საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უახლოესი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

7 ივნისს, 20 საათზე საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრების წინააღმდეგ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.

11 ივნისს, 19 საათზე (თბილისის დროით 20 საათზე) ქართველი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ქალაქ კიშინიოვში, მოლდოვის წინააღმდეგ გამართავენ.

ამ ეტაპზე ეროვნულ გუნდში 25 ფეხბურთელია გამოძახებული, მათ შორის 3 ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ლიგას წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), გიორგი მაკარიძე ("მორეირენშე", პორტუგალია), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე ("ესბიერგი", დანია), უჩა ლობჟანიძე ("ატირაუ", ყაზახეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია ("ლოკომოტივი", რუსეთი), ჯემალ ტაბიძე ("ურალი", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ნეფთჩი", აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია), ლაშა დვალი ("ირტიში", ყაზახეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ტობოლი", ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი ("დიოშგიორი", უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო", თბილისი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("ლეგია", პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი ("ვისლა", პლოცკი, პოლონეთი)

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი ("ატირაუ", ყაზახეთი), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ნიკა კაჭარავა ("ეთნიკოსი", კვიპროსი), ბაჩანა არაბული ("დინამო", თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე ("ორენბურგი", რუსეთი), გიორგი არაბიძე ("შახტარი", უკრაინა)

ვლადიმირ ვაისმა ასევე ის 7 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ომარ მიგინეიშვილი ("სამტრედია", სამტრედია), გიორგი ქიმაძე ("ტორპედო", ქუთაისი), თეიმურაზ შონია ("დინამო", ბათუმი), საბა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), ჯაბა ჯიღაური ("ვარდარი", სკოპიე), ირაკლი სიხარულიძე ("ლოკომოტივი", თბილისი), დავით სხირტლაძე ("სილკებორგი", დანია)

საკლუბო მატჩებში მიღებული ტრავმების გამო უახლოეს ორ შეხვედრაში ეროვნულ გუნდს გიორგი ქვილითაია და დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებლად თბილისში 2 ივნისიდან შეიკრიბება. ის ფეხბურთელები, რომლებსაც შეკრების დაწყების დროს საკლუბო მატჩები აქვთ დაგეგმილი, ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდებიან.

rezi
აუ ისევ ლობჟანიძე?
ვასო
მაგ ჩაკვეტაძე მართლა კაი ტიპია. შეიძლება გამოძახება, აქ ნახევარი სასტავი არაფლის მაქნისია მითუმეტეს. ამხანაგურში მაინც ათამაშოს, სტიმული მიეცემა და უკეთ მოინდომებს ლიპარტია ნაკრებში სასწრაფოდ და გოგიასთან სამუშაოა და არაფერი არაა მოუგვარებელი
mamuka
მე რა თამაშებსაც ვუყურე, საქართველოს ჩემპიონატში ჩაკვეტაძეზე უკეთესი ფეხბურთელი არაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიჭი ჯერ სკოლის მოსწავლეა. ეს ისე ცნობისთვის, მე მგონი ნაკრებში უნდა გამოიძახონ და რამდენიმე წუთი მაინც ათამაშონ.
ვასო
კაი ხარ ქუთაისელო, ოღონდ თუ მჭედლო ფორმაშია, მაშინ უნდა დააყენო. ისე არც გვილიაა ფორმაში, არ ათამაშებენ რატომღაცვ გუნდში, ვაკო ვაბშე უთამაშებელია. ტაბიძე, მჭედლო ტრავმირებულია. მე ერთს ვერ ვხვდები, რატო არ იძახებენ ებრალიძეს და ბერიძეს. იმენა მაგარ ფორმაში არიან, ასევე ცისკარიძეს და ჰუფნაგელს, ლიპარტიას?
tazo
სანზონის ნაკრებთან როდისაა თამაში?
Z.LO
დვალიშვილიო?!
ქუთაისელი
გასვლის ვარიანტი დამთავრებულია.ეხლა ესეთი კითხვაა რაღა დროის უ.ლობჟანიძე- კანკავა-დაუშვილი-ნავალოვსკი და დვალიშვილი და მჭედლიძეა+ლორიაც მეკარე დაასვენეთ.ამ -7-კაცის მაგივრად ათამაშეთ ახალგაზრდა იმედის- მომცემები.ამათი დრო დამთავრდა.მადლობა და ვსიო.ნაუ.
lo
ვაისს. ჯიღაური მარჯვენა მცველად ურიგო არ იქნება. სულაქველიძე დინამოში 8 ნომერზე თამაშობდა. ნაკრებში 2 ზე. ესეთი მაგალითები ძალიან ბევრია. სცადეთ.
gio
თარგამაძეს რატომ არ ათამაშებენ მე ეგ ბიჭი მაგრად მომწონდა სწრაია და მაგარი დრიბლინგი აქვს.
ako
დვალიშვილს ნაყიდი აქ ადგილი?
სოსო
მთელი ქვეყანა დინამოს სტადიონზე დაჯდება და რეიტინგი ჩვენზე მაღალი აქვთ.დვალიშვილსა და ლობჟანიძეს კი მადლობა უნდა გადავუხადოთ,რადგან ყოველ გამოძახებაზე ჩამოდიან და რაც შეუძლიათ აკეთებენ.აი რომ არ ჩამოსულიყვნენ,მაშინ ალბათ მოღალატეებს დავუძახებდით.თქვენს შეფასებებს ვკითხულობ მაგრამ მათზე აუგს ვერ ვიტყვი,მწვრთნელს თუ არ სჭირდება,ხომ არ გამოიძახებდა,ესე იგი ხედავს მათში იმას,რის გამოც ათამაშებს და თუ რამე ისე არ არის ,ამაში ეს ბიჭები დამნაშავეებიარ არიან.გავიგოთ მეგობრებო ეს და შევწყვიტოთ მათი ლანძღვა.
ალექსი
შემადგენლობას, ჩვენი გულშემატკივრების ნაწილის თვალით აკლია: ჰუფნაგელი, ბერიძე, ებრალიძე, ცისკარიძე.უჩას კიდე ნუ გადაეკიდეთ, მაგის დიდი დამსახურება იყო საფრანგეთთან ფრე და ესპანეთთან მოგება! დღესაც ის შეუცვლელია დ ა ც ვ ა შ ი! დვალიშვილი ზედმეტია, მაგრამ რა ფეხბურთასაც ვაისი ათამაშებს ნაკრებს-პრესინგს მეტოქის ნახევარზეც, ამის ფიზიკური მონაცემი მხოლოდ დვალიშვილს ააქვს! P.S როდესაც იძახებან შერგელაშვილს(არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს), მაშინ ბერიძემ რა დააშავა... ოხ ფედერაციავ, სარფიანი ტრანსფერი გინდა გასჭრა ხომ...
luk
აუ მართლა ცისკარა გამოედზახებინა რააა!!! ფორმაშია,თამაშობს სტაბილურად და მაგ კაკაბაძის და ლობჟანიძის პრობლემაც მოიხსნებოდა!!!
ვასო
დღეის მდგომარეობით, ტრავმებისა და უთამაშებლობის გათვალისწინებით, გამოძახებული ფეხბურთელებიდან მხოლოდ მაკარიძე,კაშია, კვირკველია, დვალი, კვეკვესკირი,ანანიძე, მერებაშვილი, კაი გვილია,არაბიძე და კაჭარავაა ღირებული.შერგელაშვილი არ ვიცი ვინაა. 4-5 ისეთი ფეხბურთელი არ ყავს გამოძახებული, რო მაგრა გამიკვირდა, მითუმეტეს დღევანდელ კრიზისულ სიტუაციაში. ვნახოთ, ვნახოთ
aburjga
ერთი თვე რომ ივარჯიშოს გუცაევმა მართლა ყველას აჯობებს. 20-30 წუთს როგორ ვერ ითამაშებს 100 წლის ხომ არ არის?! კარგი ვარიანტია. აუცილებლად უნდა მოვსინჯოთ!
ბექა
ზურაბ ცისკარიძის რა არ მოგეწონათ თქვე ოჯახ აშენებულებო. თვალები გაახილე ვაის. კაცი დაფრინავს მოედანზე გამოიძახე ამხანაგურში მაინც
casila
რაც არ უნდა ვიყვიროთ უჩა 100 თავით ჯობს კაკაბაძეს
zura
სერიოზული მოწინააღმდეგეები გვყოლიაა
llcl
კარგი, გავიგე, რომ დვალიშვილი და უჩა ამ საიტზე კომენტარებს არ კითხულობენ, მაგრამ ქართველ კაცს უამრავი ნათესავი და მეგობარი ყავს და თქვე ოჯახაშენებულებო, ურჩიეთ, რომ არ ჩამოვიდნენ კიდევაც რომ გამოიძახონ, თქვენ ხომ ითვლებით მაგათ კარგებად და კეთილებად და მაგათი ლანძღვა სასიამოვნო მოსასმენი არ უნდა იყოს მგონი, თორემ დანარჩენი, ნაკრებს გარდა, სტადიონზე თუ სხვაგან, მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ და ღმერთმა დალოცოს ორივე
roma
რა უნდა დვალიშვილს რას ვერ ელევა,ეტყობა უკვე აღარც რცხვენია.
gg-ს
კუნძულებია ანტილიაში. 56 000 მცხოვრები. შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე - 10 143 ამერიკული დოლარი. ფიფას რეიტინგში 98-ე ადგილზე არიან.

აუ დვალიშვილზე მეც მაგრად ვიხალისე მაგის გვარი რო წავიკითხე:))) ტიპი სიიდან არ იშლება:)))
jaba
და აი მაგ სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებმა არ მოგვიგოს თორე სასწაული მერე ნახეთ
Irakli apkhaidze
ლობჟანიძე მართლა მოვისაკლისე სერბეთთან... რომ ეთამაშა იქნებ ის პენალტიც არ წაგვეღო გასახდელში...
live
ნუ შეჭამეთ ეს ლობჟანიძე ვლანძღეთ ვლანძღეთ მეც მათ შორის და და დააყენა კაკაბაძე მან კი ისეთები აკეთა დიდ წილათ მაგის ბრალი იყო წაგება დავრწმუნდი რომ უკეთესი ვარიანტი ამ ეტაპზე ვიდრე ლობჟანიძეა არ გვყავს და მოვეშვათ ლანძღვას და მხარი დაუჭიროთ ნაკრებს აი დვალიშვილზე კი რა ვთქვა ალბათ არარის იმ ასაკში რომ ავანსები გავცეთ და გოლებს ეს ვერ იტანს ვერ ვხედავ მის გამოძახებაში აზრს
Alex.F.
დვალიშვილი აბსოლუტურად ზედმეტია,ჯობდა საბა ლობჟანიძე მიეწვია.რაც შეეხება უჩას,ხოჭოლავას არყოფნის პირობებში შეიძლება გამოგვადგეს.წარმატებები ნაკრებს,მჯერა მოლდოვას დავამარცხებთ!
გგგგგგგგგგგგგ
დვალიშვილს და უჩას იმენნა გამაზული აქვთ, სხვა ლოგიკა არაა. ტიპები სულ ნაკრებში არიან
gg
გთხოვთ იქნებ გამარკვიოთ სენტ კიტსის და ნევისის ნაკრები რა არის რა ქვეყანაა მართლა არ გამიგია. ისე შემადგენლობას არა უშავს. წარმატებები ბიჭებს
ფაშა ძლიერი
რა გახდა ეს დვალიშვილი, ამოდენა კარგი ბიჭები არიან. თუ გამოცდილებაშია საქმე, ვათამაშოთ გუცაევი, მაგაზე კარგად იტამაშებს ეხლაც. სხვა მხრივ კარგი შემადგენლობაა, ორივე თამაში უნდა მოვიგოთ.
goga
ებრალიძე და ბერიძეც უნდა გამოეძახა.
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ეს საქართველოსთვის დამატებითი შანსი იქნება - რომელ ახალ ფორმატებზე მუშაობს UEFA ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპებისთვის
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...