საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. XVI ტური
...ეს თიკუნი სავსებით დაიმსახურა იმერულ დერბიში ზეაქტიურმა გრიგოლ დოლიძემ - გაიტანა ორი ულამაზესი გოლი და საგოლე პასი მისცა თორნიკე კაპანაძეს, რითიც ლომის წილი დაუდო "ტორპედოს" გამარჯვებას.

დოლიძე - განსაკუთრებით, მაგრამ რაიმე წუნი არც კაპანაძის, გიორგი ქიმაძისა და სხვა რიონისპირელთა თამაშში შეიმჩნეოდა. ეგაა მხოლოდ, რომ საწყის წუთებში ხშირად უხეშობდნენ (ზოგჯერ ყვითელი ბარათის ზღვარზეც), რითიც გამიზნულად შლიდნენ წარმატებისთვის განწყობილი "ჩიხურას" შეტევებს. საჩხერელთა შეტევები კი მართლაც შთამბეჭდავად თვალშისაცემი იყო, თუმცა კონტრშეტევებსაც არანაკლები დაძაბულობა მოჰქონდა.

...და, როცა 17 წუთის განმავლობაში მასპინძელთა გოლი მწიფდებოდა, მოხდა პირიქით: შეტევებში გართულებს გამოეპარათ შესანიშნავ ფორმაში მყოფი დოლიძის ფაქტორი.

გაშვებული გოლის მერე კიდევ უფრო გააქტიურდნენ საჩხერელები. ორ-სამჯერ შტურმის მაგვარიც მოაწყვეს სტუმართა კართან, მაგრამ ამაოდ - ტორპედოელთა მცველები და მეკარე, უმეტეს შემთხვევებში, მშვიდად, დამაჯერებლად ირჯებოდნენ, ხანაც დარტყმები მიზანგაუსწორებელი იყო.

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე, რომ იტყვიან, სალმის თქმაც არ აცალეს ქუთაისელებმა მასპინძლებს: შეუჩერებელი, მოუხელთებელი დოლიძე და მისი გოლი-შედევრი - საჯარიმოს გარედან მარკო ვან ბასტენის (ლეგენდარული გოლი ევრო 88-ის ფინალში) სტილში დაარტყა და ბრწყინვალე გოლი გამოუვიდა.

ამის მერე საჩხერელებში ნერვიულობამ იჩინა თავი. პასებმა დაკარგა სიზუსტე, გახშირდა შეტევების ქაოსურობა, დაოკდა ჟინი და შემართება, თუმცა ორთაბრძოლა, საბოლოო ჯამში, მაინც სანახაობრივად საინტერესო იყო.

მერე კი დოლიძის კიდევ ერთი შედევრი - მოხდენილად "მოჭრა" ბურთი და მეტოქის მთელი დაცვა თავისი მეკარით უსაქმოდ დატოვა.

მატჩის სტენოგრამა

1' - თამაში "ჩიხურას" შეტევებით იწყება. კორიფაძის შორეული ზუსტი პასი. დეკანოიძემ საჯარიმოში შეიგდო ბურთი და შეჰყვა. მცველმა შეტევა გაჭირვებით მოიგერია კუთხურზე, რასაც სარდალიშვილის მწვავე ჩაწოდება და ისევ კუთხური მოჰყვა.

10' - გიგაური თითქმის საკუთარი საჯარიმოდან გზავნის ბურთს მოწინააღმდეგის საჯარიმოში დოლიძის მისამართით. ამ უკანასკნელის ოსტატური დარტყმა ოდნავ არაზუსტია.

11' - ძალიან თვალსასეირო მომენტი: ბურთის ფეხით მოსაგერიებლად საჯარიმო მოედნის გარეთ გამოსულ კვასხვაძეს კინაღამ დაასწრო დეკანოიძემ. ნახევარი წუთი ძიძგილაობენ თავდამსხმელი და მეკარე. გოლკიპერმა ძლივს მონახა პარტნიორი ბურთის მისაწოდებლად.

12' - ბაბუნაშვილის ჩაწოდებული ბურთი ჰამზიჩმა თითქმის ფეხის წვერიდან ააცალა კაპანაძეს.

17' - გოლი! დოლიძემ იმდენად მახვილგონივრულად და იუველირის სიზუსტით დაასვა თავზე ბურთი კარის სიახლოვეს უმეთვალყუროდ მყოფ კაპანაძეს, ვერგატანა კურიოზი იქნებოდა - 0:1.

30' - ივანიშვილის უძლიერეს დარტყმას შესანიშნავი "სეივით" დაუხვდა კვასხვაძე.

35' - დეკანოიძეს ბრწყინვალე რეიდი ჩაუშალეს მცველებმა.

40' - ჭიჭინაძის მიერ გამოტანილი ბურთი მკერდში ხვდება ივანიშვილს. ქუთაისელთა ბედად, მეკარე იქვე იდგა...

46' - გოლი! "ჩიხურას" მცველებმა დოლიძეს ხელი ვერ შეუშალეს ბურთის მიღებაში, დამუშავებასა და აუღებელ დარტყმაში.

60' - გოლი! კაპანაძის უზუსტესი პასი და ისევ დოლიძის აუღებელი, ეშმაკური დარტყმა.

72' - ქუთაისელები ახლოს არიან მეოთხე გოლთან, მაგრამ ტუღუშს ჰამზიჩმა არ გაატანინა.

74' - ლექვთაძის მიერ ხისტად "მოჭრილ" დარტყმაზე კვლავაც საიმედოდ რეაგირებს კვასხვაძე.

75' - ტატანაშვილის "მაკრატელამ" კინაღამ კარის ჩარჩო მონახა.

87' - ჩიკვაიძის "გასროლა" ოდნავ ასცდა კარს და ანგარიშის "დასველება" ვერ მოხერხდა.

ეროვნული ლიგა. XVI ტური

02.06. ივანწმინდა

ჩიხურა-ტორპედო 0:3

0:1 კაპანაძე (17. დოლიძის პასით), 0:2 დოლიძე (46), 0:3 დოლიძე (50. კაპანაძის პასით)

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე, განუგრავა, დობროვოლსკი (55. გორგიაშვილი), დეკანოიძე (55. გელაშვილი), კორიფაძე, სარდალიშვილი, ივანიშვილი (70. ლექვთაძე), ტატანაშვილი.

სათადარიგოები: ქავთარაძე, გრიგალაშვილი, მირცხულავა, გაბაძე

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ტორპედო: რ. კვასხვაძე, ხურცილავა, გ. გურული, ქიმაძე, ჭიჭინაძე, ბაბუნაშვილი (78. მამასახლისი), ტუღუში, კუხიანიძე, დოლიძე (64. ტაბატაძე), გიგაური, კაპანაძე (68. კუჭუხიძე).

სათადარიგოები: ქვილითაია, ადამაძე, საღრიშვილი, ბურჯანაძე

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გაფრთხილება: კაპანაძე (24), კორიფაძე (52), ხურცილავა (53), მამასახლისი (86)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 13

ბ. არაბული (დინამო თბ) 10

მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 9

მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 8.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Mandela
თამაზ ლაშხი რომ ყოლოდა ჰიტლერს მთავარ იდეოლოგად (რუდოლფ ჰესის მაგიერ) დღესაც არ ეგონებოდა გერმანელ ხალხს რომ ომი წააგეს
real madrid
ჩიხურა ნამდვილად სჯობდა თამაშით ტორპედოს.
Klonosts
ავტორო საჩხერეს ბურთი თავზე გადაახიენ რაც ანგარიშიც მეტყველებს და აქ წერ თამაშით ლამის ჩიხურა ჯობდაო მაგრამ დინამო თბილისის კალმოსნებისგან გასაკვირი სრულებითაც არ არის ტორპედოს ესეთი პროგრესი გაგიხარდეთ და საერთოდ ქალაქი ქუთაისი რამენაირი დამაკნინებელი სტატიებით ვითომ შეფარულად სინამდვილეში მიზანმიმართულად ახმოვანებთ არ გინდათ რომ თბილისს იქით თუ რამე კარგი ხდება ამას ძალიან განიცდით თქვენ არანაირად არ განსხვავდებით იმ საბჭოთა ბეჭდური საქმოსნებიდან რომლებსაც მოსკოვის გარდა სხვა ქალაქების თუნდაც პატარა წარმატება "დედა ქალაქის" თუ მისი კლუბების ალეგორიულ შეურაცყოფად დამცირებად აღიქვამდნენ ისეთები ხართ თქვენც ეს განსხვავებაა ევროპული მენტალიტეტსაგან თქვენს შორის სამართლიანობის ბალანსი საერთოდ არ გაგაჩნიად თავში თუ შეიცვლის ადამიანი ამ მანკიერ საბჭოთა მიდგომას ყველაფერი ერთ ქალაქში რომ უნდა ხდებოდეს თორემ მან რა განათლებაც არ უნდა მიიღოს და რა კონკურსებშიც არ უნდა გადაემზადოს მისგან არაფერი არ გამოვა პირველ რიგში სამართლიანი ის არასოდეს იქნება ავტორო მე კრიტიკას მიტომ ვწერ რომ ეს გაითვალისწინოთ და სრულებითაც არ ვწერ დაბოღმილი ადამიანის პრიზმიდან უბრალოდ ძალიან ბევრჯერ წავაწყდი ამ პორტალზე ქუთაისის მიმართ არა სამართლიან ნიუსებს უბრალოდ ერთს ვიტყვი ბათუმში 3000 ადამიანი რომ მივიდა პირველ მატჩზე ლამის 2 კვირა წერდით ამდენი ხალხი თუ დადიოდა საქართველოში თამაშებზე არ გვეგონაო და მხოლოდ ერთ თამაშსზე ქუთაისში რამაზ შენგელიაზე ეხლა დინამოსთნ 10 000 კაცი იყო მისული და ამაზე ერთი მოკლე სტატიაც კი არ დაგიწერიათ თქვენც წარმატებებს გისურვებთ და სრულიად ქართულ სპორტს უბრალოდ თუ არ მიმაბლოკავთ უფრო კეთილ განწყობას დაიმსახურებთ ჩემგან
ირაკლი
... თამაშსს უყურე საერთოოოდ ესეთი ნაგლი სტატია როგორ დაწერე საჩხერემ მოამწიფა გოლი და ტორპედოს ვერ თამაშობდააა .....
დიკო
.... რატო ხარ მიკერძოებული ეგეთი ჟურნალისტრბი უღებენ ბოლოს ქართულ ბეხბურთს
S.P
es iko ulamazesi mathi,safexburto amindi,ganckob da toros kargi tamahi.
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
თორნიკე კაპანაძემ ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ცვლილებები თბილისის "დინამოში" - უკრაინელი წავიდა, ქართველი მოვიდა
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
საუკეთესო ნოკაუტი - ქართველების წარმატება ხელჩართული ბრძოლების მსოფლიო თასზე [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
კახა ჩხეტიანი: მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ მსგავს ანგარიშს არ ველოდი
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
"ტორპედომ" გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუგრძელა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
თორნიკე კაპანაძე "დილას" ფეხბურთელი გახდა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ეროვნული ლიგა. XIII ტური: "საბურთალომ" "ტორპედო" დაამარცხა და გალიდერდა [VIDEO]
თორნიკე კაპანაძემ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
ულამაზესი მაკრატელა საქართველოს ჩემპიონატში - თორნიკე კაპანაძემ "ჩიხურას" საოცარი გოლი გაუტანა [VIDEO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
"ტორპედო" მე-9 ფეხბურთელმა დატოვა - კლუბი ღრმა კრიზისშია
ეროვნულმა ლიგამ IV წრის საუკეთესოები დაასახელა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
გრიგოლ დოლიძე წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს
გრიგოლ დოლიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
ტორპედო VS ვიკინგური - საჭიროა დამაჯერებელი გამარჯვება, კითხვების გარეშე