ანტალიაში მიმდინარე მშვილდოსანთა მსოფლიოს თასზე 8 ივნისს პლეი ოფის შეხვედრები დაიწყო პირადშიც და გუნდურშიც
ანტალიაში მიმდინარე მშვილდოსანთა მსოფლიოს თასზე 8 ივნისს პლეი ოფის შეხვედრები დაიწყო პირადშიც და გუნდურშიც, რის შედეგადაც ტურნირში მხოლოდ ერთი მონაწილე დაგვრჩა - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ქრისტინე ესებუამ დაამარცხა პირველი მეტოქე და მეთექვსმეტედფინალში გავიდა, სხვები კი გამოვარდნენ.

თუმცა ესებუასაც გვარიანი ნერვიულობა დასჭირდა მოსაგებად და მომდევნო ეტაპის საგზური გადასროლაში მოიპოვა. ოღონდ იქაც ფრე აღინიშნა, მაგრამ ჩვენებურს ცენტრთან სიახლოვემ უშველა. ესებუა პირველ წრეში ისვენებდა, მომდევნოში კი მისი მეტოქე ამერიკელი ჯენიფერ შნაიდერი აღმოჩნდა. ძირითადი სერია ფრედ დასრულდა, 5:5, თუმცა შეხვედრა ამერიკელის უპირატესობით დაიწყო: 25:24 პირველ სერიაში მის სასარგებლოდ. ესებუამ ჯერ გაათანაბრა ანგარიში - 28:25 მოიგო, მერე კი 26:25 იმარჯვა და სეტებში 4:2 დაწინაურდა. თუმცა უპირატესობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა - მეოთხე პერიოდი 26:28 დათმო და ანგარიში 4:4 გახდა. ყველაფერი დამატებით, მეხუთე სეტზე იყო დამოკიდებული, მაგრამ ისიც ფრედ დასრულდა და შეხვედრაც 5:5 მორჩა. დაინიშნა დამატებითი გასროლა, სადაც მონაწილენი თითო ისარს ისვრიან. ბედის ირონიით, ეს ისარი ორივემ 8-იანში გაარტყა, მაგრამ ესებუასი ცენტრისკენ უფრო ახლოს იყო და გამარჯვებაც მას დარჩა.

ჩვენებური მეთექვსმეტედფინალურ პაექრობას დღეს დილით ჩაატარებს ტაივანელ ში-ჩია ლინისთან, ხოლო მას თუ მოუგებს, მერვედფინალში გუნდურში ინდოელთა ორგზის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ დეეპიკა კუმარისა და უკრაინელ ვერონიკა მარჩენკოს წყვილში უძლიერესს შეხვდება. როგორც ვხედავთ, ესებუას საკმაოდ ძნელი ბადე აქვს.

ჩვენმა სხვა მონაწილეებმა პირველივე შეხვედრები დათმეს. ციკო ფუტკარაძეც მეორე წრიდან ჩაერთო შეჯიბრებაში, სადაც 2:6 წააგო იაპონელ კაორი კავანაკასთან. ასეთივე ანგარიშით ნანა მახარაძე პირველივე წრეში დამარცხდა შვეიცარიელ ლიანა დაინეკოსთან, ხოლო ხათუნა ნარიმანიძემ ასევე საწყის ეტაპზე 4:6 დათმო კოლუმბიელ მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორ ნატალია სანჩესთან, ვინც კარგა ხნის პაუზის შემდეგ ისევ გამოჩნდა სასროლეთზე.

ნარიმანიძე სამი სეტის შემდეგ 4:2 იგებდა და ერთი მოგებაღა აშორებდა გამარჯვებამდე. თავიდან სანჩესი დაწინაურდა - 26:24, მაგრამ ნარიმანიძემ მოიგო მომდევნო ორი სეტი და შემდეგი წრის კარიბჭეს მიადგა: 28:26; 29:23. სამწუხაროდ, ჩვენებურმა დარჩენილი ორი სეტიდან ვერც ერთში ვერ იმარჯვა - 26:29; 24:28 დათმო და შემდეგ ეტაპზეც კოლუმბიელი გავიდა.

ვაჟებშიც მხოლოდ ერთმა ჩვენებურმა გადალახა პირველი წრე, თუმცა იქაც თანაგუნდელს ხვდებოდა: თბილისური დუეტის პაექრობაში ზურაბ მესტვირიშვილმა 7:1 მოუგო ვლადიმერ დოლიძეს, თუმცა შემდეგ 2:6 დათმო ესპანელ პაბლო გონსალესთან.

ლაშა ფხაკაძე პირველივე შეხვედრაში 1:7 დამარცხდა ინდოელ ვისვაშთან, ხოლო ჯაბა მოსეშვილმა საწყის სტადიაზევე 0:6 დათმო უკრაინელ ჰეორჰი ივანიცკისთან.

ჩვენები გუნდურ შეჯიბრებასაც პირველივე წრიდან გამოეთიშნენ. ქალები ნატო ნასარიძის გაწვრთნილ თურქებთან 0:6 დამარცხდნენ. პოლონური შეჯიბრების მსგავსად, ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თამაზ ფუტკარაძემ აქაც შეიტანა ცვლილება და ძირითად შემადგენლობაში ნარიმანიძე დააყენა, ოღონდ იმ შეჯიბრებისგან განსხვავებით, ამჯერად ციკო ფუტკარაძეს ასროლინა და ნანა მახარაძე დაასვენა. როგორც გითხარით, ექსპერიმენტმა არ გაამართლა.

მოულოდნელად, ვაჟებმა უფრო მეტი წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს - ფავორიტ იტალიას და მათ სამი ქულა აართვეს: მეორე სეტი 59:56 მოუგეს, მესამე კი ფრედ, 54:54 დაასრულეს. მანამდე პირველი სეტი 52:59 დათმეს და მეოთხე პერიოდის წინ საერთო ანგარიში 3;3 იყო.

სამწუხაროდ, გადამწყვეტ ეტაპზე ჩვენს ახალგაზრდა სამეულს (დოლიძე, მესტვირიშვილი, ფხაკაძე) არ ეყო ფსიქოლოგიური მომზადება და ის სეტი ერთი ქულით, 54:55 წააგეს. დასანანი წაგებაა. მით უფრო, რომ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონ მაურო ნესპოლით გაძლიერებულ იტალიას კარგად ნამდვილად არ უსვრია. განსაკუთრებით - ბოლო სეტში, მაგრამ ასეთ დროს გამოცდილება დიდი საგანძურია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
"მესიმ ხელი არ ჩამომართვა" - ლაპორტამ არგენტინელთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა
"ყველამ ვიცით, 1/8 ფინალში ვინც შეგვხვდება" - ტიბო კურტუა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება
პრეზიდენტი გაურკვევლობაში - ინტერვიუ ხათუნა ნარიმანიძესთან
ანტალიის ტურნირი: ჩვენი ქალებიდან საუკეთესო ქრისტინე ესებუა იყო
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ბიჭები ახლებურად ივარჯიშებენ - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: ქალების ისტორიული წარმატება
მშვილდოსნობა. ევროპის დიდი პრიზი: ქრისტინე ესებუა ფინალშია!
მინსკი 2019: ქართველი მშვილდოსნები და მოკრივეები წარმატებულად ასპარეზობენ
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 21 ივნისის განრიგი
მშვილდოსნობა. თურქეთის ტურნირი: ქალების მორიგი ჯილდო
მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: რას მოვარტყამთ ნოტინგემში?
საქართველოს ჩემპიონატი: ის ურჩევნია მამულსა - დედა-შვილის შერკინება
ჩემამდე არ დადის, რა მოხდა - თამაზ ფუტკარაძე რიოში ქართველი მშვილდოსნების გამოსვლას აფასებს
მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: წყვილად შემორჩნენ
დედა შვილს არ აიყვანსო - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა "ევროპის დიდი პრიზი" მოიგო
ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...