vano -s
ვანო აზრზე არ ხარ, ეტყობა მართლა 5 გყავდა მათემატიკაში... მეოტხე პერიოდში 58-51 მოიგესო > 51+58 = ???
Gela
აბა, ახლა კალათბურთის მწვრთნელის ჯერია გვითხრას, სამარცხვინო ხალხი ხართ, თამაშებს რომ არ ესწრებითო.
12345
ქართულ ფეხბურთში ფეხბურთს ებრძვიან კობიაშვილის თამადობით.ვინც საქართველოს ჩემპიონატის საყურებლად დადიოდა ისიც აღარ დადის.კობიაშვილ-მუჯირის დუეტი ფულის კეთებაზა უფრო ზრუნავენ ვიდრე ფეხბურთზე.მე ასე მგონია.
vano
და კიდევ ეს 109 ქულა სად დაითვალეთ მათემატიკოსებო.რას რა მიუმატეთ და რა გამოაკელით?
vano
კალათბურთია ამ DD ბურთს კალათში ხომ უნდა ჩაგდება. არ მითხრათ ბურთზე მაგნიტი დაამაგრეს და კალათი იზიდავდაო.
gg
ვინც ხედავთ იარეთ და უყურეთ და დატკბით ეგეთი სანახაობებით...
valderrama
სტადიონები რა შუაშია GG, სხვა სპორტის სახეობაა. ფეხბურთში ჩაწყობას ებრძვიან თუ თვალებს კარგად გაახელთ და დაინახავთ..
ირაკლი
გასაოცარია!!! რეალურად ჩავარდა ამდენი ბურთი 10 წუთში???!!!
123
საინტერესოა ძიუდოს და რაგბს როდის მიდგებიან
დათო
აბა ფეხბურთს ხომ არ უნდა ჩამორჩეს კალათბურთი? ქართული ფეხბურთის განადგურების შემდეგ, დროა კალათბურთიც გავანადგუროთ!
gg
და კიდე რატო არ დადიხართ სტადიონებზეო...
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი 9-15 იანვარს დიღმის არენაზე ჩატარდება
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა