გია გეგუჩაძე ევროშესარჩევში პირველ ადგილს გეგმავს, მაგრამ არც მეორეზე გაიტეხს გულს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ევროპის ჩემპიონატის სასტარტო შესარჩევი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ჩვენი 21-წლამდელები პოლონელ თანატოლებს 1-ელ სექტემბერს დაუპირისპირდებიან. მატჩს გორის მთავარი სპორტული არენა "თენგიზ ბურჯანაძე" უმასპინძლებს. თამაში 20:00 სთ-ზე დაიწყება.

- საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გორში ივარჯიშა [VIDEO]

"ჩვენ იმედიანად ვიწყებთ ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლს. 27 აგვისტოს შევუდექით სამზადისს. უნდა გვეთამაშა ამხანაგური მატჩი სერბეთთან, მაგრამ ისინი ვერ ახერხებენ საქართველოში ჩამოსვლას.

ამ ეტაპზე გუნდში 24 ფეხბურთელი გვყავს. სამწუხაროა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ვერ ითამაშებს პირველ მატჩში. მას ტრავმა აქვს. ტრავმები გაიმიზეზეს ლოჩოშვილმა და ზარანდიამაც. უკვე იცით ოთარ კიტეიშვილის მდგომარეობის შესახებაც...

გიორგი არაბიძის და ჯიმი ტაბიძის შესაძლო დამატების საკითხზეც ვიტყვი. ამ თემაზე გვაქვს კონსულტაცია ვლადიმირ ვაისთან და საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ. ჩვენ კარგად ვიცით, როგორია ეროვნული ნაკრების სპეციფიკა და მზად ვართ, გავითვალისწინოთ ბოლომდე მისი ინტერესები...

რაც შეეხება მეკარეების თემას, ვნახეთ გოშაძისა და ქურდაძის თამაშები. მათ უკვე აქვთ სანაკრებო გამოცდილება. დავაკვირდით მათ რამდენიმე ტესტმატჩში და კმაყოფილები დავრჩით. შოვნაძე, კულუა და ჩოჩიშვილი ის მეკარეები არიან, რომლებიც ასევე ჩვენი ინტერესის სფეროში მოიაზრებიან. მათ შანსს აუცილებლად მივცემთ. შოვნაძემ მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ჩოჩიშვილს აქვს დიდი პერსპექტივა. იცით, რომ ის "სლავიაში" ითამაშებს. ახლა 19-წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული და უკეთესია, იქ ითამაშოს, ვიდრე ჩვენთან იყოს სათადარიგო...

ჩვენთვის საუკეთესო შედეგი იქნება, თუ პირველ ადგილზე გავალთ, მაგრამ არც მეორე ადგილი იქნება გულგასატეხი, პლეი-ოფში გასვლა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს იძლევა", - განაცხადა გეგუჩაძემ.

30 აგვისტოს ჩაკვეტაძემ მაინც ივარჯიშა ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად. ვნახოთ, რა და როგორ იქნება...

საქართველოს ნაკრები

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი);

მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), გიორგი ქანთარია (გროდნო, ბელორუსი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), აკაკი შულაია (დინამო თბ), დავით ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი);

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი).

პოლონეთის ნაკრები

მეკარეები: ბარტლომეი დრაგოვსკი (ფიორენტინა, იტალია), კამილ გრაბარა (ლივერპული, ინგლისი), ტომაშ ლოსკა (გურნიკი);

მცველები: იაკუბ ბარტოში (ვისლა), კრისტიან ბიელიკი (არსენალი, ინგლისი ), პაველ ბოხნიევიჩი (უდინეზე, იტალია), პატრიკ ზიჩეკი (პიასტი), რობერტ გუმნი (ლეხი), კამილ პესტკა (კრაკოვია), პაველ შტოლარსკი (ლეხია), მათეუშ ვიეტესკა (გურნიკი);

ნახევარმცველები: კამილ იოზვიაკი (ლეხი), ბარტოშ კაპუსტკა (ფრაიბურგი, გერმანია), დავიდ კოპაცი (დორტმუნდი, გერმანია), კონრად მიხალაკი (პლოცკი), იაკუბ პიოტროვსკი (პოგონი), დამიან რასაკი (ვისლა), სებასტიან შიმანსკი (ლეგია), შიმონ ზურკოვსკი (გურნიკი);

თავდამსხმელები: ადამ ბუკშა (ზაგლებიე), დავიდ კოვნაცკი (სამპდორია, იტალია), კაროლ სვიდერსკი (იაგიელონია), პაველ ტომჩუკი (პოდბესკიძიე), ოსკარ ზავადა (კარლსრუე, გერმანია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ომარი343
შენც ....ხარ მაგგათნაირი, შენც ცრუობ და იმიტომ დადეთ შედეგი, მაჩვენე წყარო ან ლინკი სად წერია რასაც მიმტკიცებ?!

რა არის სიცრუე. ამხანაგურები აქვთ უ19 . გადაამოწმე და ისე მაინც დაწერე შე კაი კაცო.
ომარი343
უკაცრავად და რომელ უ19-შია ჩოჩიშვილი გამოძახებული? ისევ სიცრუე!!!
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია