"ნეფთჩის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე თურმე ორი ქართველი სპეციალისტის კანდიდატურა განიხილება
ჩვენთვის საინტერესო მასალას აქვეყნებს "აზერიფუტბოლი". ბაქოს "ნეფთჩის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე თურმე ორი ქართველი სპეციალისტის კანდიდატურა განიხილება - კახა ცხადაძისა და ზაურ სვანაძის.

მოგეხსენებათ, ცხადაძე ცოტა ხნის წინ გაეყარა ყაზახურ "ქაირათს", სვანაძე კი წარმატებით მუშაობს ბაქოს "ინტერში", რომელსაც დიდი ბიუჯეტი არ აქვს, თუმცა აზერბაიჯანული ფეხბურთის მოწინავეთა შორის ტრიალებს...

აი, რას წერენ ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები:

"მას შემდეგ, რაც "ნეფთჩიმ" 0:1 წააგო "საბაილთან" და ორი ტურის შემდეგ 0 ქულა აქვს, კლუბის გულშემატკივრები უკვე ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას. ისინი ელხან აბდულაევსა და მის სამწვრთნელო შტაბს გადადგომისკენ მოუწოდებენ. ამასთან ერთად, ისინი იმასაც განიხილავენ, თუ ვინ უნდა ჩაიბაროს გუნდი...

...ქომაგები სოციალურ ქსელებში დაუნდობლად აკრიტიკებენ კლუბის ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებულ ტრანსფერებს და ზოგადად, თამაშის ხარისხს. მათ ადვილად შეიძლება გაუგო - "საბაილი" ხომ აუტსაიდერებს შორის განიხილება...

..."ნეფთჩის" ქომაგები აბდულაევის შესაძლო შემცვლელად ორ ადგილობრივ და ორ უცხოელ მწვრთნელს ასახელებენ. გულშემატკივრები ნოსტალგიით იხსენებენ ბუიუქაღა გაჯიევის დროს, როცა "ნეფთჩი" ორჯერ გახდა ქვყნის ჩემპიონი და ევროპალიგის ჯგუფშიც ითამაშა. ახსენებენ ტარლან ახმედოვსაც, ვინც კარგად იმუშავა აზალ-ში, მანამდე კი, გუნდის აღმავლობის ჟამს, "ნეფთჩის" სამწვრთნელო შტაბში შედიოდა...

...ფანების სასურველ მწვრთნელთა შორის ორი ქართველი სპეციალისტიცაა - ზაურ სვანაძე და კახა ცხადაძე. სვანაძის მუშაობა "ინტერში" ჩვენ თვალწინაა. მან მცირე ბიუჯეტით საკმაოდ სიმპათიური გუნდი ჩამოაყალიბა. გასულ სეზონში "ინტერმა" ბრინჯაოს მედლები მოიგო.

"ნეფთჩის" ფანები ასევე აფასებენ ცხადაძეს, ვინც ტაქტიკის აღიარებულ ოსტატად ითვლება", - წერს აზერბაიჯანული მედიასაშუალება.

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძეს აზერბაიჯანში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში ის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი იყო და სწორედ მის მუშაობას უკავშირდება ამ გუნდის აღმავლობა.

საინტერესოა, რომ "საბაილის" მიერ "ნეფთჩის" ძლევაში სხვებთან ერთად მონაწილეობა ქართველმა მცველმა თამაზ ცეცხლაძემაც მიიღო. ეს ფეხბურთელი, ისე, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში არ უთამაშია, აზერბაიჯანის პირველობის ელიტაში მოხვდა. "ლელო" მასზე უკვე წერდა. ამჯერად, ცეცხლაძესთან კომენტარი "აზერისპორტმა" ჩაწერა:

"ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. მწყობრად ვითამაშეთ დაცვაში. ემოციებით აღსავსე ვარ. ეს მოგება იყო ფანტასტიკა, რაღაც დაუჯერებელი!.. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეუძლებელი არაფერია. ახალგაზრდული კოლექტივი გვყავს, მაგრამ გუნდური სულისკვეთება გამოვავლინეთ. "საბაილს" ნამდვილად აქვს მომავალი", - ამბობს ცეცხლაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
ხვიჩას დასვენება ლიგის სიმბოლურის შემდეგ? - მიქაუტაძე "ბარსელონას" წინააღმდეგ
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
"მესიმ ხელი არ ჩამომართვა" - ლაპორტამ არგენტინელთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა
"ყველამ ვიცით, 1/8 ფინალში ვინც შეგვხვდება" - ტიბო კურტუა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
Azerisport: "თბილისელები მთლიანად მოიშალნენ და აზერბაიჯანელებმა ამით ისარგებლეს"
"ყოჩაღ აბასოვს, "დინამო" ძალიან სუსტი შემადგენლობით დაამარცხა!" - გულშემატკივართა გამოხმაურება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ზაურ სვანაძე: ჩემი სამწვრთნელო კრედო არის სამართლიანობა!
ერთხელ ბაქოში... სად გაგვასწრო მეზობელმა ფეხბურთში
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
რისი გჯეროდათ? - როდის იყო, დონ კიხოტი შედეგებზე სწავლობდა?
თბილისის "დინამოს" კარში 2 გოლის ავტორი აზერბაიჯანელი ნოკაუტში გაუშვეს [VIDEO]
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
თამაზ ცეცხლაძე კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
ზაურ სვანაძე: კარგ ქართველ ფეხბურთელზე უარის ვინ იტყვის, მაგრამ...
ზაურ სვანაძე "გაბალასთან" მატჩზე: არ ვფიქრობ, რომ მოედანზე რაიმე არასაფეხბურთო მოხდება
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
[ლეგიონი] ხიზანიშვილმა გამარჯვების გაიტანა, კვეკვესკირს ხელი გაარტყეს [VIDEO]
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ფელის ვისენტეს უკავია
თბილისის "დინამოს" ესპანელი თავკაცი: ეროვნული ლიგა ბრძოლისუნარიანი პირველობაა
თბილისის "დინამოს" მწვრთნელად ზაურ სვანაძე დანიშნეს
რუსული გამოცემა: "ქართველებს აზერბაიჯანელებთან თანაბრად თამაში შეუძლიათ?!"
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
ზაურ სვანაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ბაქოს "ინტერმა" ზაურ სვანაძეს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა
"საქართველოს დაბალი დონის ლიგის კლუბმა კი "ნეფთჩის" თამაშით აჯობა" - გულშემატკივრებმა აზერბაიჯანულ გუნდს თამაში დაუწუნეს
კიდევ ერთი ქართველი აზერბაიჯანში - თამაზ ცეცხლაძე "სებაილში" ჩაირიცხა
Azerisport: "ბაქოში "ნეფთჩი" მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოს და არა იღბლის წყალობას"
ზაურ სვანაძემ და ბაქოს "ინტერმა" ახალი კონტრაქტი გააფორმეს