2018 წლის სექტემბერში უეფას ერთა ლიგის პირველი მატჩები გაიმართება
2018 წლის სექტემბერში უეფას ერთა ლიგის პირველი მატჩები გაიმართება. ტურნირში 55 გუნდი ჩაერთვება და ოთხ დივიზიონად გაიყოფა. ეს დივიზიონები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ, უეფას რეიტინგის მიხედვით დაკომპლექტდება.

A დივიზიონში საუკეთესო რეიტინგის მქონე 12 ნაკრები მოხვდება, შემდეგი 12 - B ლიგაში, 15 - C-ში, ხოლო ბოლო 16 - D-ში. A და B დივიზიონებში 4 ჯგუფი სამეულებისგან დაკომპლექტდება, C - ერთი სამეულისგან, ხოლო ოთხში - 4-4 გუნდი იქნება, რაც შეეხება D ჯგუფს, იქ 4 კვარტეტი შედგება.

ერთა ლიგაში ნაკრებები დივიზიონიდან დივიზიონში დაწინაურდებიან და დაქვეითდებიან. ერთა ლიგის სატურნირო მდგომარეობა განსაზღვრავს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრისას რომელ კალათაში მოხვდება ესა თუ ის ნაკრები.

ეროვნული გუნდებისთვის უეფას ბოლო შუალედური რეიტინგი (ფიფას რეიტინგში არ აგვერიოს) 2017 წლის 26 მარტს, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების შემდეგ შედგა. ერთა ლიგის ჯგუფების შემადგენლობა ახლა რომ

კომპლექტდებოდეს, ნაკრებები დივიზიონებში ასე გადანაწილდებოდნენ:

A დივიზიონი

გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, იტალია, ინგლისი, პოლონეთი, ხორვატია, ისლანდია, შვედეთი

B დივიზიონი

სლოვაკეთი, რუსეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ბოსნია, ავსტრია, ირლანდია, ჩრდ. ირლანდია, თურქეთი, უელსი, ჩეხეთი, სლოვენია

C დივიზიონი

უნგრეთი, დანია, საბერძნეთი, ალბანეთი, რუმინეთი, სერბეთი, ჩერნოგორია, ისრაელი, შოტლანდია, ბულგარეთი, ნორვეგია, კვიპროსი, ლიტვა, აზერბაიჯანი, ბელარუსი

D დივიზიონი

ფინეთი, ესტონეთი, საქართველო, სომხეთი, ფარერები, ლატვია, მაკედონია, მოლდოვა, ყაზახეთი, ლუქსემბურგი, ანდორა, ლიხტენშტაინი, მალტა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი.

ბევრ გუნდს, მათ შორის საქართველოსაც (უეფას ბოლო რეიტინგში მე-40 ადგილზე ვართ), აქვს შანსი, უკეთეს (უფრო მაღალ) დივიზიონში მოხვდეს.

გამარჯვებული 2019 წლის ივნისს, ოთხი ჯგუფის გამარჯვებულის დასკვნით ტურნირში გაირკვევა.

საქართველო D დივიზიონშია, მაგრამ, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ეს ჩვენი შანსიც არის: აუტსაიდერთა დივიზიონის გამარჯვებული ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს. ეს გუნდი მარტში დაგეგმილი ოთხთა ტურნირის საშუალებით გაირკვევა, სადაც ერთმანეთს 4 ჯგუფის პირველადგილოსანი დაუპირისპირდება.

საინტერესოა, რომ ამ ნაკრებებიდან დიდ საერთაშორისო ტურნირებზე (ევრო 2004) მხოლოდ ლატვიას უთამაშია.

და კიდევ: შესაძლოა, რუსეთი და უკრაინა ერთ დივიზიონში მოხვდნენ, მაგრამ არა - ერთ ჯგუფში. იგივე ეხებათ სომხეთს და აზერბაიჯანსაც, სანამ არსებულ გადაწყვეტილებებს უეფას აღმასკომი არ შეცვლის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mmm
eseni imdens izamen rom darchenl shexvedrebshi maksimalur qulebs aigeben da aqac upro rtul jgupshi moixvedreben tavs!
quTaiseli
სად რაგბი და სად ფეხბურთი რაგბში სულსხვა სისტემაა ფეხბუთში სულ სხვა.
გოგი
საქართველო,სან მარინო, ლიხტენშტაინი, ანდორა,და გასულები ვართ პირველზე ეგ კაი მარა ფლეი ოფში 4 ჯგუფის პირველადგილოსანი დაუპირისპირდება ერთმანეთსო დაა იქ შანსები მცირე იქნება
უიმე
ანუ როგორც რაგბში?
aleko
ეგ არი ჩვენი შანსი მაგრამ ვაისის ხელში ამასაც ვერ გამოვიყენებთ აი ნახავთ
quTaiseli
ამხანაგური არანაირად არარის ეხლა ჩამთავრდება მსოფლიო შესარ ჩევი და მორჩა შემოვა ეგ სისტემა. ისე ჩვენთვის ყველა თამაში ამხანაგური არარის.აქედანაც დიდი ალბათობით გაგვიჭირდება გასვლა. ჩვი და მორცა შემოვა ეგ სისტემა. ისე ჩვენთვის ყველა თამაში ამხანაგური არარის.
haha
ფინეთი, ესტონეთი, სომხეთი, ფარერები, ლატვია, მაკედონია, მოლდოვა, ყაზახეთი. ხალხო ამ გუნდებიდან ერთთან მაინც ხომ მოხვდები? ან ფინალურზე ხომ უნდა შეხვდე? მერე რას იზამ მოუგებ? ამდენი ოპტიმისტი და მეოცნებე რაც საქართველოშია, მე მგონი არსად არ არი.
დათო
მე რამდენადაც ვიცი, ეს ტურნირი არის ამხანაგური თამაშების ნაცვლად.
sandro
ამდენი ხანია მთელი მსოფლიო გაფაციცებით გვადევნებდა თვალს, რომ როგორმე უმაღლეს ფორუმზე მოვხვედრილიყავით და აი .... დაეკარგათ მოთმინება და შემოიღეს საჩვენო სისტემა, ბოლოს და ბოლოს სინდისიც კარგი საქონელიაო! თუმცა მაინც ძალიან საეჭვოა გაუმართლოს საქართველომ უეფას მოლოდინი. ?????????????????????????????????????????????????????????????????? ნუ წამართმევთ სიტყვის თავისუფლების უფლებას!!!!!!!!!!!!!!!!
ქუთაისი
S.P.-ს... ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი არ უქმდება...ის ისევე ჩატარდება,როგორც ტარდებოდა და ტარდება ეხლა...ხოლო,ეს ახალი ტურნირი ჩატარდება ამის პარარელურად...ანუ,ჩვენ და ყველა ნაკრები ევროპის ,მონაწილეობას მიიღებს ამ ორივე ტურნირში...ეს ახალი ტურნირი არის შანსი სუსტი ნაკრებებისათვის...ანუ,უეფა აძლევს შანსს სუსტ ნაკრებებს,ევროპის ჩემპიონატზე თამაშის...ასე,რომ ეხლა უნდა ვეცადოთ,რომ რეიტინგში მაღლა არ ავიწილთ,რომ შემთხვევით დ დივიზიონის ნაცვლად ც დივიზიონში არ მლვხვდეთ...ანუ,პარადოქსია,მაგრამ შემოდგომამდე გვაწყობს თამაშების არ მოგება...
ucxoplaneteli
კოსოვო საქართველოს მხრიდან არ არის აღიარებული დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ჩვენ ჯგუფში როა როგორ უნდა ვეთამაშოთ ოფიციალური მატჩი??
ქუთაისი-ს
მართალი ხარ, სწორი შენიშვნაა. ხოდა მოდი ჩვენც მოლდოვასთან პირველ ტაიმში დაყენებული არასწორი სასტავიც მაგას დავაბრალოთ :) გათვლილი აქვთ ჩვენი ფეხბურთის ბოსებს ყველაფერი და არ იგებენ თამაშებს ამ ტურნირის კენჭისყრამდე :) პროსტა სენტ კიტსზე რო არ მოეგოთ სახლში არ გამოდიოდა რა :) აი ამ ტურნირის კენჭისყრა რო იქნება და ბოლო დივიზიონში აღმოვჩნდებით იქ დაცხებენ მერე, დააწვენენ ყველას ბეჭებზე ;)
S.P
hemis azrit dzalian magari rame.tan ra dadzabuloba iqneba jgufhi roca ici rom carmatebis hemtxvevahi mundialze moxvdebi.tan dges ioli mosagebi aravin agaraa mitumetes fineti da estonetic.
mm
რას გავალთ ფინეთს და სომხეთს ეგარი მოუგეთ ან ბელარუსი რა უყავით. ნწნწ
fako
ეს არი შანსი რომელიც ჩვენ გვაღირსებს დიდ ფორუმებზე მოხვედრას აღმოსავლეთ ევროპული ნაკრებები ჩვენზე უფრო ძლიერები ვერ ხვდებოდნენ მსოფლიო და ევროპაზე.
S.P
es spema martivia da sahualebas gadzlevs hen s tol gundebhi tu moigeb,ajobeb da gamorheuli iqnebi moxvdebi maxagl forumze.magram paralelurad ra gatamaheba tu turniri hatardebd eg ver gavige.
ქუთაისი
მარტივად რომ ვთქვათ,ჩვენ მოგვიწევს პაექრობა დ დივიზიონის გჯნდებთან,ანუ ყველაზე სუსტ გუნდებთან ევროპაში....თუ გავიმარჯვეთ ამათთან პაეწრობაში,მაშინ პირდაპირ ვხვდებით ევროპის ჩემპიონატზე....ეს ტურნირი არ გამორიცხავს ევროპის ჩემპიონატის ტრადიციულ საკვსლიფიკაციო ტურნირს,ანუ გსიმართება ამ ტურნირის პარალელურად...ისე,აქ ერთი საინტერესო პარადოქსია,რომელიც იმაში მდგომარეობს,რომ მაგალითადჩვენს ნაკრებს,ამ შემთხვევაში არ აწყობს მსოფლიოს ამ შესარჩევის დარჩენილი თამაშების მოგება,რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება რო მოვხვდეთ გაუმჯობესებული რეიტინგით არა დ,არამედ ც დივიზიონში,სადაც ჩვენი მეტოქეები გაცილებით ძლიერი გუნდები იქნებიან....ანუ,ჩვენ გვაწყობს,რომ მსოფლიოს ამ შესარჩევის დარჩენილ შეხვედრებში დავმარცხდეთ....პარადოქსია,მარა ფაქტია...
quTaiseli
და რა არის გაუგებარი აგერ შენ ტოლებთან ითამაშეო ხოდა ამთ თუ ყველას მოუგებ ევროპაზე გასვლაც შენი იყოსო.
otar
ვაისი უნდა დარჯეს ,ამაზე უკეტეს სპეციალისტ ცჰვენ ვერ ვნაჰავტ....

ვერაფერი ვერ გავიგე
gode
რაღაც შანსი ამათან მართლა გვაქვს.კარგი მწვრთნელის ხელში ჩვენს ნაკრებს ამათი დამარცხება ნამდვილად შეუძლია. დღეს ჩვენ ნაკრებს უნდა 25 წლის რომ იყვნენ კობი,კალაძე, შოთი და ევროპაში მართლა ვიქნებოდით საშუალო დონის გუნდი.
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ზაზა ჯანაშია: ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ძალიან რეალური შანსი გვიჩნდება
უეფას ერთა ლიგაზე საქართველოს სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა შეიცვალა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
ერთა ლიგა - ევრო 2020-ზე მოხვედრის ყველაზე იოლი გზა საქართველოს ნაკრებისთვის
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?