ქარელის მუნიციპელიტეტი გაცილებით დიდია ჩვენს მომავალ სტუმარზე
- 7 ივნისს საქართველოს ნაკრები სენტ კიტსსა და ნევისს ეთამაშება, წავიდეთ? - განგებ ვკითხე მეზობელს, რომელიც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, თუმცა "ამერის" დაშლის შემდეგ სტადიონზე აღარ მინახავს. რეაქცია მაინტერესებდა.

- ვის ვეთამაშებით?

- სენტ კიტსსა და ნევისს.

- ერთ გუნდს როცა ვხვდებით, ხომ ვიგებთ, ახლა ორს უნდა ვაჯობოთ?

- მოვიგებთ!

- ვინ არიან, საიდან მოდიან ეგ კიდსი და... რაო, ვისიო?

- "ეგ კიდსი და ვისი" კი არა, სენტ კიტსი და ნევისი. კარიბის ზღვაში პატარა კუნძულებია...

- ჯეკ ბეღურა და რამე?

- ბერმუდის სამკუთხედი!

- როგორი ნაკრები ჰყავთ?

- ვერაფერს გეტყვი, მათი თამაში არასოდეს მინახავს. სენტ კიტსსა და ნევისზე მხოლოდ ორი რამ ვიცი: დროშა რა ფერებშია...

- რა ფერებშია?

- 7 ივნისს რომ ჩამოკიდებენ, ნახავ.

- მეორე?

- კიდევ ის ვიცი, რომ სენტკიტსელები წინადადების ბოლო სიტყვას აორმაგებენ. სადღაც მაქვს ამოკითხული.

- ვერ გავიგე. ასე? - აბა, ბიჭებო, წავედით საქართველოში, მოვიგოთ, მოვიგოთ!

- კარგად გაგიგია. სწორედ ასე ლაპარაკობენ.

- საინტერესო ხალხი ყოფილა, ყოფილა. შენ ინგლისური იცი, დაგუგლე ერთი, რა ნაკრები ჰყავს, იქნებ მართლა წამოვიდე, წამოვიდე.

ჩემი მეზობლის ხათრით კი ღირს ინტერნეტში "შეძრომა". "ვიკიპედია" გვეუბნება, რომ ქარელის მუნიციპელიტეტი გაცილებით დიდია ჩვენს მომავალ სტუმარზე:

ქარელი - 1092.1 კვ.კმ.

სენტ კიტსი და ნევისი - 261 კმ.კვ.

კუნძულოვანი ქვეყანა არც მოსახლეობის სიმჭიდროვით გამოირჩევა. 49.9 ათასი ადამიანი ცხოვრობს. კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია კრიმინალის მაჩვენებელი. მხოლოდ მძარცველების გამო არა, უკეთესი ცხოვრების საძიებლად სენტკიტსელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს არიან მოდებულნი.

თუმცა ზოგიერთი შესაძლოა სულაც არ იყოს ნამყოფი თავის სამშობლოში. მაგალითად: რუსული სოცქსელის, "ვკონტაქტეს" დამაარსებელი პაველ დუროვი სენტ კიტსი და ნევისის მოქალაქეა. მან იქაური, ლამაზი თევზებით გაფორმებული პასპორტი 250-ათასდოლარიანი ინვესტიციის საფასურად მიიღო. კიტსელთა მთავრობას აქვს ასეთი პროექტი: "მოქალაქეობა ინვესტიციის სანაცვლოდ". ოღონდ მინიმუმ 250 ათასი დოლარი უნდა ჩადოთ.

შეგიძლიათ მოქალაქეობა სხვა გზითაც მიიღოთ: 400-ათასდოლარიან კერძო ქონებას თუ შეიძენთ. ოთხი წლის შემდეგ გაყიდვა რომ მოისურვოთ, პასპორტს აღარავინ წაგართმევთ... სენტ კიტსისა და ნევისის პასპორტით კი თავისუფლად შეხვალთ შენგენის ქვეყნებში, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში...

ცისფერი მთებისა არ იყოს, რად უნდა ერთ ქვეყანას ორი "სათაური"? თურმე, უნდა! - სენტ კიტსი (სენტ კრისტოფერი) ერთი კუნძულია, ნევისი - მეორე. მოსახლეობა ტკბილად თანაცხოვრობს. მაგრამ, როდესაც საქმე სპორტს ეხება, იქ ნაციონალიზმიც იღვიძებს: ნევისელს ურჩევნია უცხოტომელთან დამარცხდეს, ვიდრე სენტკიტსელთან. ...და პირიქით - სენტკიტსელს - ნევისელთან. საფეხბურთო ნაკრებში მოხვედრა დიდი პატივია.

თუ ნევისელი თვლის, რომ ეროვნულ გუნდში თამაშს იმსახურებს და მწვრთნელმა განაცხადში არ შეიყვანა, მთელს კარიბეთს შეძრავს. 50-ათასიან ქვეყანაში არც ნაცნობი პოლიტიკოსის მოძებნა გაუჭირდება ("სახურავად"), იქ ხომ პარტიები თავზე საყრელია. თან როგორი დასახელებები აქვთ: ლეიბორისტული პარტია, შეწუხებული მოქალაქეების მოძრაობა, ნევისელი რეფორმატორები, მოძრაობა სახალხო მოქმედება, გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა (ნევისზე)...

ასე რომ, საქართველო-სენტ კიტსი და ნევისის მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე, მეტოქე გუნდის მწვრთნელის მისამართით ერთ დამატებითი შეკითხვა გამოიკვეთა: ძირითადის 11 ფეხბურთელიდან რამდენია ნევისელი?

ამ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაცია ფიფა-ში 1992 წელს გაწევრდა და სულაც არ ჰყავს ხელწამოსაკრავი ნაკრები. 2016 წელს ზედიზედ 5 მატჩი მოიგო: ბერმუდასთან, არუბასთან, სურინამთან და ანტიგუა და ბარბუდასთან. ბოლოს 2016 წლის 19 ნოემბერს ამხანაგურად ესტონეთთან ითამაშა და ფრეს მიაღწია - 1:1.

4 ივნისს ჩვენი მომავალი მეტოქე სომხეთს დაუპირისპირდება, სამი დღის შემდეგ კი ჩვენ გამოვცდით.

ბოლოს, კიდევ ერთი საინტერესო შტრიხი: კიტსელ-ნევისელები ლაპარაკისას ასობგერა ვ-ს ყლაპავენ. სულაც არ გაუკვირდებათ, თუ აფიშაზე წაიკითხავენ: 7 ინისი, საქართელო-სენტ კიტსი და ნეისი.

ჩვენი კორექტორი კი, პუბლიკაციის ავტორის სახელ-გვარს ვ-ს გარეშე რომ ნახავს, აუცილებლად მკითხავს - აჟა როდიდან გახდიო.

აჟა სიმონიშილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tazo
18 ივნისს სან ზონის ნაკრებთან არის ოფიციალური და იმისთვის ემზადებიან....
გიორგიპირველი
ეს გუნდი ჩვენზე ბევრად მაღლაა რეიტინგში და მათთან მოგებით რეიტინგს გავიუმჯობესებთ. თანაც ოფიციალური მატჩის წინ სპარინგი გამოვა. რა ამბავი ატეხეთ?
nugzari
სომხებმა მოუგეს 5-0
romandro
roca sam dgeshi oficialuri tamashi gaqvs zlier gunds unda etamasho? zustad aset sust gundebtan unda dagegmo amxanaguri tamashiiii,da amas marto chven kiara yvela didi gundebic eset sustebtan martaven amxanagurebs,da sxvata shoris am nakrebis fexburtelebi inglisur klubebshi tamashobeeen...
ზურა
იმ დღეს ერთმა სირმა დამიწერა კომენტარი, აბა იმათ კითხე საქართველო არც იმათ გაუგიათო. თავმოყვარე ქვეყნის ნაკრები ამათთან ამხანაგურს არ უნდა თამაშობდეს მაგრამ რას იზავ, რაც ალხანა ის ჩალხანაო სულაც არ გამიკვირდება რომ წავაგოთ
mamu
პატრონი არა ყავს ფედერაციას. ყველაფერში, სულ პატარა დეტალებშიც კი იგრძნობა. კობი პარლამენტარი გახდა, კალა ვაისს აძლევს მითითებებს, იქეთ მინისტრი. რა შედეგზეა საუბარი და რა ამხანაგურზე. 21 საუკუნეა ხალხო, გამოფხიზლდით პაწა, სირცხვილია. სირაჩხანაა რა
1,2,3,5,8...
ამათ მაინც მოუგეთ!
დათო
ფუი, ამის დედაც, მათთან თამაშის წინაც კი მეშინია ჩვენთვის სასარგებლო პროგნოზის გაკეთების.
ნოდო
იქილიკეთ იქილიკეთ ანდორაც კი რო არ კადრულობს ამხანაგურს სატირელია თორე მათ რა ენაღვლებათ ახალ ქვეყანას ნახავენ მათან ამხანაგური აგვიწევს კლას ვაი კობი ვაი :)
SS
რა სენტ კიტსი და ნევისი,წადით და რომელიმე ძლიერ ნაკრებს ეთამაშეთ,ეეეჰ,არაფერი ამათგან არ გამოვა.
ალეკსანდრე
სად გამოჩხრიკეს ეს სპარინგი, სირცხვილი არ არის?
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა