სხვადასხვა დროს, ირლანდიელებთან 8 მატჩი გვაქვს ჩატარებული და რვავე შემთხვევაში დავმარცხდით
დღიდან დაარსებისა (1990 წელი), საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 200-ზე მეტი ოფიციალური თუ ამხანაგური მატჩი ჩაუტარებია. გეოგრაფიაზე აღარაფერს ვამბობთ: სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის, ოკეანეთისა და, რა თქმა უნდა, ევროპის წარმომადგენლებთან გვიწევდა პაექრობები და ისეთი შემთხვევებიც (თანაც, არცთუ ცოტა) ყოფილა, როცა ჩვენი უპირველესი გუნდი ქართველ ქომაგს ახარებდა..

რა თქმა უნდა, არაერთი იმედგაცრუებაც გვახსოვს ამ 28 წლის განმავლობაში. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საქართველოს ნაკრები ვერაფრით ახერხებდა ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე გასვლას.

სამწუხაროდ, თითქმის 100 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ მომავალ წელს რუსეთში გასამართავი მუნდიალიც უჩვენოდ ჩაივლის. საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი ოთხივე მატჩი რომც მოიგოს, ეს 12 ქულა, ძალიან დიდი ალბათობით, მაინც არ იქნება საკმარისი.

არადა, დარჩენილი 4 მატჩი გვაქვს... ჩვენი ჯგუფის გამოკვეთილ ფავორიტებთან: ირლანდიასთან, ავსტრიასთან, უელსთან, სერბეთთან. აქვე, ჩვენთვის აშკარად უსიამოვნო რეალობასაც შეგახსენებთ: ირლანდია, სერბეთი და უელსი, ჯერჯერობით, წაუგებლად გამოდიან მიმდინარე შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრებს კი ჯერ არც ერთი მატჩი არ მოუგია.

თანაც, უახლოესი მატჩი ისეთ მეტოქესთან გვაქვს, ტერმინი "უხერხული", აშკარად რბილად ნათქვამი გამოვა: სხვადასხვა დროს, ირლანდიელებთან 8 მატჩი გვაქვს ჩატარებული და რვავე შემთხვევაში დავმარცხდით.

არადა, ასევე სხვადასხვა დროს, ამხანაგურ თუ ოფიციალურ მატჩებში, ესპანეთის ნაკრებთანაც მოგვიგია და ურუგვაის ნაკრებთანაც, თავის არსებობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ბულგარეთის ნაკრებიც დაგვიმარცხებია და საერთაშორისო დონის ვარსკვლავებით გადავსებულ უელსის ნაკრებთან თბილისშიც მოგვიგია და კარდიფშიც, შოტლანდიის ნაკრები ხომ სულაც "ამოჩემებული" გვყავს: ორჯერ მოვუგეთ და ჯგუფიდან გასვლის შანსი ორივე შემთხვევაში მოვუსპეთ.

ან, იმის დავიწყება იქნება, იტალიასთან თუ საფრანგეთთან ფრედ რომ ვითამაშეთ ოფიციალურ მატჩებში?!.

კიდევ შეიძლება მეტ-ნაკლებად ძლიერ მეტოქეებთან მოგებული მატჩების გახსენება (თუნდაც, რუსეთის ნაკრების დამარცხება რად ღირს), მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ 28 წლის განმავლობაში არაერთი იმედგაცრუებაც გვახსოვს და ირლანდიელებთან რვავე დაპირისპირებაც სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება.

აი, ასე: საქართველოს ნაკრებში თაობებიც იცვლებოდა და მწვრთნელებიც, მაგრამ ირლანდიელებთან მუდამ ვმარცხდებოდით. ასევე არ ჰქონდა მნიშვნელობა, ამ რვა მატჩის განმავლობაში ვინ გახლდათ ირლადიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ადგილობრივი სპეციალისტი ბრაიან კერი, სახელგანთქმული და ტიტულიანი იტალიელი ჯოვანი ტრაპატონი თუ ასევე საქვეყნოდ აღიარებული ჩრდილოირლანდიელი ტაქტიკოსი მარტინ ონილი...

აქტუალური ტერმინები

საქართველოს ნაკრების ისტორიაში, რამდენიც გნებავთ, იმდენი შემთხვევა ყოფილა, როცა ამა თუ იმ წაგებული მატჩის მერე, ნამეტნავად აქტუალური ხდებოდა აი, ასეთი ტერმინები: "დასანანი მარცხი", "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ", "სულ მცირე, ფრეს ვიმსახურებდით" და ასე შემდეგ.

ეს ყოველივე კი შემთხვევით არ გვიხსენებია: ერთი-ორი შემთხვევის გარდა, ირლანდიელებთან ჩატარებული თითქმის ყველა მატჩის შემდეგ, სწორედ ასეთი განცდა გვეუფლებოდა: ხან, წამიერი კონცენტრაციის დაკარგვა გვიჯდებოდა გაშვებულ გოლად, ხან - იღბალი არ გვწყალობდა, ხან - მეტოქის კონკრეტული ფეხბურთელის (რობი კინი, ეიდენ მაკგიდი, სიმუს კოულმენი) ინდივიდუალური გაბრწყინების ხარჯზე ვაგებდით და ასე შემდეგ.

თუმცა, რაც არ უნდა ვთქვათ, მწარე რეალობას ვერ გავექცევით: ირლანდიელებთან რაც კი გვითამაშია, ყველგან და ყველაფერი წაგვიგია.

რობი კინის კომპლექსი

ისე, ირლანდიელებთან ჩატარებული რამდენიმე დაპირისპირება მართლაც მტკივნეულად გვახსენდება. თუნდაც სულ პირველი მატჩი, როცა წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენების შემდეგ ჯერ ანგარიში გავათანაბრეთ, მერე მოგებაზე ფიქრი დავიწყეთ და ამ დროს, აქეთ გაგვიტანა გოლი ირლანდიის ნაკრებმა.

ხსენებულ მატჩში ლევან კობიაშვილმა საჯარიმო დარტყმით ახლო კუთხეში გაუტანა გოლი პრემიერლიგის ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ მეკარეს შეი გივენს. ამას გარდა, როგორც მერე გაირკვა, თემურ ქეცბაიას თავის უკანასკნელი სანაკრებო მატჩი ჩაუტარებია, ხოლო ალექსანდრე ჩივაძემ განაცხადა, რომ სამი დღის მერე შვეიცარიის ნაკრებთანაც უთავკაცებდა ჩვენს გუნდს და ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებდა...

იმ შესარჩევი ციკლის მეორე მატჩიც არ გვითამაშია ურიგოდ და რუსეთთან მოგების შემდეგ, დუბლინურ დაპირისპირებასაც იმედიანად შევცქეროდით. სამწუხაროდ, ირლანდიელთა ფორვარდების დუეტმა (დოჰერტი, რობი კინი) თითო გოლი გაგვიტანა და იმ ციკლში ყველაფერიც დასრულდა.

ის მატჩი კიდევ ორი ფაქტით გვახსენდება: ნაკრებში მობრუნებულმა შოთა არველაძემ იმდენად დიდი შრომატევადი სამუშაო შეასრულა, რომ შეხვედრის დასრულების მერე შეუძლოდ გახდა და იქაურ საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი. მეორე ფაქტი კი ის იყო, რომ საქართველოს ნაკრებს ოფიციალურ მატჩში პირველად უკაპიტნა კახა კალაძემ...

მერე იყო მატჩი... ნეიტრალურ მოედანზე: 2008 წლის აგვისტოს ცნობილი მოვლენების გამო, უეფას გადაწყვეტილებით, ირლანდიელებს... გერმანიაში (მაინცი) "ვუმასპინძლეთ" და სწორედ იმ წაგებით დაიწყო კიდეც საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი პერიოდი (ექტორ კუპერის "მოღვაწეობას" ვგულისხმობთ)...

ამის მერე, ჩვენს ნაკრებს რობი კინის "კომპლექსი" დაეწყო: პრემიერლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა გოლიადორმა ზედიზედ ორჯერ შეასრულა დუბლი საქართველოს ნაკრებთან მატჩებში.

თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ამხანაგურ მატჩში დიდი ანგარიშით დამარცხება დიდწილად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მატჩის რუმინელმა არბიტრმა მე-20 წუთზე გააძევა მოედნიდან ჩვენი ნაკრების მეკარე გიორგი ლორია...

ჩვენთან შემოდგომა... ირლანდიელებით იწყება

უცნაური დამთხვევაა: ზედიზედ მეოთხე წელი იქნება, შემოდგომაზე რომ უნდა დავუპირისპირდეთ ჩვენს ყველაზე უხერხულ მეტოქეს! რა თქმა უნდა, წინა სამივე მატჩი წავაგეთ, სამივე ერთბურთიანი სხვაობით და ამ სამიდან, სულ მცირე, ორ შემთხვევაში, მინიმუმ, ფრეს ალალად ვიმსახურებდით.

აი, თუგინდ, სამი წლის წინანდელი თბილისური მატჩი გავიხსენოთ, სადაც, როგორც იქნა და რობი კინის ნეიტრალიზება მოვახერხეთ, მაგრამ ეიდინ მაკგიდის ვერ მოვუხერხეთ ვერაფერი! არადა, იმ მატჩში თორნიკე ოქრიაშვილმა ისეთი სუპერ-გოლი გაიტანა, მხოლოდ მაღალი კლასის ფეხბურთელს რომ შეეძლო ამის გაკეთება...

შარშანწინდელ შემოდგომაზეც დასანანი მარცხი ვიწვნიეთ: ერთ ეპიზოდში ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ინგლისურ პრემიერლიგაში მართლაც "დაბერებულმა" ჯონათან უოლტერსმა ახლო მანძილიდან გაიტანა ერთადერთი გოლი. არადა, იმ მატჩში ჩვენმა მეკარემ ნუკრი რევიშვილმა მართლაც შთამბეჭდავად ითამაშა, მაგრამ იმ ეპიზოდში უძლური იყო...

დაბოლოს, შარშანდელი შემოდგომის დაპირისპირებაზეც, სადაც ნამეტნავად დასანანი გოლი გავუშვით მეორე ტაიმის დასაწყისში, როცა სიმუს კოულმენმა ჩვენს მარცხენა ფლანგზე გაილაღა და, ფაქტობრივად, ბურთიანად შევიდა ჩვენს კარში.

არადა, იმ დროისათვის ანგარიში აშკარად "სხვანაირი" უნდა ყოფილიყო, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში, სულ მცირე, 4 რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. ვაკო ყაზაიშვილისა და ლევან მჭედლიძის სახიფათო დარტყმების შემდეგ, ირლანდიის ნაკრები მეკარე დარენ რენდოლფმა გადაარჩინა, აღარაფერს ვამბობთ იმ ეპიზოდზე, როცა ლევან მჭედლიძის დარტყმული ბურთი მეტოქის კარის ხარიხამ აისხლიტა, ჩვენი კაპიტნის, გურამ კაშიას დარტყმული ბურთი კი - ძელმა!..

ყველა მატჩი

ევროპის ჩეპიონატი

29.03.03. თბილისი. ლოკომოტივი

საქართველო-ირლანდია 1:2

0:1 დაფი (18), 1:1 კობიაშვილი (61), 1:2 დოჰერტი (85)

საქართველო: ლომაია - ხიზანეიშვილი, შაშიაშვილი, ამისულაშვილი, კობიაშვილი - ცქიტიშვილი, ნემსაძე, ჯამარაული, ქეცბაია (46. დემეტრაძე) - ქინქლაძე (71. დიდავა) - ა. იაშვილი.

მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

კაპიტანი: გიორგი ნემსაძე

ირლანდია: გივენი, კარი, კანინგემი, ბრინი, ოში, ჰოლანდი, კინსელა, კარსლი, დაფი, კილბეინი, დოჰერტი.

გაფრთხილება: ხიზანეიშვილი - დოჰერტი

ევროპის ჩემპიონატი

11.06.03. დუბლინი. ლენსდაუნ როუდი

ირლანდია-საქართველო 2:0

1:0 დოჰერტი (43), 2:0 რობი კინი (59)

ირლანდია: გივენი, კერი, ბრინი, კანინგემი, ოში, ჰელი (80. კინსელა), ჰოლანდი, კარსლი, კილბეინი, დოჰერტი (88. ლი), რობი კინი.

საქართველო: ლომაია - ხიზანეიშვილი, ხიზანიშვილი, კალაძე, ამისულაშვილი - დიდავა (70. ალექსიძე), რეხვიაშვილი - ბურდული, ასათიანი, დემეტრაძე (59. ვ. დარასელია) - შ. არველაძე

მწვრთნელი: ივო შუშაკი

კაპიტანი: კახა კალაძე

მსოფლიოს ჩემპიონატი

06.09.08. მაინცი. ბრუხვეგშტადიონი

საქართველო-ირლანდია 1:2

0:1 დოილი (13), 0:2 უელანი (70), 1:2 ყენია (90)

საქართველო: ლორია - უ. ლობჟანიძე, ხიზანიშვილი (83. ასათიანი), კალაძე, შაშიაშვილი -ოდიკაძე, მენთეშაშვილი, კობიაშვილი - ყენია, ალექსიძე (61. სირაძე) - ა. იაშვილი (77. მჭედლიძე).

მწვრთნელი: ექტორ კუპერი

კაპიტანი: კახა კალაძე

ირლანდია: გივენი, ფინანი (80. მაკშეინი), დანი, ოში, კილბეინი, უელანი, რიდი, ჰანტი, მაკგიდი (87. კეოგი), დოილი (77. მილერი), რობი კინი.

მსოფლიოს ჩემპიონატი

11.02.09. დუბლინი. კროკ პარკი

ირლანდია-საქართველო 2:1

0:1 ა. იაშვილი (1), 1:1 რობი კინი (73-პენ), 2:1 რობი კინი (78)

ირლანდია: გივენი, კელი, ოში, დანი, კილბეინი, ენდრიუსი, მაკგიდი, უელანი, დაფი (80. ჰანტი), დოილი, რობი კინი.

საქართველო: ლომაია - უ. ლობჟანიძე, ხიზანიშვილი, კალაძე, კვირკველია - მენთეშაშვილი (70. ხმალაძე), რაზმაძე, კობიაშვილი - ბ. გოცირიძე (68. მერებაშვილი), სირაძე (77. ალექსიძე) - ა. იაშვილი.

მწვრთნელი: ექტორ კუპერი

კაპიტანი: კახა კალაძე

ამხანაგური მატჩი

02.06.13. დუბლინი. ავივა

ირლანდია-საქართველო 4:0

1:0 რ. კეო (42), 2:0 კოქსი (48), 3:0 რობი კინი (77), 4:0 რობი კინი (88)

ირლანდია: ვესტვუდი, მაკშეინი, დელანი, რ. კეო, უილსონი (65. დანი), ჰულაჰანი (76. ქუინი), მაკარტი (72. სეიმონი), მაკლინი (65. მაკგიდი), კოქსი, ლონგი (72. ჰენდრიკი), ა. კეო (46. რობი კინი).

საქართველო: ლორია - უ. ლობჟანიძე (46. თარგამაძე), ხუბუტია, ხიზანიშვილი, დ. კვირკველია (69. ფოფხაძე) - კაშია, დაუშვილი (54. ძარია) - კობახიძე (90. გორგიაშვილი), კანკავა, ანანიძე (22. მიგინეიშვილი) - გელაშვილი (61. მაისურაძე).

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

კაპიტანი: ჯაბა კანკავა

გაძევება: ლორია

ევროპის ჩემპიონატი

07.09.14. თბილისი. დინამო არენა

საქართველო-ირლანდია 1:2

0:1 მაკგიდი (24), 1:1 ოქრიაშვილი (38), 1:2 მაკგიდი (90)

საქართველო: ლორია (46. კვასხვაძე) - უ. ლობჟანიძე, ხუბუტია, ს. კვირკველია, დ. კვირკველია - კაშია, დაუშვილი - ოქრიაშვილი (88. მჭედლიძე), კანკავა, ანანიძე (63. თარგამაძე) - გელაშვილი.

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

კაპიტანი: ჯაბა კანკავა

ირლანდია: ფორდი, კოულმენი, ოში, უილსონი, უორდი, ველანი, ქუინი (76. ბრეიდი), მაკარტი (90. მეილერი), მაკგიდი, უოლტერსი, რობი კინი (76. ლონგი).

ევროპის ჩემპიონატი

07.09.15. დუბლინი. ავივა

ირლანდია-საქართველო 1:0

1:0 უოლტერსი (69)

ირლანდია: გივენი, კოულმენი, კლარკი, ოში, ველანი, ჰულაჰანი (75. მაკლინი), მაკარტი, ბრეიდი, ჰენდრიკი, უოლტერსი, რობი კინი (46. ლონგი).

საქართველო: რევიშვილი - უ. ლობჟანიძე, ზ. ხიზანიშვილი (81. ყენია), ს. კვირკველია, ა, ამისულაშვილი, ნავალოვსკი - კაშია (76. ცინცაძე), კანკავა - ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (64. პაპუნაშვილი) - მჭედლიძე.

მწვრთნელი: კახა ცხადაძე

კაპიტანი: ჯაბა კანკავა

მსოფლიოს ჩემპიონატი

06.10.16. დუბლინი. ავივა

ირლანდია-საქართველო 1:0

1:0 კოულმენი (56)

ირლანდია: რენდოლფი, კოულმენი, უორდი, კლარკი, დაფი, მაკარტი, მაკლინი, ბრეიდი (81. ველანი), ჰენდრიკი, ლონგი (90. ოში), უოლტერსი.

საქართველო: ლორია - კაკაბაძე, ს. კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი (89. კობახიძე) - დაუშვილი (90. კაჭარავა), გვილია - ოქრიაშვილი, ანანიძე (74. სხირტლაძე), ყაზაიშვილი - მჭედლიძე.

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

კაპიტანი: გურამ კაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
The Sun: ირლანდიის ნაკრები სანიოლის პასუხს ელოდება
გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
Irish Mirror: საქართველომ ირლანდიელებს სანიოლის დანიშვნის გეგმა დაუნგრია - რა გადაწყდება ზაფხულში?
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
რონალდოს დუბლი და რეკორდი - პორტუგალიამ ირლანდია გაანადგურა [VIDEO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...