ტრაგიკულად დაღუპული ნიკოლოზ კილაძის ძმა, ერეკლე კილაძე, "ზუგდიდის" მეკარე შოთა მამინაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა
1-ელ ოქტომბერს "მცხეთა-პარკზე" დატრიალებული ტრაგედია ჯერ კიდევ ცხელი და მოუნელებელი ჭრილობაა - "ზუგდიდის" მეკარის, შოთა მამინაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო...

- შოთა მამინაშვილი - ბოლო წუთები... [VIDEO]

მომხდარს ეროვნული ლიგა 2-ის "რუსთავის" ფეხბურთელი ერეკლე კილაძე გამოეხმაურა, რომლის ძმა, ნიკოლოზ კილაძე, ლანჩხუთის "გურიის" ფეხბურთელი, 2014 წლის 8 ოქტომბერს ტრაგიკულად დაიღუპა. მან ყოფილი თანაგუნდელი მიხეილ გოგუაძეც გაიხსენა.

მართლაც უცნაური და საშინელი დამთხვევაა - მამინაშვილის მსგავსად, "გურიის" კიპერიც 1-ელ ოქტომბერს გარდაიცვალა...

"ქართული ფეხბურთის მორიგი ტრაგედია ოქტომბრის თვეში! 1-ლი ოქტომბერი მიხეილ გოგუაძის გარდაცვალების დღეა და ახლა უკვე - შოთა მამინაშვილის! ორივე მეკარე! ორივე კარგი პიროვნება და ასევე კარგი სპორტსმენი! 2017 წლის 8 ოქტომბერს ნიკოლოზ კილაძის გარდაცვალების დღე მოდის! სიმწრით და ტკივილით სავსე ოქტომბერი", - წერს კილაძე.

ერეკლე კილაძე მხოლოდ "ფეისბუქპოსტებით" არ შემოიფარგლება. ძმის გარდაცვალების შემდეგ გაჭირვებულ და დაობლებულ ოჯახებს ეხმარება. ასე მაგალითად, შარშან საქართველოს გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახს მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად ეწვია და რითიც შეეძლო, დაეხმარა.

ერეკლემ ახლაც გაავრცელა მოწოდება:

"მეგობრებო, ბევრმა თქვენგანმა იცით, რომ 8 ოქტომბერს ნიკოლოზ კილაძის გარდაცვალების დღეა. წელსაც მინდა, რომ მის სახელზე დავეხმაროთ კიდევ ერთ ოჯახს. ოჯახი შერჩეულია. მცხეთის რაიონი, სოფელ ერედა და ამ სოფელში მცხოვრებნი - ანუკი, ლუკა და ცირა პირმისაშვილები. ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და სულერთია, რითი დავეხმარებით.

შეგროვილი გვაქვს გარკვეული ნივთები და საკვების შესაძენად ვაგროვებთ ფულს. ვისაც ტანსაცმლის საშუალება გაქვთ, ისინიც შემეხმიანეთ. ყველას მადლობა წინასწარ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gg
ანგარიშიც დადეთ და რაც შეგვეძლება ჩავრიცხავთ
paraoni
გამარჯობათ რამხელები არიან ბავშვები და როგორ შემიძლია მოგაწოდო ტანსაცმელი და რისი საშვალებაც გვაქ.
temo
თქვენ სიკეთე მოგცეთ/ ისინი ნათელში ამყოფოს ღმერთმა.
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
"თავი ვინ ჰგონიათ?!" - კონტემ ამორიმი გააკრიტიკა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" განადგურდა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წყვილები გაირკვა
პსჟ პერსპექტიულ შემტევს ხელშეკრულებას გაუგრძელებს
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
ტორპედო-გურია 1:1 - იმერულ-გურული ზავი პენალტებით
პრო ლიგა 2. "რუსთავი": გამოცდილი ახალწვეულები
შოთა მამინაშვილი - ბოლო წუთები... [VIDEO]
გურია-ზუგდიდი 5:0 - ლანჩ-ხუთი! [VIDEO]
დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 0:0 - "დილას" საქმე გაკეთდა [VIDEO]
"მოთელვამდე კარგად იყო, მოედანზე გასვლამდე კი ცუდად გახდა და წაიქცა..."
უმაღლესი ლიგა. VII ტური: ლანჩხუთის "გურიამ" "ზუგდიდს" მოუგო
ქობულეთის "შუქურაში" აფრიკელ და ბრაზილიელ ლეგიონერებს ელოდებიან
ლანჩხუთის "გურიამ" არც მეორელიგელი დაინდო - წილოსანმა სეზონი იმედიანად დაიწყო
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" ფეხბურთელი გარდაიცვალა
მერანი-გურია 2:0 - დიდი ხნის შემდეგ...
კახა გოგიჩაიშვილი: ჩვენთან სამ ქულას ნურავინ დაგეგმავს!
ეს ქართველმა გოგონამ გამომიგზავნა... სერბ მეკარეს "გურია" ტრამპლინად ესახება
ეროვნული ლიგის XXVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
უმაღლესი ლიგა. VII ტურის წინ: წინათქმის მაგიერ, ანუ არჩევნების ნიშნით