თასზე მარცხის შემდეგ "დილას" ევროთასებზე მოხვედრის შანსი გადაეწურა და ახლა მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს
გორის "დილამ" საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალში საჩხერის "ჩიხურასთან" 0:3 წააგო. ამ მარცხის შემდეგ გიორგი დარასელიას გუნდს ევროთასებზე მოხვედრის შანსი გადაეწურა და ახლა მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს.

"ლელო" "დილას" მწვრთნელს აქტუალურ თემებზე გაესაუბრა...

ახლა, როცა ევროპაზე ოცნება მორჩა

- ჩვენ აქცენტს ვაკეთებდით "ჩიხურასთან" მეოთხედფინალურ მატჩზე და ამისთვის ბევრი რამ გვქონდა გვერდზე გადადებული, - გვითხრა დარასელიამ საუბრის დასაწყისში. - შეიძლება ვილაპარაკოთ იღბალზე, მაგრამ როცა ასეთ თამაშში გაქვს რამდენიმე მომენტი, უთუოდ უნდა გაიტანო. ეს აქსიომაა. მით უმეტეს, როცა მეტოქედ გყავს ძლიერი და გამოცდილი გუნდი. "ჩიხურამ" პრაქტიკულად პირველივე საგოლე მომენტი გოლად აქცია. ჩვენ ვიბრძოლეთ ბოლომდე, მეტნიც ვიყავით მინდორზე... ბედთან შერიგების მომენტი იყო, როცა მეტობაში მყოფებმა პენალტი ვერ გავიტანეთ...

ახლა, როცა ევროპაზე გასვლის პრაქტიკული შანსი გადაგვეწურა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ. ეს ნამდვილად შეგვიძლია და ვალდებულნიც ვართ, გადავჭრათ ეს პრობლემა. ევროპული ასპარეზი დროებით უნდა დავივიწყოთ...

რაც გუნდში მოვედი, არ გვაქვს კარგი შედეგები. იმ დღიდანვე ტრავმები გვდევს თან. ერთი შეხვედრაც კი არ გვითამაშია ოპტიმალური შემადგენლობით. ესეც უნდა ვთქვა - გუნდი ბალანსის გარეშე იყო დაკომპლექტებული. ჩვენ შევცვალეთ ზოგიერთი ლეგიონერი... ამ ყველაფრის ერთ სისტემაში მოყვანას, დამეთანხმებით, დრო სჭირდება.

ვინც მიცნობს, იცის, რომ ვერ ვიტან წაგებას და არ არსებობს, მას შევეჩვიო. რა თქმა უნდა, გუნდის შედეგებზე პასუხისმგებელი მწვრთნელია და ჩემს წილ პასუხისმგებლობას არასოდეს გავექცევი. ეგაა, ეს გუნდი მე არ დამიკომპლექტებია, ესეც ფაქტია.

ნიჭი აშკარად აქვს და ვნახოთ...

- უკვე იცით, რომ ამ დროისთვის გუნდიდან წავიდა ორი ლეგიონერი - ალჰასანი და ტარავალიე. ჩვენთან ვარჯიშობს წარმოშობით განელი, ისე კი, ისრაელში დაბადებული ჭაბუკი გარემარბი - ეშფორდი. ის თელ-ავივის "მაკაბის" აღზრდილია. თავდაპირველად, ის ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ ჩვენს 19-წლამდელთა გუნდში ეთამაშა, მაგრამ ახლა ჩვენთან ერთად ვარჯიშობს და თუ ბოლომდე გამოავლენს შესაძლებლობებს, პირველ გუნდში დაწინაურდება. ნიჭი აშკარად აქვს და ვნახოთ...

მას შემდეგ, რაც ლეანდრო რიბეირომ დაგვტოვა, მის შემცვლელს ვეძებთ. პოტენციური ახალწვეული სწორედ ფლანგის მოთამაშეა - სწრაფი და ტექნიკური. ლეანდრო თავიდან პედრინიოს უნდა შეეცვალა, მაგრამ ბრაზილიელი არ აღმოჩნდა ფლანგის მოთამაშე...

ალჰასანს მინდა დავუბრუნდე. ეს არის ფეხბურთელი სერიოზული კარიერით. როცა ის ჩამოვიდა, ჩვენ ვიცოდით, რომ იყო ფლანგის მოთამაშე, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ცენტრში კი გვყავს არაერთი ფეხბურთელი: ნონიკაშვილი, პაპავა, ძარია, დერეტი, წიქარიძე... იმასაც ვიტყვი, რომ ალჰასანი თავიდანვე არ იყო ფორმაში...

დღევანდელ "დილაში" არის რამდენიმე სათამაშო პრობლემა. პირველ რიგში, უნდა ვისურვო უკანა ხაზში თამაშის გაუმჯობესება. თამაში არ ჩაივლის, დაცვაში შეცდომა რომ არ დავუშვათ და თანაც - ძალიან გაუმართლებელი.

საერთოდ, უშეცდომო არავინაა, მაგრამ გამოცდილი ფეხბურთელი უკეთ ხვდება, რა უნდა გააკეთოს ამა თუ იმ მომენტში. მაგალითად, "ჩიხურასთან" შეხვედრაში, როგორც გითხარით, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით...

ნდობას და მხარდაჭერას ვგრძნობ...

- კლუბის ხელმძღვანელობისგან დიდ ნდობასა და მხარდაჭერას ვგრძნობთ. მათ დასჭირდათ თავის დროზე გვერდში დგომა და მე დავუდექი გვერდში. არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე, მაგრამ ჩვენ ხომ იმიტომ ვართ აქ, რომ გუნდს წარმატება მოვუტანოთ.

თავის დროზე, სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა "დილაში" მოსვლა. შუა სეზონი იყო, სხვისი დაწყებული საქმე... მაგრამ ვიგრძენი დიდი ნდობა და, ამავე დროს, პასუხისმგებლობა. აქ არავინ ფიქრობს ფულზე, ხელფასზე. მთავარია, გუნდმა მიაღწიოს წარმატებას. ნამდვილად გვაქვს ამის რესურსი და მჯერა, დავძლევთ ჩავარდნას...

უკვე გითხარით, რომ არაერთი პრობლემა გვაქვს, მათ შორის - საგოლე მომენტების გამოყენების. ვიცი, გაინტერესებთ და მკითხავთ ირაკლი მოდებაძეზე. ფაქტია, საქართველოს ჩემპიონატისთვის მოდებაძე დიდი ფეხბურთელი და ფორვარდია. ამას ის ამტკიცებს მთელი თავისი კარიერით...

მაგრამ ყველამ არ იცის, რა ხდება გუნდის შიგნით. მოდებაძეს ჰქონდა ტრავმა და ისე არ ხდება, რომ ტრავმის შემდეგ ფეხბურთელი ეგრევე ბოლომდე დატვირთო. მით უმეტეს, ისეთ საფარზე, როგორზეც "ჩიხურასთან" მატჩი გაიმართა. ყოველდღიურად ვხედავ, როგორ უმატებს მოდებაძე, როგორ უმჯობესდება მისი ფიზიკური მდგომარეობა... ამ ფეხბურთელის დიდი იმედი გვაქვს და ჩვენ ბოლომდე ვართ დარწმუნებულნი მის შესაძლებლობებში.

ბევრი სიახლე იქნება

- ჯერ ადგილი უნდა შევინარჩუნოთ უმაღლეს ლიგაში და მერე ბევრი ცვლილება იქნება. უკვე დაწყებულია მუშაობა კლუბის ხელმძღვანელების მხრიდან, რომ შეიკრას ისეთი გუნდი, რომელიც რეალურად იბრძოლებს ევროტურნირებზე გასასვლელად და იქ თავს არ შეირცხვენს.

"დილას" აქვს ევროთასებზე წარმატებით ასპარეზობის გამოცდილება და გვინდა, ეს დრო დაბრუნდეს. მაგრამ ჯერ უნდა გადავჭრათ ის ამოცანა, რომელიც დგას ჩვენ წინაშე, მერე კი გუნდი გაახალგაზრდავდება და რამდენიმე გამოცდილი მოთამაშეც გვეყოლება. ეს მოხდება ისე, რომ დღეს გუნდში მოთამაშე ფეხბურთელთაგან არავის არაფერი დაეკარგება...

შედეგი ყველას გვინდა. უბრალოდ, არ ვიცი, რა ვთქვა - რაც გუნდში მოვედი, ტრავმების გამო 5-6 ფეხბურთელის არყოფნა ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ კი არა, ასეთი საკადრო პრობლემების ფონზე შეიძლება ჩვენზე გაცილებით ძლიერ გუნდს გაუჭირდეს. ძნელია, როცა ძირითადი შემადგენლობის პრაქტიკულად ნახევარი დაშავებულია.

მთავარია ოთხი კომპონენტი...

- საქართველოს ჩემპიონატს დღეს რომ დიდი ხელშეწყობა აქვს, ეს ფაქტია, მაგრამ მე მხოლოდ საფეხბურთო ნიუანსებზე ვილაპარაკებ. რა გვჭირდება დღეს ყველაზე მეტად? სწორი თამაში, მეტი საფეხბურთო აგრესია, ოღონდ, კარგი გაგებით, მეტი სისწრაფე და მწვრთნელის დავალების ზუსტად შესრულება. ეს ოთხი კომპონენტი დღეს მთავარია ჩვენთვის.

უცხოეთში ბევრგან მიმუშავია და ვიცი - იქ მწვრთნელი მთელი კვირა მუშაობს კონკრეტულ მატჩზე. მერე ფეხბურთელები გადიან სათამაშოდ და მწვრთნელის ნააზრევი გადააქვთ მინდორზე...

რაც შეეხება ფიზიკურ კონდიციებს. შუა სეზონში მათი მნიშვნელოვნად გაუმჯობესება წარმოუდგენლად მესახება. ეს უნდა მოხდეს წინასასეზონო შეკრებაზე, სპეციალური ვარჯიშებით...

ერთიცაა: ბევრი ქართველი ფეხბურთელი ჯერაც ვერ შეეჩვია ბოლომდე ჩემპიონატის სისტემის ცვლილებას. ქვეცნობიერად ისევ ისე არიან მომართულები, თითქოს სეზონი აგვისტოში დაიწყო და ახლა სადღაც მესამე-მეოთხე ტურია. ყოველ შემთხვევაში, ჩემი დაკვირვებით ასეა...

რაც შეეხება "დილას" ფიზიკურ მომზადებას, ამ საკითხზე ჩვენი გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელთან ერთად ვმუშაობ. აქაც ზომიერების დაცვაა საჭირო დატვირთვების შერჩევისას. გვაქვს ჩვენი გეგმა და იმას მივყვებით. ვნახოთ, რა გამოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dragonfly
ამ ინტერვიუს ვინც წაიკითხავს ყველა მიხვდება თვალებში ნაცარს როგორ გვაყრიან.სასწრაფოდ უნდა მოივითხოვოთ გულშემატკივარმა მფლობელებთან შეხვედრა და ყველაფერზე პასუხი გაგვცენ.გუნდს თამაშზე ეტყობა როგორი მწვრთნელიც ყავს! თუ რამე არ მოსწონდა სად მოდიოდა საინტერესოა
dragonfly
რატომ არ უშვებთ ჩემს კომენტარებს საინტერესოა
david
გორის ,,დილას" ყველაზე სუსტი რგოლი დაცვაა. განსაკუთრებით ცენტრალური მცველები ბავშურ შეცდომებს უშვებენ, ერთმანეთს არ აზღვევენ, ჩერდებიან და შეჰყურებენ სხვა ფეხბურთელებს. უბურთოდ მოძრაობა და ფეხბურთელის მიერ სწორი პოზიციის შერჩევა ნულზეა დასული. არ შეუძლიათ სრული 90 წუთის თამაში.ამჟამინდელი ,,დილა", მხოლოდ აჩრდილია ძველი გუნდის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფეხბურთელებს ,,სტაჟის" გამო აყენებენ ძირითად შემადგენლობაში, არადა ამ დროს მათი ფიზიკური მომზადება არის ნული. საჭიროა ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვენდოთ. გუნდი რომელიც 10 ტურით ადრე ფიქრობს ეროვნული ლიგა 2 -ში მესამე ადგილს ვინ დაიკავებს, რომ გადათამაშებაში იქნებ იმ გუნდს აჯობოს, ასეთი გუნდი წარმატებას ვერ მიაღწევს.
gori 2
ბოდიშს გიხდით.ლუკას ნაცვლად უჩა უნდა დამეწერა.
gori 2
ლამაზი სიტყვებია, მაგრამ შედეგი იქნებაა? ეჰ ლუკა სადა ხარ....????
ლიდერი შეიცვალა... "დილა" პირველია; ფოთელებმა კი "იბერია 1999"-ს მოუგეს
ბასილაძის ჰეთ-თრიქი; ფრე კახურ დერბიში; გაგრას ზედიზედ მეოთხე მოგება
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
BBC: მუდრიკმა აკრძალული ნივთიერება უკრაინის ნაკრებში ყოფნისას მიიღო
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEO] გასაძევებელი იყო თუ არა მიქაუტაძის წაქცევისთვის ვან დე ვენი და როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ვილიარეალის" მარცხი, "რეალის" და "ყარაბაღის" გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გორის "დილა": ირაკლი მოდებაძის გოლი, გოგიტა გოგატიშვილის დუბლი
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს