რამდენად შეძლებს ლევან მაისაშვილი, გუნდი ძველებურად კონკურენტუნარიანი დატოვოს, მომავალი გვიჩვენებს.
საქართველოს ჩემპიონატის, რომელიც სექტემბრის პირველ დეკადაში აიღებს სტარტს, ერთ-ერთი ფავორიტი, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი რამდენიმე წამყვანმა მორაგბემ დატოვა, მაინც თბილისის "ლელო" იქნება.

წინა ჩემპიონატში "ლელო" მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. იქამდე კი, ამ გუნდმა ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა. ცხადია, ეს ყოველივე ამ კლუბის პოტენციალზე მეტყველებს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბოლო ორი სეზონია ჭაბუკთა A და B ლიგების გათამაშებას ლელოელები იგებენ, ადვილად მისახვედრია, რომ გუნდში შესანიშნავი ცვლა მოდის.

ახლა გუნდიდან წასულებზეც ვთქვათ: საფრანგეთში გადაბარგდა საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი. მის გზას დაადგა, ოღონდ ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე გუნდს, "მონპელიეს" შეუერთდა ცხრა ნომერი გელა აფრასიძე. გუნდიდან წავიდა საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი გიორგი ჭყოიძე. მომავალ სეზონში "ბათუმის" ღირსებას დაიცავენ საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა ხმალაძე და მეორეხაზელი სანდრო ქოიავა. თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნდა საქართველოს ნაკრების ყოფილი მესამეხაზელი ზვიად მაისურაძე. სეზონი დასრულებული იყო, როცა გულმა უმტყუნა "ლელოს" მესამეხაზელ ელგუჯა სურგულაძეს.

ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ "ლელომ" სხვა გუნდებთან შედარებით გაცილებით დიდი დანაკლისი განიცადა. შევსება კი, სწორედ საკუთარი ახალგაზრდული გუნდებიდან მიიღო. ასევე, "ლელოს" დაემატა "ყოჩების" პირველხაზელი ბაჩანა გოგიშვილი, რომელსაც ლელოელთა რიგებში აქამდეც უთამაშია.

ისე გამოდის, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომელიც იმავდროულად, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის ასისტენტია, "ლელოს" შენებას თავიდან იწყებს. რამდენად შეძლებს ის, გუნდი ძველებურად კონკურენტუნარიანი დარჩეს, მომავალი გვიჩვენებს.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ გუნდში დარჩნენ სხვა ლიდერები: საქართველოს ნაკრების მოთამაშეები მერაბ კვირიკაშვილი და ალექსანდრე თოდუა, გამოცდილი ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილი, მგეზავი ოთარ ბარკალაია. აქვე არიან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები, მორკინალი ბექა საღინაძე და გარემარბი აკაკი ტაბუცაძე.

მოკლედ, "ლელოს" წინ საკმაოდ დაძაბული, საინტერესო სეზონი ელის. პირველ მატჩს გუნდი სტუმრად, ქუთაისში, "ბაგრატის" წინააღმდეგ გამართავს.

ლელოს შემადგენლობა

შერკინება: არჩილ აბესაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი, ცისკარა ბერიშვილი, ბაჩანა გოგიშვილი, გიგა გრიგალაშვილი, რევაზ დუგლაძე, მათე დარძულიძე, როლანდ კვაჭაძე, გიორგი ლომთაძე, ლაშა ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ მამისაშვილი, რევაზ მარგალიტაძე, სანდრო მამამთავრიშვილი, ლევან პაპიძე, ბექა საღინაძე, ზურაბ ხორბალაძე, თენგიზ ზამთარაძე, ზურაბ ჯულაყიძე, ლუკა ჯაფარიძე, გიორგი ჯღარკავა, გიორგი კუჭუხიძე.

უკანა ხაზი: თორნიკე ახობაძე, ოთარ ბარკალაია, ბექა ბუაძე, ბექა გავაშელიშვილი, ალექსანდრე თოდუა, მერაბ კვირიკაშვილი, ივანე კალანდაძე, ბექა მამუკაშვილი, სანდრო მინდიაშვილი, თენგიზ პერანიძე, ჯაბა სიხარულიძე, აკაკი ტაბუცაძე, თორნიკე ფანოზაშვილი, ალექსანდრე ხეცოიძე, ჯონი ხეცურიანი, ირაკლი ყიასაშვილი, რატი შანიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
ხმალაძისა და ქოიავას წასვლა ბათუმში შეიძლება უარყოფითად შემეფასებინა სხვა დროს,მაგრამ ბათუმი ევროსარბიელზე გადის და ეს ყველაფერს სცვლის,ამ ბიჭებსაც ძალიან გამოადგებათ იქაური პრაქტიკა.
B-52
გულით დაიღუპა ცხონებული ელგუჯა და აბა როგორ უნდა დაეწერა?
SL
სტატიის ავტორს - გთხოვთ პატივი ეცით საკუთარ თავს, პროფესიას და მკითხველს!! რომ წერთ მესამეხაზელს გულმა უმტყუნაო - რას ნიშნავს ეს?! გულმა ჩვენ მტერს უმტყუნოს! ცოტა დაფიქრდით ხოლმე!
zangura
ბარემ დაგეწერათ სად "გადაბარგდა" ჭეიშვილი და ჭყოიძე?! დავიჯერო ძნელია ჟურნალისტებისთვის ამ იმფორმაციის მოძიება?? გთხოვთ სხვა გუნდებზეც დაწეროთ ანალოგიური სტატიები, ოღონდ სრულყოფილი. მადლობა.
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
შევალიე ტრანსფერს ითხოვს, ლუის ენრიკეს საფონოვის არ სჯერა - რას გეგმავს პსჟ?
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
არმია-ლელო 9:15 - ჩემპიონი ისევ ლიდერია
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
თბილისის "აკადემია": ნუ წაგვართმევთ მორაგბეებს
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
დიდი 10: ჩემპიონი ფარ-ხმალს არ ყრის
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
დიდი 10. პლეი ოფი: ბრძოლები გორსა და რუსთავში
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
გელა აფრასიძე: ეს კვირა ამ შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
დიდი 10. III ტურის წინ: ვინ დარჩება დაუმარცხებელი?
ლელო-ლოკომოტივი 17:15 - "ლელო" ზედიზედ მეოთხედ გაჩემპიონდა! [VIDEO]
აფრასიძემ, ნინიაშვილმა და გორგაძემ სანაკრებო მატჩებამდე გაიტანეს
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
ორი გასროლა საკუთარი ნახევრიდან - აფრასიძემ "მონპელიე" ფინალში გაიყვანა
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
დიდი 10. XII ტური: "ლელო"-ურჯუკაშვილი 27:26
Planetrugby: ივანიშვილმა და აფრასიძემ "ევროპა გაანათეს"
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
ბათუმი-ლელო 11:9 - ახალი ჩემპიონის მოლოდინში
პორტუგალია-საქართველო 3:29 - მოგება ქარსა და წვიმაში [VIDEO]
გელა აფრასიძის სუპერშანსი "მონპელიეში"
აკადემია-ლელო 26:31 - დიდი ფინალის დარი რაგბობა
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ლოკომოტივი-ლელო 17:18 - ორი ლელო ეყო
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
საქართველო-ესპანეთი 38:7 [მიმდინარე, მეორე ტაიმი]
საქართველო-ესპანეთი 38:7 - "ბორჯღალოსნების" გამარჯვება ბონუს-ქულით [VIDEO+PHOTO]
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
დიდი 10. IV ტური: პირველად სამი წლის შემდეგ
პორტუგალია-საქართველო 3:29 - მითი: პორტუგალია უხერხული მეტოქეა [VIDEO]
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს