ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ომარ მიგინეიშვილი: მოდი, ალალად ვთქვათ...

ომარ მიგინეიშვილი: მოდი, ალალად ვთქვათ...

"სამტრედიას" მეკარე ეროვნულ ნაკრებში მიწვევით გაოცებული და გახარებულია
საქართველოს ნაკრები 7 და 11 ივნისს დაგეგმილი ამხანაგური (სენტ კიტსი და ნევისი, შინ) და შესარჩევი (მოლდოვა, სტუმრად) მატჩებისთვის მოსამზადებლად 2 ივნისს შეიკრიბება. გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი იძულებული გახდა, შემადგენლობა შეეცვალა და ტრავმირებული გიორგი ლორიას ნაცვლად, ომარ მიგინეიშვილი მიეწვია.

"სამტრედიას" კარის დარაჯი ვაისის გადაწყვეტილებით გაოცებულიცაა და გახარებულიც...

- კარგი ამბავია, - გვითხრა მიგინეიშვილმა საუბრის დასაწყისში, - ჯერ ერთი, რომ ნაკრებში ვიქნები და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენიმე დღე კარგ საფარზე რომ ვივარჯიშებ (იცინის). ხუმრობა იქით იყოს და, ნაკრებში მოხვედრა ყოველთვის შანსია.

- ეროვნულ გუნდში ბევრიც არ გითამაშია...

- სულ ორჯერ ვითამაშე და ორივეჯერ - ამხანაგურები: წლეულს იორდანიასთან და 2013 წელს ირლანდიასთან. მაშინ გიორგი ლორია გააძევეს და კარში 70 წუთი ვიდექი. რა თქმა უნდა, ნაკრებში ოფიციალური შეხვედრის ჩატარებაზე ვოცნებობ. მაგრამ ისეთი მეკარეები გვყავს და ისეთი კონკურენციაა, ალბათ, ეს ძალიან რთული იქნება. მაგრამ ვაისი რომ მენდობა, ეს უკვე სასიამოვნოა.

- შარშანდელი საჩემპიონო სეზონის შემდეგ "სამტრედიასგან" ბევრს ელოდნენ. არადა, გულშემატკივრის ნაწილი დიდად კმაყოფილი არ ჩანს...

- რა თქმა უნდა, სეზონი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მდგომარეობას ნელ-ნელა ვასწორებთ და სამეულში ვართ. შემადგენლობის შეცვლის შემდეგ ეს ცუდი შედეგი არ არის. ზაფხულში კი, როგორც მე ვიცი, რამდენიმე ფეხბურთელს დავიმატებთ, გავძლიერდებით და დარწმუნებული ვარ, სულ სხვა "სამტრედიას" იხილავთ. საერთოდ, მიკვირს, "სამტრედიას" ჩავარდნისგან ასეთი აჟიოტაჟი რომ ატყდა.

- ქვეყნის ჩემპიონია, ყველა ევროსარბიელის საზომით გიყურებთ, სადაცაა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩები დაიწყება და რა გასაკვირია, რომ ასეთი აჟიოტაჟია?

- მე სხვა რამეს ვგულისხმობ. ჩავარდნა ყველა გუნდს ჰქონია და ექნება. შორს რომ არ წავიდეთ, წლევანდელი ჩემპიონატი "დინამომ" ისე ცუდად დაიწყო, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასე უცებ გალიდერდებოდა. ახალ გუნდს შეთამაშების შანსი მისცეს. ჩავარდნა ჰქონდა "ჩიხურასაც" და ახლა ისევ ათამაშდა. პრობლემები ქუთაისის "ტორპედოსაც" შეექმნა და ისიც ლიდერებშია. ახლა საქმეები "ლოკომოტივს" აერია და დარწმუნებული ვარ, მალე ისევ ყველას გაამწარებს...

ანუ, ამით იმის თქმა მსურს, რომ გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და აღმასვლა და ჩავარდნა ჩვეულებრივი ამბავია. კიდევ კარგი, რომ მდგომარეობა დროულად გამოვასწორეთ და კრიზისიდან გამოვედით.

- გუნდის რა გითხრათ და, წლეულს პირადად თქვენ გამორჩეულ სეზონს ატარებთ. მაისის ნომინაციებში საუკეთესოდ თქვენი ნახტომი დასახელდა...

- ალბათ, გამოცდილებამ თავისი მოიტანა, თავდაჯერებულიც გავხდი და თავადაც ვგრძნობ, რომ შარშანდელზე უკეთ ვთამაშობ.

- გონებიდან არ ამოდის, თბილისის "დინამოსთან" ბოლო წუთებზე ბაჩანა არაბულს 3 მეტრიდან დარტყმული რომ აუღეთ...

- ეს კი იყო კარგი ეპიზოდი, მაგრამ რაც ასაღები იყო, ის ვერ ავუღე - არაბულმა მაინც გამიტანა და წავაგეთ. დღემდე გული მწყდება, ასეთ კარგ თამაშში რომ დავმარცხდით. თუმცა, მისი ხარისხით და დაძაბულობით პირადად ძალიან ვისიამოვნე. ასეთი მეტი თამაში რომ გვქონდეს, ბევრად უკეთესი ჩემპიონატი გვექნება.

- ათგუნდიანმა ფორმატმა ჩემპიონატის ხარისხზე უკვე მოახდინა გავლენა?

- ეს ყოველ ტურში იგრძნობა. ჩემპიონატი მაგარი საინტერესო და დაძაბული გახდა...

სხვათა შორის, "დინამო"-"სამტრედიას" თამაშის შემდეგ ვფიქრობდი - ყველა გუნდს 2-მილიონიანი ბიუჯეტი მაინც რომ ჰქონდეს, სამ-ოთხს კი "დინამოს" მსგავსი პირობები, ძალიან კარგი ჩემპიონატი გვექნებოდა, დონე საგრძნობლად აიწევდა...

- თქვენი აზრით, ეს რეალურია?

- რეალურია თუ არა, ამაზე ლაპარაკი მიჭირს, მაგრამ მე პოტენციალს ვგულისხმობ - წლევანდელ ჩემპიონატში რამდენი სენსაციური შედეგიც დაფიქსირდა, ამდენი წინა ხუთ სეზონში ერთად აღებული არ მახსენდება. გუნდებში პოტენციალი ჩანს, მაგრამ მათ პირობები და სტაბილურობა სჭირდებათ.

- სენსაციების სიმრავლეს რას მიაწერ?

- იმას, რომ ფეხბურთელები სხვაგვარ აზროვნებას შეეჩვივნენ. ახლა ყველამ იცის - გუნდი რაც უფრო მეტს მოიგებს, მით მეტ პრემიასაც მიიღებს და წლის ბოლოს ასაღები ფულის იმედად თავს იკლავენ. შევეშვათ ქედმაღლობას და ალალად ვთქვათ - ფეხბურთს რატომ ვთამაშობთ? სახელისა და კეთილდღეობისთვის. ოჯახი ყველას გვყავს, რომელსაც ფეხბურთით ვარჩენთ და გვინდა, რაც შეიძლება უკეთ ვიცხოვროთ. პრემიალურ სისტემაზე გადასვლა კი ამის საშუალებას წარმატებული გუნდის მოთამაშეებს მისცემს. ამიტომ, ყველა მონდომებულია, აუტსაიდერებიც კი.

- წლევანდელი ჩემპიონატი ადრინდელზე უკეთ შუქდება. მაგრამ დავაზუსტოთ - მეტი "პიარის" გამოა ეს აჟიოტაჟი, თუ დონეა უკეთესი?

- რა თქმა უნდა, აჟიოტაჟი შეიქმნა, რადგან გაშუქება და ინტერნეტში ჩვენება თავის საქმეს აკეთებს. თავად ფეხბურთელებიც უყურებენ, ვის გამოარჩევენ, ვინ გახდება საუკეთესო და ასე შემდეგ...

10-გუნდიან ჩემპიონატში ვერც ერთ გუნდთან ვეღარ "გაისეირნებ", ყველა შეხვედრას ფასი დაედო და ეს დონესაც ოდნავ, მაგრამ მაინც დაეტყო. თამაშებზე უფრო მეტი ხალხი რომ არის, ვიდრე წინა სეზონში იყო, ესეც ფაქტია.

- მაგრამ სამტრედიაში მაყურებელმა იკლო, რაც ყველაზე უცნაურია...

- ჩვენთან იმდენი მაინც დადის, რაც ბევრგან სანატრელია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტადიონის ტრიბუნები ისევ შეივსება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• კონტროლიორი

მე პირადად ძალიან მომეწონა ამ კაცის შეხედულებებიცა და ნააზრევიც. ღმერთმა ხელი მოუმართოს _ იმსახურებს ნამდვილად. ეს კაცი თავის საქმეს აკეთებს, თან კარგად და თავისი წვლილი შეაქვს ამ ქვეყნის მშენებლობის საქმეში; თქვენ კი, რაღაც სალანძღავ კომენტარებს რომ წერთ, საინტერესოა თავად რას აკეთებთ თქვენი ქვეყნისთვის? p.s. სტადიონის ბილეთები კი არა ავტობუსის ბილეთის აღება ვერ ვისწავლეთ აგერ უკვე რამდენი წელია... გადმოაწოდეთ ბარათები!

• lashari

ჯანგოო შე მეცოდები უნამუსო ვიყო :) აი უბედური ხარ რო ასეთი დაიბადე განა იმიტო ხარ ცოდო როო მაგეებს ლაპარაკობ ეგეთი ლაპარაკი რო გგონია პატრიოტობა და ეგეთი აზროვნება რომ გაქვს მაგიტომ ხარ ცოდოო :) განიწმინდე აზროვნება თორე ცუდად წაგივა საქმე მაგ სტადიონს ვერ გაცდები :)

• romandro

jarjis-iqneb agvixsna saertod ra komentari daweret da an rashvashia eskomentari am interviustan?darwmunebuli var saertod veravin gamoitanda azrs shens komentaridan.

• jarjis samtrediisgan

ჯარჯი უკაცრავად და ცუდათ ხოარხარ?

• Vaxo

ვის ეუბნები მაგ სიტკვებს შეცოტა ჯობს ენა გააშერო და კლავიატურიტ მაგარი ხარ ხო საიდან მოდიხარტ ესეტი ბოროტები რატო არ ცერ ნამდვილ სახელს

• lashari

გაძლიერება რო უნდა გუნდისდა განახევრებული შემადგენლობით რო გუნდი ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებს ამაში ცუდი ნათქვამი რა არის ?

• Jango

უფაში და სამარყანდში და ყველგან სადაც ხალხს თავისი გუნდი უყვარს და პატრიოტია სტადიონები სავსეა, საქართველოში კი, განსაკუთრებით თბილისში "მაღალი გემოვნების" ქართველები არ კადრულობენ თამაშებზე დასწრებას, გოიმობად მიაჩნიათ, ეს ხომ ბარსასა და რეალის დონე არ არის.. ნაკლებს როგორ იკადრებენ. ამიტომაც სულს ღაფავს ფეხბურთი.. ეს იგივეა რაც თეატრი უმაყურებლოდ.. სხვათაშორის მარტო გულზე მჯიღის ცემა როდია.ქართველობა და პატრიუტიზმი.. ეს თანადგომა და თავის შეწუხებააცაა. ჩვენ დრო გვენანება ყველაფერი ამისათვის სამაგიეროდ საათობით შეგვიძლია ვისხდეთ სუფრაზე ან წამოწოლილებმა გავიყვანოთ დრო. მეტყვიან დონეა დაბალიო.. სხვათაშორის სულაც არ არის ასე..და რომც იყოს ზურგი უნდა აქციო და არ უნდა დაეხმარო?. დახმარებაა სწორედ სტადიონზე მისვლა და ბილეთის ყიდვაა...რაც მგონია არავის გააღარიბებს..

• jarji22

რამდენიმე ფეხბურთელს დავიმატებთ, გავძლიერდებით და დარწმუნებული ვარ, სულ სხვა "სამტრედიას" იხილავთ. საერთოდ, მიკვირს, "სამტრედიას" ჩავარდნისგან ასეთი აჟიოტაჟი რომ ატყდა. მაგარი უნამუსო ყოფილხარ ძია ომარ შენ და ალბათ ამ სიტყვების მერე არც კლუბში უნდა გაჩერდე,აბა რეებსა რომ ბჟუტურებ 32 წლის კაცი?

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა

თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]

თბილისის "საბურთალომ" გამოცდილი მეკარე დაიმატა

თბილისის "საბურთალო" 6-მა ფეხბურთელმა დატოვა

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ომარ მიგინეიშვილი: პირველი თამაში იყო და თავისებურად ცოტას ვნერვიულობდი

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!

"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

მიგინეიშვილი და კუცია თბილისის "დინამოში" დაბრუნდნენ

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"რუსთავმა" რუსი ლეგიონერი დაიმატა