დღეს, 17 ივნისს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XVII ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართება
დღეს, 17 ივნისს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XVII ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართება. თბილისურ დერბიში "საბურთალო" და "დინამო" ითამაშებენ, ხოლო ქუთაისში "ტორპედო" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს.

ტურის სამი მატჩი 16 ივნისს ჩატარდა. "სამტრედიამ" მინიმალური ანგარიშით თბილისში "ლოკომოტივს" მოუგო. გორის "დილამ" ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა ქობულეთის "შუქურას", ხოლო საჩხერის "ჩიხურამ" ფოთის "კოლხეთი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

საბურთალო-დინამო (თბ)

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონმა ამ ტურში კიდევ ერთ მატჩს უნდა უმასპინძლოს. იმის გარდა, რომ მორიგი დედაქალაქური დერბი გველოდება, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ერთი ფაქტიც - სიმბოლურია, რომ დავით პეტრიაშვილს ძალიან ბევრი რამ აკავშირებდა როგორც "საბურთალოსთან", ისე - თბილისის "დინამოსთან"...

წინა ტურში "საბურთალომ" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა, თანაც - ზედიზედ 3 წაგების შემდეგ. ამით გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა სატურნირო მდგომარეობაც გამოასწორა, თუმცა ახლა უმძიმესი გამოცდა ელის - გამარჯვების შემთხვევაში, "დინამო", ფაქტობრივად, ინაღდებს "ზაფხულის ჩემპიონის" არაოფიციალურ ტიტულს.

ისე, ამ შესვენების დროს, საქართველოს სხვადასხვა ნაკრებში ყველაზე მეტი ფეხბურთელი სწორედ "საბურთალოდან" და "დინამოდან" იყო გამოძახებული და ამასაც შეეძლო, გარკვეული კორექტივები შეეტანა ორივე გუნდის საწვრთნელ პროცესში...

სწორედ ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ თავისი კოლეგის მსგავსად, "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამაც რამდენიმე გადაადგილება მოახდინოს ძირითად შემადგენლობაში.

დაბოლოს, ამ წყვილის კიდევ ერთი და, ალბათ, უმთავრესი ინტრიგაც: გუნდებს შორის ურთიერთდაპირისპირებათა ხანმოკლე ისტორიაში, "საბურთალოს" ჯერ არც ერთი მატჩი არ მოუგია "დინამოსთვის", და მეტიც - ერთი გოლიც არ გაუტანია ტიტულოვანი მეტოქის კარში.

ტორპედო-დინამო (ბთ)

რამდენი წელიწადი ელოდა ბათუმელი გულშემატკივარი თავისი საყვარელი გუნდის მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას და ბედის ირონიით, ისე მოხდა, რომ ოთხ საშინაო მატჩში აჭარის მთავარმა გუნდმა მხოლოდ 1 ქულა აიღო.

საერთოდაც, წინა სეზონის ბრინჯაოსპრიზიორს ერთობ წარუმატებელი პერიოდი ჰქონდა: მაისის დასაწყისიდან მოყოლებული, ბათუმის "დინამომ" 7 მატჩი გამართა და მხოლოდ 4 ქულა აიღო. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ამ პერიოდში გუნდს 3 (სამი!) სხვადასხვა მწვრთნელი მოძღვრავდა და წლევანდელი ევროპალიგის მონაწილე გუნდის დღევანდელი სატურნირო მდგომარეობაც სწორედაც ამ არასტაბილურობის გამოძახილიცაა...

ამ სეზონში რიგით მესამე მთავარი მწვრთნელის, უკრაინელი სპეციალისტის, კონსტანტინ ფროლოვის მიერ დამოძღვრილ ბათუმის "დინამოს" ისეთი მეტოქე ელოდება, ერთიმეორეზე შთამბეჭდავ მატჩებს რომ ჩუქნის თავის ერთგულ ქომაგებს - მართლაც შესანიშნავ ფორმაში მყოფი კახა ჩხეტიანის "ტორპედო", რის დასტურად ეს ციფრებიც გამოდგება - ზედიზედ 7 მოგება და ამ შვიდ შეხვედრაში საკუთარ კარში გაშვებული ერთადერთი გოლი!

აღარაფერს ვამბობთ გასული თვის ორ, მართლაც გამორჩეულ ფეხბურთელზე - 34 წლის გარემარბ გრიგოლ დოლიძესა და 25 წლის ცენტრფორვარდ თორნიკე კაპანაძეს, ბოლო დროს ნამდვილი შეჯიბრება რომ გამართეს ერთმანეთში ეფექტური გოლების გატანაში...

აღსანიშნავია, რომ "ტორპედო" ამ შეხვედრას უკვე კერძო კლუბის სტატუსით ხვდება - წინა დღეს, 16 ივნისს დასრულებული აუქციონის შედეგად, ქუთაისური კლუბი 300 ათას ლარად შპს "ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსის" კუთვნილება გახდა.

- საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" 300 000 ლარად გაიყიდა

ეროვნული ლიგა. XVII ტური

17 ივნისი

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი". 18:00

საბურთალო-დინამო (თბ)

ურთიერთშეხვედრები

5: +0 =1 -4, 0-11

პირველი წრე 0:2

ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 21:00. LIVE "II არხზე"

ტორპედო-დინამო (ბთ)

ურთიერთშეხვედრები

52: +29 =9 -14, 86-57

დისკვალიფიკაცია: ხურცილავა (ტორპედო) - ფონიავა (დინამო ბთ)

პირველი წრე 3:1

16 ივნისი

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"

ლოკომოტივი-სამტრედია 0:1

გოლები: 0:1 გურამ სამუშია (5).

სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"

კოლხეთი-ჩიხურა 1:3

გოლები: 0:1 დიმიტრი ტატანაშვილი (67), 1:1 მიკოლა კოვტალიუკი (75), 1:2 დიმიტრი ტატანაშვილი (88), 1:3 დიმიტრი ტატანაშვილი (90).

გაძევება: ცოტნე ქებურია (60, კოლხეთი).

თბილისი. "დინამო არენა"

დილა-შუქურა 4:0

გოლები: 1:0 რომან პომაზანი (18, საკ კარში) 2:0 ლეანდრო რიბეირო (25, პენ), 3:0 თენგიზ წიქარიძე (66), 4:0 სალიეუ ტარავალიე (78).

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 13

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11

ბ. არაბული (დინამო თბ) 10

მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 10

მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8.

გიო
სად არის ეს "პეტრიაშვილის" სტადიონი ???
გარინჩა
წარმატებები საბურთალოს და ბათუმს!
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5 - ნულოვანი მაჩვენებელი [VIDEO]
ეროვნული ლიგის XXIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
"ჩერნომორეცი" პრემიერლიგიდან გავარდა და გულშემატკივრებმა მწვრთნელი გალახეს
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
ეროვნული ლიგა. XXIII ტურის წინ: სიმშვიდის მოლოდინში
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
ეროვნული ლიგის XXIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს