ასე მგონია: ვლადიმირ ვაისი იმ მწვრთნელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც ძალიან არ უყვართ რისკი...
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კიდევ ორი მატჩი ჩააბარა წარსულს. საშინაო ფრე ირლანდიასთან და გასვლითი ზავი ავსტრიასთან არ არის ურიგო მონაგარი, თუმცა ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში კვლავ არ გვაქვს გამარჯვება და ეს სტატისტიკური მაჩვენებელი ძალიან ბევრ რამეს აუფერულებს.

- ავსტრია-საქართველო 1:1 - კოლერის კილერი [VIDEO]

- საქართველო-ირლანდია 1:1 - მოგებაც შეიძლებოდა [VIDEO]

დღევანდელ ჩვენს წერილში შევეცდებით, გავაანალიზოთ ორი ბოლო სანაკრებო მატჩის შთაბეჭდილებები. რა თქმა უნდა, იქნება აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ფეხბურთი მიმზიდველი და მსოფლიოს ნომერ პირველი სპორტი იმადაცაა, რომ მას ძალიან უყვარს მსჯელობა, ფიქრი და კამათი...

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია...

ირლანდიასა და ავსტრიასთან მატჩების წინ ძალიან ბევრს ვწერდით იმის თაობაზე, რომ საქართველოს ნაკრების არაერთ ფეხბურთელს აკლდა სათამაშო პრაქტიკა. თავისთავად, ვშიშობდით, რომ ეს მოთამაშეები ბოლომდე ვერ შეძლებდნენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას. თურმე, საქმეში ხარ? პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო მატჩები სწორედ ამ ფეხბურთელებმა ჩაატარეს.

ჩვენს მოსაზრებას ამყარებს ჯანო ანანიძის მაგალითი. მოსკოვის "სპარტაკში" საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს თითქმის არ აქვს სათამაშო პრაქტიკა, მაგრამ ამ ორ მატჩში ის ჩვენი გუნდის რიგებში აშკარად საუკეთესო იყო. ორი დიდებული საგოლე პასი და თანაბრად ჩატარებული მატჩები მის სასარგებლოდ მეტყველებს.

გიორგი მაკარიძე, მას შემდეგ, რაც კინაღამ დაშორდა "მორეირენშეს", სათამაშო პრაქტიკასაა მოკლებული. არადა, მან ორივე შეხვედრა თითქმის უშეცდომოდ ჩაატარა.

კამათი შეიძლება იმაზე, უნდა გამოსულიყო თუ არა კარიდან ირლანდიელთა ჩაწოდებისას, რომელსაც გოლი მოჰყვა, მაგრამ მოდით, შევთანხმდეთ: იმ ეპიზოდში არბიტრმა აშკარა ჯარიმა არ დაუსტვინა. შესაბამისად, მაკარიძე ეპიზოდის გამარჯვებული გამოდიოდა, რომ არა ირლანდიელის იდაყვი. დანარჩენ ეპიზოდებში კი მან არაერთხელ იხსნა საქართველოს ნაკრები. ავსტრიელთა გოლისას კი მას არ შეეძლო საქართველოს ნაკრების გადარჩენა - გოლამდე სასწაული ბურთი მოიგერია სახით.

ვაკო გვილიას თვალებში მუდამ ცეცხლი ანთია, როცა ის საქართველოს ნაკრებში თამაშობს. ასე იყო ამჯერადაც. ჩვენთვის ცოტა რთული გასაგებია, რატომ არ ენდობიან მას ბატე-ში. ფაქტია - უკეთესი იქნება, თუ ის კლუბს შეიცვლის. ჩვენი ინფორმაციით, მას ბატე-ში ისევ და ისევ ნაკრების გამო აერია საქმეები.

ძალიან ლამაზი და ეფექტური იყო გვილიას გოლი ავსტრიელთა კარში. ოდნავ დაიღალა მატჩის დასკვნით ნაწილში, მაგრამ რას ვიზამთ - ეს თითქმის გარდაუვალია, როცა 90 წუთი, კარგა ხანია, არ გითამაშია.

ჯაბა კანკავას ავსტრიასთან პირველი ტაიმი ჩაუვარდა, მეორე ნახევარში კი, პირადად მე, ქართველთა რიგებში საუკეთესოდ სწორედ მას დავასახელებდი. კაპიტანმა მართლაც რომ ლომივით იბრძოლა და ასე რომ არ ყოფილიყო, "გონივრული ეჭვი" მაქვს, ავსტრიელები აუცილებლად გაგვიტანდნენ მათთვის ასე საჭირო გოლს.

რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილი და ფაქტებით გამყარებული მოსაზრება არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ სჭირდება, უფრო პირიქით - საკვირველია, რომ ასე გამოვიდა, მაგრამ რეალობას ვერსად წაუვალთ.

ვაისი, რისკი და შამპანური

საქართველოს ნაკრებს ჯერაც არ აქვს გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. ცხადია, ჩვენ ძალიან გვინდა პირველი სამი ქულის მოპოვება, მაგრამ ყველაზე მეტად უნდა ის ვლადიმირ ვაისს - ეს რომ მოხდეს, ბევრი რამ სლოვაკი სპეციალისტის სასარგებლოდ შეიცვლება.

ასე მგონია: ვაისი იმ მწვრთნელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც ძალიან არ უყვართ რისკი. ძალიან ძველ ამბებს ნუღარ გადავწვდებით და ბოლო სამი მატჩის გახსენება ვიკმაროთ. თავად ვნახე ტრიბუნიდან კიშინიოვში გამართული შეხვედრა და მჯერა - სლოვაკ მწვრთნელს თავიდანვე სწორად რომ შეერჩია შემადგენლობა, იმ თამაშს უსათუოდ მოვიგებდით. ეს ნათლად გვიჩვენა მეორე ტაიმმა, როცა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უფრო შემტევი გახდა.

ირლანდიასთან შეხვედრა კარგად ჩავატარეთ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გავრისკეთ და, თანაც, მკვლელის ინსტინქტი დაგვაკლდა. არადა, მოწინააღმდეგე ბოლოს ზედმეტად გაიხსნა და ცოტა მეტი სითამამე რომ გამოგვეჩინა შეტევაში, დიდი ალბათობით, გავიმარჯვებდით.

ცალკე თემაა ის, რომ თუნდაც ამ ორ შეხვედრაში ვაისის გუნდმა თანაბრად ვერ ჩაატარა ორი ტაიმი. ირლანდიასთანაც და ვენაშიც პირველი ნახევარი უკეთესი იყო, ვიდრე მეორე. ეს ის ზნეა, ვაისის ფორმაციის ნაკრებს მუდამ რომ მოსდგამს.

კიდევ ერთი მტკივნეული თემა - ვაისი და ცვლილებები. ჩემი აზრით, შესაძლებელია სათადარიგოთა სკამის უფრო მეტად გამოყენება და შეცვლები არა მხოლოდ იმ მიზნით, რომ როგორმე ფრე შეინარჩუნო და თამაში არ წააგო, ან დრო გაიყვანო.

ძველი, მაგრამ მრავალნაცადი გამოთქმაა: ვინც არ რისკავს, ვერც შამპანურს სვამს. ჩვენთვის, ასე თუ ისე, სასურველი შედეგი კი დავაფიქსირეთ ამ ორ მატჩში, მაგრამ ვერ შევძელით მთავარი - მოგება, და ვერც შამპანური დავაგემოვნეთ.

არაბიძის საკითხი

ორი სანაკრებო მატჩი ისე მიილია, გიორგი არაბიძეს საერთოდ არ მისცემია სათამაშო დრო. ამბობენ, გიორგის ძალიან თავისებური ხასიათი აქვსო. ამ შემთხვევაში მე ნაკლებად მაინტერესებს, რამდენად შეიძლება გაბრაზდეს ის ამ უთამაშებლობით. მინდა, უფრო მნიშვნელოვან თემაზე დავწერო.

ავსტრიასთან და, განსაკუთრებით, ირლანდიასთან მატჩებში საქართველოს ნაკრებს ძალიან აკლდა "მკვლელის ინსტინქტით" დაჯილდოებული ფეხბურთელი, რომელიც გადამწყვეტ მომენტში გარისკავდა და საკუთარ თავზე აიღებდა თამაშს, ან ხეირიანად შეასრულებდა "სტანდარტულს".

ფაქტია, ალბათ მისი ხასიათიდან გამომდინარე, არაბიძე საუკეთესო თამაშს აჩვენებს არა ასაკობრივ, არამედ ეროვნულ ნაკრებში. დღეს საქართველოს ნაკრებს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ არაბიძის ნიჭი არ გამოიყენოს. ასე ჩანს გარედან.

რა თქმა უნდა, შემადგენლობის შერჩევა მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა, მაგრამ არის ხოლმე მომენტები, როცა ჯანსაღ საზოგადოებრივ აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს. იქნებ ისე მოხდეს, რომ ეს მართლაც განსაკუთრებული ნიჭის მქონე ფეხბურთელი არ დაიკარგოს საქართველოს ნაკრებისთვის.

მწვრთნელი და ყისმათი

სადაც სამართალია, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები აშკარად უფრო მეტს იმსახურებდა სატურნირო თვალსაზრისით. გვაქვს ხუთი ქულა და თავისუფლად შეიძლებოდა, ორი ამდენი გვქონოდა. არიან მწვრთნელები, ძალიან რომ უმართლებთ მთელ რიგ შეხვედრებში. სამწუხაროდ, იმ პერიოდის მიხედვით, საქართველოს ნაკრებში რომ გაატარა, ვაისს მათ კატეგორიას ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ.

თუნდაც, ირლანდიასთან მატჩი რომ ავიღოთ, ცოტა მეტი გამართლების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები აუცილებლად ჩაიწერდა აქტივში სამ ქულას და რადგან ყველა დროსა და ქვეყანაში მწვრთნელი შედეგით ფასდება, ჩვენც, ალბათ, ცოტა სხვანაირად დავწერდით ეროვნული გუნდის მესაჭეზე.

რას ვიზამთ, საქართველოს ნაკრები სპორტული იღბალით განებივრებული არც იმ წლებში ყოფილა, როცა მართლა შესანიშნავი გუნდი გვყავდა. როგორც ჩანს, ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება. რასაც იღბალი გაკლებს, მისი მოპოვება შენი შრომით უნდა სცადო - ეს ცხოვრებისეული აქსიომაა და, დარწმუნებული ვარ, ამ თეზისს გასავალი ფეხბურთშიც ექნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
ანანიძეს ჭირდება მუდმივი სათამაშო პრაქტიკა უნდა ბევრი იშრომოს და სპარტაკის ძირითადში მოხვდეს, ასე უფრო გამოადგება ჩვენს ნაკრებს.ისე კლუბის შეცვლაძეც რომ იფიქროს ცუდი არ იქნებოდა, თუმცა ძალიან საფრთხილოა კლუბის შეცვლა, ისეთი კლუბი ჭირდება ჯანოს სადაც ზომიერად ექცევა ყურადღება ფიზიკურ და ტექნიკურ მხარეებს.მე ასე ვფიქრობ ბელგიაში,ჰოლანდიაში,პორტუგალიაში,საფრანგეთში,თურქეთში,საბერძნეთში ჯანო მაგრად ითამაშებდა.
მიხო
რაც არ უნდა ვაქოთ ნაკრები და მოთამაშეები ვაისმა ეს შესარჩევი ჩააგდო და აი რატომ: შევადაროთ საქართველო და სირია ქვეყანა რომელშიც ომია გაჩაღებული და ხალხი იხოცება (ვის ცალია ფეხბურთისთვის). სირიის ნაკრები თავის ჯგუფში იმყოფება მესამე ადგილზე და დიდი ალბათობით გავა მსოფლიოზე ამავე დროს ჯგუფში ჩატოვებს უზბეკეთს, ჩინეთს !!!!!! და ყატარს!!! (ეს ორი ბოლო ქვეყანა ფულით არის გაძეძგვილი), ბოლო შეხვედრა სირიამ 2-2 ითამაშა ირანთან და ფიფას რეიტინგში მე-80 ადგილზეა (საქართველო დიდი დიდი 104-ე ადგილზე ავა). ეხლა ვთქვათ სირია ბეჭდავს ნიჭირ მოთამაშეებს თუ მათმა მწრთვნელმა გაქნა ნაკრები ასე? ღმერთმა ომი გვაშოროს და სირიის დგეში ნუ ჩაგვაგდოს მაგრამ თუ გავცვლით ორი ქვეყნის მდგომარეობას მემგონი საქართველო კაი ხანი ფეხბურთს არ ითამაშებდა საერთოდ. აი რატომ უნდა წავიდეს ვაისი და არ უნდა შევხაროდეთ ამ ჩანჩალა ჯგუფში 5 ქულას.
სოსო
რასაც ავტორი იღბალს უწოდებს,მხოლოდ 10% -თაა იღბალი,დანარჩენი კი მსაჯი,დაბალი საშემსრულებლო ოსტატობა და გადამწყვეტ მომენტში ნერვების ვერ მოთოკვაა.
merabi
ინგლისის ჩემპიონატი ხურდება და უელსელები ფორმაში შედიან. პლუს ბეილი. თან მოგება აუცილებლად სჭირდებათ.ასეთ სიტუაციაში თუ თამაშს ვაჩვენებთ და თანაც შედეგს დავდებთ, ფანტასტიური იქნება მწვრთნელისთვისაც, ფეხბურთელებისთვისაც და რა თქმა უნდა ჩვენთვის, გულშემატკივრისთვის. ჯანმრთელი ოქრიაშვილი და მჭედლიძე გვჭირდება...
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია