ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი 4-10 სექტემბერს ათენში ჩატარდება
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია კვინიკაძემ დაასახელა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა.

ევროპის ჩემპიონატთან შედარებით, მწვრთნელმა მხოლოდ ორი საკადრო ცვლილება განახორციელა: 69 კილოგრამში გორელი გიორგი მუზაშვილი ქუთაისელმა ბაგრატ გაგნიძემ შეცვალა, მძიმე წონაში კი ამბროლაურელი ჭაბუკი გამყრელიძის ნაცვლად თეთრიწყაროელი სოლომონ მანაშვილი იჭიდავებს.

სხვა წონებში კვინიკაძემ უცვლელად დატოვა ივლისში სარაევოში, ევროპირველობაზე ნაჭიდავები ჭაბუკები. მით უფრო, იქ მისმა შეგირდებმა 5 მედალი მოიპოვეს: 2-2 ოქრო-ბრინჯაო და 1 ვერცხლი. ჩემპიონები ქუთაისელი გიორგი ჭოლაძე (42) და გორელი გიორგი გეგელაშვილი (46) გახდნენ, ჭაბუკი გამყრელიძის უმცროსი ძმა ვლადიმერ გამყრელიძე (54) ფინალში დამარცხდა, ბრინჯაოს კი ქობულეთელი თორნიკე ქათამაძე (58) და თბილისელი დავით ქოჩქიანი (85) დაეუფლნენ.

ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი 4-10 სექტემბერს ათენში ჩატარდება. მასში თავდაპირველად "ბერძენ-რომაელები" ჩაებმებიან, რომლებიც 4-5-ში იჭიდავებენ, "თავისუფლებს" კი ბოლო ორი დღე დაეთმობათ. შუალედში გოგოებიც იჭიდავებენ, სადაც ასევე გვეყოლებიან მონაწილეები.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრები

42 კგ. გიორგი ჭოლაძე (ქუთაისი)

46 კგ. გიორგი გეგელაშვილი (გორი)

50 კგ. დიმიტრი სალდაძე (ქუთაისი)

54 კგ. ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური)

58 კგ. თორნიკე ქათამაძე (ქობულეთი)

63 კგ. გიორგი ელბაქიძე (გორი)

69 კგ. ბაგრატ გაგნიძე (ქუთაისი)

76 კგ. ლაშა ბაირამოვი (ქარელი)

85 კგ. დავით ქოჩქიანი (თბილისი)

100 კგ. სოლომონ მანაშვილი (თეთრი წყარო)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..