საქართველოს ჩემპიონატი XXIX. ეროვნული ლიგა. XIX ტური
"სამტრედიას" მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე აბსოლუტურად მართალი იყო - სამტრედიელი გულშემატკივარი უდავოდ პატივისცემას იმსახურებს.

გუნდი ჩემპიონთა ლიგას სამარცხვინო წაგებით დაემშვიდობა, მაგრამ "ეროსი მანჯგალაძეზე" მესამე წრის პირველივე შეხვედრას 1500 გულშემატკივარი დაესწრო. ეს არის ჭეშმარიტი ქომაგის საქციელი - ასეთი თანადგომა ნებისმიერ გუნდს აათამაშებს...

ცხადია, ამ მატჩს ევროთასების პრიზმაში ვუყურებდით და გამძაფრებულად გვხვდებოდა თვალში დაბალი ტემპი, უზარმაზარი სათამაშო სივრცეები, ფეხბურთელთა უყურადღებობა და ნაკლები მოძრაობა. ამ თემაზე იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ ევროპისთვის მზადება აქედანვე უნდა იწყებოდეს...

ამ კუთხით, საგულისხმო იყო ქობულეთელთა მიერ გატანილი ერთადერთი გოლიც - საჯარიმოსთან მიახლოებულმა შერმადინ ართმელაძემ სამი მეტოქის გარემოცვაში ზუსტად დაარტყა და სხვაობა შეამცირა. მაგრამ საკითხავია, როგორ მისცეს სამტრედიელებმა სტუმარ ფეხბურთელს ამხელა თავისუფლება?!

აღსანიშნავია, რომ სამტრედიელთა კოტდივუარელმა ლეგიონერმა ინტერს გიმ კარგი სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და დუბლი გაიფორმა.

იხილეთ კურიოზული გოლი

მატჩის სტენოგრამა

11" - დავით ჩაგელიშვილმა ერთი შეხებით სახიფათო პოზიციაზე გაიყვანა მარსელო ანტონიო, რომელმაც ახლო მანძილიდან მშვენიერი საგოლე მომენტი გაანიავა.

25" - სანდრო გურულის მშვენიერი გადაცემა კარის წინ გიორგი დათუნაიშვილმა ჩაჭრა, მაგრამ ბურთი იქვე მყოფ ჩაგელიშვილს მიუგორდა, რომლის დარტყმული ძელს მოხვდა.

32" - დათუნაიშვილის ეფექტური გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩა ნიკა საბანაძე, რომელსაც მეკარე გიორგი სომხიშვილმა აუღო, მაგრამ დამატებაზე დავით ჯიქიამ მაინც გაიტანა - 1:0.

33" - იქვე კურიოზული გოლი! მოედნის ბურთი მოედნის ცენტრში გააგორეს და წინ რომ ვერ წაიღეს, გელა გოგიტიძემ მეკარე გიორგი სომხიშვილს დაუბრუნა, მაგრამ... გამოცდილმა გოლკიპერმა ბურთს ფეხი ააცილა და - 2:0.

50" - საბანაძის დარტყმულ ბურთს მცველი გადაეღობა და ინტერს გის მიუგორდა, რომელმაც ახლოდან ზუსტად დაარტყა - 3:0.

56" - დავით რაჟამაშვილი და რომან პომაზანი წაკინკლავდნენ და მინიმუმ ყვითელ ბარათს იმსახურებდნენ, მაგრამ... არბიტრმა ეს საჭიროდ არ ჩათვალა.

62" - შერმადინ ართმელაძემ გია მანჯგალაძეს ბრძოლაში აართვა ბურთი და სამი მეტოქის გარემოცვაში ზუსტი დარტყმით სხვაობა შეამცირა - 3:1.

73" - გოგიტიძის ძლიერი დარტყმა კარს ასცდა.

79" - მანჯგალაძის უძლიერესი "გასროლა" და სტუმრები გადაარჩინა სომხიშვილმა.

80" - გიმ შეტევა თავად გაამწვავა, თემურ მარკოზაშვილს "სამკუთხედი" გაუთამაშა და კარის წინ დარჩენილმა ზუსტად დაარტყა - 4:1.

87" - მშვენიერ პოზიციაში მყოფმა მარსელო ანტონიომ ახლო მანძილიდან კარს ვერ დაუმიზნა.

იხილეთ მატჩის ვიდეო

ეროვნული ლიგა. XIX ტური

22.07. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე

სამტრედია-შუქურა 4:1

გოლები: 1:0 ჯიქია (32), 2:0 გოგიტიძე (33-საკ. კარში), 3:0 გუი (50), 3:1 ართმელაძე (62), 4:1 გუი (80. მარკოზაშვილის პასით)

სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, კასრაძე, გოგიაშვილი, ბალდე - მანჯგალაძე, დათუნაიშვილი (85. ბურკაძე) - რაჟამაშვილი (60. მარკოზაშვილი), ჯიქია, გი (87. ა. ნინუა) - საბანაძე.

სათადარიგოები: ი. სტურუა, მთივლიშვილი, სანდოხაძე, სამუშია

მწვრთნელი: გია ცეცაძე

შუქურა (4-2-3-1): სომხიშვილი - ჩაჩუა, ჩადუნელი, გოგიტიძე, პომაზანი - კლიმიაშვილი (77. გოგილაშვილი), ფელიპე ნუნიეში - კახელიშვილი (64. ღლონტი), მარსელო ანტონიო, ს. გურული (56. ართმელაძე) - ჩაგელიშვილი.

სათადარიგოები: მელნიჩენკო, ცეცხლაძე, შალამბერიძე, მალაზონია

მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი

არბიტრი: გ. ყრუაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ukmakopilo bavshvebs
ბავშვებო სამტრედიიდან. ტრიბუნები არის 9 საფეხურიანი, ყოველ საფეხურზე არის 160 ადგილი 9*160 = 1440 და რატომ გწყინთ რომ ეს ასეა? რომ დადიოდა მეტი ხალხი ეს ვიცით და კარგი იყო,დიახ იყო დინამოსთან ბოლო მატჩზე 2000 კაცი, ხოლო გასული წლის სეზონზე მართლაც 5000 ზე მეტი იყო თუმცა 7000 არ ყოფილა. კარგია რომ სამტრედიას ჰქონდა დასწრება.მაგრამ როცა ახლა პრობლემაა უნდა მიმართოთ პრობლემის ავტორებს,სამწვრთნელო შტაბს და კლუბის მენეჯმენტს და არა იმათ უწყრებოდეთ ვინც სიმართლეს გეუბნებათ, დასწრებამ იკლო ცუდი თამშის გამო და არ ესწრებიან სამტრედიელები, გადით ახლა და ეჩხუბეთ სამტრედიელებს თუ რატომ არ დადიან თამაშებზე :) ისინი ქალაქში ცხოვრობენ და არა ინტერნტეში :) აიღეთ ვიდეო დ თვითონ ნახეთ თუნდაც 1/3 ადგილების იყო დაკავებული ტრიბუნებზე? ტრიბუნების ოფიცილაურ ტევადობაზე ინფო კლუბის ადმინისტრაციაში მიიღეთ ან თვითონ დათვალეთ სათითაოდ.
kmaras
shen tavs mixede samtrediahi ro xalxi daida sizmarshi ar geqneba nanaxi iyo dro 15000 atasi kaci modioda da metii tu ar gjera gaamowme dzveli potoebi da eg dro kide mova da uaxloes periods getyvi sharshan 7000 kaci daeswro dinamostan ro mouget... shen aravin gekitxeba samtrediis saqmes
iqneb kmaras 2300 kaci etevaa bogmiano
sheeshvit samtrediis landzgvasss... saertod samtredias nu axsenebt
ცეცაძის მადლი
ჩემი ძეგლის კონტურები იკვეთება თანდათან
მამუკა
ბოლო 7 გოლიდან რაც სამტრედიამ 3 მატჩში გაუშვა 3-4 მეკარის კისერზეა მათ შორის ბოლოც. ომარ არ გეწყინოს მარა მეტი ყურადღება გმართებს.
iqneb kmara?
დაშვებულის ზღვარს გადადიხართ სიცრუესა და მკითხველთა უპატივცემულობაში. დროა შეჩერდეთ და ამ უმსგავსო ქმედებებს შეეშვათ. სპეციალურად 1-ლი ტაიმის 35 წუთის შემდეგ გაჩერებულ კადრებზე ვითვლიდი სათითაოდ ტრიბუნაზე მყოფთა ოდენობას და ცენტრალური ლოჟის გარეშე გამოვიდა 430 ადამიანი. საიდანა მოგაქვთ ეს 1500 როცა სტადიონის ტევადობაა ცენტრალური ლოჟიანად 1440? ქობულეთელთა გოლმა მართლაც კიდევ ერთხელ გააშიშვლა ცეცაძე და მისი დაცვა, როგოც კი სანდოხაძე და ახალაძე აკლიათ ესენი საერთოდ უმსგავსოები ხდებიან,მხოლოდ მჭედლიშვილის და ბალდეს ხარჯზე კი კარს ვერ დაიცავ. სამტრედიელთა შორის ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყიო მჭედლიშვილი, მანჯგალაძე,ჯიქია.ნერვიულია ზედემტად რაჟამაშვილი,კარგად ხედავენ ბურთს გი და ბალდე. დათუნაიშვილი ამ ბოლო დროს არასტაბილურია. თუ ხარისხს არ უმატეს ასე ჩემპიონობას ვერანაირად ვერ შეინარჩუნებენ
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ყველას დონკიხოტობას ვერ მოსთხოვ!
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]