ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"გეგონება, სხვა პლანეტაზე ხარ" - როგორ აფასებენ ქუთაისში გამართულ რაგბის ჩემპიონატს

"გეგონება, სხვა პლანეტაზე ხარ" - როგორ აფასებენ ქუთაისში გამართულ რაგბის ჩემპიონატს

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, თბილისში გამომგზავრებამდე Rugby.ge რამდენიმე ოფიციალურ პირს გაესაუბრა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი პირველი მასშტაბური ტურნირია, რომელსაც საქართველო მასპინძლობს.

ჯერჯერობით მხოლოდ ჯგუფური ეტაპის შეხვედრები მიილია და წინ პლეი-ოფები და ფინალები გველის, მაგრამ უკვე თამამად შეიძლება ითქვას - საქართველო ორგანიზების კუთხით საუკეთესო შეფასებას მიიღებს.

B ჯგუფს ქუთაისმა უმასპინძლა და ჩვენი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქისთვის 20-წლამდელთა ჩემპიონატი დასრულდა.

თუმცა მისი სტუმრები უდიდესი შთაბეჭდილების ქვეშ არიან. ისინი მოხიბლულნი არიან საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში არსებული სარაგბო ინფრასტრუქტურით, ტურნირის ორგანიზებით, არქიტექტურული ძეგლებით, საქართველოს ბუნებით, ქუთაისელი ხალხის განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით და ქართველი ქომაგის სარაგბო განათლებით.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, თბილისში გამომგზავრებამდე Rugby.ge რამდენიმე ოფიციალურ პირს გაესაუბრა:

ადამ მაკევოი (მატჩის კომისარი): "საოცრად მომწონს ქუთაისში. ხალხი მეტად სტუმართმოყვარეა. იგრძნობა, რომ ქალაქს და მთელ რეგიონს ეამაყება ტურნირის მასპინძლობა. ძალიან დადებით დამოკიდებულებას ვგრძნობ ყველასგან. მას შემდეგ, რაც აქაური ხალხი გავიცანი, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს საქართველოში ოჯახი დაგვხვდა".

ჯონ დილზილ (შოტლანდიის მწვრთნელი): "ჩვენის აზრით, ინფრასტრუქტურა მსოფლიო დონისაა. სავარჯიშო მოედანი, გასახდელები, აუზი, რომელიც აქ, ქუთაისში დაგვახვედრეს, არ ჩამოუვარდება მსოფლიოს საუკეთესო საწვრთნელ ბაზებს და ნამდვილად დაგვეხმარა აღდგენაში და თამაშისთვის მზადებაში.

ხალხი ძალიან პოზიტიური და თბილია - სასტუმროს პერსონალი, ჩვენი ორი ლიეიზონი - ყველა კარგია. კულტურული გამოცდილებისთვის ავედით სათაფლიის მღვიმეებში, რამდენჯერმე მივირთვით ქართული კერძები და ბიჭებს ძალიან მოეწონათ.

ქართველებს რაგბი თავდავიწყებით უყვართ - აქ რაღაცით ყველა კავშირშია რაგბისთან. ძალიან კარგი, ახალთახალი სავარჯიშო ბაზა დაგვახვედრეს: ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც რაიმე სარაგბო ამბიცია გააჩნია, ასეთი ინფრასტრუქტურა გაუხარდებოდა, მით უმეტეს, რომ საქართველოში კიდევ რამდენიმე ასეთი ბაზა არსებობს. სავარჯიშო პირობებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ტურნირის ორგანიზებაც და ქვეყანაც ძალიან მოგვეწონა".

სიუზან კარტ (მატჩის კომისარი): "ქუთაისმა გამაოცა. სად მოვდიოდი, არ ვიცოდი და აქაურმა სტუმართმოყვარეობამ "წამლეკა". ყველა ისეთი თბილია, ისე ცდილობს მოგეხმაროს, რამეში ხელი გაგიმართოს, რომ გაოცებული ვარ.

ვიყავით მღვიმეებში, კანიონში - სუნთქვა შემეკრა, არაამქვეყნიურია. იმდენი რამეა აქ სანახავი და წარმოდგენაც კი არ მქონდა, რამდენად ლამაზია ეს ქვეყანა. თითქოს ქუთაისთან ძალიან ახლოსაა და ამავდროულად, გეგონება, სხვა პლანეტაზე ხარ. მონასტრები კი უმშვიდესი ადგილია ამქვეყნად. წარმოუდგენელია!".

სკოტ ჰასკინს (კომენტატორი): "საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სარაგბო ინფრასტრუქტურამ, განსაკუთრებით აქ, ქუთაისში. შოტლანდიის, იტალიის, ახალი ზელანდიის და ირლანდიის ნაკრებებს ძალიან მოსწონთ როგორც თავიანთი სავარჯიშო ბაზები, ისე ზოგადი გარემო.

პირობები და მოედნები კარგია, ხალხი სტუმართმოყვარეა. ყველაზე მეტად ქართველმა გულშემატკივრებმა გამაოცეს: მათ კარგად ესმით თამაში, გრძნობენ მას და თავდავიწყებით უყვართ ჩვენი თამაში - რაგბი.

როგორც კომენტატორი, ორი წლის წინ ვიყავი იტალიაში, შარშან კი მანჩესტერში და შემიძლია ვთქვა, რომ აქაური ინფრასტრუქტურა იტალიურს და ინგლისურს არაფრით ჩამოუვარდება. სამუშაოდ ყველანაირი პირობა გვაქვს. არქიტექტორმა ქუთაისის სტადიონზე ძალიან კარგად დაგეგმა არა მხოლოდ გასახდელები, არამედ სამედიცინო ინფრასტრუქტურაც; მედიისთვის, ანალიტიკოსებისთვის, ტელევიზიისთვის გამოყოფილი სივრცეებიც და ეს ყველაფერი შესანიშნავად მუშაობს. ასე რომ, ჩემი შეფასება 10 ქულაა 10-ბალიანი სისტემით".

პიტერ მელონ (ირლანდიის მწვრთნელი): "ქუთაისი არაჩვეულებრივად დაგვხვდა. ხალხი ყველანაირად ცდილობს ჩვენ დახმარებას: სასტუმროს პერსონალი, გუნდის ატაშე, საქართველოს რაგბის კავშირის და მსოფლიო რაგბის თანამშრომლები, ქუთაისის მოსახლეობა - ყველა ძალიან სტუმართმოყვარეა. წლევანდელი ტურნირი სწორედ ამით გამოირჩევა. შარშან, ინგლისში, ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა გვქონდა, აქაც არანაკლები გვაქვს. ქუთაისის სარაგბო სტადიონი, სადაც ერთ სივრცეშია მოქცეული სატრენაჟორო დარბაზი, სამი ბალახის მოედანი, მე-4 თაობის ხელოვნური მოედანი და აუზი, მსოფლიო კლასისაა. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ვთვლი, რომ წლევანდელი ტურნირი შარშანდელს ჯობია.

ქრეიგ ფილპოთი (ახალი ზელანდიის მწვრთნელი): "ბიჭები ძალიან თბილად მიიღეს. თავს ისე ვგრძნობთ, თითქოს სახლში ვიყოთ, რადგან საქართველო ახალ ზელანდიას ჰგავს - ბევრი სიმწვანით და მეგობრული ხალხით. მოგვწონს აქაური ამინდიც.

ტურნირი ნამდვილად კარგადაა ორგანიზებული, როგორც სავარჯიშო, ისე სათამაშო თვალსაზრისით - მატჩები დროის სიზუსტით მიმდინარეობს, სავარჯიშო სტადიონები კეთილმოწყობილია და სათამაშო მოედნის ბალახის საფარი მაღალი დონისაა".

მართინ მეითამ (მინდვრის მოვლის სპეციალისტი): "ახლახან შევხვდი სტადიონის მენეჯმენტს და მინდა აღვნიშნო, რომ ისინი ნამდვილად ბევრს შრომობენ. მოედნები ძალიან კარგადაა მომზადებული და ტურნირიც მაღალ დონეზეა ორგანიზებული - გამოვარჩევდი ტრანსპორტირების მხარეს.

თითოეული ორგანიზატორი მზადაა, დაგეხმაროს ნებისმიერ საკითხში. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი არაჩვეულებრივად ორგანიზებული ტურნირია".

უილი ლოსე (კომენტატორი): "2009 წლიდან მსოფლიო რაგბის ყველა ჩემპიონატს დავესწარი და ეს ტურნირი ნამდვილად გამორჩეულია. აღფრთოვანებულები ვართ ქართველი ხალხით.

განსაკუთრებით მოგვეწონა ქართული კერძები. აქ ღვინო და ლუდიც ძალიან გემრიელია და თანაც, საკმაოდ იაფი.

სარაგბო თვალსაზრისითაც აღფრთოვანებული ვარ - ქუთაისში მატჩების მსვლელობისას გულშემატკივართა რაოდენობით და მათი მხარდაჭერით გაკვირვებული დავრჩი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მაღალი დონის ორგანიზების შედეგია, სადაც ყველა ჩართულია და ისინი ამ ოდენობის მაყურებელს იზიდავენ მოედანზე".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• მერი- მარია

პოზიტივი და კიდევ პოზიტივი. აწი ფეხბურთსაც გამოუჩნდეს პატრონი... ამერიკა დღემდე შენდება ქართველებმა ეს ვერ გაიგეს... ერთი მთავარი გვაკლია ერთად ვიფიქროთ ქვეყანაზე- ყველაფერი იქნება OKEY

• 123123

ასევე იმაზე მეტი მწერი იყო სტადიონზე ვიდრე საერთაშორისო სტანდარტებითაა განსაზღვრული.fraternity რა პირობით მოგვცეს მსოლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება თქვი ერთი რა ინფორმაციას ფლობ. ზოგჯერ უნდა გაგიხარდეს რაღაც რაღაცეები,გაიღიმო და იამაყო იმით, რომ 20 წლამდელებში საუკეთესო მსოფლიო ჩემპინატია რაც კი აქამდე გამართულა რომელიმე ქვეყანაში.

• fraternity

არადა მართალი თქვა ოდალამ. შენ ქვეყანაში სტუმრად ჩამოსული პირში გინებას არავინ დაგიწყებს რაიმე საოცრება თუ არ ჩაიდინე. ეს კომენტარები არის სტანდარტული ეტიკეტის ნაწილი და ხარვეზები რა თქმა უნდა ბევრია და არც თავში უნდა აგვივარდეს. ეს ბაზები და სტადიონი არის მიზერი იმასთან შედარებით რაც უნდა გაგვეკეთებინა და რა პირობებითაც მოგვცეს ტურნირის მასპინძლობის უფლება, იმის ნახევარიც არ გაკეთებულა, დროშა და დენის ჩაქრობა კიდევ ცალკე თემაა.

• kako

გენაცვალეთ მორაგბეებო, აი როგორ უნდა სწორი მართვა, მიეცით ამ ხალხს უფრო მეტი, იმსახურებენ და ვიცით რომ კარგ საქმეში დახარჯავენ, და რა თქმა უნდა ყოჩაღ ხალხი, რომლებიც სხვებს ვეფერებით და ერთმანეთს ვჭამთ, მაგრამ მაინც მაგარია ასეთ კომენტარებს რომ მოუსმენ.

• dima-ს

წულაიასნაირების დრო აღარაა ქართულ პოლიტიკაში

• felisio

მართლაც რომ საამაყოა ესეთი კომენტარები. სწორედ ეს არის იმ დიდი ინვესტიციის შედეგი რომელიც ერთმა ადამიანმა ჩადო ამ სპორტში.

• dima

წულაიას არ მოუყვეთ აგი ამბავი! ცოდოა,კაცი!)))

• ქართველი

ნეტა უცხოელებს რომ ვეფერებით მასე ერთმანეთს ვეფერებოდეთ !!!

• ხვიჩა

კეთილი და პატიოსანი, სასიამოვნოა როცა უცხოელი ასე კარგად აფასებს. ერთი პატარა შენიშვნა ჟურნალისტს - უცხოური სახელი და გვარი(იმ სახით როგორც თქვენ წერთ: პიტერ მელონ, მართინ მეითამ, სკოტ ჰასკინს, სიუზან კარტ) ფუძის სახით არ იწერება, უნდა დაიწეროს სახელობითი ბრუნვის ნიშნითურთ, მაგალითად ასე: სკოტ ჰასკინსი ან სიუზან კარტი.

• შოდა

ბატონებო, ოდალა-ს კომენტარები უნდა წაიკითხოთ. კარგად ჩანს თუ რარიგ უყვართ საქართველო და რაოდენ კეთილის მოსურნეები არიან! -ოდალას ბოღმითა და შხამით სავსე ჩახლეწილი ჩხავილი პირველად 1981 წლის 13 მაისს გავიგონე. დინამომ თასი მოიგო, მთელი ქვეყანა ხარობდა, ხოლო ოდალა ბოღმითა და შურით იხრჩობოდა და სახლიდან არ გამოდიოდა! -ამ ბოლო დროს ოდალას ჩხავილი უფრო და უფრო გაძლიერდა და ოდალები საკუთარი შინაგანი სიბინძურეების ნთხევას აღარ ერიდებიან. ეჰ ოდალა, ოდალა სანამ გინდა ეგეთი იყო?

• soxumeli veterani

ძალიან კარგიიი !!!

• tato

გასკდეს ზოგი შურისგან

• gia

კაია ამდენი ხალხი თითქქმის ერთი თვე საქართველოში და ესენი თუ კმაყოფილები წავიდნენ კიდე რამდენს მოუყვებიან.

• odala

აბა სტუმარი რას გეტყვის?! რატომ გგონიათ რომ მხოლოდ თქვენ გაქვთ ტაქტი და შეგნება? ქვეყანა რომ ჩასვრილია გგონიათ მაგას ვერ დაინახავდნენ? ბუნებაში, ისტორიულ ძეგლებთან ნაგავს ვერ დაინახავდნენ? ჩამოჟამულ კორპუსებს სტადიონების გარშემო და ჩასვრილ ქუჩებს ვერ დაინახავდნენ?? ერთი დროშა ვერ დაკიდეს წესიერად და დავიჯერო ისეა ყველაფერი ქუთაისში მოწყობილი, რომ აღფრთოვანებული დარჩა ყველა????? თუ ძმა ხარ რა. ბავშვებივით ვართ - ვიღაც შეგვაქებს და თავში გვივარდება და მერე მთელ მსოფლიოს ტვინი უნდა წავუღოთ, ასეთი ვართ და ასეთებიო. თქვენ თვითონ ვერ ხედავთ ვინც ხართ და რა ქვეყანაშიც ცხოვრობთ??????

• samtredski

გაიხარეთ ყველამ და დაგლოცავთ ისე რომ თქვენც გესწავლოთ სტუმართმოყვარეობა მას დაცინვით არ არ ვამბობ ძალიან ცივები ხართ.

• გიორგი

ძალიან კარგია :)

• ქუთაისელი

მოხსენით ტრაფარეტი! მე თქვენი ნახევარფინალები არ მაინტერესებს, მივდივართ ჩემთან სახლში! :)

18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან

18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად

18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ილია მაისურაძე: არ ვოცნებობდით და მიზანიც რეალობიდან გამომდინარე დავისახეთ

დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა

"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს

საქართველოში გამართულ რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მილიარდამდე ადამიანმა უყურა

ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა

"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა

სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს

"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა

ექვსმა ერმა დაგვიმატა! ჯერ მხოლოდ "უმცროსი ბორჯღალოსნები"

22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი "ქუთაისია"

"საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონზე მეტი დაუჯდა"