ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"უკვე მომავალი ევროტურნირებისთვის კონკურენტუნარიანი გუნდი უნდა გვყავდეს!

"უკვე მომავალი ევროტურნირებისთვის კონკურენტუნარიანი გუნდი უნდა გვყავდეს!

თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა შეკერბაზე, ახალწვეულებსა და კონკურენციაზე საუბრობს
თბილისის "დინამომ" სლოვენიური შეკრება დაასრულა. საქართველოს ეროვნული ლიგის ლიდერმა საკონტროლო მატჩებიც ჩაატარა და რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც მიიწვია.

უკვე იცით, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ "დინამოს" ღირსებას დაიცავენ აკაკი შულაია, ლევან გეგეჭკორი, ნიგერიელი მცველი მუჰამედ ალიუ და უკრაინელი ცენტრფორვარდი მიკოლა კოვტალიუკი.

ამას გარდა, გუნდიდან წავიდა ცენტრალური მცველი გიორგი გველესიანი, რომელიც კარიერას ირანულ "ზობ აჰანში" გააგრძელებს.

ფაქტია, "დინამოს" გამოცდილ დამრიგებელ კახა კაჭარავას ერთხელაც მოუწევს ახალი გუნდის "აშენება", თუმცა ამას უკვე მიეჩვია - "დინამოში" იქნებოდა ეს, "ზესტაფონსა" თუ "ცხინვალში", ის არაერთხელ მდგარა ანალოგიური ამოცანის წინაშე და ყოველთვის წარმატებით გაურთმევია თავი ამოცანისთვის...

ეროვნული ლიგის განვლილ მატჩებში "დინამომ" თამასა საკმაოდ მაღლა ასწია. მატჩების უმეტეს ნაწილში ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანმა გულშემატკივრები ლაღი, შემტევი ფეხბურთით გაანებივრა. რაც მთავარია, არის შედეგიც.

ცხადია, ქომაგი "დინამოსაგან" ჩემპიონატის დარჩენილ ნაწილშიც იმავეს ელის. წლევანდელმა ევროტურნირებმა თბილისური გრანდის გარეშე რომ ჩაიარა, ჩვენი ფეხბურთისთვის ნორმალურ მოვლენად ვერაფრით ჩაითვლება. იმედია, მომავალი სეზონიდან ევროპას იმაზე უკეთესი "დინამო" დაუბრუნდება, ვიდრე ბოლო წლებში იყო.

მოკლედ, თბილისურ კლუბში საინტერესო პროცესები ვითარდება. გუშინ "ლელო" დინამოელთა თავკაც კახა კაჭარავას დაუკავშირდა და იმ თემებზე ელაპარაკა, რომელიც მკითხველისთვის უთუოდ საინტერესო იქნება...

შეკრების შეფასება

- ყველა შეკრებას აქვს დადებითი მხარეები, ყველა ემსახურება კონკრეტულ მიზანს. ჩვენი გუნდისთვის სლოვენიური შეკრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კიდევ ერთხელ ვნახეთ, რა დონეზე არიან ჩვენი ფეხბურთელები. საკონტროლო მატჩები დიდი გამოცდა იყო ჩვენი მოთამაშეებისთვის. როგორც იცით, აკადემიიდან 11 ფეხბურთელი გვყავდა შეკრებაზე წაყვანილი.

საქმისადმი მათი მიდგომით კმაყოფილი ვარ. იცით ისიც, რომ არაერთი მოთამაშე გვყავდა მივლინებული ასაკობრივ ნაკრებებში.

რაც შეეხება საკონტროლო შეხვედრებს, უნდა გითხრათ, რომ ყველა მატჩი იყო სასარგებლო, მიუხედავად შედეგებისა. განსაკუთრებით გამოვყოფდი უკრაინის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, "ზორიასთან" გამართულ სპარინგს.

როგორც იცით, ეს გუნდი ევროპალიგაზე ითამაშებს. პირველი 60 წუთის განმავლობაში გვეთამაშნენ შერეული შემადგენლობით, ბოლო ნახევარი საათი კი - უძლიერესით. ვინც ნახა ეს მატჩი, ალბათ დამეთანხმება, რომ ჩვენ უფრო გვქონდა მოსაგები.

ახალწვეულები

- კიდევ ერთხელ გვიწევს ახალი გუნდის შენება. გვაქვს კონკრეტული 3-წლიანი გეგმა და ვმუშაობთ მისი განხორციელებისთვის. ჩვენი მიზანია, უკვე მომავალ ევროტურნირებზე "დინამო" უნდა იყოს კონკურენტუნარიანი გუნდი - ისეთი, რომელსაც ყველა ანგარიშს გაუწევს.

იცით, რომ წავიდნენ წამყვანი ფეხბურთელები, რომელთა შესანარჩუნებლად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ამ ბიჭებისთვისაც უნდა გაგვეწია ანგარიში. მინდა, ყველა მათგანს დიდი მადლობა ვუთხრა იმისთვის, რაც "დინამოსთვის" გააკეთეს...

ძველი შემადგენლობიდან დღეს მხოლოდ ოთარ კიტეიშვილი დაგვრჩა და ისიც ტრავმირებულია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს წარმატებული. რაც შეეხებათ ახალ ფეხბურთელებს, ისინი შეირჩნენ ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად და მათი დიდად გვეიმედება.

ეგ არის, რომ ძალიან დიდი შრომა მოუწევთ საიმისოდ, რომ ბოლომდე დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები. კი ბატონო, თავიანთ კლუბებში ლიდერები იყვნენ, მაგრამ ახლა ისინი ახალი გამოწვევის წინაშე დგანან.

პოტენციურ ახალწვეულებზე

- გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და მას ყოველთვის სჭირდება განახლება, გაძლიერება... ასე ვართ ჩვენც. სულ ვაკვირდებით ჩვენთვის საინტერესო ფეხბურთელებს. განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც, შეიძლება, გუნდი გააძლიერონ და რომლებიც პროგრესირებენ.

ჩვენი მთავარი გეზი კი ძირითად გუნდში "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის კადრების დაწინაურებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ არ ვწყვეტთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ "დინამო" იყოს უფრო ძლიერი და კონკურენტუნარიანი.

კონკურენტები

- საქართველოს ჩემპიონატს ვლიდერობთ, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და თამამად შეიძლება ითქვას, ყველა მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასი იქნება. მე არ და ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე გუნდია ჩვენი მთავარი კონკურენტი ეროვნულ ჩემპიონატში. ჩვენ გვყავს არა ერთი და ორი, არამედ 9 კონკურენტი.

დამეთანხმებით, ეროვნულ ჩემპიონატში დონე ძალიან გათანაბრებულია. ვერავინ იტყვის გადაჭრით, რომელი გუნდი რომელს დააკარგვინებს ქულებს. ასე რომ, ყველა შეხვედრაში გუნდი ბოლომდე უნდა იყოს მობილიზებული და კონცენტრირებული. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მივაღწევთ მიზანს.

ევროპული კრახის ანალიზი

- ჩემი აზრით, ის, რაც მოხდა ევროთასებზე, არ არის კონკრეტული კლუბის, კონკრეტული ხელმძღვანელის, ან ფეხბურთელთა კონკრეტული ჯგუფის პრობლემა. ეს არის ზოგადად ქართული ფეხბურთის პრობლემა და ჩვენც ასე უნდა მივუდგეთ საკითხს. აქ არის ზოგადი პრობლემები.

ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ქართულ ფეხბურთში რაც შეიძლება, მეტი კერძო ინვესტორი უნდა იყოს. რით უნდა დავაინტერესოთ ისინი? ჩემი აზრით, მათ სჭირდებათ გარკვეული შეღავათები იმისთვის, რომ მიმზიდველი იყოს მათთვის ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადება.

ჩვენ ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ იმ კერძო ინვესტორებს, რომლებიც ფულს დებენ ქართულ ფეხბურთში. უნდა შევუქმნათ მათ იდეალური პირობები და არ უნდა დავუშვათ, რომ ისინი წასვლაზე დაფიქრდნენ...

მერწმუნეთ, ქართული ფეხბურთის განვითარებას დიდ დაღს ასვამს ის ფაქტი, რომ დროებით აფხაზეთი და სამაჩაბლო მოწყვეტილია საქართველოსგან. კარგად იცით, რამდენი ფეხბურთელი, ძალიან მაღალი დონის მოთამაშე მოდიოდა ამ რეგიონებიდან. ახლა ეს საკადრო რესურსი აღარ გვაქვს...

აქვე, მინდა მივმართო ჩვენს ლეგიონერებს, რომლებმაც უკვე ითამაშეს კარგი ფეხბურთი და თანდათან ამთავრებენ კარიერას - დაბრუნდნენ და დაასრულონ კარიერა საქართველოში.

გამოცდილი ფეხბურთელისგან ახალგაზრდა ძალიან ბევრს სწავლობს, შეუფასებელ რჩევებს იღებს, პროფესიონალად ყალიბდება...

გვინდა თუ არა, ბოლოს მაინც ფინანსებამდე მივდივართ. "ყარაბაღის" და "სამტრედიას" თამაში ყველამ ვნახეთ. აზერბაიჯანის ჩემპიონში ამინდს ქმნიან მაღალი დონის ლეგიონერები. ლეგიონერის გვერდით აზერბაიჯანელი ფეხბურთელებიც უმატებენ, იზრდებიან - კონკურენციას გრძნობენ და იმიტომ.

საერთოდ, კონკურენცია ფეხბურთში ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. მე, როგორც "დინამოს" მწვრთნელი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით - ბედნიერი ვიქნები, რაც მეტი კონკურენტი მეყოლება ინფრასტრუქტურით, შემადგენლობით... ყველა იმ კომპონენტით, რაც სოლიდურ და ამბიციურ გუნდს უნდა ჰქონდეს. მხოლოდ ასეა შესაძლებელი დონის ამაღლება.

რეგიონებში უნდა იყოს შესაბამისი პირობები. ბავშვი ერთხელ რომ დაარტყამს ბურთს ფეხს, ეგრევე თბილისში არ უნდა წამოიყვანონ. ჯერ ადგილზე გაიაროს რაღაც ეტაპი. რამდენადაც ვიცი, დასავლეთ საქართველოში ერთი საფეხბურთო აკადემიაც კი არ არის. ან საერთოდ რაზეა ლაპარაკი, როცა "კოლხეთს" არ აქვს სტადიონი. იმ ქალაქის გუნდს, საიდანაც მოდის ქართული ფეხბურთი. არ აქვს საკუთარი სტადიონი ბათუმის "დინამოს"...

ჩვენ სწრაფად გვინდა შედეგი, მაგრამ ერთ და ორ წელიწადში ყველაფრის გაკეთება რთულია. ჩვენ უნდა ვიამაყოთ წარსულით, მაგრამ მხოლოდ ამით არ უნდა ვიცხოვროთ. არადა, ხშირად სწორედ ასეა. მომავლისკენ უნდა გავიხედოთ, რაღაც უნდა გავაკეთოთ ყველამ, რაღაც უნდა შევქმნათ...

მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დადგება ის შედეგი, რომელსაც ყველა ველოდებით. ახლა ქათულ ფეხბურთში ისეთი ვითარებაა, რომ საჭიროა მთელი ჩვენი საფეხბურთო თემის კონსოლიდაცია. რა თქმა უნდა, ჩვენს ფეხბურთს ბოლომდე მაშინ ეშველება, როცა ქვეყანა ფეხზე დადგება, მაგრამ მანამდე ჩვენ ცდა და მონდომება არ უნდა დავაკლოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Zura

Kvela cdilobs rogorme es sezoni umushevari ar ikos,momaval sezonze wlis bolos ifiqrebs... es aris qartuli fexburti da saertod qartuli yofa imitom rom upatronoebi vart,mtavroba ar gvkvavs

• Zura

Amas xo momavali sezoni ar daelia.vai tqvens patrons! Aqaur fexburtels ar unda aq gachereba da normaluri vin chamogiva ))))))))))))) qartuli fexburti))))))))))))))))

• status quo

ფული რომ ჩადოს ქართულ ფეხბურთში ინვესტორმა,მონდომება და პატიოსნება უნდა დაინახოს.აქ კი თამაში ყველას ეზარება, ყველა ცდილობს სხვისი ფული მოიპაროს,ჰოდა რეზონანსიც შესაბამისია.მე რომ ვიყო ინვესტორი, ქართულ ფეხბურთში არ ჩავდებდი ფულს....

• gia

ძირითადად ვეთანხმები კახის. ფეხბურთისთვის საჭიროა ფული ძალიან დიდი ფული რაც საქართველოს დღეს ნამდვილად არ აქვს. 1981 წლის მერე ქართული ფეხბურთი ვერ დადგა ფეხზე, სულ ძიებაში ვართ სულ მიზეზებზე ვსაუბრობთ,მაგრამ გამოსავალი ვერ გვიპოვია. ვერ ხედავთ რა ხდენა ნსოფლიო სატრანსფერო ბაზარზე, რომელიმე კლუბმა თუ არასწორი სატრანსფერო პოლიტიკა განახორციელა კარგავს იმ ადგილს რაც უკავია. ტრანსფერები კი ასეულ მილიონ დოლარს უკავშირდება. ჩვენ ამ დროს სადა ვართ, არსად. ვერ ნახეთ ყარაბახს 8 ლეგიონერი ყავდა. მიდი და მოუგე თუ ბიჭი ხარ. დღეს იგებს ის ვისაც დიდი ფულ;ი აქვს მორჩა და გათავდა.

• status quo

ისე აგიდგებათ..გვერდები...

• st

ე რამხელა პოსტი დაუწერია, წაკითხვაც დამეზარა. აი კაცი ნაღდად არის დეპუტატობის ღირსი

• levani

ხო 5-0 იმედია არ წააგებენ და 4 ზე მეტ გოლს არ მიიღებენ საკუთარ კარში,ერთ პრესტიჟის გოლსაც გვაჩუქებენ აბა უიმედოდ როგორ დაგვტოვებენ!

• ბაჩო გ

რა ერთი და ორი წელი თუ ძმა ხარ ლამის 30 წელი უსრულდება დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს

• GIORGI

კაჭარავა თუ კითხულობს კომენტარებს?

• დათო-ქომაგი

ელოდე ეხლა კიდევ ერთი წელი და მერე ისევ კრახი და შერცხვენა, რაიონული მაშტაბით :-) კლუბები რომლებიც წარმატებაზე ფიქრობენ ნორმალურ ფეხბურთელებს კი არ უშვებენ, თანაც დაბალი დონის გუნდებში არამედ აქეთ გადმობირებას ცდილობენ 2 × 2 ოთხია , ხოდა დაანებეთ გულშემატკივრის დაბოლოებას თავი კაჭარავავ და ფიფიავ ....!!!!

• კაჭარავას ცნობისათვის...

კახა კაჭარავა -"საფეხბურთო თემი". სიტყვა თემის კლასიკური განმარტება ასე ჟღერს - "თემი — საქართველოს მუნიციპალიტეტში შემავალი ორი ან რამდენიმე დასახლების გაერთიანება. როგორც წესი, თემი შედგება სოფლებისგან. იშვიათ შემთხვევაში თემის შემადგენლობაში შედის დაბა და რამდენიმე სოფელი".

• mamia

kakha-ს მე ვიგულისხმე ქართულ კლუბებზე გრანდი ცოტა გადამეტებულია მეთქი. იმიტომ, რომ გრანდი შეიძლება იყოს ბარსელონა, რეალი, მანჩესტერი, ჩელსი და ა.შ

• zaza

ქართული ფეხბურთი ჰგავს ბოშების ცირკს... მთავარი მწვრთნელი თავის შეგირდებით დღეს დინამოშია ხვალ გორში ზეგ ცხინვალში მაზეგ სამტრედიაში და ასე უსასრულოდ გრძელდება ეს მოგზაურობა... კაჭარავასაც ერთი თამაში უნდა ევროთასებზე რომ უცებ შეიცვლის თუ შეაცვლევინებენ კლუბს და ქალაქს მაგრამ სადაც არ წავა მინიმუმ 6-7 ფეხბურთელს თან წაიყვანს. კლუბის მესვეურებსაც მუქთა ფული როგორ შეჭამონ ეს აინტერესებთ მარტო თორემ გუშინ გუშინწინ და იმის წინ თუ ვერ ივარგეს დინამოში ვერც მწვრთნელმა და ვერც ფეხბურთელებმა ხვალ როგორ ივარგებს სამტრედიაში ზეგ ფოთში და მაზეგ გორში?! ეს ჟურნალისტებიც ისე აქვეყნებენ ამ ინტერვიუებს თითქოს გვარდიოლას ან ანჩელოტის გაესაუბრნენ ბაიერნის მომავალზე////

• S.P

dzveli hemadgenlobidan marto kiteishvili dagvrhao.danarhenebi ver hevinarhuneto.tanac cers dzlier gundis heqmnas vapirebto evrogatamahebisatviso erti romelimem gamagebinet sadaa aq logika.tu amat ver inarhuneb da garbian ufro girebul da dzlier fexburtels rogor moikvan.sadaa logika.ar gvehveleba araferi ra.

• დათო-სიმართლე

რანდერსში , სარაგოსაში და უნგრეთის ჩემპიონატის დებიუტანტში რო გაუშვებ გუნდის ლიდერებს იქ რომელ წარმატებებზე და რომელ ევროტურნირებზეა საუბარი . გეყოთ გულშემატკივრისთვის თვალებში ნაცრის შეყრა !!! ფიფიამ ეტყობა მაგარი კონტრაქტები შესთავაზა იმ ბიჭებს, არ უნდა მაგ კაცს და არ ემეტება ფული კლუბის წარმატებისთვის, სიმართლე ეს არის !!!!......

• dato

ყოველ წელს ერთი და იგივე, ვაი თქვენს პატრონს ვის აბოლებთ

• kakha

mamia, თქვენი თხოვნა შესრულებულია და ამიერიდან ყველა ბობოლა გუნდს ერქმევა გუნდი ან კლუბი. მაგალითად, კლუბი "ბარსელონა", გუნდი " რეალი" სუპერგუნდი "დინამო" და ა.შ. რა გრანდი, რის გრანდი, ესენი ხომ არ უბერავენ!!

• დათო

ეს გასაგებია მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა არ უთქვამს, თუ რატომ არ შეუძლიათ ჩვენ ფეხბურთელებს ორივე ტაიმის თანაბარ დონეზე ჩატარება და რა კეთდება იმისთვის რომ ფიზიკური მომზადების დონე აიწიოს, რა გახდა უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა

• Kartveli

რა აზრი აქ ათამაშდებიან ესენიც და სეზონის ბოლოს გაყიდით. მერე ისევ და ასე გრძელდება უსასრულოდ.

• mamia

ძალიან გთხოვთ სიტყვა გრანდი აღარ გამოიყენოთ. დაწერეთ გუნდი ან კლუბი. არავის არ ვლანძღავ და ვებრძვი უბრალოდ ამათთვის ჯერ-ჯერობით გრანდი არასწორია. გრანდი იყო 80-იანების დინამო

• ambako

კაჭარავა - "რა თქმა უნდა, ჩვენს ფეხბურთს ბოლომდე მაშინ ეშველება, როცა ქვეყანა ფეხზე დადგება". თქვენს პირს შაქარი კახი, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ასე თუ ისე ახლაც დგდას ფეხზე, მაგრამ ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ადამიანები ვერ დგანან ფეხზე (მეტ-ნაკლებად ეს შენ არ გახება)და ესაა მთავარი მიზეზი ჭაობში ყოფნისა. თუ თქვენ იმას ელოდებით ქვეყანა ბოლომდე როდის დადგება ფეხზე, მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი ფეხბურთის საქმე.

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს

Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს

ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა

კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ

ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ

[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...

"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა

კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...