გორის "დილას" მთავარი მწვრთნელი მდგომარეობის გამოსწორების იმედს არ კარგავს
ეროვნული ლიგის საზაფხულო შესვენებაზე გუნდებში დიდი საკადრო ცვლილებები მოხდა. განსაკუთრებით მტკივნეულად ეს გორის "დილას" შეეხო. ლიდერები ისრაელში წავიდნენ - ბრაზილიელი ლეანდრო რიბეირო უმაღლეს ლიგაში აღზევებულ ნეთანიას "მაკაბიში" გააგრძელებს კარიერას, თენგიზ წიქარიძე - პირველი ლიგის ფეთაჰ-თიკვას "ჰაპოელში" ერთწლიანი იჯარით ითამაშებს, ხოლო რომარიკ ეტუ თელ-ავივის "ბეითარ რამალაში" მიიწვიეს.

სამაგიეროდ, ბრაზილიურ კლუბ "ამერიკიდან" მოვიდა პედრინიო, ასევე - გიორგი ბეგაშვილი, ოთარ კუსიანი, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, ანდრო სოფრომაძე, თამაზ კიკაბიძე და იმედა აშორტია.

გუნდიდან წასულები რა ძალასაც წარმოადგენდნენ, ეს მეორე წრეში გამოჩნდა, როცა "დილამ" 3 მატჩი ჩაატარა და სამივე წააგო. გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია ამბობს, რომ მთავარი საკადრო პრობლემებია.

"ჩემი ხელმძღვანელობით გუნდმა ჯერ ვერ მოიგო. საჩხერის "ჩიხურასთან" 2:4 წავაგეთ, შემდეგ ბათუმის "დინამოსთან" - 1:2 და ბოლოს თბილისის "დინამოსთან" - 0:5.

ყველაფრის თავი და თავი საკადრო პრობლემებია. პირველ თამაშში, წასულების, დისკვალიფიცირებულებისა და ტრავმირებულების ჩათვლით, 9 კაცი დაგვაკლდა. მაღალი კლასის ფეხბურთელები წავიდნენ გუნდიდან და სამწუხაროდ, მათი ტოლ-სწორი შემცვლელების დროულად მოძიება ვერ მოხერხდა. ამ პერიოდში თავისუფალი აგენტების მოძებნა საერთოდ ჭირს ხოლმე", - ამბობს დარასელია.

ცხადია, ეს მიზეზები გასათვალისწინებელია, მაგრამ მეორე მხრივ, გულშემატკივარს, პირველ რიგში, შედეგი აინტერესებს. დარასელიას თქმით, ამ მიზნით უახლოეს დღეებში "დილას" სამი ლეგიონერი შეუერთდება:

"საკადრო პრობლემების მოსაგვარებლად, მალე გუნდში სამ ლეგიონერს დავიმატებთ. ერთი უკვე ჩამოვიდა და ვარჯიშობს, ორსაც ველოდებით. ერთი მარცხენა მცველია, მეორე - ცენტრალური ნახევარმცველი, მესამე კი ფლანგის თავდამსხმელი. ის ორი მოთამაშეც მალე ჩამოვა".

- გორის "დილამ" ფეხბურთელი "ნიუ იორკ კოსმოსიდან" დაიმატა

დარასელია ეთანხმება იმ აზრს, რომ ბოლო წაგებების შემდეგ "დილა" კატასტროფულ მდგომარეობაშია:

"მდგომარეობა რთულია, მაგრამ გამოსწორება შეიძლება. მე იმის მეიმედება, რომ ამ სამი ახალწვეულის გარდა, ტრავმირებულებიც მალე დაგვიბრუნდებიან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
დანებება არ იქნება! გორის "დილაში" კიდევ ერთ ბრაზილიელს ელოდებიან
15 წლის შემდეგ... საჩხერის "ჩიხურა" ზურაბ მწყერაშვილსაც დაემშვიდობა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
გიორგი ბეგაშვილი თბილისის "დინამოდან" გორის "დილაში" დაბრუნდა
ოთარ კუსიანმა და გიორგი ჭანკოტაძემ თერჯოლის "საპოვნელა" დატოვეს
გიორგი ბეგაშვილი და კიდევ სამი - თბილისის "დინამოს" ახალწვეულები ჰყავს
ᓖᓣᓠᓐᓑ ᓑᓔᓠᓘᓫᓔ: ᓣᓪᓮᓝᓔᓗᓨᓘ ᓛᓝᓛᓖᓐᓓᓔᓑᓐᓡ ᓡᓐᓮᓔᓚᓛᓬᓘᓤᓝᓡ ᓛᓘᓔᓠ ᓒᓐᓛᓝᓧᓝᓤᓘᓚᓘ ᓗᓐᓜᓮᓘᓗ ᓕᓐᓞᓘᓠᓔᓑᓓᓘᓗ
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს
პედრინიო უკვე გორშია - ბრაზილიელი დღეიდან "დილაში" ივარჯიშებს
უჩა სოსიაშვილი: ტაქტიკაზე ბევრს თურქეთში ვიმუშავებთ
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ოთარ კუსიანმა და ვახტანგ კვარაცხელიამ ლანჩხუთის "გურია" დატოვეს
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
გორის "დილა": სპონსორთან დაკავშირებით ვითარება უახლოეს დღეებში გაირკვევა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
თბილისის "დინამო" კიდევ სამ ფეხბურთელს დაემშვიდობა
გორის "დილა": ტარიელ ხაინდრავა წავიდა, პედრინიო მოდის
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ეროვნული ლიგა. XX ტური: ბათუმის "დინამომ" გორში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
გიორგი დარასელია: შეიძლება ფეხბურთელებს ეს ზედმეტ ტვირთად დააწვეთ
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
რიბეირო და ეტუ წავიდნენ, აბუბაქარს იწვევენ... გორის "დილაში" სერიოზული ცვლილებებია
დილა-დინამო (ბთ) 1:2 - რთული მისია [VIDEO]
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ისევ მოგება, ისევ გოლები... ჯაბა დვალმა "საბურთალოსთვის" პირველად გაიტანა
"ჩიხურას" ორი ფეხბურთელი დაუბრუნდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა