ამ უქმეებზე ძიუდოს აკადემიაში დამთავრდა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
ამ უქმეებზე ძიუდოს აკადემიაში დამთავრდა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი და გაირკვა იმ 4 გუნდის ვინაობა, რომლებიც სულ მალე, ამ შემოდგომაზევე, ფინალურ ეტაპზე გააგრძელებენ ბრძოლას.

კვარტეტი თბილისელებსა და რეგიონებზე თანაბრად გადანაწილდა: ორი თბილისური კლუბია: "შევარდენი" და "ლიდერი", რაიონებიდან კი ოთხეულში გორის "ლომჭაბუკი" და თელავის "პატარა კახი" მოხვდნენ. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ "დარაიონება" ცოტა პირობითია, რადგან შემადგენლობები საქართველოს პირველი და მეორე დონის ჩემპიონატების მიხედვით განისაზღვრება, შედეგად კი, ვინ სად მოხვდება, წინასწარ არავინ იცის. ანუ სავსებით შესაძლებელია, ამა თუ იმ რაიონის გუნდში თბილისელი ან სხვა რაიონის წარმომადგენელიც მოხვდეს და - პირიქით. ამის მაგალითები უკლებლივ ყველა კლუბშია.

ადრინდელებისგან განსხვავებით, როცა ყოველ ტურში ორ-ორი წრის შეხვედრები იმართებოდა, ბოლო ტურში ერთბაშად სამი წრის პაექრობები ჩატარდა.

აქამდე დაუმარცხებლად მოასპარეზე "შევარდენის" "ჩამოგდება" ვერც ახლა შეძლო ვერავინ, თუმცა ბოლო ორ შეხვედრაში გურამ მოდებაძის შეგირდებს შედარებით გაუჭირდათ და მხოლოდ მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს. მათთან განსაკუთრებით მოინდომა თბილისის "ოლიმპმა", რომელსაც იმ მომენტში შანსი თითქმის გადაწურული ჰქონდა, მაგრამ მაინც ბოლომდე იბრძოლა და მხოლოდ 3:4 დათმო.

"შევარდენმა" გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტ თელაველებსაც ასეთივე ანგარიშით მოუგო, ქარელის "დურმიშხანს" კი 6:1 აჯობა.

"პატარა კახი" თავიდანვე ლიდერთა შორის იყო და ამან უშველა, თორემ ბოლო ტურში სამიდან ორი შეხვედრა წააგეს: ერთნაირი ანგარიშით, 3:4 დათმეს "შევარდენთანაც" და გორის "ვიპ ძიუდოსთანაც", რომელმაც ამ გამარჯვების მიუხედავად, სწორედ ამ ტურში დაკარგა ოთხეულში მოხვედრის შანსი. კახელებმა ამჯერად მხოლოდ ხაშურის "სამურაის" მოუგეს - 4:3, თუმცა საბოლოო ცხრილში მაინც მეორე ადგილზე აღმოჩნდნენ.

ანზორ თენაძის გაწვრთნილმა "ვიპ-ძიუდომ" თელაველებთან გამარჯვების შემდეგ ზეპრინციპული პაექრობა დათმო უშუალო კონკურენტ "ლიდერთან" - 3:4. თუმცა ამას კიდევ მოეძებნება რაღაც გამართლება: ალექსანდრე მამუკიშვილის გუნდი გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი იყო, მაგრამ მოულოდნელი გახლდათ გორელთა წაგება "დურმიშხანთან": 2:5. არადა, შემადგენლობაც უფრო სოლიდური გორელებს ჰყავდათ.

"ლიდერმა" ლიდერის შესაფერისად იბრძოლა და სამივე შეხვედრა მოიგო: "სამურაისთან" - 5:2, გორელთა ორივე კლუბს - "ვიპ ძიუდოს" და "ლომჭაბუკს" კი ერთნაირი ანგარიშით, 4:3 აჯობა. მათ ლიდერად ახალგაზრდა თორნიკე ნაგლიაშვილი (66) მოგვევლინა, ვინც სამივე შეხვედრაში იმარჯვა, მეტოქეთა შორის კი ეროვნული ნაკრების წევრი ლაშა გიუნაშვილიც ჰყავდა. ნაგლიაშვილმა ძალიან ტექნიკურად იჭიდავა და ბლომად ილეთები გააკეთა.

ქართლოს პავლიაშვილის ნავარჯიშებმა "ლომჭაბუკმა" ბოლო ტურში მხოლოდ "ლიდერთან" დათმო ზემოხსენებული პაექრობა, მანამდე კი "ოლიმპს" 6:1, ხოლო "დურმიშხანს" 5:2 მოუგო. გორელთა შემადგენლობაში გამოდის ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90), ვინც სამივე პირადი შეხვედრა მოიგო.

საკლუბო ჩემპიონატის მთავარი ღირსება ფინანსური მოტივაციაა - ცალკეული სპორტსმენები გვარიან პრემიებს იღებენ, ხოლო ვინც მეტ პირად ორთაბრძოლას მოიგებს, მისი ჰონორარი კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია სატურნირო პრაქტიკა სათადარიგო ფალავნებისთვის, ვინც ვერ ხვდება ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, და ახალგაზრდების გამოცდა.

ამ მხრივ ყოველი ტური გამორჩეული იყო და გამონაკლისი არც ეს ბოლო ყოფილა. მაგალითად, ზემოთ ჭრიკიშვილი, გიუნაშვილი და ნაგლიაშვილი ვახსენეთ, მაგრამ იჭიდავეს ევროპის პრიზიორმა ლევან მატიაშვილმა, ონისე ბუღაძემ, გუგა კიბორძალიძემ (სამივე - +100), რობინზონ ბეგლარაშვილმა, ჯაბა პაპინაშვილმა, ირაკლი კუპატაძემ (60), თამაზ კირაკოზაშვილმა, კობა მჭედლიშვილმა (ორივე - 81), ხოლო ბეგლარაშვილი, ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (81) და მესამეპრიზიორი გელა ზაალიშვილი (+100), ფაქტობრივად, თანატოლთა ევროპირველობიდან გადმოერთნენ აქ - ერთი კვირის წინ იჭიდავეს ის შეჯიბრება და მედლებიც მოიპოვეს.

უმეტესობამ გაამართლა იმედები, თუმცა ზოგს ჩავარდნაც ჰქონდა, მაგრამ ახალმა თაობამ თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა.

რაც შეეხება ფინალურ ეტაპს, მისი გამართვის ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არაა. სავარაუდოდ, დეკემბერში გაიმართება, საბოლოო დასტური კი საერთაშორისო კალენდარზეა დამოკიდებული.

ახალგაზრდებს ჯერ კიდევ ელოდებათ მნიშვნელოვანი შეჯიბრებები: 20 და 23-წლამდელებში ჩასატარებელია მსოფლიოს ჩემპიონატები, უფროსები "დიდი პრიზისა" თუ "მუზარადის" შეჯიბრებებშიც გამოვლენ, ხოლო მათაც და ახალგაზრდებსაც ევროპის საკლუბო ტურნირებიც ელოდებათ. სავარაუდოდ, ჩვენები წლეულსაც ძირითადად ქართულ კლუბებში იქნებიან კონცენტრირებულნი, თუმცა არაა გამორიცხული, ვინმე უცხოურ კლუბშიც გამოვიდეს.

ასეა თუ ისე, ფედერაცია ცდილობს, კალენდარში ისეთი ფანჯარა იპოვოს, ადგილობრივმა ფალავნებმა შიდა ჩემპიონატში მონაწილეობა შეძლონ, რაც მის პრესტიჟს დიდად წაადგება.

საკლუბო ჩემპიონატი

მ წ

1. შევარდენი 33 16

2. პატარა კახი 27 22

3. ლიდერი 27 22

4. ლომჭაბუკი 26 23

5. ვიპ ძიუდო 24 25

6. დურმიშხანი 21 28

7. სამურაი 20 29

8. ოლიმპი 18 31

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
აბუ-დაბის გრან სლემს მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი შემორჩა, რომელიც 1/4-ფინალში გავიდა
ძიუდო. ახალგაზრდული რეიტინგი: ევროპის პირველობის შემდეგ ჩვენი პოზიციები გამყარდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამდებობას ტოვებს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებს
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ოქროს ლიგა 2017: "შევარდენი" ჩემპიონი მეხუთედ გახდა!
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ბუდაპეშტის გრან პრი: საქართველო უნგრეთში 8 ძიუდოისტით გაემგზავრა
შეგირდებთან ერთად ატირებული მწვრთნელი - ინტერვიუ გურამ მოდებაძესთან
ცინდაოს მასტერსი: ქართული ფინალი, ესპანეთის მონაწილეობით
სამსუნის გრან-პრიზე საქართველოს მეორე ბრინჯაო უშანგი მარგიანმა მოუტანა
ეკატერინბურგის გრან სლემზე ზებედა რეხვიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ეკატერინბურგის გრანდ სლემი: ქართველების მხოლოდ ერთი ბრინჯაო [VIDEO]
თბილისის გრან პრი. III დღე: ვერცხლი და ბრინჯაო გრანატირებულია, თუმცა ოქრო გვინდა
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გურამ მოდებაძე საქართველოს ძიუდოს ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
თბილისის გრან პრი. III დღე: ქართველებმა ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო მოიპოვეს!
ძიუდო. საკლუბო ჩემპიონატი: ახალი ტურნირის დასაწყისი
მჩატე და მძიმე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორად გაიყო
ლიპარტელიანი, მატიაშვილი, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [VIDEO]
ზაალიშვილი და მატიაშვილი უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ
ევროპის ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]
ზაგრების გრან პრი: ზაალიშვილისა და ღვინიაშვილის ოქროს მედლები და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის [VIDEO]
"საგარეჯო" სუპერსტარ! ქართულმა კლუბმა პუტინის ფავორიტი გროზნოში დაამარცხა [VIDEO]
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ონისე ბუღაძე საქართველოს 2019 წლის აბსოლუტური ფალავანია
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
ძიუდო. ბუდაპეშტის გრან პრი: ღვინიაშვილი და ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ