საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი ელიტური, მეორე დივიზიონის პირველი ტურის მატჩებით გაიხსნა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი ელიტური, მეორე დივიზიონის პირველი ტურის მატჩებით გაიხსნა. სასიხარულოა, რომ ქართველმა მორაგბეებმა დებიუტშივე გამოიჩინეს თავი.

შერკინების პირველხაზელი ბექა შეყლაშვილი "კოლომიეში" წელს გადაბარგდა "ალბიდან". მისი ახალი გუნდი პირველ ტურში სტუმრად დაუპირისპირდა მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკს". ყველასთვის მოულოდნელად, კოლომიელებმა მეტოქე 30:23 დაამარცხეს. გადამწყვეტი სწორედ შეყლაშვილის ლელო გამოდგა, რომელიც ჩვენებურმა მასპინძლებს მატჩის 65-ე წუთზე გაუტანა.

იხილეთ ვიდეო

შარიქაძემ და ხატიაშვილმა სრულად ითამაშეს, შეყლაშვილი კი, თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო.

შალვა სუთიაშვილის "ანგულემმა" შინ მიიღო დივიზიონის დებიუტანტი "ნევერი" და 27:5 დაამარცხა. სუთიაშვილმა ამ შეხვედრაში მეორე ხაზში თავიდან ბოლომდე ითამაშა და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მისთვის ამ პოზიციაზე ასპარეზობა უცხო არ არის. შალვას მეორე ხაზში ეროვნულ ნაკრებშიც არაერთხელ უთამაშია.

წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭის, შალვა მამუკაშვილის დებიუტი "კარკასონში". ჩვენებურის გუნდმა შინ დიდი ანგარიშით წააგო ილია კაიკაციშვილის მასისთან" - 10:49.

მამუკაშვილთან ერთად "კარკასონის" ძირითად შემადგენლობაში გიორგი ნაცარაშვილიც იყო, რომელიც 41-ე წუთზე შეცვალეს, მამუკაშვილმა მოედანზე 17 წუთით მეტი დაჰყო. კაიკაციშვილი განაცხადში არ გახლდათ.

ასევე წარუმატებელი გამოდგა დებიუტი "ნარბონში" საქართველოს ნაკრების მესამეხაზელ ბექა ბიწაძისთვის. მისი გუნდი შინ ვერას გახდა "მონტობანთან" - 13:18. ბიწაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.

ბექა გიგაშვილის "გრენობლი" გათამაშების უმთავრეს ფავორიტადაა მიჩნეული. "ალპელები" მეორე დივიზიონში წლეულს დაქვეითდნენ და ყველა ღონეს იხმარენ უკან, ელიტაში დასაბრუნებლად. პირველ ტურში "გრენობლმა" სტუმრად სძლია ელიზბარ ყუფარაძის "დაქსს" - 28:13. გიგაშვილი შეხვედრაში 54-ე წუთიდან ჩაერთო, ყუფარაძე მოედანზე რვა წუთის შემდეგ გამოჩნდა.

PRO D2, I ტური

ანგულემი-ნევერი 27:5

ორიაკი-კოლომიე 23:30

კარკასონი-მასი 10:49

ნარბონი-მონტობანი 13:18

ბეზიე-ვანი 29:27

ბიარიცი-მარსანი 24:15

პერპინიანი-ბაიონი 66:6

დაქსი-გრენობლი 13:28

ქართველი ლეგიონერები

მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ძირითადში

ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) ძირითადში

ბექა შეყლაშვილი (კოლომიე) შეცვლაზე (50 წთ) ლ

ვახტანგ მაისურაძე (ვანი) განაცხადში არ იყო

ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) შეცვლაზე (62)

შალვა სუთიაშვილი (ანგულემი) ძირითადში

ბექა გიგაშვილი (გრენობლი) შეცვლაზე (54)

ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) განაცხადში არ იყო

შალვა მამუკაშვილი (კარკასონი) ძირითადში (57 წთ)

გიორგი ნაცარაშვილი (კარკასონი) ძირითადში (41 წთ)

ბექა ბიწაძე (ნარბონი) ძირითადში (55 წთ)

ილია კაიკაციშვილი (მასი) განაცხადაში არ იყო

ამასობაში საკონტროლო მატჩებს ატარებენ ელიტური, პირველი დივიზიონის გუნდები. საფრანგეთის ჩემპიონმა დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილის, ოთარ გიორგაძისა და ბექა კაკაბაძის "კლერმონმა" შინ დაამარცხა "პო" - 35:14. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, გიორგაძე და კაკაბაძე მატჩში მეორე ტაიმში ჩაერთნენ, კოლელიშვილი განაცხადში არ იყო.

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის "ტულონი" შინ დაუპირისპირდა თორნიკე მატარაძისა და გურამ პაპიძის "ლიონს" და 14:17 დამარცხდა. ჩილაჩავამ ლელო 70-ე წუთზე გაიტანა, თუმცა ტულონელებს ამან ვერ უშველა. გორგოძე თამაშის მიწურულს მატჩის არბიტრმა სინბინში გაუშვა, მეორე ტაიმში ითამაშა ალხაზაშვილმაც. მატარაძე და პაპიძე განაცხადში არ იყვნენ.

იხილეთ ვიდეო

რუსეთის ჩემპიონატის ლიდერი, მოქმედი ჩემპიონი დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის "ენისეია". ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ აუტსაიდერს, ნოვოკუზნეცკის "მეტალურგს" უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 26:18 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ გაჩეჩილაძე თამაშში შეცვლაზე ჩაერთო, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. კაჭარავა განაცხადში არ იყო.

ბევრად უფრო დამაჯერებლად დაამარცხა მონინოს ვვა მეორე კრასნოიარსკულმა გუნდმა, ლაშა მალაღურაძისა და გიორგი ფრუიძის "კრასნი იარმა" - 50:24. ფრუიძემ, რომელიც თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო, ლელო გაიტანა. მალაღურაძემ ექვსი გარდასახვა და ერთი საჯარიმო მიითვალა (15 ქულა).

მომდევნო ტურში, რომელიც 24 აგვისტოს გაიმართება, ერთმანეთს ლიდერები "ენისეი" და "კრასნი იარი" დაუპირისპირდებიან.

სატურნირო მდგომარეობა

1. ენისეი - 34 ქულა, 2. კრასნი იარი - 29, 3. ყუბანი - 18, 4. ვვა - 15, 5. სლავა - 11, 6. მეტალურგი - 0

რუმინეთში სამეფო თასის გათამაშება დასრულდა. ფინალში ერთმანეთის პირისპირ ქართველი მორაგბეების, ბიძინა სამხარაძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბაია მარე" და მიხეილ არჩუაშვილისა და ლევან გენებაშვილის "სტიაუა" წარდგნენ. გამარჯვება "ბაია მარეს" დარჩა - 23:14.

გადამწყვეტი ლელო სტიაუელებს საქართველოს ნაკრების ყოფილმა შერკინების კვაჭმა ირაკლი ნატრიაშვილმა გაუტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა" - რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?
პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის შეძენას ცდილობს
"კაირატის" გულშემატკივარმა "რეალთან" მატჩის ბილეთში BMW გაცვალა
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
ამის გამო ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებდა - ვინ შეცვლის საქართველოსთან და ბულგარეთთან მატჩში ტრავმირებულ ლამინ იამალს
გიორგი შერმადინის 25-ე MVP და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი!
ოფიციალურად: "რეინჯერსმა" მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
რაგბი. ლეგიონი: ქართველების მონაგარი, ოთხი სინბინი
საქართველოს ნაკრების "უხუცესი" მორაგბე: უელსთან მატჩს ენერგიით სავსენი ვხვდებით
ირაკლი ნატრიაშვილმა კარიერა დაასრულა
რაგბი. ლეგიონი: ბექა შეყლაშვილი სიმბოლურ ნაკრებში
რაგბი. ლეგიონი: ერთი ჩხუბი და გაძევება, ორი სინბინი [VIDEO]
შალვა სუთიაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
ქართველი მორაგბეების ტრანსფერები: რამდენიმე ჯერ უგუნდოდაა
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
რაგბი. ლეგიონი: ქართველები პლეი ოფში იბრძოლებენ
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და დებიუტი [VIDEO]
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
რაგბი. ლეგიონი: ქართველების ოთხი ლელო საფრანგეთში [VIDEO]
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
რაგბი. ლეგიონი: რეკორდი - სამი საჯარიმო ლელო
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
ლეგიონერები - სუთიაშვილის მეორე ლელო
ლევან ჩილაჩავა: ეს ქალაქი რაგბით ცხოვრობს
რაგბი. ლეგიონი: "სტიაუა" წარსულ დიდებას იბრუნებს
რაგბი. ლეგიონი: საფრანგეთში მოთამაშე რამდენიმე ქართველმა გუნდი შეიცვალა
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
ლეგიონერები - ჩილაჩავა ლელოთი დაბრუნდა, პაპიძემ მესამე გაიტანა
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
რაგბი. ლეგიონი: არჩუაშვილის "სტიაუა" დაუმარცხებელია
რაგბი. ლეგიონერები: გიორგი ფრუიძის მეოთხე ლელო [VIDEO]
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
ოკეანეთის ტურნეს პირველი მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
ლეგიონერები - ოთხი ქართული ლელო ევროპაში