"სამტრედიას" ფანკლუბი "მტრედები" ამ ფაქტს ფეისბუქ-გვერდზე გამოეხმაურა
18 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე, სადაც ერთმანეთს "სამტრედია" და "ყარაბაღი" უნდა დაპირისპირდებოდნენ, გაუგებრობა მოხდა.

საქმე იმაშია, რომ მე-20 წუთამდე სტადიონზე "სამტრედიას" ფანკლუბ "მტრედების" წევრებს არ უშვებდნენ.

"სამტრედიას" ფანკლუბი ამ ფაქტს ფეისბუქ-გვერდზე გამოეხმაურა.

"ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა, თუ რატომ არ იყო მატჩის დაწყებისას "მტრედების" სექტორზე ვინმე. რაც თბილისში მოხდა, ქართული ფეხბურთის დიდი სირცხვილია!

თამაშის მე-20 წუთამდე ადგილობრივმა სამართალდამცავებმა არ შეგვიშვეს ტრიბუნაზე, რასაც გარეთ გაწევ-გამოწევა მოყვა. არ მოგვცეს საშუალება, ჩვენს ბიჭებს მაშინ დავდგომოდით გვერდით, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ!

ბევრი ლანძღვა გაისმა ჩვენი მისამართით: გუნდს როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდით, მაშინ უღალატეთო, მაგრამ იცოდეთ, ჩვენ ჩვენი გუნდისა და ბიჭებისთვის არასოდეს გვიღალატია!

თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა მდგომარეობაში ვიყავით გარეთ, როდესაც გუნდები მოედანზე გამოვიდნენ. აზერბაიჯანელთა შეძახილები გვესმოდა, ჩვენი ტრიბუნა კი დუმდა...

სანამ რამეს იტყვით და ლანძღვას დაიწყებთ, გამოსულიყავით გარეთ და გენახათ ჩვენი აცრემლიანებული სახე, გენახათ, რა მდგომარეობაში ვიყავით და ყველაფერს მიხვდებოდით.

თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, გაწევ-გამოწევისა და აყალ-მაყალის შემდეგ შევედით ტრიბუნაზე, მაგრამ ვაი იმნაირ შესვლას: არ შეგვატანინეს ბანერები, არც პერფორმანსი, რომელზეც მხოლოდ ბიჭების გამამხნევებელი და სამადლობელი სიტყვები ეწერა და პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებდა.

შეიძლება, ტრიბუნაზე არც უნდა შევსულიყავით, როდესაც ბანერებს არ გვატანინებდნენ. არ შეგვატანინეს პერფორმანსი, რომელსაც მთელი დღე ვამზადებდით. მაგრამ ტრიბუნაზე მხოლოდ ჩვენი ბიჭების გამო შევედით. შევედით, რომ მათ თავი მარტოსულად არ ეგრძნოთ.

მიზეზი, რის გამოც ეს ყველაფერი, მოხდა, უცნობია. პასუხი იყო მხოლოდ ერთი: იმიტომ ვიქცევით ასე, რომ თავიდან ავიცილოთ დაპირისპირებაო. ამიტომ არ შეგვიშვეს სტადიონზე და არ შეგვატანინეს ბანერები, რომლებზეც პოლიტიკური წარწერა ან გამოსახულება არ ყოფილა.

საქართველოში ქართველზე მეტად უცხოელს აფასებენ. შენს ქვეყანაში, რომ ტრიბუნაზე არ გიშვებე, სხვა რამეზე ლაპარაკი ზედმეტია. ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, ჩვენ მუდამ იქ ვარ, სადაც ხარ შენ! შენ ხარ ჩვენი სიამაყემ "სამტრედია"!, - წერენ "მტრედები".

vax-vax
ქუთაისელი-2-ს: ზუსტადაც სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს ეს უმსგავსობა და საფეხბურთო უბედურებები,მხოლოდ მას ხელეწიფება პრობლემების გადაწყვეტა,მაგრამ უნდა მას ეს? ფული აქვს საშოვნელი.მხოლოდ ამიტომ ხოცავენ ერთმანეთს სკამებისათვის
ქუთაისელი-2
დ.დ.დ.ს ყველა ჩვენი გუნდი და ქომაგი ასეთ დღეშია.ბიზნესმენებს არ აინტერესებს ეს საქმე, მარტო საქელმწიფო ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.
samtredia
თუ ვინმე არ უნდა შეეშვათ სტადიონზე ეს ფეხბურთელებია და თქვენ კიდე რას აშაყირებინებთ თავს მთელ საქართველოს? ხო ხედავთ 10-15 კაცი დარჩით სულ.
valeri
20 წუთის მერე ხო შემოხვედით და დაანთეთ ცეცხლი ))) 5 კაცით აპირებდით პერფორმანსს? რაც კალაძეია ის გუნდია და ის ფანები ყავს
სოსო
რა გინდათ,საუცხოო ქვეყანა გვაქვს.ქართველი უცხოეთში ხომ უცხოეთშია და საქართველოშიც უცხოეთშია.არა გვაქვს უფლება ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს,ჩვენს სინდის ნამუსს,ჩვენს რწმენას,ჩვენი იყოს ჩვენი მიწები.სამაგიეროდ დაცულია ჩვენი უფლება ვუგულშემატკივროთ ყარაბაღს,გარყვნილების სახლის მფლობელებს,მართლმადიდებლობის,მთლად უკეთესი თუ უწმინდესისა და უნეტარესის მაგინებლებს,ქართული მიწების გაყიდვის მოსურნეებს,ლგპდეებს,ნარკომანებს,ქურდებს,მამაძაღლებს,უსამართლო სასამართლოს,უქნარა პარლამენტს და მთავრობას. კიდევ ათას უბედურებას და ვიყოთ ბედნიერები,რომ საქართველო დამოუკიდებელია საქართველოში ყოველივე ქართულის,სულიერის თუ მატერიალურის განადგურების საქმეში,რადგან ყველა მოგვიწონებს ამას და უანგარო დახმარების ხელსაც სიამოვნებით გამოგვიწვდიან.
svan
როგორი პროფესიონალები მუშაობენ ქვეყანაში გენაცვალეთ გაიხარეთ ღმერთმა დაგლოცოთ!
დდდ
თქვენც არ მყავდეთ ეხლა დიდი საფეხბურთო გუნდის ქომაგნი... თქვენი ჩასვრილი და შემარცხვენელი სამტრედია არსად არ დაკარგოთ ...
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]