ნაკრების ყოფილი მცველი და კაპიტანი სამედიცინო ჯგუფის მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს...
ზურაბ ხიზანიშვილი გულახდილად ლაპარაკობს იმაზე, თუ რა ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული დღეს ავსტრიასთან გასამართავი შეხვედრის შედეგი.

- ავსტრია VS საქართველო - ვენაში ვალსი არ იქნება

საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი და კაპიტანი სამედიცინო ჯგუფის მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს...

- ირლანდიასთან შეხვედრით დავიწყოთ. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ჩვენი ნაკრების თამაშზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე...

- ჩვენმა ნაკრებმა ზუსტად ის ხასიათი აჩვენა, რაც ქართული გუნდისგან გვსურდა, რომ გვეხილა. ბურთის კონტროლით ჩვენი 75 პროცენტი ირლანდიელთა 25-ის წინააღმდეგ ძალიან მაღალი მაჩვენებელია. სწორედ ამაში გამოჩნდა ჩვენი ხასიათი და გაშიშვლდა ირლანდიის სისუსტეები. ასეთი რამ ამ ნაკრებთან არასოდეს მომხდარა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს შეხვედრა ჩვენს აქტივში უნდა ჩავწეროთ.

ისიც გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს კარში ბურთი წესის აშკარა დარღვევით გავიდა - მეკარეზე თავდასხმა ყოველთვის ისჯება და არ ვიცი, არბიტრმა ირლანდიელის უხეშობა რატომ არ თუ ვერ შენიშნა.

პირადად მე ამ შეხვედრით ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და დიდი სურვილი მაქვს, ავსტრიაშიც იგივე ვიხილო.

- საქართველო-ირლანდია 1:1 - მოგებაც შეიძლებოდა [VIDEO]

- რას ელით ავსტრიასთან მატჩისგან?

- ურთულესი თამაში გველის. ჩვენებმა ირლანდიასთან ისე კარგად ითამაშეს, ლოგიკიდან გამომდინარე, იმედიანად ვარ განწყობილი. აქ მთავარი იქნება, როგორ მოახერხებენ ბიჭები ძალების აღდგენას.

- წლების წინ, თემურ ქეცბაიას გუნდმა ხორვატიას 1:0 რომ მოუგო, სამ დღეში ისრაელმა იოლად მოგვიგო. ქეცბაიამ სწორედ მაშინ ახსენა, რომ ნაკრებს აღდგენები და ვიტამინიზაცია არასაკმარისად ჰქონდა...

- სწორედ ამას ვგულისხმობდი. ხორვატიასთან უმაგრესი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ ისრაელში თამაშის დაწყებიდან 15 წუთში სირბილი აღარ შეგვეძლო, რადგან სათანადო აღდგენები და ვიტამინები არ იყო. ირლანდიასთან ძალიან დიდი ენერგია წავიდა. ასეთივე მდგომარეობაშია ავსტრია, რომელიც უელსს შეხვდა. ამიტომ ორივე ნაკრების წევრებს ძალების აღდგენა სჭირდებათ და შედეგი იმას ექნება, ვინც ამას უკეთ მოახერხებს.

- ვლადიმირ ვაისის შტაბში ამ საკითხზე გამოცდილი სლოვაკი სპეციალისტები მუშაობენ და მდგომარეობა არ გაუმჯობესდა?

- წინა წლებთან შედარებაც არ შეიძლება, საქმე იმდენად წინ წავიდა. ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ვარ და ვიცი, ფეხბურთის ფედერაცია ამ საკითხს რამხელა ყურადღებას აქცევს. ამას ეროვნული ნაკრების ბიჭებიც ამბობენ.

მაგრამ ევროპელებს ბევრად უკეთესი პირობები რომ აქვთ, ესეც ყველამ ვიცით. ამ კუთხით ირლანდიასა და ავსტრიას იდეალური მომსახურება აქვთ. სამ დღეში ორი ურთულესი შეხვედრის უკეთ ჩატარებას ის ნაკრები მოახერხებს, ვინც ამ საკითხს მოაგვარებს...

კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: ინგლისში გადასვლისას მეც მიჭირდა იმის წარმოდგენა, ყოველ სამ დღეში როგორ ვითამაშებდი, მაგრამ ისეთი სამედიცინო მომსამხურება გვქონდა, 48 საათში ახალდაბადებულს ვგავდი.

- ეს ყველაფერი დოპინგის ზღვარს ხომ არ უახლოვდება?

- დოპინგი არ არის, მაგრამ ახლოსაა, იმდენად სასწაულმოქმედი პრეპარატებია. ერთხელ "ბლექბერნში" ურთულესი შეხვედრა მქონდა და იმდენი ენერგია დავხარჯე, ვეღარ ვლაპარაკობდი. სამ დღეში კიდევ უფრო რთულ მეტოქეს ვხვდებოდით. მაგრამ ასეთი მომსახურებით შეუძლებელს შეძლებ - მოედანზე ენერგიით სავსე გავედი და ჩემს ძმასაც კი არ სჯეროდა, რომ ეს დოპინგის გარეშე მოვახერხე.

ეს საკითხი ევროპასა და კონკრეტულად ინგლისში ისეთ დონეზეა დაყენებული, დოპინგი არავის სჭირდება. პირადად მე ისეთ ვიტამინებს და კომპრესორს მაძლევდნენ, რომელიც თვითმფრინავსა თუ ავტობუსში მეხმარებოდა, რომ აეროპორტში დაშვებამდე ძალები აღმედგინა. კომპრესორი რეალურად კუნთების მასაჟორია, ზიხარ და ცივი და ცხელი წყლით კუნთები დაკარგულ ენერგიებს აღიდგენს, სახლში მისვლამდე დროს იგებ და სამ დღეში კი არა, მეორე დღესაც ენერგიით ხარ სავსე. ეს ყველა ქართულ გუნდს რომ ჰქონდეს, დარწმუნებული ვარ, უკეთეს დონეზე ვიქნებოდით.

- ვაისის საქმიანობას როგორ შეაფასებდით?

- მისი მუშაობა ისედაც მომწონდა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო დავაფასე, რადგან მან ქართველების ხასიათი უცხოელებიდან ყველაზე კარგად გაიგო - ყველა მოთამაშეს იმ ფეხბურთს ათამაშებს, რაც მათ იციან, ეხერხებათ და უყვართ. ზუსტი პოზიციებიც მოუძებნა - კანკავას არყოფნაში, გამოკვეთილი საყრდენი ნახევარმცველი არ გვყოლია, მაგრამ კვეკვესკირი და ანანიძე როგორ ათამაშა? ეს თითქოს მარტივია, მაგრამ ბევრს არ შეუძლია.

სხვათა შორის, ირლანდიის 9 ნომერი შეინ ლონგი 2 წელი ჩემთან ერთად "რედინგში" იყო და მას შემდეგ ვმეგობრობთ. ეს ურთიერთობა დღემდე შევინარჩუნეთ. თამაშის შემდეგ ირლანდიელები აეროპორტში გაქანდნენ და სამწუხაროდ, ვეღარ ვნახე. მაგრამ დამირეკა და მითხრა, თქვენებისგან ასეთ ფეხბურთს ნაღდად არ ველოდი, თამაშის შემდეგ ვეღარ ვსუნთქავდიო. არადა, ლონგი "რედინგში" ყველაზე მეტს დარბოდა, კაცი არ ჩერდებოდა და ხუმრობით "ცხენს" ვეძახდით. ასეთ მოთამაშეს რომ დაღლი, გამოდის, სწორად გვითამაშია.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთის ფედერაცია ვაისს ახალ კონტრაქტს სთავაზობს...

- და არ უნდა დარჩეს? კარგი სპეციალისტიც არის, კარგი პიროვნებაც. რაც მთავარია, ვაისმა გუნდში კარგი ატმოსფერო შექმნა, ფეხბურთელებიც მიჰყვებიან და ენდობიან. ამაზე ეს ფაქტიც მეტყველებს: მატჩი დაიწყო თუ არა, ეგრევე გავუშვით. ამის მიუხედავად, გუნდმა მოახერხა თამაშის შემოტრიალება, პირველივე ტაიმში ანგარიშის გათანაბრება და იღბალი ჩვენკენ რომ ყოფილიყო, მეორესაც გავიტანდით. ეპიზოდებში მეტოქეს ბურთი "დავუმალეთ" და დიდი უპირატესობა გვქონდა. ეს პატარა საქმე არ იყო.

საერთოდ, ნაკრებში მწვრთნელის ხშირი ცვლა დამღუპველია და შედეგს არ მოიტანს. ნაკრებში 16 წელი ვითამაშე და 13 მწვრთნელი შევიცვალე. ვაისი რომ გავუშვათ, უკეთესს მოვიყვანთ? ახალ დანიშნულსაც გუნდის შესასწავლად და ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება, ისევ ახალი გუნდის მშენებლობა დაიწყება და ამასობაში დროს ისევ დავკარგავთ. რა გამოდის? თითქოს, ყველა ახალი მწვრთნელი ახალ გუნდს აშენებდა. თუმცა, რეალურად, ამით ნაკრები წლიდან წლამდე სუსტდებოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგი ქუთაისელი
ცხადაძე არ უნდა გაეშვათ. ზოგირთი თუ ასწავლის შვილებს ლონდონში და პარიჟში, ცხადაძემ რა დააშავა.ვაისის ლექსიკონში ცინიკურ ნიუნსებს მივაქციე ყურადღება!
გიორგი
ქეცბაია გაუშვით, ჩივაძე გაუშვით, ცხადაძე გაუშვით . . . ამას ვინღა ეკითხება, თვითონ და მისი მსგავსი ბებრები წავიდნენ, სჯობია. ჩაუკეთეს ახალ თაობას კარები თავისი ძმაკაცების ხელშეწყობით
tbiliskii
მართალი ხარ ხიზან Gობია დარჩეს კიდე სხვების ძებნას
gela
მთლიანად საქართველოს ნაკრები რომ გავუშვათ და სხვა ნაკრები ვათამაშოდ არა?
დათო
გადაგრევს ამათი ვირეშმაკული ორმაგი სტანდარტი...ცხადაძეს როცა უშვებდნენ მაშინ სად იყო იგივე არგუმენტი?..ერთი თქვენი სკამების გადასაფარებლებიც რა..
gia
მწვრთნელი ფასდება შედეგით პირველ რიგში და მერე სხვა ფაქტორებით. ამ კაცს ჯერ არ აქვს თამაში მოგებული და დიდად არც ჩანს შანსი რომ მოვიგებთ ამ შესარჩევში თამაშს. თუ ეს საუკეთესო ვარიანტია და მეტი არ შეუძლიათ ფეხბურთელებს მაშინ ამდენს რატო ვუხდით მწვრთნელს და თუ მეტი შეუძლიათ მაშინ რატომ არის ამ კაცის შედეგი დამაკმაყოფილებელი? არ ვამბობ რომ უნდა წავიდეს ან დარჩეს მაგრამ კითხვებს ხომ უნდა გასცეს პასუხი ფედერაციამ რა არის კრიტერიუმები და მიზანი
J
ვაისი რომ გავუშვათ და გვარდიოლა მოვიყვანოთ, არ შეიძლება?!
gio
არსებობს მაგრამ ძვირია ნამუსიანო, ხომ ხედავ ცხადაძე მაგისთვის გაუშვეს, არა და მაგაზე მეტი თუ არა ნაკლები არ იქნებოდა.
lashamax
მეტი დაცინვა და შეურაცყოფა ქართველი გულშემატკივრის წარმოუდგენელია. ეს არი იყო ნაკრებში პრემიებს რომ ითხოვდა. ეს და მთლიანად ფედერაციის შემადგენლობას ერთი რამ აინტერესებს მხოლოდ, როგორ იშოვნონ ფული. ფეხბურთი ამათ სულ ფეხებზე კიდიათ. ფედერაციის წარმომადგენელი რომ იმას იტყვის ვაისზე უკეთესი ვინ გინდათო, მწვრთნელი, რომელსაც ჯერ შესარჩევში თამაში არ მოუგია, მაჩანჩალა მოლდოვასთან მხოლოდ ფრეებს გამორჩა, ჯგუფში მესამე ტურში უკვე დაკარგული ქონდა გასვლის შენსი. და ამ ყველაფრის მერე რომ იტყვი კმაყოფილი ვარ და ხელშეკრულება უნდა გაუგრელოთო, ამას ქვია ერთი სახელი, ქართველი გულსემატკივირს შეფურთხება
ალეკო
კახი რომ გაუშვით უკეთესი მოიყვანეთ თუ მწვრთნელის ხშირი ცვლა მაშინ კარგი იყო?
irakli
ცხადაძე რატო გაუშვით ერთი ეგ ახსენი აბა კარგათ.......
levani
ავსტრიასთან გამოჩნდება რეალური სურათი.....
kako
არაბიძე და მერებაშვილი ატამასე აუცილებლად
euhh
statia ar wamikitxavs.satauridan gamomdinare ki getyvit:magaze uketess tu ver moiyvant,jobia nakrebi mwvrtnelis gareshe gavides moedanze.shemadgenlobas mainc nacnobobit archevt
ppp
რა გამოდის რომ მაგაზე უკეთესი მწვრთნელი აღარ არსებობს თქვე უნამუსოებო
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ