26 მაისს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, საქართველოს ფუტსალის ლიგის 1/2 ფინალური სერიის პირველ შეხვედრებს უმასპინძლა
26 მაისს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, საქართველოს ფუტსალის ლიგის 1/2 ფინალური სერიის პირველ შეხვედრებს უმასპინძლა. პლეი-ოფის შესაფერისად დაპირისპირებები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, თუმცა პირველმა თამაშებმა მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა.

განსაკუთრებით დაძაბული და საინტერესო პირველი 1/2 ფინალური შეხვედრა გამოდგა, რომელშიც ერთმანეთს რეგულარული სეზონის მეორე-მესამე ადგილოსნები, სტუ-თელასი და მფკ აგორა დაუპირისპირდნენ. ლიგის დებიუტანტმა არაფერი დაუთმო ვიცე-ჩემპიონს და შეიძლება ითქვას, რომ საგოლე ეპიზდების რაოდენობის მხრივ დაჯაბნა კიდეც, თუმცა რეალიზების კუთხით, კლასის და გამოცდილების ხარჯზე "ენერგეტიკოსებმა" აჯობეს მეტოქეს - ნუკრი ჭუმბურიძემ და თელასის მოთამაშე-მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა, თითო ტაიმში თითო გოლის გატანა მოახერხეს, 2:0 იმარჯვეს და სერიაშიც დაწინაურდნენ.

შედარებით იოლად იმარჯვა რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა, მფკ ტატიშვილმა, რომლის მეტოქეც შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი მფკ თბილისი იყო. თუ არ ჩავთვლით რიგ ეპიზოდებს, როდესაც "დედაქალაქელებმა" რამოდენიმეჯერ საკმაოდ მწვავედ შეუტიეს ჯაბა ჯამბურიას კარს, "მედიკოსებმა" დამაჯერებლად ჩაატარეს შეხვედრა და 4:1 დაამარცხეს მეტოქე.

მატჩი ლამაზი გოლებით იყო გამორჩეული - "მედიკოსების" მხრიდან შოთა ჭანუყვაძემ, დავით ბობოხიძემ და ბუთა კაკაბაძემ ერთმანეთზე ულამაზესი დარტყმებით გამოჩინეს თავი, რასაც პასუხად ნიკოლოზ ღუდუშაურის არანაკლებ ეფექტური გოლი მოყვა. თავისი გოლი გაიტანა ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა ლაშა სიგუნავამ, რომლისთვის ეს 36-ე შედეგიანი დარტყმა აღმოჩნდა, რის შემდეგაც უკვე ერთი ბურთით ჩამორჩება უშუალო კონკურენტს, სერგი მაჭარაშვილს.

1/2 ფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება. განმეორებით შეხვედრებს გუნდები 2 ივნისს გამართავენ.

26.05.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. 1/2 ფინალი (I)

მფკ სტუ-თელასი - მფკ აგორა 2:0 (1:0)

გოლები: 07:05’ ჭუმბურიძე (1:0), 33:54’ ასათიანი (2:0)

გაფრთხილება: 07:05’ ნინოშვილი (აგო), 20:13’ თოფურია (თელ), 25:56’ ლეჟავა (თელ), 29:26’ ნიკვაშვილი

მფკ ტატიშვილი - მფკ თბილისი 4:1 (3:0)

გოლები: 04:40’ ჭანუყვაძე (1:0), 17:29’ სიგუნავა (2:0), 17:57’ ბობოხიძე (3:0), 30:58’ ღუდუშაური (3:1), 32:31’ კაკაბაძე (4:1)

ბომბარდირები: სერგი მაჭარაშვილი (მგლები) – 37, ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი) – 36, არმენ გალოიანი (დინამო) – 25, დავით ბობოხიძე (ტატიშვილი) - 23

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"

მედია პარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ-პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ისპრესსამსახური / sbm.ge

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ფუტსალის ლიგა 2016/17: 12 ივნისს ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა!
ფუტსალის ლიგა 2016/17: აირჩიე საუკეთესო გოლი!
ფუტსალის ლიგა 2016/17: "სტუ-თელასი" საქართველოს ჩემპიონია! [PHOTO]
ფუტსალის ლიგა 2016/17: ოთხეული გაირკვა, 26 მაისს პლეი-ოფი იწყება!
ფუტსალის ლიგა 2016/17: დღეს ფინალური სერია იწყება!
9 ივნისს, ფუტსალის ლიგის ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება [VIDEO]