შეიძლებოდა, ვლადიმირ ვაისისთვის შეგვეხსენებინა ბაჩანა არაბულისა და მათე ვაწაძის არსებობა, მაგრამ...
საქართველოს ნაკრები 6 (უელსთან შინ) და 9 ოქტომბერს (სერბეთთან სტუმრად) მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ორ შეხვედრას გამართავს. ეროვნული გუნდი ამ მატჩებისთვის მზადებას 2 ოქტომბერს დაიწყებს. საამისოდ, ვლადიმირ ვაისმა 27 ფეხბურთელი დაასახელა...

- ვლადიმირ ვაისმა უელსსა და სერბეთთან მატჩებისთვის 27-კაციანი სია გამოაცხადა

სანაკრებო სიისთვის თვალის ერთი გადავლებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ აღიარო - აქ ძალიან ცოტაა კითხვის ნიშნები. პრაქტიკულად ყველა ფეხბურთელი, რომელიც, ასე თუ ისე, ამ ეტაპზე იმსახურებს სანაკრებო სიაში ყოფნას, იქ არის.

შეიძლებოდა, ვლადიმირ ვაისისთვის შეგვეხსენებინა ბაჩანა არაბულისა (უნგრეთის უმაღლესი ლიგის გუნდში ენდობიან და გოლებიც გააქვს) და მათე ვაწაძის (დანიაში გოლების გატანა დაიწყო) არსებობა, მაგრამ მწვრთნელია და გემოვნება - ასეც შეიძლება ცნობილი გამოთქმის პერიფრაზირება.

რა თქმა უნდა, სულაც არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ნაკრების თავკაცი ჩვენს აზრს ითვალისწინებს და ისე ადგენს სანაკრებო სიას. უბრალოდ, სასიხარულოა, თუ სლოვაკმა სპეციალისტმა იცის, რა იწერება ქართულ მედიაში...

სანაკრებო სიაში სამი ისეთი ფეხბურთელია, რომელთა ნაკრებში ყოფნის საჭიროებაზე ვწერდით: ოთარ კიტეიშვილი, დავით სხირტლაძე და ლუკას ჰუფნაგელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჰუფნაგელის თემაა...

ჯერი ლუკასზეა

დედით ქართველმა და მამით გერმანელმა ლუკას ჰუფნაგელმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია, საქართველოს ეროვნული ნაკრების სრულფასოვანი წევრი იყოს.

თავის დროზე ამ ფეხბურთელის გამოჩენას საქართველოს ასაკობრივი ნაკრების შემადგენლობაში დიდი სჯა-ბაასი მოჰყვა. ბევრმა სწორად ვერ შეაფასა ახალგაზრდა ნახევარმცველის თამაში, რომელიც ზედმეტ ზიზილ-პიპილებს მოკლებული იყო და საიმედოობას ეფუძნებოდა.

გავიდა წლები და სადღეისოდ ასეთი სურათი გვაქვს: ჰუფნაგელი თამაშობს მეორე ბუნდესლიგის "ნიურნბერგში", კონტრაქტით კი ბუნდესლიგური "ფრაიბურგის" საკუთრებაა. მას აქამდე საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი მხოლოდ ერთხელ, ესტონეთთან გასვლით ამხანაგურ შეხვედრაში მიეცა, რომელიც დიდი ანგარიშით წავაგეთ. ლუკასი მაშინ ჩაერთო იმ თამაშში, როცა ყველაფერი გარკვეული იყო...

ამ დროისთვის, ჰუფნაგელის შემთხვევა განსაკუთრებულია ჩვენს სანაკრებო ფეხბურთში. ცოდვა გამხელილი ჯობია: მის გარჯას გამორჩეული ინტერესითა და იმედით ვუყურებთ. როგორც იტყვიან, ჰა ბურთი და ჰა მოედანი - ახლა ჯერი ლუკასზეა!

ზოგადად, დღეს საქართველოს ნაკრებს არ აქვს იმხელა ფუფუნება, რომ უარი თქვას მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელზე. ვაისი ჰუფნაგელს არ იცნობს და იქნებ მათი პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრების მომავლისთვის უკეთესიც იყოს. უელსსა და სერბეთთან მატჩებით ხომ უკეთეს ხვალინდელ დღეს უნდა განვუმტკიცოთ საფუძველი.

ეპიდემია არ გვეშვება

საქართველოს ნაკრებს აღარ ჰყავს იმდენი ტრავმირებული ფეხბურთელი, რამდენიც ბოლო ორი სანაკრებო მატჩის წინ, მაგრამ ჭირი, რასაც ჩვენს ეროვნულ გუნდში ტრავმების ეპიდემია ჰქვია, მაინც არ გვეშვება. აგერ, თავდასხმაში ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაგვაკლდება - ლევან მჭედლიძე და ნიკა კაჭარავა.

მჭედლიძე კარგა ხანია, ტრავმირებულია. მისი ამასწინანდელი ბარსელონური ვიზიტი გვაძლევს იმედს, რომ მალე გამოჯანმრთელდება. ამ დროისთვის კი ის სათამაშოდ მზად არ არის.

კაჭარავას ვირუსი ჰქონდა, რომელმაც ის მნიშვნელოვნად შეაფერხა. მან გუნდთან ერთად ვარჯიში კი დაიწყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ ვერ არის ოპტიმალურ ფორმაში.

ეროვნულ გუნდს უბრუნდება "სილკებორგის" შემტევი დავით სხირტლაძე. ის კარგ ფორმაშია, დანიურ კლუბში გოლები გააქვს და, წესით, საქართველოს ნაკრებსაც უნდა გამოადგეს.

გვაიმედებს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვაში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც კარგად შეუძლია შეტევითი ფუნქციების შესრულება და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, თავდასხმაში არსებული დანაკლისის კომპენსირება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია.

ამ პრაქტიკას რა ვუყოთ...

დღეს საქართველოს ნაკრებს მეკარის პოზიციაზე ნამდვილად არ უჭირს, მაგრამ მარტო გვარ-სახელში არ არის საქმე. კონკრეტულ მომენტში ამ კუთხით სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ნუკრი რევიშვილის გარდა, სათამაშო პრაქტიკა სიაში მყოფ არც ერთ გოლკიპერს არ აქვს.

გიორგი ლორია სათადარიგოა მახაჭყალის "ანჟიში". რიგი მიზეზების გამო გიორგი მაკარიძეს "მორეირენშეში" აღარ ენდობიან... ისღა დაგვრჩენია, დავიტოვოთ იმედი, რომ ეს გარემოება ჩვენი გუნდის თამაშზე ცუდად არ იმოქმედებს.

არადა, მართლაც ცუდად მიეწყო ყველაფერი, თორემ ამ რგოლში პრობლემა არ უნდა გვქონდეს. ლორიას ზაფხულში ტრავმამ შეუშალა ხელი, თორემ ის დროულად იპოვიდა სასურველ კლუბს და ახლა მისი სტატუსი უფრო მყარი იქნებოდა, ვიდრე დღეს "ანჟიშია".

მაკარიძეს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა "მორეირენშეში" და ბოლო ორმა სანაკრებო შეხვედრამაც ნათლად დაადასტურა, რომ ის ამ დონეზე მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ეგაა, მაკარიძემ ამ ზაფხულს არ იჩქარა კლუბის დატოვება. ის უკეთეს შეთავაზებას ელის. ამ ფაქტმა კი "მორეირენშეს" ხელმძღვანელობა გაანაწყენა...

მომავალზე ფიქრით...

მართალია, საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე შესარჩევი ციკლი უკვე კარგა ხანია, ჩავარდა და ჩვენ აღარ გვაქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი, მაგრამ მომავალზე ფიქრი აქედანვე გვმართებს და ამაში ხელს არაფერი გვიშლის. მით უმეტეს, ჩვენ ვხვდებით ზემოტივირებულ მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ამ შეხვედრებში ბოლომდე დაიხარჯებიან.

აქედან გამომდინარე, რეალურად გამოჩნდება, რა რესურსი გვაქვს სადღეისოდ და ისიც, თუ რომელ საფეხბურთო კომპონენტებზე გვმართებს მუშაობა სამომავლოდ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კოულმენი
უელსს უჯობს არ ჩამოვიდეს!! წაგება განაღდებული აქვთ თბილისში! მე პირადად ჩვენ ნაკრებზე ვდებ თუმნინს ტოტალიზატორში!
niko
არ შეიძლება ასე ნაკრების შერჩევა, ალბათ ზემოდან ავალებენ ვაისს რომ ეს ათამაშე და ის ათამაშე. წლოვანებით 21 -იანებში უნდა ითამოშოს თუ ჯერ 17 იანებს არ გადასცდენიაო ძალიან ცუდი მიდგომაა. მარადონები არ გვყავს, მაგრამ, თუ ნიჭი აქვს 16 წლისაც უნდა ათამაშო. ამ არაბიძეს დაამყაყებენ და დაიკარგება, კი ცალფეხა ფეხბურთელია და ტანით პატარა მაგრამ ჯანი აქვს, და მესიც ცალფეხაა. არიან ახალგაზრდები და უნდა გაუხსნან გზები თორემ არც ის ბებრები გვყავს რომელნიც ცაში ვარსკვლავებს წყვიტავდნენ, ყველაზე დიდი ჩცავარდნის ერთი ორი მოთამაშეა დარჩენილი. დვალიშვილს რა უნდა საერთოდ ნაკრებში ვერა და ვერ გავიგე, ვინმეს სიძეა თუ პელე? ვაჭაძეს ბევრი შანსი ჰქინდა და ვერ გამოიYენა. ჩენტრში ყველას კაჭარავ სჯობს, მებრძOლია, მაღალი, თავითაც კარგად თამასობს და ბურტსაც კარგად იჭერს. ქვილითაიასაც არა უშავდა ბოლო თამაშში. ყაზაიშვილი დაიკარგება მალე ევროპაში დროულად თუ არ დაბრუნდა. ამერიკის ლიგა არის როგორც ჩინეთის გადაღრძუებული ევროპელებუ ჩამოჰყავთ და ისინი რომელთაც ევროპაში ვერაფერს მიაღწიეს. თან ამათი მომზადების დონე ვერ არის ევროპის დონეზე. თან ისეთ გუნდშია რომელიც სულს ჰღაფავს მარტო ვაკო ამათ ვერაფერს მოაგებინებს. D]და ბოლოს კიდევ, თუ ნაკრების მწვრთელი ჩამოჰყავთ მილტონ ჰეიგივით საქართველოში უნდა მოსთხოვონ დაბანაკება რომ ყველა ფეხბურთელის თამაში ერთი ორჯერ ნახოს, შეხვდეს მათ გაიცნოს. ნაკრებში თამაშს ბევრვი მონდომებაც უნდა და ფეხბურთელი თუ როგორც პრიოვნება არ ვარგა ნაკრებსაც ვერ გამოადება ამიტომ არის ჭანტურია ასე ბარსელონიდან ჩაქვეითდა ჩაქვეითდა
ვასო
ამ უთამაშებელ და დაკასტილებულ ხალხს და ბებრებს, ფორმაში მყოფი, ევროპაში მოთამაშე ბიჭები არ ჯობია? რა მიხვედრა უნდა ამას? ვაი ვაისს და მის ზევით კიდე
ბაჩო გ
ბიჭოს ამ კაჭარავაზე ასეთი ცუდი წარმოდგრნა რატომ გაქვთ არ მესმის,ფიზიკურად ძლიერია,ტანმაღალი,გატანა იცის და ერთი ოფიციალური თამაში აქვს ჩატარებული ეროვნულში მხოლოდ და უგოლოდ არ დაუტოვებია მოედანი....
gushematkivari
კარგია ცუდია იქით იყოს არებიძე საერთოდ არაა სიაში. 21 ნების სია არ მინახავს. ვერ ვნახე ამ ლაბირითში თუ არ არის? იმედია არაბიძე იქ მაინც იქნება მომწონს ეგ ბიჭი მე მაგალითად. მწვრტნელი იმიტომ გქვია რომ ფეხბურთელის კარგი თვისებები მოარგო გუნდს ისე რომ ყველა კმაყოფილი იყოს და ამბიჭს რამდენი ეგეთი თვისება აქვს? ბევრი რა თქმა უნდა ვიდრე იმათ ვინც ნაკრებშია. ხო და ჩაკვეტაძეს მოსინჯვაც შეიზლებოდა ეგეც გარგი ბიჭი ჩანს, მაგრამ ამ თავის თანატოლებს რა უყოს მერე. . .პენსიონერების გუნდია რა
ქუთაისი
არ ახსენოთ არაბიძე...რავა შეიძლება..კიტეიიშვილი ჯობია..ვაი თქვენს პატრონს
Alexander
1. ბაჩანა არაბულს რაც შეუძლია იცის კარგად მწვრთნელმა, როცა ფორმის პიკში იყო მაშინ ყავდა მიწვეული, თუ არ იწვევს ე.ი ვერ გაამართლა. 2. ვაწაძე ნამდვლიად გამორჩეული ფეხბურთელია მაგრამ, 2 თამაშში გატანილი გოლების გამო, (თან ხო მნიშვნელობა აქვს როგორი გოლები გაიტანა და რა დონის მოწინააღმდეგეს ეთამაშებოდა.) მისი გამოძახება არ შეიძლება. 3. ნიკა კაჭარავა საერთოდ არ არის დანაკარგი ჩვენი გუნდისთვის. 4. გიორგი ჭანტურიას სისქის დემონსტრირებას ნამდვილად ჯობია პაპუნაშვილი, არაბიძე და ლობჟანიძე ვნახოთ
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
ესპანელთა მორიგი დიდი დანაკლისი - იამალთან ერთად საქართველოსთან "ფურია როხას" კიდევ ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება
ვინ უერთდება ნაკრებს იდეალურად და პრობლემებით - "კვარას" ამბავი
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა" - რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?
პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის შეძენას ცდილობს
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
ამის გამო ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებდა - ვინ შეცვლის საქართველოსთან და ბულგარეთთან მატჩში ტრავმირებულ ლამინ იამალს
გიორგი შერმადინის 25-ე MVP და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი!
ოფიციალურად: "რეინჯერსმა" მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა
კანავარო ტაშკენტში ჩაფრინდა და მალე უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელად ოფიციალურად გამოაცხადებენ
ჯანლუიჯი ბუფონის 17 წლის შვილს სერია A-ში დებიუტი ჰქონდა
ესპანელთა მორიგი დიდი დანაკლისი - იამალთან ერთად საქართველოსთან "ფურია როხას" კიდევ ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება
ლუჩიანო სპალეტიმ შესაძლოა, კატარის კლუბი ჩაიბაროს
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
დავით სხირტლაძე დანიის "ვიბორგში" გადავიდა
ლეგიონის უქმეები: გოლები, ავტოგოლი, საგოლე პასები - ქართველებმა სეზონი დაიწყეს [VIDEO]
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
ლუკას ჰუფნაგელი: საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი სამუშაო ამ კომპონენტში გვაქვს
მათე ვაწაძე: თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, პირველი ეტაპის გადალახვა შესაძლებელია
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ყავარჯნები მოდაშია
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
იამალი საქართველოსთან ვერ ითამაშებს - დე ლა ფუენტესთვის მნიშვნელოვანი "ჯვაროსნების" დამარცხებაა
AS: პსჟ კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში გამოძახებით აღშფოთებულია და მისი გაშვება არ უნდა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
ლუის ენრიკემ "კვარას" ნაკრებში გამოძახებაზე კომენტარი გააკეთა
სხირტლაძე: ესტონეთიდან აუცილებლად გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ, სხვა სცენარი არ განიხილება
სხირტლაძე: 19-ში ყველა სტადიონზე! - შემდეგ ეტაპზე ვართ გასასვლელი
ლეგიონი გუშინ: გიორგი ჭანტურიას გოლი და მუხლის ტრავმა [VIDEO]
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
დავით სხირტლაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველმა კარიერა ნაადრევად დაასრულა
თბილისის "დინამო" დავით სხირტლაძემაც დატოვა - დედაქალაქური გუნდის ყოფილი კაპიტანი თურქეთში წავიდა
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ვინ უერთდება ნაკრებს იდეალურად და პრობლემებით - "კვარას" ამბავი
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან