ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები: ევროპის საგზურის ბოლო შანსი

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები: ევროპის საგზურის ბოლო შანსი

ბექა ორჯონიკიძე: "ვფიქრობ, სამეულში მოხვედრა და საგზურის მოპოვება ამ ახალგაზრდული გუნდითაც შეგვიძლია"
ხელბურთელ ვაჟთა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ამავე წლის იანვარში შვედეთი, ნორვეგია და ავსტრია უმასპინძლებენ. დასკვნით რაუნდში, მათ გარდა, პირდაპირ დაიშვება 2018 წლის ევროპის ჩემპიონი.

ევრო-2020-ის მთავარი შესარჩევი მომავალი წლის ნოემბრიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით გაიმართება და ფინალური ტურნირის 20 საგზური გათამაშდება.

წინა წლების შედეგებისა და რეიტინგის გათვალისწინებით, ამ ტურნირში პირდაპირ დაუშვეს დანია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია, ისლანდია, რუსეთი, მაკედონია, ბელორუსი, სერბეთი, მონტენეგრო, ბოსნია, შვეიცარია, პორტუგალია, რუმინეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ლატვია, სლოვაკეთი, ლიტვა, ბელგია, ფინეთი, ისრაელი (27 გუნდი, რომელსაც ევროპის 2018 წლის ჩემპიონი გამოაკლდება).

ამ რაოდენობას სამი გუნდი (ესტონეთი, საბერძნეთი, იტალია) პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაემატა. სამ ვაკანტურ ადგილს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატის 3 პრიზიორი შეავსებს.

12-18 ივნისს ბულგარეთის ქალაქ ველიკო ტირნოვოსა და გაბროვოში 15 ევროპული ქვეყნისა და ჩინეთის (უკონკურსოდ) ნაკრები გუნდები მოიყრიან თავს. წილისყრით ისინი ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: თურქეთი, კოსოვო, ალბანეთი, ირლანდია (ველიკო ტირნოვო)

B ჯგუფი: ლუქსემბურგი, საქართველო, მალტა, დიდი ბრიტანეთი (ველიკო ტირნოვო)

C ჯგუფი: კვიპროსი, ბულგარეთი, ანდორა, აზერბაიჯანი (გაბროვო)

D ჯგუფი: ჩინეთი, ფარერის კუნძულები, სომხეთი, მოლდოვა (გაბროვო)

2-2 გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში.

ბულგარეთის ტურნირზე ასაკობრივი ცენზია დაწესებული: შეჯიბრებაში 24-წლამდელი ხელბურთელები მონაწილეობენ, თუმცა მწვრთნელებს უფროსი ასაკის 3 მოთამაშის დამატებაც შეუძლიათ. საგულისხმოა, რომ ბალკანური ბატალიების მონაწილე 15 ევროპული ნაკრებიდან ექვსმა (ლუქსემბურგი, საქართველო, თურქეთი, კოსოვო, ფარერები, კვიპროსი) უკვე ითამაშა ევრო 2020-ის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში, მაგრამ მეორე ეტაპზე ვერ გავიდა. მთავარ შესარჩევში მოსახვედრად ეს ბოლო შანსია.

საქართველოს ნაკრები ბულგარეთში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა: სანდრო ხანდოლიშვილი (1998, სტუ-"ქარიშხალა"), გიორგი ხარაიშვილი (1998, "იმედი თელავი"), ხაზეინ რუსტამოვი (1999, "ქუთაისი"), ზეზვა იობაშვილი (1998, "იმედი თელავი"), თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, "პრილეპი", მაკედონია), ზურაბ გოგავა (1998, "პეგასი"), გიგა ბაინაზიშვილი (1998), დავით ყორიაული (1998), გიორგი მიქავა (1998, სამივე -"იმედი თელავი"), ერეკლე არსენაშვილი (1998, სტუ-"ქარიშხალა"), გიორგი ცხოვრებაძე (2001, "პეგასი"), ლუკა ბულბულაშვილი (1998, სტუ-"ქარიშხალა"), გიორგი დიხამინჯია (1997, "პეგასი"), გიორგი მერკვილაძე (1998, "ქუთაისი"), მწვრთნელები - ბექა ორჯონიკიძე და ანდრეი პორტნოი (უკრაინა).

- ნაკრების ძირითადი ბირთვია 1998 წელს დაბადებული ხელბურთელები, რომლებიც დიდი ხანია, ერთად თამაშობენ და 8-20 აგვისტოს თბილისში მსოფლიოს ჩემპიონატი ელით, - გვითხრა ბულგარეთში გამგზავრების წინ ბექა ორჯონიკიძემ. - გუნდის გასაძლიერებლად, მართალი გითხრათ, დიდი რესურსი მაინც არ გვქონდა. სეზონის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ლეგიონერთაგან ირაკლი ჩიქოვანს, რატი მსხვილიძეს, შოთა თევზაძეს და ლექსო წითელიშვილს ტრავმები აწუხებთ.

გადავწყვიტეთ, რომ უფროსებიდან მხოლოდ ვლადიმერ რუსია დაგვემატებინა, რომელსაც ავადმყოფობის გამო ორი სეზონი გაუცდა, მაგრამ უკვე ვარჯიშობდა და ნაკრებში დაბრუნებაც სურდა, თუმცა ბოლო მომენტში მასაც ფეხი ასტკივდა. ამდენად, ცხრამეტწლამდელთა ნაკრებს უფროსებიდან მხოლოდ ორი მოთამაშე შეუერთდა - 21 წლის თეიმურაზ ორჯონიკიძე და 20 წლის გიორგი დიხამინჯია.

ასე რომ, უფროსი თაობის ხელბურთელთა დამატების ლიმიტი ვერ გამოვიყენეთ. ბულგარეთში თითქმის იმავე გუნდით ვიასპარეზებთ, რომელმაც 2016 წლის ნოემბერში IHF-ის ქუთაისის ტროფიზე მესამე ადგილი დაიკავა. ვფიქრობ, რომ სამეულში მოხვედრა და საგზურის მოპოვება ამ ახალგაზრდული გუნდითაც შეგვიძლია.

- ტურნირის ფავორიტებზე რას იტყვით?

- უმთავრესად, თურქეთის ნაკრები უნდა გამოვყოთ, რომელიც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დრამატულად დამარცხდა ესტონეთთან და ახლა მიზნის მისაღწევად არაფერს დაიშურებს.

დანარჩენი გუნდებიდან გამოვარჩევდი ლუქსემბურგს, ფარერებს, მოლდოვასა და მასპინძლებს, რომლებსაც ძლიერი გუნდები ჰყავთ და საგზურის მოპოვების შანსს ხელიდან არ გაუშვებენ. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები არიან ლუქსემბურგი, მალტა და დიდი ბრიტანეთი.

ძალიან მნიშვნელოვანია 12 ივნისს პირველივე მატჩი ლუქსემბურგთან. მოგების შემთხვევაში შეგვიძლია, ჯგუფში პირველი ადგილისთვის ვიბრძოლოთ და მეოთხედფინალში თურქეთთან თამაში თავიდან ავიცილოთ.

გუნდის ამჟამინდელი დონით კმაყოფილი ვართ - საქართველოს ჩემპიონატის დამთავრებისთანავე საწვრთნელი შეკრება დავიწყეთ და ნაყოფიერად მოვემზადეთ. როგორც გითხარით, პირველ სამეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ და, ნებისმიერ შემთხვევაში, აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ფასდაუდებელ გამოცდილებას შევიძენთ...

გაბროვო, ველიკო ტირნოვო (ბულგარეთი)

12-18 ივნისი

B ჯგუფი: ლუქსემბურგი, საქართველო, მალტა, დიდი ბრიტანეთი

12 ივნისი. 19:00. ლუქსემბურგი-საქართველო, 21:00. მალტა-ბრიტანეთი

13 ივნისი. 19:00. საქართველო-ბრიტანეთი, 21:00. ლუქსემბურგი-მალტა

14 ივნისი. 19:00. ბრიტანეთი-ლუქსემბურგი, 21.00. საქართველო-მალტა

16 ივნისს მეოთხედფინალებია, 17-ში - ნახევარფინალები, ხოლო 18 ივნისს ფინალები გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია

პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა

ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

ლიეტუვასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა

მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს

"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა

"რუსთავმა" "კავკასია" სირენის თანხლებით დაამარცხა, "ბათუმმა" "ქუთაისს" ბოლოსწინა წამზე სძლია

მამარდაშვილი: ფეხბურთელები და სტაფი ვცდილობთ, ერთად გამოვასწოროთ თამაში

სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება

ლიეტუველთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრების სუსტი ადგილების გამოყენებას უნდა შევეცადოთ

ბასტონის შეძენა "ბარსელონას" 70 მილიონი დაუჯდება

"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა

U19 | საქართველო 6:2 ყაზახეთი

სიომინი: ხვიჩა ყოველ წელს უკეთესი ხდება

მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა

დარჩება მუნდიალის შემდეგაც? - სკალონიმ არგენტინის ნაკრებში თავის მომავალზე ისაუბრა

სილვას "ბარსელონაში" სურს - ტრანსფერზე გადაწყვეტილებას დეკო მიიღებს

ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - "ბარსელონას" უმნიშვნელოვანეს მატჩებში რაფინია გამოაკლდება

ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?

პსჟ-ის კაპიტანი მშობლიურ გუნდში - მარკინიომა თავისი გეგმები გაამხილა

საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპს იტალიით იწყებს

თეიმურაზ ორჯონიკიძე რუმინულ კლუბში გადავიდა

ორჯონიკიძე ფინეთის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში საუკეთესო იყო

თეიმურაზ ორჯონიკიძემ უნგრეთში მიმდინარე სეზონში 42 გოლი გაიტანა

თეიმურაზ ორჯონიკიძე: ევროპაში ანგარიშგასაწევი ნაკრები გვეყოლება

U19. საქართველო-იაპონია 22:30 - დაუოკებელი სუეოკა და გაწბილებული მასპინძლები

U19. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ნორვეგიასთან წააგო

ლეგიონერები/ცინცაძის და გავაშელიშვილის გუნდებმა მოიგეს. კალანდაძის გოლებმა კი "ექს ან პროვანსი" წაგებისგან ვერ იხსნა

ჯერ პლეი-ოფი, მერე სიურპრიზიც - დღეს თბილისში 19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება

U19. საქართველო-გერმანია 25:41- ჩილე ბოლო შანსია

ქართული გოლები რუმინეთში

U19. საქართველო-ალჟირი 28:24 - ისტორიული გამარჯვება

U19. საქართველო-ჩილე 24:29 - მხოლოდ პრეზიდენტის თასისთვის იბრძოლებენ

გიორგი დიხამინჯია კარიერას "ლოვოსიცეში" გააგრძელებს