საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტურის პირველ შეხვედრაში გათამაშების ლიდერმა, თბილისის "დინამომ" გორის "დილასთან" იოლი 3 ქულა აიღო

საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტურის პირველ შეხვედრაში გათამაშების ლიდერმა, თბილისის "დინამომ" გორის "დილასთან" იოლი 3 ქულა აიღო - 5:0!

შეხვედრა თბილისელების სათამაშო უპირატესობით დაიწყო, რაც რიცხობრივ უპირატესობაში მალევე გადაიზარდა. მე-12 წუთზე, არბიტრმა სტუმართა კაპიტანი, ალექსანდრე კვახაძე მოედნიდან უსამართლოდ გააძევა.

"დინამომ" რიცხობრივი უპირატესობით ძალიან კარგად ისარგებლა და მასპინძლები, 27-ე წუთზე, უკვე 3:0 იგებდნენ. თავი ბაქარ ქარდავამ, ბექა მიქელთაძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ გამოიჩინეს.

შესვენების შემდეგ ტემპმა საგრძნობლად იკლო, მაგრამ 2 გოლი მაინც ვიხილეთ. 67-ე წუთზე, ჩაკვეტაძემ საჯარიმო დარტყმა ძალიან კარგად შეასრულა და დუბლი გაიფორმა.

შეხვედრას წერტილი ლაშა ქოჩლაძემ დაუსვა. მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩენილმა ფეხბურთელმა თავი 4 წუთში გამოიჩინა.

ამ გამარჯვებით "დინამომ" 49 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში უახლოეს მდევარ "ტორპედოსთან", რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, სხვაობა 6 ქულამდე გაზარდა.

ეროვნული ლიგის 21-ე ტურის დანარჩენი შეხვედრები 5 და 6 აგვისტოს ჩატარდება.

ეროვნული ლიგა. XXI ტური

დინამო(თბ)-დილა 5:0

გოლები: 1:0 ქარდავა 22’ 2:0 მიქელთაძე 25’ 3:0 ჩაკვეტაძე 27’ 4:0 ჩაკვეტაძე 68’ 5:0 ქოჩლაძე 87’

გაფრთხილება: თოთაძე 37’ თევზაძე 85’

გაძევება: კვახაძე 12’

დინამო: რევიშვილი, გეგეჭკორი, კობოური, ლოჩოშვილი, თოთაძე (თევზაძე 61), ქარდავა, კუცია, შულაია, ჩაკვეტაძე (ქოჩლაძე 83), მიქელთაძე (ალიუ 71), კოვტალიუკი

დილა: მუჯრიშვილი, მაჩაიძე, რაზმაძე, გაგოშიძე, ტარავალე, ქარქუზაშვილი, სოფრომაძე, კირკიტაძე (აშორტია 79), კვახაძე, ფლავიუ (ნონიკაშვილი 78), პედრინიუ (კუსიანი 29).

gizog
გორის დილას გამოსავალი, მის მკვეთრ გაახალგაზრდავებაშია. მოტივაცია დაკარგულმა, უპერსპექტივო ფეხბურთელებმა უნდა დატოვონ გუნდი. ყველაფერს სჭირდება განახლება, ძნელია ამის გაკეთება, მაგრამ აუცილებელია.
gori 2
ათი გუნდი რათქმა სხვადასხვა კლასის და სხვადასხვა ძალისაა. ყველა რაღაცას ცდილობს შეძლებისდაგვარად. მათ შორის კი გორი მაინც გამორჩეულია.უკვე 4 ტურია ყურებჩამოყრილები დასეირნობენ მოედანზე.თამაშის მცდელობის სურვილიც არ ეტყობათ.(ეს ზედიზედ, თორემ ბევრ სხვა ტურშიც არ უტოკდებოდათ ძარღვი) ამასობაში კი ბოლო წლების ერთ-ერთი საინტერესო გუნდის (წვალებით შეძენილი) იმიჯი იფუშება,იკარგება...ორი წრის განმავლობაში კიდევ გვეგონა,რომ საშუალო დონის გუნდი მაინც გვყავდა. მაგრამ თურმე რა მწარედ ვტყუვდებოდით......ა ფ ს უ ს "დ ი ლ ა"?!
gori 2
დარასელიას პირველი მოსვლა "დილაში" გეხსომებათ."დინამოდან"---"დინამომდე"ყველას რომ გადაუარეს გორელებმა. ამჯერად დარასელია სხვა მისიით დაგვიბრუნდა. ყველასთან უნდა წააგოს გორმა და ანტირეკორდი დაამყაროს.ყველაფერი "გეგმიურად" მიდის! 4 ყკვე წააგეს ზედიზედ და 7-ის წაგებას რაღა უნდა. გორელებო მტრი შემოგვეპარა მტერი!!!
გოგა
ესეთი ვითომ ინვესტორები ზუგდიდშიც იყვნენ.შეჭეს სახელმწიფოს ფული და წავიდნენ.იგივეა აქაც გორში.ინვესტორი თუ ხარ და გუნდი თუ გინდა ნორმალური ფეხბურთელები უნდა მოიყვანო ან მწვრთნელი.დარასელიას გაწვრთნილი ვნახეთ ზუგდიდი.გააგდო და ზუგდიდიდან გაიქცა.
ვერა
ძველი საიტი ჯობდა! დააბრუნეთ!
temo
ახალი საიტი არ მომწონს ძველი კარგია
ნუგზარი
მე მგონი ჩაკვეტაძემ უნდა თქვას თავისი სიტყვა!
დათო
კვახაძე მანამდე უნდა გაეგდო მსაჯს თან ასპროცენტიანი პენალტი იყო კოვტაკიუკს მაისურზე რო ქაჩავდა, ვითომ ვერ დაინახა მსაჯმა ...
მამუკა
დარასელია კი არა ინვესტორებიც უნდა მიაყოლონ.ესენი კარბს არაფერს გააკეთებენ ვერ გავიგე მაროკოს გუნდია თუ რა.ქართვდლები არ არიან. შეურაწყოფას არავის ვაყენებ მაგრამ არ იციან თამაში. დოლიძე გაუშვეს ნუბიო მიიღეს ღონღაძე,რსმდენი ხალხი არ მოითმენს.
3D
ჩაკვეტაძე ვერცხლის წყალივითაა. როგორ მომწონს ეს ბიჭი, მსიამოვნებს მისი ყურება ბურთით! რომელი გააჩერებდა? კვახაძემ მადლობა უნდა უთხრას მსაჯს რო გააძევა მოედნიდან,თორე შეაზიზღებდა ფეხბურთს ჩაკვეტაძე. საჯარიმოც როგორ შეასრულა.ალბათ მუჯირიშვილსაც ერჩივნა გაეგოთ მეხუთე წუთზე:))) ერთისიტყვით ბევრი შემიძლია ვწერო და დავცინო დილას ძალათ მწვრთნელ ფეხბურთელებს! თუ ნამუსი შერჩათ უნდა მიატოვონ ბურთი. 17 წლის ბიჭმა როგორც ბუჩქებს ეგრე გაფს..ათ ზედ :))))
vai tqvens patrons
სრულიად გეთანხმები: შე კაიკაცო გუნდ ყიდულობ და ბარემ ფეხბურთელებიც იყიდე ნორმალური რომ სარგებელი ნახო რაა....
roma
ეს იყო ისეთი თამაში სადაც დილა დაინდო დინამომ, არ გაქონდათ გოლები რომ დიდი სხვაობა არ გამოჩენილიყო გუნდებს შორის, აი მიზეზი რის გამოც არ დადის ხალხი სტადიონზე, საქართველოს 10 კი არა 6 გუნდიან ჩემპიონატზე უნდა ქონდეს და ჯანსაღი კონკურენცია იქნება, მერე რა რომ დილას ერთი ფეხბურთელი გაუგდეს? დანარჩენებს არ ევალებათ სირბილი? ბრძოლა? ეს უხეირო ლეგიონერები რატომ მოგყავთ? ბურთი თუ არ აქვს არ დარბის. თავის გასასამართლებელი აქვთ კაცი გაგვიგდესო ხოოოო. სირცხვილი ყველას. ჩაკვეტაძეს სააღოლ, 17 წლისამ იცის გუნდის ლიდერობა, გაუვიდა სიმულაცია და მოიგო მის გუნდმაც. გარისკა და მოიგო, ვინც არ რისკავს შამპანიურს ის არ სვამს, ჩანკვეტაძემ ზრდა უნდა გააგრზელოს და დიდ ფეხბურთსაც ითამაშებს, გამარჯვებული ადამიანია და წარმატებებს ვუსურვებ.
3D
ძაან ცუდი გუნდია დილა უსახური და მართლაც ბანდა რააა! რომც არ გაეგდო იგივე ანგარიშით მოიგებდა დინამო მაინც,იმიტომ რომ ასი თავით მაღლაა დინამოც და ყველა უმალესი ლიგის გუნდი დილაზე... მე სტადიონზე აღარ მივალ ამ ბანდის საყურებლად და ერთი კაი იდეა მაქ კიდე დილას წაგებებზე აკეთეთ ფსონები:))) უეჭველია!
Qartveli888-s
მიდი ძამა თავი მიარტყი კედელს 13-ჯერ,გადახტი უწყლო ბასეინში, მერე ჩართე იუთუბი და ნახე სამართლიანი იყო თუ არა, იქ არც ჯარიმაც იყო,არც ყვითელი,არც წითელი, იქ იყო წმინდა წყლის სიმულაცია,ამიტომაც მინიმუმ ყვითელი და 2-3 მუჯლუგუნი თირკმელ- ღვიძლში ეკუთვნოდა მაგ ვაი ფეხბურთელ ჩაკვეტაძეს.
123321
ესეთი უსისხლო და უჯიგრო თამაში მიკვირს დილასგან. დადიან დასეირნობენ მეველეებივით.გუნდი და ფეხბურთელებიკიარა "ბანდაა და ბანდიტები"
achi
საიტს რას ერჩოდით დაუბრუნეთ რაც ქონდა ის დიზაინი რა უბედურებაა
სოსო
თამაშის დროს კომენტატორმა თქვა არაფერი არ იყოვო,მაგრამ ჯარიმა ნამდვილად იყო,ერთი ეგაა,რომ აშკარად შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა და გაძევებას ნამდვილად არ იმსახურებდა.ვფიქრობ ასეთ შემთხვევაში კომისიას უნდა შეეძლოს გაძევების ანულირება.
Lasha
Sagol daraselia
Giorgi
Samwuxaroa magram faqtia, dilas mwvrtnelta gundi ar uvarga.cudad daiwyo tavis kariera daraseliam da tu droze zomebi ar iqna migebuli,dilas umaglesi ligis datoveba mouwevs.sxva temaa msajis shecdoma...federaciam am matcis arbitri samagalitod unda dasajos
დილას რაააააააა მოგებააა
ეხ!!!!!!!!!!!!!!!! დასაშლელია ეს გუნდი
mish
Gaatrieet es versia.vin moigona vinaa dizaineri moacherit oeive xeli
gori 2
ამ სტატიის სათაური უნდა იყვეს "მსაჯის მიერ გაფუჭებული თამაში." ფეხბურთელები დანაშაულზე წითელ-ყვითელ ბარათებს იღებენ. ასეთი მსაჯობისთვის თუ არის რაიმე სანქციები დაწესებული?
მირიანი
გასაძევებელი იყო და გააძევა. ორი პენალტი რომ ვერ დაინახა ის ალბათ არ ითვლება.
Qartveli888
გაძევება სამართლიანი იყო... კვახაძე კარგი მცველია, მაგრამ ის მანამდეც არღვევდა წესებს საჯარიმოში..
Guadua
ყველაფერი ძველებურად და მზაკვრულადაა, ძველი ცნობილი სახეები მსაჯების მხრივ და ძველი ცნობილი სტილი დინამოსი, "რაინდული სიმულიანტობის". თამაში დასაწყისშივე მოკლა და გასწირა მსაჯმა + აფერისტმა ფეხბრუთელმა, სინამდვილეში ჩაკვეტაძეს ეკუთვნოდა წითელი...და არა გაგიკვირდეთ მერე რომ ეს ახალმოსული ინვესტორიც გაიქცევა საქართველოდან.. სილაგავა რამდნეი ადამიანის ბედი და ხასიათი უნდა გააფუჭიო შენ?დაანაბე მსაჯობა თავი. ჩაკვეტაძე დაანებე ფეხბურთს თავი, აფერისტი ფეხბრუთელი არასოდეს ივარგებს,რაც შენ იკადრე, იმას თავმოყვარე კაცი არ იკადრებს.
გოგა
დარასელია არ დაგეკარგოთ.მაგარი მომზადებული ყავს გორი
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...