ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
ყველაფერი ჩვეული კალაპოტით მიედინება - ქართული გუნდები ევროპალიგიდან პირველივე ეტაპზე გამოვარდნენ. ცხადია, მალე მოვისმენთ ამ ყველაფრის ლოგიკურ ახსნას, რომ ეს "ამის" და "იმის" გამო მოხდა... მაგრამ ვერავინ შეძლებს გულშემატკივრის გულის მოგებას, რადგან ამ ევროთასებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ჩვენი საკლუბო ფეხბურთი ძალიან დაბალ დონეზეა.

ყველაზე ღირსეულად ევროპას საჩხერის "ჩიხურა" დაემშვიდობა, რომელმაც "ალტახთან" საპასუხო მატჩში თავსლაფი არ დაისხა. თბილისში ავსტრიელებმა 1:0 მოიგეს და მეორე მატჩში 2:1 მოგებაც აწყობდათ. ცხადია, ეს ზღაპარს ჰგავდა, მაგრამ სოსო ფრუიძის გუნდი მოგებასთან ახლოს იყოს.

- ჩიხურა-ალტახი 0:1 - ძალიან შორს ევროპისგან [VIDEO]

პირველი სახიფათო მომენტი 27-ე წუთზე შეიქმნა. კუთხური შტეფან ნუტცმა შეასრულა და ლუი ნგვატ-მაჰოპის დარტყმაზე დინო ჰამზიჩმა საიმედოდ ითამაშა.

ანგარიში 29-ე წუთზე, კურიოზული გოლით გაიხსნა - კუთხური ისევ ნუტცმა შეასრულა და ბურთი პირდაპირ კარში ჩაახვია - 1:0.

ორიოდე წუთში მანვე კიდევ ერთხელ სცადა ბედი, მაგრამ ჰამზიჩს ამჯერად ვერ აჯობა. საჩხერელები მორიდებულები არ იყვნენ, მაგრამ შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. შეიძლება 45-ე წუთზე მიხეილ სარდალიშვილის მიერ სახიფათოდ შესრულებული ჯარიმის აღნიშვნა, როცა მეკარე მარტინ კობრასმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

საჩხერელებმა კარგად გააცნობიერეს, რომ მათი მეტოქეც ვერ წყვეტდა ვარსკვლავებს და მეორე ტაიმში შეუტიეს. 56-ე წუთზე, ლაშა ჩიკვაიძის ფლანგური გადაცემით, დიმიტრი ტატანაშვილმა ახლოდან დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

"ჩიხურამ" შეტევები გაამწვავა და 71-ე წუთზე ავსტრიელები კიდევ ერთხელ შეაწუხა: გიორგი განუგრავამ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც ლევან კაკუბავამ თავით კი დაარტყა, მაგრამ მიზანს ოდნავ ააცილა.

86-ე წუთზე ფრუიძის შეგირდებს დაწინაურების რეალური შანსი მიეცათ - გიორგი ივანიშვილმა კარის წინ სარდალიშვილი დატოვა მარტო, მაგრამ... მეკარემ "ალტახი" აშკარა გოლისგან იხსნა.

შეტევებით გართულმა საჩხერელებმა დაცვა მოაშიშვლეს და 89-ე წუთზე ჰამზიჩმა ემანუელ შრაინერის სწრაფი კონტრშეტევისას გუნდი მეორე გოლისგან გადაარჩინა და შანსი დაუტოვა, მაგრამ...

ერთი სიტყვით, მოულოდნელი არაფერი მომხდარა - "ალტახმა" სასურველ შედეგს მიაღწია და შემდეგ წრეში გავიდა. ერთი შეხედვით, "ჩიხურა" არ შერცხვა. ერთი შეხედვით, ძლიერი მეტოქე ჰყავდა - ავსტრიული, ევროპული გუნდი, მაგრამ რეალურად, "ალტახი" სულაც არ იყო ძლიერი მეტოქე და მისი დამარცხება ნამდვილად შეიძლებოდა.

უბედურება ისაა, რაც ამ შემთხვევაში გვიხარია - დიდი ანგარიშით არ წავაგეთ...

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი

06.07. ალტახი. "ქეშპოინტ არენა"

ალტახი-ჩიხურა 1:1

გოლები: 1:0 ნუტცი (29), 1:1 ტატანაშვილი (56. ჩიკვაიძის პასით)

ალტახი: კობრასი, გალვაო, ნეტცერი, საკიჩი, გებაუერი (69. დობრასი), სალომონი, პესინგერი, ნუტცი, ზეხი, აიგნერი (66. გრბიჩი), ნგვატ-მაჰოპი (84. შრაინერი).

სათადარიგოები: დიმიტროვიჩი, ჟივოტიჩი, ნუსბაუმერი, იანეჩეკი

მწვრთნელი: კლაუს შმიდტი

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაკუბავა, კაშია, ჭელიძე, ჩიკვაიძე, განუგრავა (82. დეკანოიძე), გორგიაშვილი (61. ივანიშვილი), კორიფაძე, გელაშვილი (77. ფონიავა), სარდალიშვილი, ტატანაშვილი.

სათადარიგოები: მწყერაშვილი, თორ. გრიგალაშვილი, მირცხულავა, დობროვოლსკი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გაფრთხილებები: აიგნერი (58), სარდალიშვილი (90+1), დობრასი (90+2)

არბიტრი: ვ. ბანარი (მოლდოვა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qartulma ocnebam,kaladzem da kobiashvilma bolo lursmanh haahedes qartuli fexburtis kubohi. Is mkvdaria agar arsebobs. adm.ar damibloko gtxov.
calciofan
ფრუიძეს რა ვუთხარი.გორგიაშვილი შუიდან უნდა ეთამაშებინა და უფრო მეტი სახიფათო მომენტი შეიქმნებოდა.შუა ნახევარმცველები შეტევას ძალიან ანელებდნენ.აქაც და იქაც გოლები ვაჩუქეთ,ჩვენ კი კომბინაციით გავუტანეთ თანაც ორი,ერთი პირველ ტაიმში გაგვიუქმეს.დროა ქართველმა მცველებმა მეტი კონცენტრაციით ითამაშონ და უკან უაზრო ბურთის Gორებას შეეშვან.იქნებ სამტრედიამ მაინც გაგვახაროს.
ალიოშა დევდარიანი
ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ კარგად. არველაძის და კობიაშვილის ლანძღვით არაფერი გამოდის ვხედავთ და იმასაც ვხედავთ, რომ ვინც ლანძღავს თავადაც არ შეუძლია უკეთესად კეთება. ფაქტი ისაა, რომ ეროვნული ლიგის ახალი ფორმატი წინგადადგმული ნაბიჯია და 2-3 წელიწადში შედეგი საგრძნობი უნდა იყოს. წელს არაუშავს, კარგად ვიცოდით, რომ სამივე გუნდი არასტაბილური და ჩამოუყალიბებელი იყო... მაგრამ მომავლისა და სტაბილურობის იმედით მე მაინც ტაშს ვუკრავ ჩვენს გუნდებს.
giga
რა უნდა გვეშველოს, მკვდარს სამარე შველის.
სიმართლე
სააღოლ ბიჭებო პირდაპირ გამაოცეთ რომ არ წააგეთ. შოკში ვარ.
გია
პრობლემის გასაღები ფინანსებია!!! აზერები ნახეთ რა კარგად გამოვიდნენ.სომხები და მოლდოველები ჩვენსავით ჩაფლავდნენ
nikola
მერაბ თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს,რა გვეშველება,ვინმეს აქვს ამ პრობლემის გასაღები?
giia
მადლობა უნდა ვუთხრათ ჩიხურას.კრიტიკოსებო, ჯურნალისტობო გაუსწორეთ რეალობას თვალი 42 ვართ უეფას რეიტინგში,ე.ი. ვჯობივართ 13 ქვეყანას და კიდევ 2-ს ალბათ.ესენი არცერთი შეგვხვდა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
ირაკლი სიხარულიძე: "სლოვაცკოში" გადასვლა ვლადიმირ ვაისმა მირჩია
ტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
კიტეიშვილი სასტარტოში იყო - "შტურმმა" გაიმარჯვა
"შტურმმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
კიტეიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" მძიმე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი ვერც საჩხერის "ჩიხურამ" დაძლია
დიმიტრი ტატანაშვილი კარიერას "თელავის" რიგებში გააგრძელებს
ასეთები საქართველოში თითებზე ჩამოსათვლელნი არიან - ლაშა "ჩიკვაიძის" 10 წელი "ჩიხურაში"
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"ტორპედომ" 10 ახალწვეული წარადგინა - ზიდანი 9 ნომერია
დინო ჰამზიჩი: "ფოლაზე" უფრო ძლიერი გუნდების დამარცხებაც შეგვიძლია
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
კლოზეს "ზალცბურგთან" ფრემაც ვერ უშველა - გერმანელი "ალტახიდან" დაითხოვეს
დიმიტრი ტატანაშვილი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა
ეროვნული ლიგის IV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
ეროვნული ლიგა. XXI ტური: "ჩიხურა" "შუქურასთან" მარცხს გადაურჩა
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
ჩიხურა-შუქურა 1:1 - შანსი დარჩა შანსად
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"პასუხს 15 იანვრამდე ველოდები" - სად გააგრძელებს კარიერას დინო ჰამზიჩი?
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
თემურ შალამბერიძე: ყველას არ შეუძლია, ფული გადაიხადოს და ფეხბურთზე იაროს
ჩვენი საჩხერე და ჩვენი ფრუიძე - ევროთასები ახლოვდება, მზადაა "ჩიხურა"?
"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება - გუნდი გამოცდილმა მეკარემ დატოვა
[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - კიტეიშვილმა ისევ გაიტანა, "შტურმმა" ისევ გაიმარჯვა
ჩიხურა-დინამო(თბ) 2:1 - დაბრუნებაც ასეთი უნდა! [VIDEO]
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
დიმიტრი ტატანაშვილი "სიონისთვის" გაიტანს