საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. XX ტური
მატჩს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა ქუთაისის "ტორპედოს" სახით. რიონისპირელებს მოტივაცია არ აკლდათ. მას შემდეგ, რაც თბილისის "დინამომ" დერბიში წაიფორხილა, ქუთათურებს ლიდერთან მიახლოების შანსი გაუჩნდათ. თავის მხრივ, უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი ქობულეთური კლუბისთვის ახლა ყველა ქულას სიკვდილ-სიცოცხლის ფასი ადევს...

ორივე გუნდს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები აკლდნენ. "შუქურას" არ ჰყავდა ბრაზილიელი ახალწვეული ფელიპე, ხოლო ქუთაისელებმა ლევან კუტალია და მერაბ გიგაური მოისაკლისეს. განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა კუტალიას ხილვა თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ...

საბოლოო ჯამში, "ტორპედომ" მოიგო, მაგრამ გამარჯვება დიდ ნერვიულობად დაუჯდა. თავიდან აუტსაიდერი დაწინაურდა, მაგრამ თანდათან სტუმრები გააქტიურდნენ და თამაში მათთვის სასურველ კალაპოტში გადაიყვანეს.

რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზი იყო გიორგი კუხიანიძის გოლი. რა თქმა უნდა, სიმპათიას იმსახურებდა "შუქურაც", რაკიღა ბოლომდე იბრძოლა და ცოტა რომ გამართლებოდა, ქულებს წაართმევდა ერთ-ერთ ლიდერს, მაგრამ მაინც უნდა გამოვარჩიოთ გრიგოლ დოლიძის შესანიშნავი თამაში.

აგერ, მერამდენე მატჩია, დოლიძე, უბრალოდ, შეუჩერებელია. ასე იყო გუშინაც. საქმე მხოლოდ საგოლე გადაცემაში (თორნიკე კაპანაძის მისამართით) როდია - ის მთელი მატჩის განმავლობაში ზეაქტიური იყო და პირდაპირ გააწამა ქობულეთელთა უკრაინელი მცველი პომაზანი.

...დღეს საქართველოს ჩემპიონატის ავტორიტეტი არნახულადაა დაცემული და ჩვენი კლუბების ევროკრახის შემდეგ ძალიან სარისკოა იმ გუნდის ფეხბურთელის შექება, ქართველთა სამარცხვინო ევროოდისეაში რომ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მაინც უნდა დავწერო - მოახლოებული სანაკრებო შეხვედრებისთვის ვლადიმირ ვაისმა დოლიძის გამოძახებაზეც შეიძლება იფიქროს.

ამ გამარჯვებით "ტორპედომ" საქართველოს ჩემპიონატში ინტრიგა კიდევ უფრო გაამძაფრა. "დინამოს" ახლა უკვე ძალიან ახლოს ესმის მდევრის (და ზოგადად - უპრინციპულესი მეტოქის) გახშირებული სუნთქვა. ეგაა, "ტორპედო" ძალიანაა დამოკიდებული დოლიძის თამაშზე - ქუთათურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ საიმისოდ, რომ ვეტერანს "ცივი ნიავი" არ მიეკაროს.

მატჩის სტენოგრამა

2' - თორნიკე კაპანაძე პირისპირ გადიოდა მელნიჩენკოსთან, მაგრამ ბოლო წამს ტორპედოელმა თამაშის წესი დაარღვია...

10' - 1:0! საგოლე შეტევა "შუქურამ" მარჯვენა ფლანგიდან განავითარა. ჩაჩუამ მარსელინიოს გადააწოდა, ბრაზილიელმა კი მეურვე მოიშორა და გუნდის კიდევ ერთ ახალწვეულს, დავით ჩაგელიშვილს საგოლედ უპასა.

17' - გრიგოლ დოლიძის რეიდი და გამჭოლი გადაცემა. კაპანაძემდე ბურთი ჩაჩუამ არ მიუშვა.

22' - ისევ დოლიძის რეიდი. მისი დარტყმის შემდეგ ქობულეთელთა მცველმა გელა გოგიტიძემ ბურთი კუთხურზე გადააგდო.

26' - 1:1! "ტორპედოს" პოზიციური შეტევის შემდეგ მცველებმა ბურთი ვერ გამოიტანეს და გიორგი კუხიანიძემ შორეული, ლამაზი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

47' - ტუღუშის ჩაწოდების შემდეგ სიტუაცია ქობულეთელთა მეკარემ განმუხტა.

55' - 1:2! დოლიძის მორიგი გამჭოლი გადაცემა და კაპანაძემ ერთი შეხებით შეაგდო.

67' - ქუთათურთა მრავალსვლიანი შეტევის შემდეგ ზეაქტიურმა დოლიძემ კარს ზემოდან გადააცილა ბურთი.

73' - გრიგოლ დოლიძის დარტყმა მელნიჩენკომ მოიგერია.

75' - დოლიძე ურტყამს ჯარიმას და ბურთი ოდნავ სცდება "შუქურას" კარს.

87' - ჩაგელიშვილის რეიდისა და ჩაწოდების შემდეგ მარსელინიომ ბურთი ვერ მიიღო, თორემ, დიდი ალბათობით, გაიტანდა კიდეც.

88' - კორობკა პირისპირ გადის მელნიჩენკოსთან, მაგრამ უკრაინელთა დუელში გამარჯვებული აჭარელთა მეკარე გამოდის.

90' - გიორგი გოგილაშვილს როინ კვასხვაძემ არ გაატანინა.

ეროვნული ლიგა. XX ტური

30.07. ბათუმი. რაგბი არენა

შუქურა-ტორპედო 1:2

გოლები: 1:0 ჩაგელიშვილი (10), 1:1 კუხიანიძე (26), 1:2 კაპანაძე (55)

შუქურა (4-2-3-1): მელნიჩენკო - ჩაჩუა, ჩადუნელი, გოგიტიძე, პომაზანი - კლიმიაშვილი (69. შალამბერიძე), ჟეფინიო - ჩაგელიშვილი, ართმელაძე (64. ს. გურული), კახელიშვილი (81. გოგილაშვილი) - მარსელინიო.

სათადარიგოები: სომხიშვილი, ღლონტი, გოგმაჩაძე, დაგარგულია

მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი

ტორპედო (4-5-1): კვასხვაძე - ტაბატაძე, ადამაძე, გ. გურული, ქიმაძე - დოლიძე, ფალავანდიშვილი, ბაბუნაშვილი (87. მამასახლისი), კუხიანიძე (81. კორობკა), ტუღუში - კაპანაძე (60. კუჭუხიძე).

სათადარიგოები: ქვილითაია, ჭიჭინაძე, ბურჯანაძე, კვირკვია

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გაფრთხილება: კახელიშვილი (35), ართმელაძე (43), ფალავანდიშვილი (90)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

მომდევნო ტური

4 აგვისტო, პარასკევი

დინამო (თბ)-დილა 21:00

5 აგვისტო, შაბათი

დინამო (ბთ)-სამტრედია 19:00

ტორპედო-კოლხეთი 21:00

6 აგვისტო, კვირა

ჩიხურა-შუქურა 18:00

საბურთალო-ლოკომოტივი 20:30

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 15

ბ. არაბული (დინამო თბ) 11

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11

მ. კოვტალიუკი (კოლ/დინ თბ) 10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Jango
საქმე ისაა რომ კოლხეთთან მოგებას ალბათ ვერ შეიძლებს ტორპედო,სანაია მოახერხებს დოლიძე-კაპანაძის განეიტრალებას, მაგათ გარეშე აარც ტუღუში ვარგა და არც მთელი კლუბი.
ქუთაისელი-2
ყველა მრწვრთნელს აქვს ამოცანა დადვას შედეგი. 19 და 21 წლამდე ნაკრებების თავკაცები, ფედერაცია არ თხოვს გუნდებს მიცენ სათამაშო პრაკტიკა ნაკრებების მოთამაშეებს. ასეთი 4 არის ტორპედოში, მალე ვერც ნაკრებებში ითამაშებენ.
ქუთაისელი-2
ჭეშმარიტება იბადება კამათებში. დოლამ ერთი თამაში ითამაშოს ნაკრებში, ამითინ საქართველოს საფეხბურტო ისტორიაში აპოკალიფს არ გამოიწვებს.
aio
რატომ არ გესმიტ რომ ნაკრები სხვა დონეა, შUქურასთან და მერანთან კარგი თამაში არ ნისნავს რომ ნაკრებში უნდა იყო
antirekordi
ევროპალიგის მიმოხილვა მეგონა
gizog
ფეხბურთელი, რომელსაც ასევ აქებთ დაამტკიცა, რომ ლომია საქართველოს ჩემპიონატში ანუ საკუთარი თანამემალეების წინააღმდეგ, ხოლო რის მაქნისიც არის უცხოელებთან თამაშში აგერ დაგვანახა ევროტურნირზე საშუალოზე სუსტ გუნდთან თამაშებში. სადაც შესამჩნევად ინერტული იყო, არადა მე მისი ევრო გამოცდილების და აგრესიული თამაშის იმედი მქონდა, მას რომ ტრეშჩინასთან 1:0-ზე მეორე ბურთი გაეტანა თითქმის ცარიელ კარში, 2:0-ზე ვინ იცის როგორ წარიმართებოდა შემდგომ თამაშის ბედი. ამიტომ მისი ნაკრებში მიწვევა არა მიზანშეწონილად მიმაჩნია. იყოს საქართველოს ჩემპიონატში და ბრდღვნას თანამემამულეები, რაც ასე კარგად ეხერხება. პიროვნულად ფეხბურთელებზე ან კარგ კომენტარს ვაკეთებ, ან თავს ვიკავებ, მაგრამ ამ შემთხვევაში ბატონო ალეკო თქვენმა ზემაღალმა შექებამ მიბიძგა მთლად არაკორექტული კომენტარი გამეკეთებინა. რაზედაც მკითხველსაც და თვით ფეხბურთელსაც ბოდიშს ვუხდი.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ტორპედომ" გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუგრძელა
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ტორპედო VS ვიკინგური - საჭიროა დამაჯერებელი გამარჯვება, კითხვების გარეშე
"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
თბილისის "დინამო" 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა და ვარჯიშს შეუდგა
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
თბილისის "დინამომ" ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
გრიგოლ დოლიძე წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა
დინამო (თბ)-სპარტაკი (სუბ) 1:1 - კუხიანიძის ულამაზესი გოლი [VIDEO]
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
გრიგოლ დოლიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ერთ კვირაში "ტორპედოდან" მესამე ფეხბურთელი წავიდა
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ