კახა კაჭარავა: "პირდაპირ ვიტყვი - არ არის "დინამო" ორიენტირებული ფეხბურთელების გაყიდვაზე"
საქართველოს ეროვნულ ლიგა ეკვატორზეა - ორი წრე მიილია. ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს თბილისის "დინამო". ბოლო ტურში დედაქალაქურმა გრანდმა უპრინციპულესი მატჩი მოუგო ქუთაისის "ტორპედოს" და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

სეზონის დაწყების წინ ამას ბევრი ვერ წარმოიდგენდა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გაახალგაზრდავდა. გუნდი ძირითადი შემადგენლობის თითქმის ყველა ფეხბურთელმა დატოვა. ასეთ ვითარებაში ჩაიბარა "დინამო" კახა კაჭარავამ. მწვრთნელზე შედეგით მსჯელობენ, შედეგი კი მოსალოდნელზე უკეთესია...

სხვა თემაა "დინამოს" თამაშის ხარისხი. მთელ რიგ მატჩებში და თუნდაც "ტორპედოსთან" მატჩის მეორე ტაიმში კაჭარავას შეგირდებმა ძალზე სანახაობრივი, მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენეს.

"ლელო" "დინამოს" თავკაცს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა...

- ჩემპიონატის ნახევარი გავლილია. მოდით, ჯერ პირველი ორი წრე შევაფასოთ. როგორი იყო ის "დინამოსთვის"? ვფიქრობთ, უკმაყოფილების საფუძველი არ უნდა გქონდეთ...

- უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს. მათ ძალიან ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. მოგეხსენებათ, გასული სეზონის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა გუნდში. მხოლოდ ორი ფეხბურთელი დარჩა ძველი შემადგენლობიდან...

მაგრამ მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს - ჯერ მთავარი ბრძოლები წინ არის. კი ბატონო, დღეს პირველ ადგილზე ვართ და ეს არის ის ადგილი, რომელიც "დინამოს" ეკადრება.

- თქვენ არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დააწინაურეთ. გარედანაც ჩანს, რომ მათ გაამართლეს. თავად როგორ აფასებთ ამ ბიჭების გარჯას?

- თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიამ უკვე მოგვცა შევსება და ეს ძალიან სასიხარულოა. ჩვენი გეზი გამოკვეთილია: მაქსიმალური ნდობა და შანსი უნდა მივცეთ სწორედ ამ აკადემიის ფეხბურთელებს. კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებით, საქმისადმი მათი მიდგომით... მათ უნდათ, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშონ და ჩვენ ბოლომდე დავეხმარებით ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში.

- ბოლო აკორდი ქუთაისის "ტორპედოსთან" მოპოვებული გამარჯვება იყო. რამ განაპირობა ეს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა?

- რა თქმა უნდა, ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, მათ ეკუთვნით სამადლობელი სიტყვები. სანამ უშუალოდ მატჩზე ვიტყოდე, უნდა შევეხო მაყურებლის თემას. ეროვნულ ჩემპიონატს თანდათან უბრუნდება მაყურებელი და ეს ამ თამაშმაც გამოაჩინა. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის საკითხი...

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ჩვენ მოგვიწია შეხვედრა შესანიშნავ ფორმაში მყოფ მოწინააღმდეგესთან. ბოლო დროს "დინამოს" რამდენიმე ფეხბურთელი საქართველოს ასაკობრივ თუ ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, ჩემპიონატშიც დაძაბული გრაფიკი იყო და მე მაინც ამ გადაღლილობას ვაბრალებ იმას, რომ პირველი ტაიმი ჩაგვივარდა და წავაგეთ. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ მეორე ტაიმში აშკარა იყო ჩვენი უპირატესობა.

ჩემთვის მთავარი ის არის, რომ გუნდი აგებდა და მოიგო. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა. საქართველოში გუნდი რომ აგებს, უჭირს თამაშის შემობრუნება. ჩვენ, რატომღაც, დიდ ყურადღებას ვაქცევთ პირველ გაშვებულ გოლს...

- "ტორპედოსთან" მატჩის შემდეგ "დინამო" ორმა ლიდერმა - გიორგი პაპუნაშვილმა და საბა ლობჟანიძემ დატოვა. ცხადია, ეს გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისია...

- ლობჟანიძე და პაპუნაშვილი, თუ მცირე წყვეტას არ ჩავთვლით, უკვე დიდი ხანია, "დინამოს" ფეხბურთელები არიან. ჩვენ მათ შევთავაზეთ ახალი კონტრაქტები, მაგრამ მათი სურვილი იყო, რომ საზღვარგარეთ მოესინჯათ ძალები, აღარ უნდოდათ საქართველოს ჩემპიონატში თამაში... მინდა, მათ მადლობა გადავუხადო - ორივემ ბევრი გააკეთა "დინამოსთვის"!

რა თქმა უნდა, მათი წასვლა დანაკლისია, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით ამ დანაკლისის შევსებას როგორც ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელებით, ისე ლეგიონერებით, ოღონდ ეს არ მოხდება ისე, რომ "დინამოში" ერთბაშად გამოჩნდეს, სიტყვაზე, ათი ლეგიონერი...

რა თქმა უნდა, მესმის ყველა ფეხბურთელის, მაგრამ პირადად ჩემი აზრით, რიგ შემთხვევებში ზოგი ჩქარობს. ხომ არ იქნებოდა უკეთესი, ვთქვათ, ორი წლის განმავლობაში, ესა თუ ის ფეხბურთელი, დარჩენილიყო საქართველოს ჩემპიონატში, კიდევ გაზრდილიყო, მოეტანა სარგებლობა ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებებისთვის და მერე წასულიყო უცხოეთში?

მოგეხსენებათ, ფეხბურთელისთვის მთავარია სათამაშო პრაქტიკა. ჩვენ "დინამოში" ბოლომდე ვენდობით ახალგაზრდებს და ეს ჩვენ მიერ არჩეული გზაა, მაგრამ ექნებათ კი მათ ასეთივე ნდობა იმ კლუბებში, სადაც მიდიან სათამაშოდ? არ ჯობია, ცოტა რომ მოიცადონ? უფრო სრულყოფილები წავლენ ევროპაში. კლუბი კი მათ ბოლომდე დაეხმარება კარიერის აწყობაში.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ პატივს ვცემთ ფეხბურთელის არჩევანს. ძალით არავის გავაჩერებთ გუნდში. პირდაპირ ვიტყვი - არ არის "დინამო" ორიენტირებული ფეხბურთელების გაყიდვაზე. გვინდა, ისეთი გუნდი გავაკეთოთ, რომელიც სრულფასოვნად, წარმატებით ითამაშებს ევროთასებზე.

- ცხადია, "დინამოში" ახალი ფეხბურთელების გამოჩენას უნდა ველოდოთ...

- ჩვენი ორიენტირი უცვლელია - რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდა ქართველ მოთამაშეს მივცეთ თავის გამოჩენის შანსი. ლეგიონერი მოვა მხოლოდ იმ პოზიციაზე, რომელზეც ვერ ვნახავთ შესაბამის კადრს ჩვენს აკადემიასა თუ საქართველოს ჩემპიონატში. არ გამოვრიცხავ გუნდში 2-3 ლეგიონერის დამატებას, მაგრამ ეს იქნება წერტილოვანი გაძლიერება.

- თქვენ სამ ლეგიონერს აკვირდებოდით. დარჩებიან ისინი "დინამოში"?

- ორმა მათგანმა გუნდი უკვე დატოვა. რაც შეეხება ამპლუით მარცხენა მცველ მოჰამედს, ის იანვრამდე დაკვირვების რეჟიმში გვეყოლება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

- აკადემიიდან კიდევ აპირებთ მოთამაშეების დაწინაურებას?

- აუცილებლად დავაწინაურებთ შვიდ-რვა ფეხბურთელს ძირითად გუნდში და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

- ეროვნულ ჩემპიონატში ერთთვიანი შესვენება გამოცხადდა. როგორ გამოიყენებთ პაუზას?

- 29 ივნისს სლოვაკეთში მივდივართ თორმეტდღიან შეკრებაზე. იქ დაგეგმილი გვაქვს სამი ამხანაგური მატჩი... სხვათა შორის, ბევრ გუნდს უნდა ჩვენთან თამაში, თუნდაც რუსეთისა და უკრაინის პრემიერლიგის გუნდებს...

- საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატს როგორ აფასებთ?

- რასაც ვუყურებ, ამართლებს ახალი ფორმატი. ცხრილს თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ დიდი სიმჭიდროვეა. ჩემი თქმა რად უნდა - ინფრასტრუქტურა გაუმჯობესებას მოითხოვს. მერე გვიკვირს, რატომ მიდიან საქართველოდან ფეხბურთელები. არადა, ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ყველას უნდა კარგ სტადიონებსა და მოედნებზე თამაში.

- დაბოლოს, თქვენს ვაჟზე, ნიკა კაჭარავაზე უნდა გკითხოთ. "კორონას" ჩვენი დასაწუნი არაფერი სჭირს, მაგრამ ცოტათი მაინც გვეთანაღრება გული - მისი გადაბირება ხომ "რეინჯერსს" სურდა...

- "რეინჯერსის" გარდა, იყო ჩეხეთის, ხორვატიის და პოლონეთის უმაღლესი ლიგის გუნდების ვარიანტები. ჩვენ "კორონაზე" არჩევანი შევაჩერეთ ერთი მიზეზის გამო - ეს იყო ერთადერთი კლუბი, რომელიც ნიკას ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობდა, დანარჩენებს სამწლიანი ხელშეკრულებების გაფორმება სურდათ. ახლა ნიკას თავისუფლად შეეძლება, ერთი წლის შემდეგ გააკეთოს ის არჩევანი, რომელიც მის კარიერას წაადგება...

"რეინჯერსი" მდიდარი ტრადიციების კლუბია და რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის იქ გადასვლაზე უარს?! რეალური ინტერესი მართლაც იყო. შოტლანდიელები ნიკას ოთხი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ, მაგრამ მოგეხსენებათ, ბრიტანეთში ფეხბურთელის ტრანსფერი გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. იქ სამუშაო ვიზა რომ მიიღო, არაერთი ბარიერია დასაძლევი, ითვლება სანაკრებო რეიტინგი და ასე შემდეგ...

საბოლოოდ მივიღეთ "კორონას" შეთავაზება. ეს ეტაპი, ჩვენი გათვლით, შუალედური უნდა იყოს ნიკას კარიერაში. დღეს მას თუ რამე სჭირდება, ესაა უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა და ფიზიკური ძალა, რომელიც მოაქვს სწორედ პრაქტიკას. პოლონეთის ჩემპიონატი არ არის უმაღლესი დონის პირველობა, მაგრამ არც დაბალი დონისაა. მე ვიტყოდი, ეს არის საშუალო დონე.

ახლა ყველაფერი ნიკაზეა დამოკიდებული. მერე მას საშუალება ექნება, უკეთეს გუნდში გადავიდეს, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ "კორონაში" კარგად წარმოაჩენს თავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Levani
უნდა დააინტერესოთ ფეხბურთელი და არ წავა და ევროტურნირებზე შედეგი თუ გინდა დანიის მეორეხარისხოვანი გუნდი ვერ უნდა გართმევდეს ფეხბურთელს. 3000 ლარს უხდით ხელფასს მაქსიმუმ და გგონიათ ეს თანხა საერთოდ რამეა ფეხბურთში? აქაოდა ქვეყანაში ეს ხელფასი სანატრელიაო და ამით მანიპულირებთ...
bajo
300000 ატასად ყიდიან და ეს მატ აცყობტ ფინანსურად ეს არი ამატი მტავარი მიზანი ტორე დინაო და ქაერული ფეხბურტი მატ მიაჰნიატ ტავიანტი ოჯახის ბიზნესად.ყ,კიდიატ გულსჰემქტკივარი მილიონი ხო ისჰოვეს ერტ კვირასჰი და გუნდი ევროპასჰი სჰერცხვება ტუ არა ფიფიას ...ეს არი სიმარტლე,
კახა ქირია
ღმერთმა ყველას გაუმარჯოს თავის გზაზე,მაგრამ ცოტა შეფასებებში თუ ვიქნებით ობიექტურები, კარგი იქნება.პაუნაშვილმა და ლობჟანიძემ ბევრი გააკეთეს და მადლობა მათ.ბევრი გააკეთეს ყიფიანმა, ჩივაძემ, გუცაევმა და ა.შ.ამათმა კი თავის საქმე გააკეთეს,რაც უნდა ეკეთებინათ,მორჩა და გათავდა.
achi
კაი ბიჭი. ის თავისი ბიჭი სამი თავით სჯობს ამ შენ დინამოელებს და იმიტოა იქ
achi
ნიკამ მამას თუ დაუჯერა მას ტოპ ჩემპიონატში ვიხილავთ, რაც შეეხება დინამოდან წასულ ბიჭებს არასცორი ნაბიჯია ჩემი აზრით ნეტა ვცდებოდე მაგრამ არამგონია
გიგო
ჩავეტაძის შემდეგ ლოჩოშვილი დგას რიგში და ასე მუქთად გაასხვისებს პერსპექტიულ მოთამაშეებს.
kai bichi-s
დეგრადაციას ევროპაში წასვლის მერე უფრო განიცდიან! იგივე პაპუნაშვილის მაგალითი! დაფრინავდა დინამოში, წავიდა გერმანიაში და მოუკლო! ჩამოვიდა, ისევ აკრიფა ფორმა! ვნახლოთ რას იზამს ესპანეთში. ლობჟანიძემაც რაც მოუმატა, საქართველოს ჩემპიონატის დამსახურებაა.
qomagi
ianvramde davakvirdebit fexburtelso magari natkvamia, etkoba ra profesionalebiz arian gundshi))))
kai bichi
rato unda darches axalgazrda fexburtelebi am soflis chempionatshi, rom veravin vitardeba da degradazias ganizdian? tavisi bichi atamashos ak tu ase unda)))
gizog
დიდი წარმატებები ნიკას.
ფეხითბურთი
სწორი შეფასება იმაზე რომ ადრე ტოვებს ბევრი ფეხბურთელი ეროვნულ ჩემპიონატს და იმიტომაცაა რომ აქაური ერთი ორი კარგი თამაშით მერე ევროპაში უჭირთ თავის დამკვიდრება და რჩებიან კიდეც წაგებულები ისიც კი სახვეწარი აქვთ რო აქ დაბრუნდნენ და ითამაშონ ინფრასტრუქტურაც ერთ-ერთი დიდი გარანტია იქნება იმისა რო ფეხბურთელები აქ დარჩნენ იმედია აღარ დატოვებს დინამოს არავინ ამ შემადგენლობიდან და 1-2 წელი ეს შემადგენლობა იქნება რო შანსები გაჩნდეს რეალური ევროტურნიერბზე კარგად გამოსვლის აზრი აქვს ესე გაგრძელებას თითქმის ყველა გუნდი ასეა რო აიწყობა გუნდი და მერე იშლება და მიდის ბევრი ფეხბურთელი ასე მოუვიდა სამტრედიასაც ზივზივაძე წავიდა და სასტავში ვერც კი მოხვდა და ახლა რამის დაბრუნდეს კიდეც
zaza
ყველა ქართული კერძო კლუბის პოლიტიკაა გაზარდოს ფეხბურთელი და გაყიდოს. დღევანდელ ქართულ რეალობაში ცუდი ნამდვილად არარის მაგრამ დღეს რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს ქართველი ფეხბურთელი 300000 მეტად ვერ ყიდით(როცა ხორვატები თავიანთ ტალანტებს 50 000 000 ყიდიან), ამიტომ უნდა გაკეთდეს ისეთი გუნდი რომელიც ევროსარბიელზე წარმატებას მიაღწევს და ქართველი ტალანტის ფასიც საგრძნობლად აიწევს და არ გინდა რა კახაბერ ზღაპრების მოყოლა! როგორც შვილზე, თურმე რეინჯერსი ეპატიჟებოდა და თქვენ კორონა არჩიეთ))))
დათო რუსთავიდან
დინამო ორიენტირებული არ არის ფეხბურთელების გაყიდვაზეო, წესიერ კლუბებში მაინც უშვებდეთ . გამოჩნდება, ჩაკვეტაძეც თუ გაასხვისეთ მერეც კონტრაქტს დააბრალებთ ??? ნეტა ვცდებოდე ...
თორნიკე გვარამია
გენიალური მწვრთნელია, წარმატებები კაჭოს!!!
მურთაზ ძნელაძე
შენ არ სთქვი რომ გიწვევნენ თელავში
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
87-ე წუთი... "ტორპედომ" ფოთში მოიგო, "გაგრამ" "გარეჯთან" ქულა გადაარჩინა
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება
გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
ლობჟანიძის გუნდის უდიდესი სენსაცია - "ატლანტამ" ლიონელ მესის მაიამის "ინტერი" პლეი-ოფიდან გამოთიშა [VIDEO]
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა