"ორენბურგის" 24 წლის თავდამსხმელი ვლადიმირ ვაისმა ეროვნულმა გუნდში გამოიძახა
ვლადიმირ ვაისის სიაში უჩა და საბა ლობჟანიძეები, ასევე, ელგუჯა ლობჯანიძე მოხვდნენ. რეალურად, ეს ერთი გვარია, მაგრამ რუსიფიკაციის პოლიტიკამ გვარი ორად გაყო. არველაძეების შემდეგ ნაკრებში ერთი გვარის სამი წარმომადგენელი არასოდეს გვყოლია...

- ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

სლოვაკი სპეციალისტის რჩეულთა შორის ელგუჯა ლობჯანიძე პირველად მოხვდა. ალბათ, ამის ერთ-ერთი მიზეზი გიორგი ქვილითაიას ტრავმაცაა, მაგრამ შანსი შანსია. 24 წლის თავდამსხმელი "ვიტ ჯორჯიას" აღზრდილია. მას არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია და მხოლოდ ქართულ ლიგის კლუბებში ("ვეტერინართა" გარდა, ქობულეთის "შუქურასა" და ბათუმის "დინამოში") აგორებდა ბურთს. ამის მიუხედავად, რუსეთის უმდიდრეს ლიგაში მოხვდა, რაზეც უარს ჩვენი ნაკრების ბევრი წევრი არ იტყოდა...

მისთვის მიმდინარე წელი გამორჩეულია - "ორენბურგის" მთავარი მწვრთნელი რობერტ ევდოკიმოვი ლობჯანიძეს ჯერ შეცვლებზე ათამაშებდა, ბოლოს კი ძირითად შემადგენლობაშიც დააყენა და ტანმაღალმა (193 სმ) ქართველმა პრემიერლიგის მეორე წრეში ჩატარებულ 11 შეხვედრაში დიდი გამოცდილებაც მიიღო, გუნდს "კრასნოდართან" მოაგებინა კიდეც და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

"ლელომ" მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ლობჯანიძეს ჯერ ნაკრებში გამოძახება მივულოცეთ...

- დიდი მადლობა! შენი ქვეყნის ნაკრებში მიწვევაც ძალიან სასიხარულოა, მისი მაისურის მორგებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ყველა ფეხბურთელის მიზანი და სურვილი თავისი ქვეყნისთვის თამაშია.

- მაგრამ გამოძახება თამაშს არ ნიშნავს...

- მეც სწორედ მაგის თქმა მინდა. შესაძლოა, ვიღაც ფიქრობს, რომ რუსეთის პრემიერლიგის გუნდში მოხვედრა და ნაკრებში გამოძახებაც დამაკმაყოფილებელი შედეგია. მაგრამ ნაბიჯი ყოველთვის წინ უნდა გადადგა.

- თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს მაინც მოულოდნელი უნდა ყოფილიყო თქვენთვის, რადგან საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც არ გიწვევდნენ...

- ვერ ვიტყვი, რომ მიწვევა მოულოდნელი იყო, რადგან უკვე ლაპარაკობდნენ ამაზე და იმედიც მქონდა. ნებისმიერ შემთხვევაში, სასიხარულოა, ვაისისგან ამხელა ნდობა რომ დავიმსახურე.

მეორე მხრივ, რუსეთში მოხვედრის შემდეგ ასეთი იმედი თავისთავად ჩნდება. რაც უნდა იყოს, ეს ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული ლიგაა. მაგრამ მთავარია, ნდობა გავამართლო.

- საკლუბო ამბებზე რას გვეტყვით? გუნდით კმაყოფილი ხართ?

- ახლა ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით და აქედან გამომდინარე, ვერავინ იტყვის, რომ წარმატებულ გუნდში ვთამაშობ. თუმცა გასულ თამაშებს თუ გადავხედავთ, საკმაოდ კარგი და წარმატებული შეხვედრების გახსენებაც შეიძლება. მთავარია, პრემიერლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ.

- დღეს ხაბაროვსკის "სკა ენერგიასთან" გადათამაშების პირველი მატჩი გქონდათ...

- ურთულესი თამაში იყო. 0:0 ვითამაშეთ. გოლის გატანის შანსები მქონდა. ყველაზე რეალური ის იყო, თავით რომ დავარტყი...

- პირველი შეხვედრა გასვლაზე და თან 0:0 ურიგო შედეგი არ არის...

- საპასუხო მატჩიც ძალიან რთული იქნება. იმედია, სეზონს გამარჯვებით დავასრულებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...
"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ლობჯანიძე ჩინეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგაზე გაიტანა [VIDEO]
უჩა ლობჟანიძე "სამტრედიას" ღირსებას დაიცავს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
უჩა ლობჟანიძე "სამტრედიადან" "ლოკომოტივში" გადავიდა
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
დაუცხრომელი ზივზივაძე და კვირკველიას გუნდის გასაოცარი ქამბექი [VIDEO]
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
ვინსენტ ლუკას ვეილიმ "სამტრედია" ურთიერთშეთანხმებით დატოვა
საქართველოს ნაკრების უკლუბო ფეხბურთელები - ტრანსფერების ბოლო დღე
"სლოვანის" საბერძნეთში ხელიდან გაშვებული გამარჯვება, ზივზივაძის გოლი და "ლეხის" მორიგი მარცხი [VIDEO]
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]
ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი პენალტი ვერ გაიტანა - "სლოვანი" და "ნეფთჩი" გამოვარდნენ, "ლეხი" გავიდა [VIDEO]
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ელგუჯა ლობჯანიძე ბათუმის "დინამოს" ტოვებს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ